ვილვაგ ტრიო #3ვაგ.ოვულა

ვილვაგ ტრიო #3ვაგ.ოვულა

36.00 ლარი 29.52 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ჰერბა ილაჩ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტინიდაზოლი,თიოკონაზოლი,ლიდოკაინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 165989
გააზიარე:

საინფორმაციო ჩანართი პაციენტისათვის

ვილვაგ ტრიო

300 მგ/200 მგ/100 მგ ვაგინალური ოვულები

მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისთვის.

  • · მოქმედი ნივთიერება(ები): თითოეული ოვულა შეიცავს 300 მგ ტინიდაზოლს, 200 მგ თიოკონაზოლს და 123.26 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, რაც 100 მგ ლიდოკაინის ეკვივალენტურია.
  • · დამხმარე ნივთიერება(ები):მყარი ცხიმი

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ჩანართი პაციენტისათვის , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

  • · შეინახეთმოცემულიჩანართი. შეიძლება, კვლავდაგჭირდეთმისიგადაკითხვა.
  • · ნებისმიერიდამატებითიკითხვის არსებობისშემთხვევაში, მიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
  • · მოცემულიპრეპარატიგამოწერილიამხოლოდთქვენთვის,არგადასცეთისსხვაპირებს.
  • · ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
  • · ზუსტად დაიცავით მოცემული ჩანართის ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზები.

ჩანართის შინაარსი :

1. რას წარმოადგენს ვილვაგ ტრიო და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ვილვაგ ტრიოს გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ვილვაგ ტრიო

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

5. ვილვაგ ტრიოს შენახვის პირობები

1. რას წარმოადგენს ვილვაგ ტრიო და რისთვის გამოიყენება

  • · ვილვაგ ტრიო არის ოვულას ფორმის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშოში შეყვანის გზით. ის მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანტიბაქტერიული (ეფექტიანია ბაქტერიების წინააღმდეგ), სოკოს საწინააღმდეგო (ეფექტიანია სოკოს წინააღმდეგ) საშუალებები.
  • · თითოეული გლუვი, მოთეთრო ყვითელი ფერის ოვულა შეიცავს 300 მგ ტინიდაზოლს, 200 მგ თიოკონაზოლს და 100 მგ ლიდოკაინს მოქმედი ნივთიერებების სახით. ვილვაგ ტრიო ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 3 ოვულას.
  • · ვილვაგ ტრიო გამოიყენება საშოს ანთების (ვაგინიტის) სამკურნალოდ ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი, წვა, უჩვეულო გამონადენი, შეშუპება და სიწითლე საშოს არეში.

2. რა უნდა იცოდეთ ვილვაგ ტრიოს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ვილვაგ ტრიო

  • · თუ ხართ ალერგიული ვილვაგ ტრიოს ნებისმიერი მოქმედი ნივთიერების მიმართ,
  • · თუ ხართ ორსულობის პირველ ტრიმესტრში,
  • · თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ,
  • · თუ გაქვთ ტვინის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება (ნევროლოგიური დარღვევა),
  • · თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება (როგორიცაა გულის რიტმის დარღვევა, ჰიპერტენზია)
  • · თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის უჯრედების დაავადება (სისხლის დისკრაზია).

არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება ვილვაგ ტრიოთი მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.

ვილვაგ ტრიო სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენეთ შემდეგი მდგომარეობების დროს

  • · ვილვაგ ტრიოს შეუძლია გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედები) რაოდენობის დროებით შემცირება (დროებითი ლეიკოპენია და ნეიტროპენია) მის შემადგენლობაში ტინიდაზოლის არსებობის გამო. ეს შეიძლება გამოვლინდეს სისხლის საერთო ანალიზით.
  • · ვილვაგ ტრიოს შეუძლია დააზიანოს რეზინი. ამიტომ, მოარიდეთ სანთლები პრეზერვატივებთან და კონტრაცეპტიულ მემბრანასთან შეხებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დადგეს არასასურველი ორსულობა.
  • · ზოგ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო იყოს თქვენი პარტნიორის მკურნალობა შესაბამისი პერორალური პრეპარატით. თუ თქვენი ექიმი დაადგენს ასეთ მდგომარეობას, მკაცრად დაიცავით თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის დანიშნული მკურნალობა.
  • · არ გამოიყენოთ ვილვაგ ტრიო სპერმიციდულ პრეპარატებთან (სპერმიციდებთან) ერთად, საშოს სანაციის შემთხვევაში ან სხვა პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება ვაგინალურად.
  • · ლიდოკაინს შეუძლია გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით კანის ფართო უბნებზე გამოყენების შემთხვევაში, სახვევის დადების პირობებში. ვინაიდან ვილვაგ ტრიო შეიყვანება სანთლის სახით, ეს ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა მისი გამოყენებისას პარაგრაფში “მითითებები სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით და დოზა/მიღების სიხშირე“ აღწერილის შესაბამისად. ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.

ვილვაგ ტრიო არ გამოიყენება სქესობრივად მოუმწიფებელ გოგონებსა და ქალწულებში.

თუ ეს მდგომარეობები გეხებათ ამჟამად ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ვილვაგ ტრიოს მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ვილვაგ ტრიოს შეყვანის მეთოდის გათვალისწინებით ის არ შედის ურთიერთქმედებაში საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულებში ვილვაგ ტრიოს გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ არის.

მხოლოდ თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ორსულობის პერიოდში თქვენთვის ვილვაგ ტრიოს გამოყენების საკითხზე.

მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტინიდაზოლი, ვილვაგ ტრიოს ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება, გამოიყოფა დედის რძეში.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა დედის რძეში ვილვაგ ტრიოს სხვა მოქმედი ნივთიერებები, თიოკონაზოლი და ლიდოკაინი. ამიტომ, რეკომენდებული არ არის ბავშვის ძუძუთი კვება მკურნალობის პერიოდში, ხოლო ძუძუთი კვების გაგრძელება საჭიროა მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ვილვაგ ტრიოს გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ცნობილი არ არის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვილვაგ ტრიოს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

ვილვაგ ტრიო არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვას.

ვილვაგ ტრიოს გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს.

  • · სისხლის შედედების დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, მოქმედი ნივთიერებების სახით აცენოკუმაროლის, ანისინდიონის, დიკუმაროლის, ფენინდიონის, ფენპროკუმონის და ვარფარინის შემცველი პრეპარატები)
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის სამკურნალოდ და შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ქოლესტირამინს
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ციმეტიდინს
  • · იმუნოდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ (ე.ი. პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ციკლოსპორინს და ტაკროლიმუსს მოქმედი ნივთიერებების სახით)
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დისულფირამს
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ და შეიცავს ფტორურაცილს მოქმედი ნივთიერების სახით
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგალითად, პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ფოსფენიტოინს, ფენობარბიტალს და ფენიტოინს მოქმედი ნივთიერებების სახით)
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და შეიცავს კეტოკონაზოლს მოქმედი ნივთიერების სახით
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აფექტური აშლილობების სამკურნალოდ და შეიცავს ლითიუმს მოქმედი ნივთიერების სახით
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის (ტუბერკულოზი) სამკურნალოდ და შეიცავს მოქმედ ნივთიერებას რიფამპინს
  • · პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ოქსიკოდონს, რომელიც არის სანარკოზე საშუალება და გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ძალიან მწვავე ტკივილის შემსუბუქებისთვის, განსაკუთრებით კიბოს მქონე პაციენტებში
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) და გულის დაავადებების სამკურნალოდ და შეიცავს მოქმედ ნივთიერებას პროპრანოლოლს
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ (ანტიარითმული პრეპარატები)
  • · პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანკვილიზატორების სახით და შედის სამკურნალო საშუალებების ჯგუფში, სახელწოდებით ბარბიტურატები.

თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ნებისმიერ რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ვილვაგ ტრიო

  • · მითითებები სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით და დოზა/მიღების სიხშირე:

თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული თქვენი ექიმის მიერ, გამოიყენეთ 1 ოვულა ერთხელ დღეში ღამით ძილის წინ 3 დღე.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

რეკომენდებულია, რომ ვილვაგ ტრიო არ იქნას გამოყენებული მენსტრუაციის პერიოდში, ვინაიდან პრეპარატის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ან გაძნელდეს მისი გამოყენება ამ პერიოდში.

  • · მიღების წესი და მეთოდი

ვილვაგ ტრიო გამოიყენება მხოლოდ საშოში შეყვანის გზით.

პრეპარატის შეყვანამდე კარგად დაიბანეთ და გაიშვრეთ ხელები. შემდეგ დაწექით ზურგზე.

მოათავსეთ თქვენი ფეხები ოდნავ აწეულ პოზიციაში. შეიყვანეთ ოვულა საშოში რაც შეიძლება ღრმად. შეყვანის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები და თუ შესაძლებელია, დაწექით ნახევარი საათი.

დაიცავით თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობა.

ვილვაგ ტრიო არ უნდა გადაყლაპოთ ან გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა გზით.

  • · სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :

გამოყენება ბავშვებში :

ვილვაგ ტრიო არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში გამოყენების სპეციალური რეკომენდაციები არ არის.

  • · პაციენტების სპეციალური ჯგუფები:

თირკმელების უკმარისობა: გამოყენების სპეციალური რეკომენდაციები არ არის. თუ გიტარდებათ დიალიზი, ვილვაგ ტრიოთი მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

ღვიძლის უკმარისობა: თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, ვილვაგ ტრიო უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილის ზომების დაცვით და თქვენი ექიმის მეთვალყურეობით. ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი დააკორექტირებს ვილვაგ ტრიოს დოზას.

თუ ფიქრობთ, რომ ვილვაგ ტრიოს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ ვილვაგ ტრიოს საჭიროზე მეტი დოზა :

ვილვაგ ტრიოს საჭიროზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევა და სუნთქვის გაძნელება. ტოქსიკური დოზის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კომა და სიკვდილიც კი. ასეთ შემთხვევაში, ასევე თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ვილვაგ ტრიოს დიდი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ვილვაგ ტრიოს გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ ვილვაგ ტრიოს გამოყენება:

მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში ვაგინიტმა შეიძლება კვლავ იჩინოს თავი და მისი სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დროის შემდეგ ვილვაგ ტრიოთი მკურნალობის შეწყვეტისას გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, გვერდითი მოქმედება შეიძლება აღინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ვილვაგ ტრიოს შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, შეწყვიტეთ ვილვაგ ტრიოს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • · მძიმე გამონაყარი კანზე
  • · სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება

ყველა ეს გვერდითი მოქმედება არის ძალიან მძიმე.

თუ ნებისმიერი მითითებული გვერდითი მოქმედება აღგენიშნებათ, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ვილვაგ ტრიოს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მეთვალყურეობა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან მძიმე გვერდითი მოქმედება ძალიან იშვიათ ხასიათს ატარებს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას:

  • · ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვა (კონვულსია), კომა
  • · არამყარი სიარულია (ატაქსია),
  • · ცნობიერების დაკარგვა (დაბნეულობა)
  • · ადგილის, დროისა და პიროვნების აღქმის დარღვევა (დეზორიენტაცია)
  • · მეტყველების დარღვევა, მენტალური აშლილობა (ფსიქოზი)
  • · ისეთი მოვლენების აღქმა ან განცდა, რომლებიც არ არსებობს რეალურად (ჰალუცინაცია)
  • · გამოხატული ძილიანობა და უმოქმედობა (ლეთარგია)
  • · დაბუჟება, ძილიანობა
  • · დეპრესია
  • · ეიფორია
  • · სისუსტე, ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები)
  • · სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია და ნეიტროპენია), რომელიც შეიძლება განისაზღვროს სისხლის საერთო ანალიზით და წარმოადგენს ორგანიზმში ინფექციის ნიშანს
  • · ნაწლავის მწვავე ანთება ანტიბიოტიკების მიღების გამო (ფსევდომემბრანული კოლიტი)
  • · კანის აქერცვლა, გამოშრობა (კანის ერუპცია), ქავილი
  • · შარდის გამუქება
  • · კანის ჰიპერმგრძნობელობა შეხებისას ან ტკივილი (ჰიპერესთეზია) ან დაქვეითებული მგრძნობელობა (ჰიპესთეზია)
  • · ძლიერი აგზნება, შფოთვა, მოუსვენრობა
  • · კრუნჩხვა
  • · თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • · სისუსტე, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა
  • · უძილობა, ძილის დარღვევა
  • · ლითონისებრი/მწარე გემო პირში
  • · ენის ფერის შეცვლა, ნადები ენაზე
  • · სიმშრალე პირის ღრუში, ანთება პირის ღრუში (სტომატიტი)
  • · გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა
  • · კუჭში აირების დაგროვება, საჭმლის მოუნელებლობა (დისპეფსია)
  • · ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის არეში
  • · ყაბზობა ან დიარეა

ყველა ეს გვერდითი მოქმედება არის ძალიან მძიმე. შეიძლება საჭირო იყოს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

ეს გვერდითი მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ვილვაგ ტრიოს შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებები მიიღება პერორალურად.

ვინაიდან ვაგინალურად შეყვანისას ტინიდაზოლი, თიოკონაზოლი და ლიდოკაინი გადადის სისხლში ძალიან მცირე რაოდენობით, ამ გვერდითი მოვლენების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია სანთლების სახით გამოყენების შემთხვევაში.

მძიმე გვერდითი მოქმედება ძალიან იშვიათ ხასიათს ატარებს.

თუ შენიშნეთ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს:

  • · წვა შეყვანის ადგილზე და საშარდე გზების არეში,
  • · შეშუპება (ედემა), ტკივილი და გაღიზიანება შეყვანის ადგილზე
  • · ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • · ქავილი, გამონადენი საშოდან
  • · ხშირი შარდვა ღამით

ეს არის ვილვაგ ტრიოს მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში.

5. ვილვაგ ტრიოს შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთბავშვებისთვისმიუწვდომელადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვილვაგ ტრიო, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი :

Helba Ilaç Iç ve Diş San. Tic. A.Ş.

ჯამლიკის რაიონი, ფამუქის ქუჩა, კვარტალი ა, ბინა №12-16/17

უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი

ტელეფონი: +90 216 365 41 47

ფაქსი: +90 216 365 41 48

ელ-ფოსტა: [email protected]

საწარმოო ობიექტი:

Helba Ilaç Iç ve Diş San. Tic. A. Ş.

Deri Osb Mahallesi Ҫivi Sokak İstanbul Deri Osb Sitesi

T-9 Apt. No.1 ტუზლა/სტამბოლი/თურქეთი

ტელეფონი: +90 216 365 41 47

ფაქსი: +90 216 365 41 48

ელ-ფოსტა: [email protected]

მოცემულიპაციენტის საინფორმაციო ჩანართის ბოლოდამტკიცებისთარიღი: ..../.../....

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.