დიგენზიმი #30ტ

დიგენზიმი #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 166565
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გამოყენების ინსტრუქცია

დიგენ ზიმი ტაბლეტები

საკვები დანამატი

თითო ტაბლეტი შეიცავს

აქტიური კომპონენტები :

პანკრეატინი 200 მგ

ლიპაზა15 მგ

დიასტაზა75 მგ

პექტინი 100 მგ

Lactobacillus acidophilus-ის კულტურა 7,2 მგ

ბრომელაინი2 მგ

პაპაინი25 მგ

პეპსინი 25 მგ

L-გლუტამინის მჟავა 15 მგ

სხვაინგრედიენტები : დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

დიგენზიმი წარმოადგენს ფერმენტების, ბუნებრივი ბოჭკოების და რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალი კულტურის კომბინაციას.

ფერმენტები

პანკრეატინი, პეპსინი და ლიპაზა არის ფერმენტები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

პანკრეატინი არის ფერმენტი, რომელიც შლის ნახშირწყლებს, ცილებს და ცხიმებს.

ლიპაზა არის ფერმენტი, რომელიც შლის ცხიმებს.

პეპსინი არის ფერმენტი, რომელიც შლის ცილებს.

დიგენზიმში ეს ფერმენტები ემატება ბუნებრივად წარმოქმნილ ფერმენტებს: დიასტაზას, პაპაინს და ბრომელაინს, რომლებიც მიიღება ქერისგან, პაპაიასგან და ანანასისგან.

დიასტაზა მიიღება ქერის ექსტრაქტისგან და ხელს უწყობს სახამებლის დაშლას.

პაპაია შეიცავს ცილის მომნელებელ ფერმენტ პაპაინს, რომელიც შლის ცილოვან ჯაჭვებს. ბრომელაინი არის ფერმენტი, რომელიც მიიღება ანანასის ღეროებიდან და წვენიდან და ხელს უწყობს ცილების დაშლას.

ბუნებრივი ბოჭკო

პექტინი არის ხსნადი ბოჭკო, რომელიც გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში. წყალთან შერევისას, მას შეუძლია ნაწლავებში გელის წარმოქმნა.

ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების კულტურა

Lactobacillus acidophilus-ის კულტურები შედგება ცოცხალი მიკროორგანიზმებისგან, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ნორმალურ ნაწლავის ფლორაში. მათი რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს ჭარბი კვების, არაბალანსირებული კვების ან რეგულარული კვების ჩვევების ცვლილების მიხედვით.

L-გლუტამინისმჟავა არის ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს ცილებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს.

ჩვენებები

კომპლექსური ფერმენტული დამხმარე პროდუქტი ცუდი მონელებისთვის, რომელიც ხასიათდება კუჭის დისკომფორტით, გულისრევით, კუჭის აშლილობით, მეტეორიზმით, სისავსის შეგრძნებით და ჭარბი კვების შედეგად გამოწვეული ნაწლავური და საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომებით.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ანანასის, პაპაიას ან ღორის ცილების მიმართ;

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილები: მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ .

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ უნდა ცვლიდეს მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას.

დიგენზიმი სიფრთხილითუნდა იქნას გამოყენებული 

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მუცლის ძლიერი ტკივილი (ზოგჯერ დიარეასთან ასოცირებული), დიარეა, რომელიც გრძელდება ორ დღეზე მეტხანს, ძალიან დაქვეითებული იმუნიტეტი, ანტიბიოტიკების ან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დოზირების ფორმა

10 ტაბლეტი ბლისტერზე. ორი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი

BOSONIC WELLNESS

6/3 Saket Ind. Estate, Sarkhej-Bavla Highway, Moraiya, Ahmedabad-382213, Gujarat, India

წარმოებულია

SYREN HEALTHCARE

422, Forth Floor, Z-One, Sindhubhavan Marg, Ahmedabad-380054, Gujarat, India.