დექსამიცი 3მგ+1მგ/მლ 5მლ თვ/წვ

დექსამიცი 3მგ+1მგ/მლ 5მლ თვ/წვ

23.50 ლარი
ქვეყანა: საბერძნეთი
მწარმოებელი: რაფარმ საბერძნეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსამეტაზონი+ტობრამიცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 166795
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

დექსამიცი®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება :

დექსამიცი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ტობრამიცინი, დექსამეტაზონი

გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები, სუსპენზია

შემადგენლობა:

1 მლ სუსპენზია შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ტობრამიცინი - 3.0 მგ და დექსამეტაზონი - 1.0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა; ბენზალკონიუმის ქლორიდი; დინატრიუმის ედეტატი; ტილოქსაპოლი; ნატრიუმის ქლორიდი; ნატრიუმის სულფატი უწყლო; ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან გოგირდმჟავა (pH-ის კორექციისთვის); საინექციო წყალი.

აღწერილობა

თეთრი ფერის ჰომოგენური სუსპენზია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები კომბინაციაში, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები კომბინაციაში.

ათქ კოდი: S01CA01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დექსამეტაზონი:

კორტიკოსტეროიდების ეფექტურობა თვალის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ კარგადაა დადგენილი. კორტიკოსტეროიდები თრგუნავენ ციკლოოქსიგენაზა I და II-ს და ციტოკინების ექსპრესიას, რის შედეგადაც ხდება ანთების საწინააღმდეგო მედიატორების ექსპრესიის დაქვეითება და სისხლძარღვთა ენდოთელიუმში მოცირკულირე ლეიკოციტების ადჰეზიის დათრგუნვა. ეს ხელს უშლის მათ მიგრაციას თვალის ანთებით ქსოვილში. დექსამეტაზონს, სხვა სტეროიდებთან შედარებით, გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დაბალი მინერალოკორტიკოიდული ეფექტით. დექსამეტაზონი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ტობრამიცინი:

ტობრამიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, რომელსაც გააჩნია სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება. იგი ძირითადად მოქმედებს ბაქტერიების უჯრედებზე რიბოსომებზე პოლიპეპტიდების აგრეგაციის და სინთეზის ინჰიბირების გზით. ამ კომბინაციაში ტობრამიცინი უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ დაცვას მგრძნობიარე ბაქტერიებისგან.

შემოთავაზებულია შემდეგი მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების (MIC) ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც გამოყოფს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს ზომიერად მგრძნობიარეებისგან და ზომიერად მგრძნობიარეებს რეზისტენტულებისგან:

S (<4 მკგ/მლ, R (> 8 მკგ/მლ). რეზისტენტობა შესაძლოა ვარირებდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში, ამიტომ სასურველია რესისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის არსებობა, განსაკუთრებით, მძიმე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ექსპერტთან კონსულტაცია, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ ეჭვქვეშ დგება პრეპარატის სარგებლიანობა.

იზოლატების კლასიფიცირება როგორც მგრძნობიარე ან რეზისტენტული გამოსადეგია სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკების კლინიკური ეფექტურობის პროგნოზირებისთვის. თუმცა, როდესაც ანტიბიოტიკი გამოიყენება ადგილობრივად უშუალოდ ინფექციის კერაში ძალიან მაღალი კონცენტრაციებით, ეს კლასიფიცირება შესაძლოა მიუღებელი იყოს. იზოლატების უმეტესობა, რომლებიც სისტემური გამოყენებისას კლასიფიცირებული იყო როგორც რეზისტენტული, წარმატებით იკურნება ადგილობრივად.

In vitro კვლებებში ნაჩვენებია, რომ ტობრამიცინი აქტიურია თვალის პათოგენების და კანის ბაქტერიული ფლორის უმეტესი შტამების მიმართ:

სახეობები

შეძენილი რეზისტენტობის სიხშირე ევროპაში

მგრძნობიარე შტამები

გრამ-დადებითი აერობული მიკროორგანიზმები

Corynebacterium species

Staphylococcus aureus Methicillin -S a

Staphylococcus epidermidis Methicillin -S a

სხვა კოაგულაზა-ნეგატიური Staphylococci

0-3%

0-3%

0-28%

0-40%

გრამ-უარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები

Acinetobacter species

Citrobacter species

0%

0%

Escherichia coli

Enterobacter species

Haemophilus influenzae

0%

0%

0%

Klebsiella species

Moraxella species

Proteus species

Pseudomonas aeruginosa

0%

0%

0%

0%

ზომიერად მგრძნობიარე შტამები

(in vitro, საშუალო მგრძნობელობა )

გრამ-უარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები

Serratia marcescens

 

არსებითად რეზისტენტული შტამები

გრამ-დადებითი აერობული მიკროორგანიზმები

Enterococcus species

Staphylococcus aureus Methicillin –R a

Staphylococcus epidermidis Methicillin –R a

Streptococcus pneumoniae

Streptococcus species

50 – 70%

30 – 40%

გრამ-უარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები

Burkholderia cepacia

Stenotrophomonas maltophilia

 

ანაერობული მიკროორგანიზმები

Strict anaerobic bacteria

 

სხვა

Chlamydia species

Mycoplasma species

Rickettsia species

 

a მეტიცილინ-მგრძნობიარე (S), მეტიცილინ-რეზისტენტული (R). ბეტალაქტამების (მაგ., მეტიცილინი, პენიცილინი) მიმართ რეზისტენტული ფენოტიპი არ არის დაკავშირებული ამინოგლიკოზიდების მიმართ რეზისტენტულ ფენოტიპთან და ორივე მათგანი არ არის დაკავშირებული ვირულენტულ ფენოტიპთან. ზოგიერთი მეტიცილინ-რეზისტენტული (R) S. aureus-ის შტამი (MRSA) მგრძნობიარეა ტობრამიცინის მიმართ (MIC: S < 4), და, პირიქით, ზოგიერთი მეტიცილინ-მგრძნობიარე (S) S. aureus-ის შტამი (MSSA) რეზისტენტულია ტობრამიცინის მიმართ (MIC: S > 8).

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობის სიხშირე შეიძლება შეადგენდეს ყველა სტაფილოკოკის 50%-ს.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილია ფართო კლინიკური კვლევებით, თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემები შეზღუდულია.

ფარმაკოკინეტიკა

ტობრამიცინი:

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თვალში ჩაწვეთების შემდეგ პრეპარატის შეწოვა ხდება რქოვანიდან. სისტემური შეყვანის შემდეგ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს. ტობრამიცინი გამოიყოფა თითქმის მხოლოდ გორგლოვანი ფილტრაციის გზით, უმნიშვნელო ბიოტრანსფორმაციით (თუ კი ასეთი საერთოდ არსებობს). 2 დღის განმავლობაში პრეპარატის ადგილობრივად გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის პლაზმური კონცენტრაციები უმეტეს პაციენტებში იყო რაოდენობრივი განსზღვრის ზღვარზე ქვემოთ ან დაბალი (=0.25 მკგ/მლ).

დექსამეტაზონი:

თვალში ჩაწვეთების შემდეგ დექსამეტაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება რქოვანაში და ნამში. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 სთ-ის განმავლობაში. დექსამეტაზონის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 სთ-ს. დექსამეტაზონი ინტენსიურად გამოიყოფა ორგანიზმიდან მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის თვალში ადგილობრივად შეყვანის შემდეგ დექსამეტაზონის სისტემური ექსპოზიცია დაბალია. დექსამეტაზონის პიკური დონეები პლაზმაში ბოლო ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ვარირებდა 220 პკგ/მლ-დან 888 პკგ/მლ-მდე (საშუალოდ 555 ± 217 პკგ/მლ) პრეპარატის ყოველ თვალში თითო წვეთის 4-ჯერ დღეში შეყვანისას 2 დღის განმავლობაში.


ჩვენებები

ანთების მკურნალობა და პროფილაქტიკა და კატარაქტის ოპერაციასთან ასოცირებული ინფექციის პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

დოზირება და გამოყენების წესი

მოზრდილები

პრეპარატის დოზა შეადგენს 1 წვეთს, რომლის ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივის პარკში ყოველ 4-6 სთ-ში პაციენტის სიფხიზლის პერიოდში. პირველი 24-48 სთ-ის განმავლობაში შესაძლებელია დოზის გაზრდა და 1 წვეთის ყოველ 2 სთ-ში დანიშვნა. მკურნალობის ხანგრძლივობაა 14 დღე, მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 დღეს. გამოყენების სიხშირე უნდა შემცირდეს თანდათანობით, კლინიკური ნიშნების გაუმჯობესების მიხედვით. საჭიროა ყურადღება, რომ არ უნდა მოხდეს მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა.

გამოყენება ხანდაზმულებში

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან იგივე დოზებით, როგორც მოზრდილებში.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის და ამის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

გამოყენების წესი

განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის, თვალში ჩასაწვეთებლად.

გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა. საწვეთურის და სუსპენზიის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სიფრთხილის დაცვა, საწვეთური არ უნდა ეხებოდეს ქუთუთოებს, მათ ირგვლივ არეებს და სხვა ზედაპირებს. როდესაც არ იყენებთ, შეინახეთ მჭიდროდ დახურული თავსახურით.

ჩაწვეთების შემდეგ საჭიროა ქუთუთოების ოდნავ დახურვა ან საცრემლე არხის დახშობა. ეს ამცირებს სამკურნალო საშუალების სისტემურ აბსორბციას თვალიდან და შესაბამისად ამცირებს სისტემურ გვერდით ეფექტებს.

სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში უნდა იყოს დაცული 5 წუთიანი ინტერვალი.

თვალის მალამოები გამოიყენება ყველაზე ბოლოს.

გვერდითი ეფექტები

პრეპარატის გვერდითი ეფექტები დაჯგუფებულია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არახშირი (≥ 1/1,000 - < 1/100), იშვიათი (≥ 1/10,000 - < 1/1,000) ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კლასიფიკაცია ორგანოების სისტემების მიხედვით

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

უცნობი

ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

არახშირი

უცნობი

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

დარღვევები თვალის მხრივ

არახშირი

იშვიათი

უცნობი

თვალის ტკივილი, თვალის ქავილი, დისკომფორტი თვალში, თვალის ჰიპერტენზია, კონიუნქტივის შეშუპება, თვალშიდა წნევის მომატება, თვალის გაღიზიანება

კერატიტი, ალერგიული რეაქცია, ხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის ჰიპერემია

ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ერითემა, მიდრიაზი, მომატებული ცრემლდენა.

დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის მხრივ

არახშირი

რინორეა, ლარინგოსპაზმი

გასტროინტესტინური დარღვევები

იშვიათი

უცნობი

დისგევზია

გულისრევა, დისკომფირტი მუცლის არეში

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი

მულტიფორმული ერითემა, გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი

ცალკეული გვერდითი ეფექტების აღწერა

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა დექსამეტაზონის ოფთალმოლოგიური სუსპენზიის გამოყენების შემდეგ:

კლასიფიკაცია

ორგანოების სისტემების მიხედვით

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი

თავის ტკივილი

დარღვევები თვალის მხრივ

ხშირი

თვალის გაღიზიანება, თვალის ჰიპერემია, ქუთუთოების ერითემა, უსიამოვნო შეგრძნებები თვალში

დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის მხრივ

ხშირი

პოსტნაზალური წვეთი

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა ტობრამიცინის ოფთალმოლოგიური სუსპენზიის გამოყენების შემდეგ:

კლასიფიკაცია

ორგანოების სისტემების მიხედვით

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

დარღვევები თვალის მხრივ

ხშირი

არახშირი

თვალის ჰიპერემია, თვალის ტკივილი

თვალის ქავილი, დისკომფორტი თვალში, თვალის ტკივილი, ალერგიული გამოვლინებები, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივიტი, სინათლის ციმციმი, მომატებული ცრემლდენა, კერატიტი.

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის გაზრდა და მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის განვითარება და ჭრილობების შეხორცების შეფერხება.

ისეთი დაავადებებისას, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, არსებობს პერფორაციის მმომატებული რისკი პრეპარატის შენადგენლობაში შემავალი კორტიკოსტეროიდის გამო, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.

მეორადი ინფექციის განვითარება აღინიშნა კორტიკოსტეროიდების და ანტიმიკრობული პრეპარატების კომბინაციების გამოყენებისას. სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება მიდრეკილება რქოვანას სოკოვანი ინფექციების განვითარებისკენ.

სერიოზული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ნეიროტოქიკურობა, ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა, ვითარდება ტობრამიცინით სისტემური მკურნალობის დროს.

ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია გამოვლინდეს მგრძნობელობა ადგილობრივად გამოსაყენებელი ამინოგლიკოზიდების მიმართ.

უკუჩვენება

  • · მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინის, დექსამეტაზონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • · მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი;
  • · ძროხის ყვავილი, ჩუტყვავილა ან რქოვანას და კონიუნქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;
  • · თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
  • · თვალის სტრუქტურების სოკოვანი ინფექციები
  • · თვალის არანამკურნალევი ჩირქოვანი ინფექცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

არ არის აღწერილი არანაირი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პრეპარატის ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბი დოზით ადგილობრივად გამოყენებისას ან ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით ჩაყლაპვისას ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

მონაცემები ორსულებში ტობრამიცინის და დექსამეტაზონის თვალში ადგილობრივი გამოყენების შესახებ შეზღუდულია.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ტობრამიცინის კანქვეშ შეყვანისას არ გამოავლინა ტერატოგენური ეფექტები. ამინოგლიკოზიდების მაღალი სისტემური დოზები დაკავშირებული იყო ოტოტოქსიკურობასთან. თუმცა, მოსალოდნელია, რომ თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური დონე ძალიან დაბალი იქნება და ტობრამიცინი არ გამოიწვევს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებას რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები, მათ შორის სასის ნაპრალი. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. გარდა ამისა, მონაცემები ცხოველებში და კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური დოზების მიღებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების რისკი, გულ-სისხლძარღვთა და/ან მეტაბოლური დაავადებების და/ან ნეიროქცევითი განვითარების დარღვევის რისკი მოზრდილებში. ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სარგებელი-რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ. ამიტომ, ქალებმა უნდა აცნობონ ექიმს ორსულობის დადგომის შესახებ. ჯერჯერობით, ადამიანებში გამოყენებისას არ ყოფილა ეჭვი ემბრიოტოქსიკურ ეფექტებზე. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის დროს არ არის გამორიცხული ნაყოფის ზრდის დარღვევები. ორსულობის ბოლოს მკურნალობამ შეიძლება შეაფერხოს ორგანიზმის მიერ გლუკოკორტიკოიდების წარმოქმნა, რაც საჭიროებს მკურნალობას დაბადების შემდეგ. ამიტომ, ორსულობის დროს დექსამიცი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

სისტემურად შეყვანილი კორტიკოსტეროიდები ჩნდება ადამიანის რძეში და შეიძლება შეაჩეროს ზრდა, ხელი შეუშალოს ენდოგენურ კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას ან გამოიწვიოს სხვა არასასურველი ეფექტები. არ არის ცნობილი ხვდება თუ არა ტობრამიცინი და დექსამეტაზონი დედის რძეში ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ. პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინის და დექსამეტაზონის დედის რძეში მოხვედრის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკი არ არის გამორიცხული. დექსამიცი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს.

ფერტილობა.

ადამიანის ან ცხოველების ფერტილობაზე ტობრამიცინის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ქალების ან მამაკაცების ფერტილობაზე დექსამეტაზონის გავლენის შესახებ მონაცემები შეზღუდულია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დექსამიცი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ (24 დღეზე მეტხანს) შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა ჰიპერტენზია/გლაუკომა მხედველობის ნერვის შემდგომი დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით და მხედველობის ველის დეფექტებით, ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა.

სასურველია ხშირად შემოწმდეს თვალშიდა წნევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, ვინაიდან სტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა ჰიპერტენზიის რისკი უფრო მაღალია 6 წლამდე ასaკის ბავშვებში და შეიძლება გამოვლინდეს უფრო ადრე, ვიდრე მოზრდილებში. ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა მკურნალობის დაწყებისთანავე სიფრთხილით განისაზღვროს გამოყენების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა, ასევე გაკონტროლდეს თვალშიდა წნევა.

ხანგრძლივმა მკურნალობამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თვალის მეორადი ინფექციები. კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია დააქვეითონ რეზისტენტობა ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების მიმართ და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, ასევე შენიღბონ ინფექციის კლინიკური ნიშნები.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივად გამოსაყენებელ ამინოგლიკოზიდების მიმართ. თუ ამ პრეპარატის გამოყენებისას განვითარდა ჰიპერმგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შესაძლებელია განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ და გასათვალისწინებელია, რომ პაციენტები, რომლებსაც უვითარდებათ მგრძნობელობა ადგილობრივი ტობრამიცინის მიმართ, ასევე შეიძლება მგრძნობიარე იყვნენ სხვა ადგილობრივი და/ან სისტემური ამინოგლიკოზიდების მიმართ.

სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიკურობა, ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა, აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ სისტემური მკურნალობა ამინოგლიკოზიდებით.

რქოვანას პერსისტული წყლულის მქონე პაციენტებში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი სოკოვან ინფექციაზე. სოკოვანი ინფექციის არსებობისას უნდა შეწყდეს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.

ისეთი ანტიბიოტიკების, როგორიცაა ტობრამიცინი, ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეზისტენტული ორგანიზმების, მათ შორის სოკოების, ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

ადგილობრივმა ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეაფერხონ რქოვანის ჭრილობების შეხორცება.

იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერფორაცია.

არსებობს მონაცემები მასზედ, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათია. ბენზალკონიუმისს ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და გააუფერულოს რბილი კონტაქტური ლინზები. თვალის ინფექციის და ანთების მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ხმარება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ნებადართული აქვს კონტაქტური ლინზების ხმარება, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მათი მოხსნა. ლინზების ხელახლა ჩადგმა ხდება პრეპარატის გამოყენებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

დექსამიცის არ გააჩნია გავლენა ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. შესაბამისი კვლებები არ ჩატარებულა. როგორც ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების შემთხვევაში, მხედველობის დროებითმა დაბინდვამ და სხვა მხედველობის დარღვევებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა მართოს მანქანა და არ უნდა იმუშაოს მექანიზმებთან მხედველობის აღდგენამდე.

შეუთავსებლობა

მონაცემები არ არსებობს.

შეფუთვა

5 მლ სტერილური სუსპენზია ფლაკონში (LDPE), 1ფლაკონი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა

2 წელი

ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ გამოყენება შესაძლებელია 4 კვირის განმავლობაში.

მწარმოებელი

RAFARM S.A, საბერძნეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს “იმპექსფარმი “

საქართველო 0160, თბილისი,

გიორგი სააკაძის II გასასვლელი, N17