დემაციტ ქოლინი #30კაფს

დემაციტ ქოლინი #30კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 166189
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფურცელი-ჩანართი

დემაციტ ქოლინი/DEMATSYT CHOLINE

სურსათის დანამატი

შემადგენლობა 1 კაფსულაზე: ქოლინის ბიტარტრატი; დასაპრიალებელი აგენტი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა; გინკგო ბილობას ფოთლების (Ginkgo Biloba L.) მშრალი ექსტრაქტი, ტიტრირებული, 24% ფლავონის გლიკოზიდები და 6% ტერპენული ლაქტონები; შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილი; შავი პილპილის ნაყოფების (Piper nigrum L.) მშრალი ექსტრაქტი, ტიტრირებული 95% პიპერინზე.

აქტიური ინგრედიენტები:

დღიური დოზა (1 კაფსულა)

ქოლინის ბიტარტრატი

500 მგ

გინკგო ბილობას ფოთლების (Ginkgo Biloba L.) მშრალი ექსტრაქტი, აქედან

  • · ფლავონის გლიკოზიდები
  • · ტერპენული ლაქტონები

60 მგ

14.4 მგ

3.6 მგ

შავი პილპილის ნაყოფის (Piper nigrum L.) მშრალი ექსტრაქტი

2 მგ

არ შეიცავს ლაქტოზას და/ან რძის პროტეინებს/გლუტენს

არ შეიცავს კონსერვანტებს

გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება როგორც სურსათის დანამატი მოზრდილებისთვის, როგორც ქოლინის ბიტარტრატის, გინგკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტიდან მიღებული ფლავონური გლიკოზიდებისა და ტერპენული ლაქტონების და შავი პილპილის ნაყოფის ექსტრაქტის ბუნებრივი ნივთიერებების დამატებითი წყარო, რომლებიც განაპირობებენ დემაციტ ქოლინის კომპლექსურ ეფექტს.

ქოლინის ბიტარტრატი:

  • · ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს. ჰომოცისტეინი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და მნიშვნელოვანია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისათვის და კოგნიტური ფუნქციებისათვის.
  • · ხელს უწყობს ლიპიდების ნორმალურ მეტაბოლიზმს. ლიპიდები მონაწილეობენ ენერგიის დაგროვებაში, უჯრედის მემბრანების ფორმირებაში და ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისათვის და ნერვული იმპულსების გადაცემისათვის.

გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი:

  • · ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას. კოგნიტური ფუნქცია გულისხმობს ტვინის უნარს, გადაამუშაოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობისთვის, მეხსიერებისა და გარემოს აღქმისთვის.
  • · ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემის მიკროცირკულაციას. მიკროცირკულაცია არის სისხლის ნაკადის მოძრაობა წვრილ სისხლძარღვებში, რომლებიც ქსოვილებს ამარაგებენ ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც კარგად დაბალანსებული კვების შემცვლელი.

მიღების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა: მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 კაფსულა დღეში, დილით, კვების შემდეგ, ერთ ჭიქა წყალთან (150 მლ) ერთად. კურსის განმეორება რეკომენდებულია წელიწადში მინიმუმ ორჯერ, არანაკლებ 3 თვის განმავლობაში. მიღების კურსს და ხანგრძლივობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ რაოდენობას. გინკგო ბილობას ფოთლების შემცველი საკვები დანამატების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, ანტიდეპრესანტებს ან სხვა სამკურნალო საშუალებებს.

არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში; ასევე ეპილეფსიის დროს. აკრძალულია მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. სურსათის დანამატი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა №30.

სუფთა წონა: 21.90 გ (30 კაფსულა, თითოეული 730 მგ).

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.

„ვარგისიანობის ვადა“, სერიის ნომერი და შტრიხკოდი: მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 8°C-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სითბოს წყაროებისგან მოშორებულ, მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება საკვები დანამატის თავისივე შეფუთვაში სათანადო პირობებში შენახვისას.

მწარმოებელი: Genelife S.r.l., სტრადა პროვინციალე, 12, კასილინა სტაციონე სგურგოლა, 39/A-03012 ანანი (FR), იტალია

იმპორტიორი/ბაზრის ოპერატორი უკრაინაში: შპს დილეო ფარმა (Dileo Pharma LLC), ილიენკას ქ. 83-D, ოფისი 404, კიევი, 04119, ტელ: +38 044 5380126.