ცაინფ-ფოლატი 400მკგ#120კაფს

ცაინფ-ფოლატი 400მკგ#120კაფს

89.00 ლარი 75.65 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ცაინფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი(ქუატრეფოლიკი)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165810
გააზიარე:

ცაინფარმა-ფოლატი 400მკგ#120 კაფსულა

საკვები დანამატი

დაპატენტებული ფოლიუმის მჟავა (Quatrefolic®) ვეგანურ კაფსულებში.

1 კაფსულის შემადგენლობა: ფოლიუმის მჟავა, როგორც 5-MTHF-გლუკოზამინის მარილი (Quatrefolic®): 400 მკგ (200 %**).

ფოლატი ვიტამინი B9-ის ბუნებრივი ფორმაა, რომელიც ორგანიზმში სრულად შეიწოვება. მისი სინთეზური ანალოგი კი ფოლიუმის მჟავის სახელწოდებითაა ცნობილი.

Quatrefolic® წარმოადგენს პატენტირებულ და ბიოლოგიურად აქტიურ ფოლატს ((6S)-5-MTHF). ხასიათდება მაქსიმალური ბიოშეღწევადობით, არ საჭიროებს ორგანიზმში MTHFR ფერმენტით გარდაქმნას.

სასარგებლო ეფექტები:

  • სისხლწარმოქმნა ( ჰემატოპოეზი ) მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებაში, რაც იცავს ორგანიზმს ანემიისგან.
  • ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმი: არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, რაც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.
  • უჯრედების გ აყოფა და ზრდა : გადამწყვეტ როლს ასრულებს უჯრედების გაყოფის პროცესსა და დნმ-ის სინთეზში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში. ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.
  • ენერგია და დაღლილობის შემცირება : ეხმარება ორგანიზმს დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნების შემცირებაში, ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ ცვლას.
  • იმუნური სისტემის მხარდაჭერა : ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას.
  • გონებრივი შრომისუნარიანობა: უზრუნველყოფს ნორმალურ კოგნიტურ აქტივობას და ზრდის გონებრივ მდგრადობას.
  • ამინომჟავების სინთეზი : მონაწილეობს ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავების წარმოქმნის პროცესებში.

კომპონენტები : შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულა), ანტიოქსიდანტი: ასკორბილის პალმიტატი, ფოლიუმის მჟავა (როგორც (6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის გლუკოზამინის მარილი, Quatrefolic®).

მიღების წესი :

  • მიიღება 1 კაფსულა დღეში დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად, სასურველია კვების დროს.
  • ინიშნება ორსულობის დაგეგმვისას, ორსულობისა და ლაქტაციის დროს ექიმის რეკომენდაციით.

გაფრთხილება და განსაკუთრებული მითითებები :

  • ტოლერანტობა: ცაინფარმა - ფოლატი (Quatrefolic®) ხასიათდება მაღალი უსაფრთხოების პროფილითა და შესანიშნავი ათვისებადობით. გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ ახასიათებს.
  • მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ზოგიერთ მედიკამენტს, როგორიცაა ანტიეპილეფსიური საშუალებები, მეთოტრექსატი და ორალური კონტრაცეპტივები, შეუძლია შეამციროს ორგანიზმში ფოლატის შეწოვა. მედიკამენტების რეგულარული მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
  • ზოგადი მითითებები: განკუთვნილია ზრდასრულთათვის. საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. განკუთვნილია ზრდასრულთათვის. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პროდუქტის უპირატესობები :

ფოლატი ( Quatrefolic® ) — ბიოლოგიურად აქტიური ფორმაა და არ საჭიროებს ორგანიზმში მეტაბოლურ გარდაქმნას.

მაღალი ბიოშეღწევადობა — ხასიათდება წყალში მაღალი ხსნადობითა და სწრაფი, ეფექტური ათვისებით.

100% ვეგანური . არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, სოიასა და გმო-ს.

გერმანული ხარისხი — პროდუქტი რეგულარულად მოწმდება დამოუკიდებელი გერმანული ლაბორატორიების მიერ.

  • შენახვის პირობები: შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში, მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
  • მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH, გერმანია.