მაგნიველი N60კაფს

მაგნიველი N60კაფს

35.00 ლარი 29.75 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმი+პირიდოქსინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 166581
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

მაგნიველი/Magniwel

მაგნიუმი (მაგნიუმის ბისგლიცინატი + მაგნიუმის ციტრატი) + ვიტამინი B6 (P5P).

ერთი კაფსულის შემადგენლობა:
მაგნიუმი - 140 მგ.
ვიტამინი B6 - 5 მგ.

შემადგენლობა:
მაგნიუმის ბისგლიცინატი, მაგნიუმის ლიმონმჟავა (მაგნიუმის ციტრატი), კაფსულის გარსის კომპონენტი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, შემასქელებელი: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b), პირიდოქსალ-5-ფოსფატი.

მაგნიველი/ Magniwel - წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის უნარის მქონე მაგნიუმის ფორმებს — მაგნიუმის ბისგლიცინატს და მაგნიუმის ციტრატს, ხოლო ეფექტის გასაძლიერებლად დამატებული ვიტამინი B6 წარმოდგენილია მისი აქტიური ფორმით — პირიდოქსალ-5′-ფოსფატის სახით (P5P), რომელიც ორგანიზმში დამატებით მეტაბოლურ გარდაქმნას აღარ საჭიროებს.
მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის კომბინაცია ხელს უწყობს: ნერვული სისტემის, კუნთების, გულისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოყენების ჩვენება:

• მაგნიუმისა და B6 ვიტამინის უკმარისობა

• მაგნიუმის დეფიციტით გამოწვებული დარღვევები:

- გარე ფაქტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა, ძილის დარღვევა, ადინამია, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნებები, სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება, დეპრესია, შფოთვა.

• არტერიული ჰიპერტენზია და გულის რითმის დარღვევები (არითმიები)

• მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსურ თერაპიაში)

• სპასტიური მდგომარეობები (მათ შორის ანგიოსპაზმი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობა)

• ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკა

• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობები

• ორსულობის შეწყვეტის, გესტოზის საშიშროება

• პრედმენსტრუალური სიმპტომატიკა: გაღიზიანებადობა, დეპრესია, ტკივილი თავისა და მუცლის არეში, კლიმაქტერული სინდრომი - ფსიქოვეგეტატიური აშლილობით

• შაქრიანი დიაბეტი.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

1 კაფსულა ერთხელ დღეში.

გამოყენება შესაძლებელია - 11 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

დღიური ნორმა

1 კაფსულა

% RDF *

მაგნიუმი

140 მგ

37.33

ვიტამინ B6

5 მგ

357.14

*RDF: რეკომენდებული დღიური ნორმა.

გაფრთხილებები:

● არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

● საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას

● ორსულობის, ძუძუთი კვების პერიოდში ან სხვადასხვა დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, მაგნიველის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

პროდუქტის ფორმა და შეფუთვა:

60 კაფსულა - მუქი ფერი მინის ბოთლში, ალუმინის თავსახურით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში.

საკვები დანამატის დამტკიცების ნომერი:

……………………….

კომპანიის რეგისტრაციის ნომერი:

TR-34-K-138907

წარმოების ადგილის რეგისტრაციის ნომერი:

TR-34-K-138907

სავაჭრო მარკის მფლობელი:

Natuwell Sağlık Ürünleri A.Ş.

Çamlık Mah. Pamuk Sok. A Blok Apt. No:12-16 Ümraniye/İstanbul

მწარმოებელი კომპანია:

VEFA İlaç San. ve Tic. A. Ş.

Beylikdüzü OSB Mah., 2. Bulvar No: 4

Beylikdüzü/İstanbul

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი.

აქტიური ნივთიერებების წარმომავლობა:

მაგნიუმის ციტრატი და მაგნიუმის ბისგლიცინატი - გერმანია, ვიტამინი B6 - იაპონია.