ლაქტოფლორენ ქოლესტეროლი#20პაკ
გააზიარე:
Lactoflorene® ქოლესტეროლი – იტალიური პრობიოტიკური კომპლექსი (20 პაკეტი )
პროდუქტის სრული აღწერა
Lactoflorene® ქოლესტეროლი – ქოლესტერინი კონტროლ ზეა .
იტალიური პრობიოტიკური კომპლექსი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის ნორმაში შენარჩუნებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
შემადგენლობა მოიცავს:
- წითელ ფერმენტირებულ ბრინჯს – მონაკოლინი K 10 მგ
- კოენზიმ Q10-ს
- ვიტამინ PP-ს
- ბიფიდობაქტერიებს
წითელი ფერმენტირებული ბრინჯი – ბუნებრივი სტატინი – ამცირებს ქოლესტერინის გამომუშავებას და აძლიერებს მის დაშლას, რის შედეგადაც მცირდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) – ე.წ. „ცუდი ქოლესტერინის“ – დონე და იზრდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) – „კარგი ქოლესტერინის“ – კონცენტრაცია, რომელსაც ანტიათეროგენული ეფექტი აქვს.
ვიტამინი PP ( ვიტამინი B3) უზრუნველყოფს ჯანსაღ ენერგეტიკულ ცვლას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას, იცავს კუჭქვეშა ჯირკვალს დაზიანებისგან და ახასიათებს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე.
კოენზიმი Q10 – ძლიერი ანტიოქსიდანტი – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნაში, არეგულირებს სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას, ანელებს დაბერების პროცესებს და ამცირებს სტატინების მიღებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს. განსაკუთრებით აუცილებელია გულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ასაკთან ერთად მისი რაოდენობა ორგანიზმში მცირდება, ამიტომ რეკომენდებულია დამატებითი მიღება.
ბიფიდობაქტერიები Bifidobacterium longum BB536® – ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი და ცნობილი ბაქტერიული შტამი. ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას და ამცირებს ქოლესტერინის წარმოებულების შეწოვას, რომლებიც ნაღვლის საშუალებით გამოიყოფა.
Lactoflorene® ქოლესტეროლი : ჭამე , დალიე , იცხოვრე !
გამოშვების ფორმა
Lactoflorene® ქოლესტეროლი წარმოდგენილია ინოვაციურ DUOCAM® შეფუთვაში.
DUOCAM® ორკამერიანი პაკეტები დაყოფილია ორ ნაწილად (კამერა A და კამერა B):
- კამერა A – შეიცავს ბიფიდობაქტერიებს
- კამერა B – შეიცავს წითელ ფერმენტირებულ ბრინჯს, კოენზიმ Q10-ს და ვიტამინ PP-ს
პრობიოტიკები მგრძნობიარეა ტენიანობისა და სხვა კომპონენტების მიმართ. DUOCAM® შეფუთვა უზრუნველყოფს, რომ კომპონენტები გამოყენებამდე არ ურთიერთქმედებენ და ინარჩუნებენ ოპტიმალურ თვისებებს.
გამოყენების ჩვენებები
- სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად
- ზომიერი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პირებში ქოლესტერინის კონტროლისთვის
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად
უკუჩვენებები
პროდუქტის კომპონენტებისადმი ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება, ნაწლავის ფუნქციის დარღვევებისადმი მიდრეკილება.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
მიღების წესი
მოზრდილებისთვის – 1 პაკეტი დღეში ერთხელ, ძირითადი კვების მიღებამდე.
DUOCAM® პაკეტის შიგთავსი გახსენით და გახსენით ერთ ჭიქა გრილ ან ოთახის ტემპერატურის წყალში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
მიღების ხანგრძლივობა: 6–8 კვირა. საჭიროების შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს.
შემადგენლობა
კამერა A:
მალტოდექსტრინი, სორბიტი E420 (დამტკბობელი), ბიფიდობაქტერიები Bifidobacterium longum BB536® (ATCC BAA-999), სილიციუმის დიოქსიდი E551 (ანტიკუმშავი აგენტი).
კამერა B:
სორბიტი E420 (დამტკბობელი), წითელი ფერმენტირებული ბრინჯი, ლიმონმჟავა E330 (მჟავიანობის რეგულატორი), წითელი ხილის არომატი (მალტოდექსტრინი, გუმიარაბიკი E414 (მატარებელი), არომატული ნივთიერება), კოენზიმ Q10, ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი), სილიციუმის დიოქსიდი E551 (ანტიკუმშავი აგენტი), სუკრალოზა E955 (დამტკბობელი), გუარის კამედი E412 (მატარებელი).
შეიცავს შაქრის სპირტს (სორბიტს). ჭარბი მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი საფაღარათე ეფექტი.
მოქმედი კომპონენტები (1 DUOCAM® პაკეტი / დღიური დოზა )
- წითელი ფერმენტირებული ბრინჯი – მონაკოლინი K – 10 მგ
- ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი) – 16 მგ (89%)
- კოენზიმი Q10 – 20 მგ (67%)
- ბიფიდობაქტერიები Bifidobacterium longum BB536® – 1×10⁹ კOE*
* კOE – კოლონიამქმნელი ერთეული (ცოცხალი მიკროორგანიზმების რაოდენობის მაჩვენებელი).
დამზადებულია იტალიაში.
მწარმოებელი:
S.I.I.T. s.r.l., Via Ariosto 50/60 - 20090 Trezzano sul Naviglio (Milano), იტალია
MONTEFARMACO OTC S.p.A.-სთვის, VIA IV NOVEMBRE, 92, 20021 BOLLATE (MI), იტალია.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი











