დოვიტა ქალმოდორმი #30ტ

დოვიტა ქალმოდორმი #30ტ

42.00 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165962
გააზიარე:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების რეკომენდაცია

დოვიტა ქალმოდორმი

( Dovita Calmodorm)

შემადგენლობა :

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

პასიფლორას ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 200 მგ, მაგნიუმი - 100 მგ, კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი (Valeriana officinalis L.) - 100 მგ, გრიფონიას თესლების ექსტრაქტი (Griffonia simplicifolia) - 100 მგ, L-თიანინი - 40 მგ, მელატონინი - 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოლივინილის სპირტისა და პოლიეთილენგლიკოლის მოდიფიცირებული კოპოლიმერი.

აქტიური ინგრედიენტი

ყოველ ერთეულში მოქმედი ნივთიერებების დოზა

დღიური მოთხოვნილების პროცენტი

პასიფლორას მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata), სტანდარტიზებული 4% ფლავონებზე

200 მგ

*

მაგნიუმი

(მაგნიუმის ოქსიდი)

100 მგ

26.7%

ვალერიანის ფესვების ექსტრაქტი (Valeriana officinalis L.), სტანდარტიზებული 0.8% ვალერიანმჟავაზე

100 მგ

*

გრიფონიას თესლების ექსტრაქტი (Griffonia simplicifolia), სტანდარტიზებული 98% 5-HTP-ზე (L-5-ჰიდროქსიტრიპტოფანი)

100 მგ

*

L- თიანინი

40 მგ

*

მელატონინი

2 მგ

*

მოქმედება:

დოვიტა ქალმოდორმი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომლის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს მშვიდ და ხარისხიან ძილს, მომატებული ფსიქიკური აგზნების შემცირებას, დამშვიდებას, სტრესისა და შფოთვის შემცირებას.

პასიფლორასა და კატაბალახას ექსტრაქტები გამოირჩევა დამამშვიდებელი და ძილის ხელშემწყობი მოქმედებით.

L-5- ჰიდროქსიტრიპტოფანი ( 5-HTP) - სეროტონინის “ბედნიერების ჰორმონის“ წინამორბედია და ორგანიზმში მისი ნორმალური დონით შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რაც დადებითად აისახება გუნება-განწყობილებაზე.

L- თიანინი - ბუნებრივი წარმოშობის ამინომჟავა, რომელიც მიიღება მწვანე ჩაის ფოთლებისგან, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და კუნთების რელაქსაციას.

მაგნიუმი - უზრუნველყოფს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ჩართულია ძილის ბიოლოგიურ რიტმთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ პროცესებში, მათ შორის მელატონინის სინთეზში, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და ღრმა, მშვიდ ძილს.

ელატონინი - არეგულირებს ძილის ბიოლოგიურ რიტმს, ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას.

მიღების წესი და დოზირება :

მიიღება პერორალურად, მოზრდილებში, 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენება სრულფასოვანი/დაბალანსებული კვების ჩასანაცვლებლად. არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის. ქრონიკული დაავადებების არსებობის ან სხვა მედიკამენტებთან ერთად მისი მიღების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. დოვიტა ქალმოდორმის მიღებისას სასურველია ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვისგან თავის არიდება.

ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :

მრგვალი, ყავისფერი, ორმხრივამოზნექილი, მარმარილოსებრი ზედაპირის მქონე აპკიანი გასით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს ჭდით.

გამოშვების ფორმა :

30 ტაბლეტი პოლიმერულ ფლაკონში.

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები :

3 წელი. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი :

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33

www.rational.ge