ცაინფ-L თიანინი 250მგ#90კაფს
გააზიარე:
ცაინფარმა - L- თ ი ანინი 250 მგ №90 კაფსულა
საკვები დანამატი
ნატურალური მწვანე ჩაის (Camellia sinensis) ფოთლის ექსტრაქტით, რომელიც შეიცავს ამინომჟავა L-თიანინს (40%) და პოლიფენოლებს (30%) ვეგანურ კაფსულებში.
1 კაფსულის შემადგენლობა: მწვანე ჩაის (Camelia sinensis) ფოთლის ექსტრაქტი 250 მგ- მათ შორის L-თიანინი 100 მგ; პოლიფენოლები 75 მგ.
სასარგებლო ეფექტები
- კონცენტრაცია და ფოკუსი: აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებასა და გონებრივ შრომისუნარიანობას სტრესულ სიტუაციებში.
- სტრესისა და შფოთვის შემცირება: ეფექტურად ამცირებს სტრესს და შფოთვას, რაც უზრუნველყოფს სიმშვიდესა და ემოციურ ბალანსს.
- ენერგიის მართვა: აბალანსებს ორგანიზმის ენერგიას და ამცირებს კოფეინისგან გამოწვეულ ნერვულ დაძაბულობას.
- ძილის ხარისხის გაუმჯობესება: ამშვიდებს ნერვულ სისტემას ძილის წინ, ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებასა და ღრმა ძილს.
კომპონენტები : მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულა).
მიღების წესი
მიიღება 2 კაფსულა დღეში დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად, სასურველია კვების დროს.
გაფრთხილება : საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია ზრდასრულთათვის.რეკომენდებული დოზის დაცვის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
პროდუქტის უპირატესობები :
- 100% ნატურალური ექსტრაქტი — მიღებულია ნატურალური მწვანე ჩაის ფოთლებისგან (შეიცავს 40% L-თიანინს და 30% პოლიფენოლებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან).
- მაღალი ბიოშეღწევადობა — სწრაფი და ეფექტური ათვისება.
- 100% ვეგანური .არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და სოიას.
- გერმანული ხარისხი — პროდუქტი რეგულარულად მოწმდება დამოუკიდებელი გერმანული ლაბორატორიების მიერ.
შენახვის პირობები : შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში, მშრალ და გრილ ადგილას.
- მწარმოებელი : ZeinPharma Germany GmbH, გერმანია.










