თურმანიძე პლუსი 30გ ღამის კრ.
გააზიარე:
სახის დამატენიანებელი ღამის კრემი
100% ნატურალური კომპლექსი
* ღრმა დატენიანება
* კანის ბარიერის მხარდაჭერა
* ღამის ინტენსიური აღდგენა
შესაფერისია:
მშრალი, ძალიან მშრალი და ნორმალური კანისთვის.
ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური ფორმულა თავისუფალია ყოველგვარი სინთეტიკური დანამატისგან, არ შეიცავს პარაბენებს, თავსებადია მგრძნობიარე კანისთვის, მათ შორის როზაციის დროს.
კანის სარგებელი:
„თურმანიძე პლუსი“-ის დამატენიანებელი ღამის კრემი შექმნილია კანის ღრმა დატენიანებისა და ღამის განმავლობაში მისი ბუნებრივი აღდგენის მხარდასაჭერად. ცივი დაწურვის და რაფინირებული ზეითუნის ზეთის კომპლექსი, ჰიალურონის მჟავა, ავოკადოს ზეთი და ფუტკრის ცვილი ინტენსიურად კვებავს ეპიდერმისს, უზრუნველყოფს მრავალშრიან, ხანგრძლივ დატენიანებას, უჯრედული სტრუქტურის აღდგენას და დილით მას უფრო გლუვ, ელასტიურ და ჯანმრთელ იერს ანიჭებს.
გამოყენების წესი:
მრავალშრიანი დატენიანების და კანის აღდგენის ოპტიმალური შედეგისთვის, დაიტანეთ თხელი ფენა ღამით/ძილის წინ, სხვა საშუალებებისგან თავისუფალ, სუფთა სახეზე.
შენახვის პირობები და ვადა:
შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. მოიხმარეთ გახსნიდან 3 თვის განმავლობაში












