ეპიდუო 0.3%/2.5%30გ გელი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი
(ადაპალენი / ბენზოილის პეროქსიდი)
გთხოვთ , ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია მედიკამენტის გამოყენებამდე , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
- · შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- · თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- · ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ის შეიძლება მათთვის საზიანო აღმოჩნდეს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავდეს.
- · გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული. იხილეთ პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი
- რას წარმოადგენს ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი და რა შემთხვევაში გამოიყენება 000000000000000
- რა უნდა ვიცოდეთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის გამოყენებამდე
- როგორ გამოვიყენოთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
1. რა ს წარმოადგენს ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი და რა შემთხვევაში გამოიყენება
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით "აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის". იგი გამოიყენება ვულგარული აკნე სამკურნალოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღინიშნება კომედონები (შავი ან თეთრი წერტილები) და მრავალობითი პაპულები და პუსტულები (ანთებითი გამონაყარი).
გელი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას — ადაპალენს და ბენზოილის პეროქსიდს, რომლებიც მუშაობენ ერთად, მაგრამ განსხვავებული მექანიზმებით:
- ადაპალენი მიეკუთვნება „რეტინოიდების“ ჯგუფს და მოქმედებს უშუალოდ აკნეს განვითარების მექანიზმზე.
- ბენზოილის პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება და ასევე აქვს კანის ზედა ფენის დამარბილებელი და ექსფოლიაციური/ამქერცლავი ეფექტი.
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლიდან ზევით.
2. რა უნდა ვიცოდეთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ხართ ორსულად;
- თუ გეგმავთ ორსულობას;
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ადაპალენის, ბენზოილის პეროქსიდის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები :
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- · არ წაისვათ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი: ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, მზისგან დამწვრობაზე, ეგზემაზე .
- · მოერიდეთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის კონტაქტს: თვალებთან , პირთან , ცხვირის ნესტოებთან , ლორწოვან გარსებთან და სხვა მგრძნობიარე უბნებთან.
- · შემთხვევითი კონტაქტისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.
მოერიდეთ : მზის გადაჭარბებულ ზემოქმედებას , ულტრაიისფერ ნათურებს
არ წაისვათ თმაზე ან შეღებილ ქსოვილებზე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ფერის შეცვლა.
ხელები კარგად დაიბანეთ გამოყენების შემდეგ.
თუ მკურნალობის დასაწყისში გაქვთ ხანგრძლივი კანის გაღიზიანება, მიმართეთ ექიმს(იხ. პუნქტი 3 „როგორ გამოვიყენოთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი“).
სხვა მედიკამენტები და ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი :
- არ გამოიყენოთ სხვა აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები (ბენზოილის პეროქსიდით და/ან რეტინოიდებით) ერთდროულად;
- მოერიდეთ კოსმეტიკას, რომელიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს;
აცნობეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ რომელსაც იყენებთ ან ახლახანს გამოყენეთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება :
ორსულობა
არ გამოიყენოთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. მკურნალობის დროს ორსულობის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ძუძუთიკვება
თუ კვებავთ ძუძუთი, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმითან. ექიმი გირჩევთ ან ძუძუთი კვების შეწყვეტას ან მკურნალობის შეწყვეტას. თუ ექიმი გირჩევთ მკურნალობის გაგრძელებას თავიდან უნდა იქნას არიდებული პრპეარატის მოხვედრა მკერდზე, რომ არ მოხდეს ბავშვთან შემთხვევითი კონტაქტი.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი არ ახდენს გავლენას ან ახდენს მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ეპიდუო 0,3%/2,5% გელი შეიცავს პროპილენგლიკოლს .
ეს პრეპარატი შეიცავს 40 მგ პროპილენგლიკოლს (E1520) თითოეულ გრამ გელში, რაც შეადგენს 4% w/w-ს.
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი ასევე შეიცავს პოლისორბატებს .
პოლისორბატებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
3. როგორ გამოვიყენოთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის 12 წლის ასაკიდან ზევით.
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
დოზას განსაზღვრავს ექიმი აკნეს სიმძიმისა და მდგომარეობის მიხედვით; ასევე გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დამატებითი მკურნალობა.
- წასმამდე კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
წაისვით გელის თხელი ფენა თანაბარად აკნეთი დაზიანებულ სახის და/ან სხეულის უბნებზე დღეში ერთხელ, ძილის წინ. მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტს თვალებთან, ტუჩებთან, ნესტოებთან და ლორწოვან გარსებთან.
სახე: დაიბანეთ და გაიმშრალეთ სახე. თითო ზონაზე (შუბლი, ნიკაპი, ლოყა) გამოიყენეთ დაახლოებით „ბარდის მარცვლის“ ზომის რაოდენობა. დატანის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ. ეპიდუო 0,3% / 2,5% გელით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
თუ 4–8 კვირის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს მკურნალობის გაგრძელების შესაფასებლად.
თუ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელით მკურნალობის პირველ კვირებში აღინიშნება კანის მუდმივი გაღიზიანება, მიმართეთ ექიმს. მან შეიძლება დაგინიშნოთ დამატენიანებელი, შეამციროს გამოყენების სიხშირე, დროებით შეგიჩეროთ მკურნალობა ან სრულად შეწყვიტოს იგი
არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (კრემები, მაკიაჟი) ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის წასმამდე. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი გაშრება.
გამოყენება ბავშვები :
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ თქვენ გამოიყენეთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი საჭიროზე მეტი რაოდენობით
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი, აკნე უფრო სწრაფად არ გაქრება, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და სიწითლე.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
- თუ გამოიყენეთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის საჭიროზე მეტი რაოდენობა
- თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი ;
- თუ თქვენ ან სხვა პირმა შემთხვევით გადაყლაპეთ ეს პრეპარატი ;
თქვენი ექიმი მოგცემთ მითითებებს საჭირო ზომების შესახებ.
თუ დაგავიწყდათ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის გამოყენებას
აკნეს ელემენტების (კომედონები, პაპულები და პუსტულები) რაოდენობა მცირდება ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის მხოლოდ რამდენიმე გამოყენების შემდეგ.
გამოყენება თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დროის განმავლობაში.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაახლოებით 1-დან 10 პაციენტს, რომელიც იყენებს ეპიდუო 0,3% / 2,5% გელს, შეიძლება განუვითარდეს კანისმიერი რეაქციები.
შეწყვიტეთ გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება ყელის შევიწროების შეგრძნება, თვალების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან ქავილი სახეზე/სხეულზე.
ასეთი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე უცნობია.
ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):
- კანის გაღიზიანება;
- ეგზემა;
- წვის შეგრძნება კანზე ;
- კანის სიწითლე;
- აქერცვლა .
ნაკლებად ხშირი (100-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):
- ქუთუთოების სიწითლე
- ჩხვლეტის/ნემსების შეგრძნება გამოყენების ადგილზე
- კანის ქავილი
- ალერგიული რეაქცია კანზე
- გამონაყარი
- მშრალი კანი
გარდა ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტებისა, შემდეგი გვერდითი ეფექტები დაფიქსირებულია ეპიდუოს უფრო დაბალი დოზის გამოყენებისას (ადაპალენი 0,1% / ბენზოილის პეროქსიდი 2,5%), ნაკლებად ხშირი (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
-მზის დამწვრობა
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
- ქუთუთოების შეშუპება
- ყელში შებოჭილობის შეგრძნება
- ალერგიული კონტაქტური დერმატიტი,
- სახის შეშუპება
- კანის ტკივილი/ჩხვლეტა
- ბუშტუკები კანზე
- სუნთქვის გაძნელება
- დისქრომია (კანის ფერის შეცვლა),
- გამოყენების ადგილზე წვა
ეპიდუოს-ს გამოყენებასთან ჩვეულებრივ დაკავშირებული გვერდითი ეფექტები მოიცავს მსუბუქ ან საშუალო ინტენსივობის რეაქციებს გამოყენების ადგილზე, როგორიცაა კანის გაღიზიანება სიწითლით, სიმშრალე, აქერცვლა, ჩხვლეტის შეგრძნება და/ან წვის შეგრძნება კანზე
გამოყენების ადგილზე წვა ძირითადად ზედაპირული შემთხვევებია, თუმცა დაფიქსირებულია უფრო მძიმე შემთხვევებიც ბუშტუკების წარმოქმნით.
თუ ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის გამოყენების პირველ კვირებში აღინიშნება კანის მუდმივი გაღიზიანება, მიმართეთ ექიმს.
კანისმიერი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გაღიზიანება, უფრო ხშირად გვხვდება ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის შემთხვევაში, ვიდრე უფრო დაბალი დოზის ეპიდუო 0,1% / 2,5% გელის გამოყენებისას.
ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება, გელის ნაკლები სიხშირით დატანა, გელის გამოყენების დროებითი შეწყვეტა ან მკურნალობის სრულიად შეწყვეტა.
ეს რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დასაწყისში და დროთა განმავლობაში თანდათან მცირდება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში.
ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების პირდაპირ შეტყობინება ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და ფარმაკოზედამხედველობის რეგიონული ცენტრების ქსელი.
ვებგვერდი: www.signalement.social-sante.gouv.fr
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. ეპიდუო 0,3% / 2,5% გელის შენახვა
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონზე „EXP“-ის შემდეგ. ვადის გასვლა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადა შეადგენს 6 თვეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები.
6. შეფ უთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია:
რას შეიცავს ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი:
აქტიური ნივთიერებებია ადაპალენი და ბენზოილის პეროქსიდი.
- 1 გრამი გელი შეიცავს 3 მგ (0,3% w/w) ადაპალენს და ბენზოილის პეროქსიდს ჰიდრატირებული ფორმით, რაც 25 მგ (2,5% w/w) უწყლო ბენზოილის პეროქსიდის ექვივალენტურია.
სხვა ნივთიერებები :
დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დოკუზატი, გლიცეროლი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), SIMULGEL 600 PHA (აკრილამიდისა და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80 (E433), სორბიტანის ოლეატი), გაწმენდილი წყალი. დამატებითიინფორმაციაიხილეთმე-2 პუნქტისბოლოს.
რას წარმოადგენს ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი და მისი შეფუთვა
ეპიდუო 0,3% / 2,5% გელი წარმოადგენს თეთრ ან ძალიან ღია ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე გელს.
- · 30 გრამი ტუმბო-ფლაკონში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი / დისტრიბუტორი:
GALDERMA INTERNATIONAL
Tour Europlaza-La Defense 4
20, avenue Andre Prothin
92927 LA DEFENSE Cadex
მწარმოებელი:
Laboratoires Galderma
Z.I. Montdésir
74540 Alby-sur-Cheran
ეს პრეპარატი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში(ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი დასახელებებით:
გერმანია, ბელგია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი: Epiduo Forte
ესტონეთი, დანია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა: Epiduo
ფინეთი, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი(ჩრდილოეთ ირლანდია), შვედეთი,: Epiduo 0.3% / 2.5%
ბულგარეთი, ესპანეთი: Epiduo Forte 3 mg/g + 25 mg/g Gel
ხორვატია, პორტუგალია: Epiduo 3 mg/g + 25 mg/g Gel
უნგრეთი, ნიდერლანდები: Effezel Forte
რუმინეთი: Epiduo Forte 3 mg/25 mg/g gel
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 29 სექტემბერი 2025.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ANSM-ის ვებგვერდზე (საფრანგეთი).










