სტიფსიგოლი 3350 #30საშეტი
გააზიარე:
სტიფსიგოლი
STIPSIGOL
სტიფსიგოლი წარმოადგენს ყაბზობის საწინააღდეგო საშუალებას, რომელიც ოსმოსური მოქმედების ხარჯზე, ხელს უწყობს ნაწლავის ფიზიოლოგიურ დაცლას. ის არ შეიწოვება და არ ფერმენტირდება ნაწლავებში, არ აღიზიანებს ლორწოვან გარს და გამოიყოფა უცვლელი სახით. ნაწლავებში წყლის შეკავების ხარჯზე, აადვილებს ნაწლავის დაცლას და არ იწვევს აირების დაგროვებას და ტკივილს. სტიფსიგოლის ეფექტურობა არ კლებულობს ხანგრძლივი გამოყენების დროს.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სტიფსიგოლის თითოეული საშეტი შეიცავს: აქტიური ნივფთიერება: მაკროგოლი 3350, 10გ. დამხმარე ნივთიერებები: სილიკონის დიოქსიდი, არომატი, ნატრიუმის საქარინი. 30 საშეტი შეფუთვაში.
როგორ მივიღოთ:
გახსენით საშეტი და ჩაყარეთ შიგთავსი ჭიქაში. დაამატეთ დაახლოებით 125-150 მლ წყალი. კარგად მოურიეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სტიფსიგოლის მიღების ფონზე, ვინაიდან ის აჩქარებს ნაწლაბის დაცლას, შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვის შენელება. ამიტომ რეკომენდებულია სტიფსიგოლის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან ცალკე, არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალით.
გამოყენების წესი და დოზირება:
6 თვიდან 2 წლამდე(12კგ-მდე): 1 საშეტი დღეში.
2 დან 11 წლამდე(12კგ -20კგ-მდე)1-2 საშეტი დღეში.
მოზრდილები და ბავშვები 11 წლიდან(ან >20კგ-ზე):1-3 საშეტი დღეში.
დოზირება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს საჭიროებიდან გამომდინარე.
გვერდითი რეაქციები
სტიფსიგოლის რეკომედებული დოზებით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ ფიქსირდება. იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება დაფიქსირდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა და მსუბუქი დიარეა(განსაკუთრებით სტიფსიგოლის მიღების დასაწყისში). ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
უკუჩვენება:
არ მიიღოთ შემდეგი მდგომარეობების დროს:
-ნაწლავის ობსტრუქცია
-ნაწლავის სტენოზი
-ნაწლავის პერფორაცია
-მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება).
შენახვის პირობები.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: S.I.I.T. S.r.l.,Via Ariosto n. 50/60- 20090 Trezzano sul Naviglio (MI)- Italy. Aurora Biofarma S.r.l. -ს დაკვეთით. Via Porpora, 127 20131 Milan (MI) – იტალია.










