კლაუბიოტი 5მლ ორ/სუსპ#10ფლ
გააზიარე:
კლაუბიოტი / CLAUBIOT
ბაცილა კლაუსის ორალური სუსპენზია თუთიით
საკვები დანამატი
შემადგენლობა : თითოეული 5 მლ ორალური სუსპენზიის მინი-ბოთლი შეიცავს:
Bacillus clausii UBBC-07 – 2.0 მილიარდი CFU
Zn -თუთია (თუთიის სულფატის სახით) – 5.0 მგ
გამოხდილი წყალი – q.s
|
კვებითი ღირებულება /100 გ (100 მლ) |
|
ენერგია — < 10.0 კკალ ცილა — < 0.1 გ ნახშირწყლები — < 1.0 გ საერთო შაქარი — < 0.5 გ ცხიმები — < 0.1 გ გაჯერებული ცხიმები — < 0.1 გ ტრანსცხიმები — < 0.1 გ ქოლესტერინი — < 1.0 მგ კალციუმი (Ca) — < 2.5 მგ რკინა (Fe) — < 0.5 მგ კალიუმი (K) — < 2.5 მგ ნატრიუმი (Na) — 111.33 მგ |
Bacillus clausii –ის სპორები გასტრო-ინტესტინალურ ტრაქტში გადის გაღვივების, ზრდის და გამრავლების პროცესს. პერორალურად მიღებისას, Bacillus clausii-ის სპორები, ქიმიური და ფიზიკური აგენტების მიმართ მაღალი მდგრადობის გამო, გადალახავენ კუჭის წვენის ბარიერს და უვნებლად აღწევენ ნაწლავში, სადაც გარდაიქმნებიან მეტაბოლურად აქტიურ ვეგეტატიურ ფორმებად. Bacillus clausii–ის სპორები არ კოლონიზდებიან ადამიანის ნაწლავში. ისინი დროებით არსებობენ.
მოხმარების მიზანი :
გამოიყენება როგორც პრობიოტიკი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის და დიარეასთან დაკავშირებული პრობლემების სამართავად.
უკუ ჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ. საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ან ნებისმიერი დაავადების ან სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. არ არის მედიკამენტი !
დოზირება და გამოყენება :
ზრდასრულები : 2–3 მინი ბოთლი (5 მლ) დღეში.
ბავშვები : 1–2 მინი ბოთლი (5 მლ) დღეში.
მიიღება რეგულარული 3-4 საათიანი ინტერვალებით.
მიღების წესი:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის! არ არის საინექც ი ო!
დალიეთ შიგთავსი უცვლელი სახით ან განაზავეთ ოთახის ტემპერატურის წყალში. სუსპენზიის თვისებების შესანარჩუნებლად მიიღეთ გახსნიდან ძალიან მოკლე დროში.
შეფუთვის ფორმა: 10 ცალი 5 მლ-მინი ბოთლი, შეფუთულია წინასწარ დაბეჭდილ კოლოფში, ფურცელჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები: შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: გაუხსნელ მდგომარეობაში : 24 თვე (2 წელი).
გახსნის შემდეგ – მიიღეთ მოკლე დროში, რათა არ მოხდეს სუსპენზიის ხარისხის დაქვეითება.
მწარმოებელი :
Unique Biotech Limited
Plot No-2, Phase II, M.N. Park,
Kolthur (V), Shameerpet (M),
Medchal-Malkajgiri, Telangana 500101, ინდოეთი
დამზადებულია კომპანია Sanovive Nutrients Pvt. Ltd.- თვის,
172, Cedar Crest, Nirvana Country I, Sector 50, Gurgaon-122018, ინდოეთი










