ნავაგრა 100მგ #4ტ(ბანგ)
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ნავაგრა 100
100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
2. ხარისხობრივი და რეოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
სილდენაფილის ციტრატს USP ექვივალენტური 100 მგ სილდენაფილის.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1
3. ფარმაცევტული ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
4. კლინიკური დეტალები
4.1 თერაპიული ჩვენებები
ნავაგრა 100 ნაჩვენებია ერექციული დისფუნქციის მქონე ზრდასრულ მამაკაცებში, რა დროსაც შეუძლებელია საკმარისი ერექციის მიღწევა და შენარჩუნება დამაკმაყოფილებელი სექსუალური აქტის ჩატარებისთვის.
იმისათვის, რომ ნავაგრა 100 ეფექტური იყოს, საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.
4. 2. დოზირება და მიღების წესი
დოზირება
გამოყენება მოზრდილებში
რეკომენდებული დოზაა 50 მგ საჭიროებისამებრ, დაახლოებით ერთი საათით ადრე სქესობრივი აქტის დაწყებამდე. ეფექტურობისა და ტოლერანტობიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ. მაქსიმალური რეკომენდებული მიღების სიხშირეა ერთხელ დღეში. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის მოქმედების დაწყება შეიძლება შეფერხდეს უზმოზე მიღებასთან შედარებით (იხ. პუნქტი 5.2).
სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმულები
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში (≥ 65 წლის).
თირკმლის უკმარისობა
დოზირების რეკომენდაციები აღწერილი „გამოყენება მოზრდილებში“ ეხება პაციენტებს თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ).
ვინაიდან სილდენაფილის კლირენსი მცირდება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), გათვალისწინებული უნდა იყოს 25 მგ დოზა. ეფექტურობისა და ტოლერანტობიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს ეტაპობრივად 50 მგ-დან 100 მგ-მდე საჭიროებისამებრ.
ღვიძლის უკმარისობა
ვინაიდან სილდენაფილის კლირენსი მცირდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ. ციროზი), უნდა განიხილებოდეს 25 მგ დოზა. ეფექტურობისა და ტოლერანტობიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს ეტაპობრივად 50 მგ-დან 100 მგ-მდე, საჭიროებისამებრ.
პედიატრიული ჯგუფები
სილდენაფილი არ არის ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.
გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს
გარდა რიტონავირისა, რომლის ერთდროული გამოყენება სილდენაფილთან ერთად არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.4), 25 მგ საწყისი დოზა უნდა განიხილებოდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ მკურნალობას CYP3A4 ინჰიბიტორებით (იხ. ნაწილი 4.5).
იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკერებით მკურნალობას, პაციენტები უნდა იყვნენ სტაბილიზებული ალფა-ბლოკერებით თერაპიისთვის, სილდენაფილით მკურნალობის დაწყებამდე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სილდენაფილის დაწყება 25 მგ დოზით (იხ. პუნქტები 4.4 და 4.5).
მიღების მეთოდი
პერორალური გამოყენებისთვის.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინ მონოფოსფატის (cGMP) მეტაბოლური გზის ცნობილი ეფექტების შესაბამისად (იხ. პუნქტი 5.1), ნაჩვენებია, რომ სილინდენფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს და ამიტომ მისი ერთდროული მიღება აზოტის ოქსიდის დონორებთან (როგორიცაა, ამილნიტრიტი) ან ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით, უკუნაჩვენებია.
PDE5 ინჰიბიტორების, მათ შორის სილდენაფილის, გუანილატციკლაზას სტიმულატორებთან, როგორიცაა რიოციგუატი, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან შეიძლება პოტენციურად გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია (იხ. ნაწილი 4.5).
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სილდენაფილი, არ უნდა იქნას გამოყენებული მამაკაცებში, რომლებისთვისაც სექსუალური აქტივობა არასასურველია (მაგ. პაციენტებში მძიმე გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით, როგორიცაა არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა).
სილდენაფილი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც ცალ თვალში დაქვეითებული აქვთ მხედველობა, არტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (NAION) გამო, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ეპიზოდი დაკავშირებული PDE5 ინჰიბიტორის წინა ექსპოზიციასთან (იხ. ნაწილი 4.4).
სილდენაფილის უსაფრთხოება არ არის შესწავლილი პაციენტების შემდეგ ქვეჯგუფებში და შესაბამისად, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია: ღვიძლის მძიმე უკმარისობის, ჰიპოტენზიის (არტერიული წნევა < 90/50 მმ Hg ), ანამნეზში ცოტა ხნის წინ გადატანილი ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი და ცნობილი მემკვიდრეობითი დეგენერაციული ბადურის დარღვევების მქონე პაციენტებში, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი (ამ პაციენტების უმცირესობას აღენიშნება ბადურის ფოსფოდიდერაზების გენეტიკური დარღვევები).
4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ფარმაკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე გათვალისწინებული უნდა იყოს სამედიცინო ანამნეზი და ჩატარდეს ფიზიკური გამოკვლევა, ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკისა და შესაძლო გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
გულ-სისხლძარღვთა რისკის ფაქტორები
ერექციული დისფუნქციის ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტების გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობა, რადგან არსებობს გულის რისკის ხარისხი, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ აქტივობასთან. სილდენაფილს აქვს ვაზოდილატატორული თვისებები, რაც იწვევს არტერიული წნევის ზომიერ და გარდამავალ დაქვეითებას (იხ. ნაწილი 5.1). სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმმა უნდა გაითვალისწინოს მისი პაციენტის კონკრეტული საყურადღებო მდგომარეობები, რაზეც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლძარღვების გამაფართოებელმა მოქმედებამ, განსაკუთრებით სქესობრივი აქტივობასთან ერთად. ვაზოდილატორების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობის მქონე პაციენტებს მიეკუთვნება ისეთი პაციენტები, რომლებსაც გააჩნიათ, მარცხენა პარკუჭის გადინების ობსტრუქცია (მაგ., აორტის სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია), ან მრავლობითი სისტემური ატროფიის იშვიათი სინდრომის მქონე პირები, რომლებსაც უვლინდება არტერიული წნევის ავტონომიური კონტროლის მძიმე დარღვევა.
სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს (იხ. ნაწილი 4.3).
სერიოზული გულ-სისხლძარღვთა მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, გულის უეცარი გაჩერება, პარკუჭოვანი არითმია, ცერებროვასკულური სისხლდენა, გარდამავალი იშემიური შეტევა, ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია აღწერილია პოსტმარკეტინგული სილდენაფილის გამოყენებასთან დროებითი კავშირი.
ამ პაციენტების უმეტესობას, მაგრამ არა ყველას, აღენიშნებოდა წინასწარ არსებული გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები. ბევრი მოვლენა დაფიქსირდა სქესობრივი აქტის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ და რამდენიმე მათგანი მოხსენებული იყო სილდენაფილის სქესობრივი აქტივობის გარეშე გამოყენების შემდეგ. შეუძლებელია განსაზღვრა, უკავშირდება თუ არა ეს მოვლენები უშუალოდ ამ ფაქტორებს ან სხვა ფაქტორებს.
პრიაპიზმი
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სილდენაფილი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სასქესო ორგანოს ანატომიური დეფორმაციის მქონე პაციენტებში (როგორიცაა ანგულაცია (გადახრა), კავერნოზალური ფიბროზი ან პეირონის დაავადება), ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი მდგომარეობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრიაპიზმი (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია).
სილდენაფილის გამოყენებისას პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა გახანგრძლივებული ერექცია და პრიაპიზმი. ერექციის შემთხვევაში, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გრძელდება, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას. თუ პრიაპიზმის მკურნალობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, ამან შეიძლება გამოიწვიოს პენისის ქსოვილების დაზიანება და პოტენციის შეუქცევადი დაკარგვა.
სხვა PDE5 ინჰიბიტორებთან ან ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება
სილდენაფილის კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა სხვა PDE5 ინჰიბიტორებთან ან ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ სილდენაფილს (REVATIO), ან ერექციული დისფუნქციის სხვა მკურნალობები არ არის შესწავლილი. ამიტომ ასეთი კომბინაციების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გავლენამხედველობაზე
მხედველობის დეფექტების შემთხვევები დაფიქსირდა სპონტანურად სილდენაფილის და სხვა PDE5 ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი 4.8). არაარტერიული წინა იშემიური მხედველობის ნეიროპათიის იშვიათი შემთხვევები, იყო მოხსენებული სპონტანურად და დაკვირვებით კვლევაში სილდენაფილის და სხვა PDE5 ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი 4.8). პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ რაიმე უეცარი მხედველობის დეფექტის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტონ სილდენაფილის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს (იხ. პუნქტი 4.3).
რიტონავირთან ერთდროული გამოყენება
არ არის რეკომენდებული სილდენაფილის რიტონავირთან ერთად მიღება (იხ. პუნქტი 4.5).
ალფა-ბლოკატორებთან ერთდროული გამოყენება
რეკომენდებულია სიფრთხილე სილდენაფილის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს, რადგან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია ზოგიერთ მიდრეკილ პირში (იხ. პუნქტი 4.5). ეს პროცესი სავარაუდოა სილდენაფილის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალის შესამცირებლად, პაციენტები უნდა იყვნენ ჰემოდინამიკურად სტაბილურ ალფა-ბლოკერების თერაპიაზე, სილდენაფილით მკურნალობის დაწყებამდე. უნდა გაითვალისწინონ სილდენაფილის დაწყება 25 მგ დოზით (იხ. ნაწილი 4.2). გარდა ამისა, ექიმებმა უნდა ურჩიონ პაციენტებს, რა უნდა გააკეთონ პოსტურალური ჰიპოტენზიის სიმპტომების შემთხვევაში.
გავლენა სისხლდენაზე
ადამიანის თრომბოციტების კვლევებმა აჩვენა, რომ სილდენაფილი აძლიერებს ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ანტიაგრეგაციულ ეფექტს in vitro. არ არსებობს უსაფრთხოებაზე ინფორმაცია სილდენაფილის მიღების შესახებ პაციენტებში, სისხლდენის დარღვევებით ან აქტიური პეპტიური წყლულით. ამიტომ, სილდენაფილი უნდა დაინიშნოს ამ პაციენტებში მხოლოდ რისკის-სარგებლის სათანადოდ შეფასების შემდეგ.
ქალები
სილდენაფილი არ გამოიყენება ქალებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება სილდენაფილზე
In vitro კვლევები
სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად განპირობებულია ციტოქრომ P450 (CYP) იზოფორმებით 3A4 (ძირითადი გზა) და 2C9 (მცირე გზა). ამიტომ, ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ სილდენაფილის კლირენსი და ამ იზოფერმენტების ინდუქტორებმა შეიძლება გაზარდონ სილდენაფილის კლირენსი.
In vivo კვლევები
კლინიკური კვლევების მონაცემების პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზმა აჩვენა სილდენაფილის კლირენსის შემცირება CYP3A4 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ციმეტიდინი) ერთად მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პაციენტებში გვერდითი მოვლენების გაზრდილი სიხშირე არ დაფიქსირებულა, სილდენაფილის CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას უნდა განიხილებოდეს საწყისი დოზა 25 მგ.
HIV პროტეაზას ინჰიბიტორის რიტონავირის ერთდროულმა გამოყენებამ, რომელიც არის ძალიან ძლიერი P450 ინჰიბიტორი, წონასწორულ მდგომარეობაში (500 მგ ორჯერ დღეში) სილდენაფილთან (100 მგ ერთჯერადი დოზა) იწვევდა სილდენაფილის Cmax 300%-ით (4-ჯერ) ზრდას და 1,000-ჯერ) პლაზმაში Cmax-ის მატებას. 24 საათის განმავლობაში, სილდენაფილის პლაზმური დონე კვლავ იყო დაახლოებით 200 ნგ/მლ, დაახლოებით 5 ნგ/მლ-თან შედარებით, როდესაც სილდენაფილი ცალკეულად იყო შეყვანილი. ეს შეესაბამება რიტონავირის გამოხატულ ეფექტს P450 სუბსტრატების ფართო სპექტრზე.
სილდენაფილი არ მოქმედებდა რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ფარმაკოკინეტიკური შედეგების საფუძველზე არ არის რეკომენდებული სილდენაფილის რიტონავირთან ერთად მიღება (იხ. პუნქტი 4.4). და ნებისმიერ შემთხვევაში სილდენაფილის მაქსიმალური დოზა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს 48 საათის განმავლობაში.
HIV პროტეაზას ინჰიბიტორის საქვინავირის, CYP3A4 ინჰიბიტორის ერთდროულმა გამოყენებამ წონასწორულ მდგომარეობაში (1200 მგ სამჯერ დღეში) სილდენაფილთან (100 მგ ერთჯერადი დოზა) გამოიწვია სილდენაფილის Cmax 140%-ით და სილდენაფილის AUC-ის 210%-ით ზრდა. სილდენაფილმა არ მოახდინა გავლენა საქვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. ნაწილი 4.2). მოსალოდნელია, რომ უფრო ძლიერი ინჰიბოტორები, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი ექნება დიდი ეფექტი.
როდესაც სილდენაფილის 100 მგ ერთჯერადი დოზა შეყვანილ იქნა ერითრომიცინთან, ზომიერი CYP3A4 ინჰიბიტორთან, წონასწორულ მდგომარეობაში (500 მგ ორჯერ დღეში. 5 დღის განმავლობაში), აღინიშნა სილდენაფილის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 182% ზრდა. ნორმალურ, ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში, არ დაფიქსირებულა აზითრომიცინის (500 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში) ეფექტის მტკიცებულება AUC, Cmax, tmax, ელიმინაციის სიჩქარის მუდმივობაზე, ან სილდენაფილის ან მისის ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიდზე.
ციმეტიდინი (800 მგ), ციტოქრომ P450 ინჰიბიტორი და არასპეციფიკური CYP3A4 ინჰიბიტორი, იწვევდა სისხლის პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის 56%-ით ზრდას ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილთან (50 მგ) ერთდროული მიღებისას.
გრეიფრუტის წვენი არის CYP3A4 ნაწლავის კედლის მეტაბოლიზმის სუსტი ინჰიბიტორი და შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში სილდენაფილის დონის ზომიერი მატება.
ანტაციდის ერთჯერადმა დოზამ (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) არ იმოქმედა სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა ყველა სამკურნალო პროდუქტზე, ფარმაკოკინეტიკურმაანალიზმა არ აჩვენა ერთდროული მკურნალობის ეფექტი სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე, როდესაც დაჯგუფებულია CYP2C9 ინჰიბიტორებად (როგორიცაა ტოლბუტამიდი, ვარფარინი, ფენიტოინი), CYP2D6 ინჰიბიტორები (როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), თიაზიდი და მასთან დაკავშირებული დიურეზულები, მარყუჟის და კალიუმის შემნახველი დიურეზულები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები ან CYP450 მეტაბოლიზმის ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი, ბარბიტურატები). ჯანმრთელი მამაკაცი მოხალისეების კვლევაში, ენდოთელინის ანტაგონისტის, ბოსენტანის (CYP3A4 [ზომიერი], CYP2C9 და შესაძლოა CYP2C19-ის ინდუქტორი) ერთდროული მიღება წონასწორულ მდგომარეობაში (125 მგ ორჯერ დღეში) სილდენაფილთან ერთად სამჯერ 4% მცირდება 6% დღეში, ხოლო 6% 5-ჯერ მცირდება (8%). სილდენაფილის AUC და Cmax, შესაბამისად.
ნიკორანდილი არის კალიუმის არხის აქტივატორისა და ნიტრატის ჰიბრიდი. ამის გამო, CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების, როგორიცაა რიფამპინის ერთდროულმა გამოყენებამ, მოსალოდნელია, გამოიწვიოს სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციის უფრო დიდი შემცირება. ნიტრატის კომპონენტს აქვს პოტენციალი გამოიწვიოს სერიოზული ურთიერთქმედება სილდენაფილთან.
სილდენაფილის ზემოქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებზე ინ ვიტრო კვლევებში
სილდენაფილი არის ციტოქრომ P450 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 იზოფორმების სუსტი ინჰიბიტორი (IC50 > 150 μM). სილდენაფილის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის გათვალისწინებით რეკომენდებული დოზების შემდეგ დაახლოებით 1 მკმ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სილდენაფილმა შეცვალოს ამ იზოფერმენტების სუბსტრატების კლირენსი.
არ არსებობს მონაცემები სილდენაფილისა და არასპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორების ურთიერთქმედების შესახებ, როგორიცაა თეოფილინი ან დიპირიდამოლი.
In vivo კვლევები
აზოტის ოქსიდის/GMP ცნობილი ზემოქმედების შესაბამისად (იხ. განყოფილება 5.1), ნაჩვენები იყო, რომ სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს და ამიტომ მისი ერთდროული მიღება აზოტის ოქსიდის დონორებთან ან ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3).
რიოციგუატი: პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა არტერიული წნევის დამწევი სისტემური ეფექტი, როდესაც PDE5 ინჰიბიტორები შერწყმულია რიოციგუატთან. კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ რიოციგუატი აძლიერებს PDE5 ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს. შესწავლილ პოპულაციაში არ არსებობს კომბინაციის ხელსაყრელი კლინიკური ეფექტის მტკიცებულება. რიოციგუატის ერთდროული გამოყენება PDE5 ინჰიბიტორებთან, მათ შორის სილდენაფილთან, უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3).
სილდენაფილის ერთდროული მიღება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკერებს, შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია რამდენიმე მგრძნობიარე ინდივიდში, როგორც წესი, სავარაუდოდ სილდენაფილის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4). წამლისა და წამლის ურთიერთქმედების სამ სპეციფიკურ კვლევაში, ალფა-ბლოკერი დოქსაზოსინი (4 მგ და 8 მგ) და სილდენაფილი (25 მგ, 50 მგ ან 100 მგ) ერთდროულად შეყვანილი იყო პაციენტებში კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიით (BPH) დოქსაზოზინით თერაპიის დროს სტაბილიზირებული. ამ კვლევის პოპულაციაში ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში აღინიშნა 7/7 mmHg, 9/5 mmHg, 8/4 mmHg არტერიული წნევის საშუალო დამატებთი შემცირება და ფეხზე მდგომ მდგომარეობაში 6/6 mmHg, 11/4 mmHg და 4/5 mmHg საშუალო დამატეითი შემცირება. დოქსაზოზინით თერაპიის სტაბილიზებულ პაციენტებში სილდენაფილისა და დოქსაზოსინის ერთდროულად შეყვანისას, იშვიათი იყო ცნობები პაციენტების შესახებ, რომლებსაც განუვითარდათ სიმპტომური პოსტურალური ჰიპოტენზია. ეს მოხსენებები მოიცავს თავბრუსხვევას და დეორიენტაციას, მაგრამ არა სინკოპეს.
სილდენაფილის (50 მგ) ტოლბუტამიდთან (250 მგ) ან ვარფარინთან (40 მგ) ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებდა აცეტილსალიცილის მჟავით (150 მგ.) გამოწვეული სისხლდენის დროის ზრდას.
სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებდა ალკოჰოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს ჯანმრთელ მოხალისეებში სისხლში ალკოჰოლის საშუალო მაქსიმალური დონით 80 მგ/დლ.
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შემდეგი კლასების გაერთიანება: შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (ვაზოდილატორი და ცენტრალური მოქმედების), ადრენერგული ნეირონების ბლოკატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები და ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, არ აჩვენა განსხვავება გვერდითი ეფექტების პროფილში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილს პლაცებო მკურნალობასთან შედარებით. სპეციალური ურთიერთქმედების კვლევაში, რომელშიც სილდენაფილი (100 მგ) ამლოდიპინთან ერთად იყო შეყვანილი ჰიპერტენზიულ პაციენტებში, დაფიქსირდა მწოლიარე მდგომარეობაში, სისტოლური არტერიული წნევის დამატებითი შემცირება 8 მმ Hg-ით. დიასტოლური არტერიული წნევის შესაბამისი დამატებითი შემცირება იყო 7 მმ Hg.
არტერიული წნევის ეს დამატებითი დაქვეითება მსგავსი იყო, რაც სილდენაფილის მონოთერაპიის დროს ჯანმრთელ მოხალისეებში (იხ. ნაწილი 5.1).
სილდენაფილი (100 მგ) არ ახდენდა გავლენას აივ პროტეაზას ინჰიბიტორების, საქვინავირის და რიტონავირის სტაბილურ მდგომარეობაში ფარმაკოკინეტიკაზე, რომლებიც ორივე CYP3A4 სუბსტრატს წარმოადგენს.
ჯანმრთელ მამრობით მოხალისეებში, სილდენაფილმა წონასწორულ მდგომარეობაში (80 მგ დღეში) იწვევდა ბოსენტანის AUC-ის 49.8%-ით და ბოსენტანის Cmax-ის 42%-ით ზრდას (125 მგ დღეში ერთხელ).
სილდენაფილის ერთჯერადი დოზის დამატება საკუბიტრილ/ვალსარტანში წონასწორულ მდგომარეობაში ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ასოცირებული იყო არტერიული წნევის მნიშვნელოვნად უფრო დიდ დაქვეითებასთან შედარებით მარტო საკუბიტრილ/ვალსარტანთან შედარებით.
4.5 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
სილდენაფილი არ გამოიყენება ქალებში.
სილდენაფილის პერორალური მიღების შემდეგ ვირთაგვებსა და ბოცვრებში რეპროდუქციის კვლევებში არ იქნა ნაპოვნი შესაბამისი გვერდითი ეფექტები.
ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზების მიღების შემდეგ სპერმის მოძრაობაზე ან მორფოლოგიაზე არანაირი გავლენა არ გამოვლენილა (იხ. ნაწილი 5.1).
4.6 ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სილდენაფილმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ვინაიდან სილდენაფილის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა თავბრუსხვევა და მხედველობის ცვლილება, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როგორ რეაგირებენ სილდენაფილზე, ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე.
4.7 არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
სილდენაფილის უსაფრთხოების პროფილი ეფუძნება 9570 პაციენტს 74 ორმაგად ბრმა პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში. ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები კლინიკურ კვლევებში სილდენაფილით ნამკურნალებ პაციენტებში იყო თავის ტკივილი, სიწითლე, დისპეფსია, ცხვირის შეშუპება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ალები, მხედველობის დარღვევა, ციანოფსია და მხედველობის დაბინდვა.
გვერდითი რეაქციები პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგად შეგროვდა, რომელიც მოიცავს 10 წელზე მეტ პერიოდს. იმის გამო, რომ ყველა გვერდითი რეაქცია არ ეცნობება მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელს და არ შედის უსაფრთხოების მონაცემთა ბაზაში, ამ რეაქციების სიხშირე არ შეიძლება საიმედოდ განისაზღვროს.
გვერდითი რეაქციების ცხრილის სია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ყველა სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქცია, რომელიც განვითარდა კლინიკურ კვლევებში პლაცებოზე მეტი სიხშირით, ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით: (ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (დან ≥1/100მდე <1/10), არახშირი (დან ≥1/1000 მდე <1/100), იშვიათი (დან ≥1/10000 მდე <1/1000).
ცხრილი 1: სამედიცინოდ მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები მოხსენებული პლაცებოზე მეტი სიხშირით კონტ როლირებად კლინიკურ კვლევებში და სამედიცინოდ მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები მოხსენებული პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის მეშვეობით.
|
ორგანოთა სისტემათა კლასი |
ძალიან ხშირი (≥ 1/10) |
ხშირი (≥ 1/100 და <1/10) |
არახშირი (≥ 1/1,000 და <1/100) |
იშვიათი ( ≥ 1/10,000 and <1/1,000) |
|
ინფექცია და ინფესტაცია |
რინიტი |
|||
|
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები |
ჰიპერსენსიტიურობა |
|||
|
ნევრული სისტემის მხრივ დარღვევები |
თავის ტკივილი |
თავბრუსხვევა |
ძილიანობა, ჰიპოესთეზია |
ცერებროვასკულური დარღვევა, გარდამავალი იშემიური შეტევა კრუნჩხვები, *კრუნჩხვის რეციდივი, *სინკოპე |
|
თვალის მხრივ დარღვევები |
ვიზუალური ფერის დამახინჯება**, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა |
ლაკრიმაციის დარღვევები ***, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, ფოტოფსია, თვალის ჰიპერემია, მხედველობის სიკაშკაშე, კონიუნქტივიტი |
არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია (NAION)*, ბადურის სისხლძარღვთა ოკლუზია*, ბადურის სისხლდენა, არტერიოსკლეროზული რეტინოპათია, ბადურის დარღვევა, გლაუკომა, მხედველობის არის დარღვევა, დიპლოპია, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ახლომხედველობა, ასთენოპია, თვალის ირისის დარღვევა, მიდრიაზი, ჰალო ხედვა, თვალის შეშუპება, მხედველობის დარღვევა კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება, ქუთუთოების შეშუპება, სკლერის პიგმენტაცია. |
|
|
ყურის და შუა ყურის მხრივ დარღვევები |
ვერტიგო, ტინიტუსი |
სიყრუე |
||
|
კარდიოლოგიური დარღვევები |
ტაქიკარდია, პალპიტაცია |
უეცარი კარდიული სიკვდილი*, მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია*, წინაგულების ფიბრილაცია, არასტაბილური სტენოკარდია. |
|
სისხლძარღვე ბის მხრივ დარღვევები |
წამოხურება |
ჰიპერტენზიაჰიპოტენზია |
||
|
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები |
ნაზალური შეშუპება |
ეპისტაქსისი, სინუსური შეშუპება |
ყელის დაჭიმულობა, ნაზალური შეშუპება, ცხვირის სიმშრალე |
|
|
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
ღებინება, დისპეფსია |
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ღებინება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, პირის სიმშრალე |
ორალური ჰიპოესთეზია |
|
|
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები |
გამონაყარი |
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)* |
||
|
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები |
მიალგია, ტკივილი კიდურებში |
|||
|
თირკმელების და შარდის მხრივ დარღვევები |
ჰემატურია |
|||
|
რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ დარღვევები |
პენისიდან სისხლდენა, პრიაპიზმი*, ჰემატოსპერმია, ერექციის მომატება |
|||
|
ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილის მდგომარეობა |
გულმკერდის ტკივილი, დაღლილობა, სიცხის შეგრძნება |
გაღიზიანებადობა |
||
|
გამოკვლევები |
გაზრდილი გულისცემა |
* მოხსენებულია მხოლოდ პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს
** ვიზუალური ფერის დამახინჯება: ქლოროფსია, ქრომატოფსია, ციანოფსია, ერითროფსია და ქსანთოფსია.
*** ლაკრიმაციის დარღვევები: თვალის სიმშრალე, ლაკრიმაციის დარღვევა და ლაკრიმაციის მომატება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის საშუალებას იძლევა მუდმივი მონიტორინგის სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ.
4.8 დოზის გადაჭარბება
კვლევების, სადაც გამოყენებული იყო 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზების შეყვანა, გვერდითი რექციები ანალოგიური იყო, კვლევების, სადაც გამოყენებული იყო მეტად დაბალი დოზა, მაგრამ ავადობის მაჩვენებელი და სიმძიმე გაიზარდა.
200 მგ დოზებმა არ გამოიწვია ეფექტურობის გაზრდა, მაგრამ გვერდითი რეაქციების სიხშირე (თავის ტკივილი, სიწითლე, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის შეშუპება, მხედველობის შეცვლა) გაიზარდა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ უნდა იქნას მიღებული სტანდარტული დამხმარე ზომები. მოსალოდნელია, რომ თირკმლის დიალიზი არ დააჩქარებს კლირენს, რადგან სილდენაფილი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გმოიყოფა შარდში.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები. ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები. სილდენაფილი.
ATC კოდი: G04B E03.
მოქმედების მექანიზმი
სილდენაფილი არის განკუთვნილი ერექციული დისფუნქციის ორალური თერაპიისთვის. ბუნებრივ გარემოში, ანუ სექსუალური სტიმულაციის დროს, ის აღადგენს დაქვეითებულ ერექციულ ფუნქციას სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის გაზრდით.
სასქესო ორგანოს ერექციაზე პასუხისმგებელი ფიზიოლოგიური მექანიზმი გულისხმობს აზოტის ოქსიდის (NO) გამოყოფას კავერნოზულ კორპუსში სექსუალური სტიმულაციის დროს. შემდეგ აზოტის ოქსიდი ააქტიურებს ფერმენტ გუანილატ ციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინ მონოფოსფატის (GMP) დონის მატებას, რაც იწვევს გლუვი კუნთების რელაქსაციას კავერნოზულ კორპუსში და საშუალებას აძლევს სისხლის შემოდინებას.
სილდენაფილი არის cGMP სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას ტიპის 5 (PDE5) ძლიერი და შერჩევითი ინჰიბიტორი კავერნოზულ სხეულში, სადაც PDE5 პასუხისმგებელია cGMP-ის დეგრადაციაზე. სილდენაფილს აქვს პერიფერიული მოქმედების ადგილი ერექციაზე. სილდენაფილს არ აქვს პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტი ადამიანის იზოლირებულ კავერნოზულ კორპუსზე, მაგრამ საგრძნობლად აძლიერებს NO-ს დამამშვიდებელ ეფექტს ამ როდესაც NO/cGMP გზა გააქტიურებულია, როგორც ეს ხდება სექსუალური სტიმულაციის დროს, PDE5-ის დათრგუნვა სილდენაფილით იწვევს cGMP-ის კავერნოზულ სხეულში დონის მატებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა სექსუალური სტიმულაცია, რათა სილდენაფილმა გამოიმუშაოს მისთვის განკუთვნილი სასარგებლო ფარმაკოლოგიური ეფექტი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
in vitro ვლევებმა აჩვენა, რომ სილდენაფილი სელექტიურია PDE5-თან, რაც მონაწილეობს ერექციის პროცესში. მისი ეფექტი უფრო ძლიერია PDE5-ზე, ვიდრე სხვა ცნობილ ფოსფოდიესთერაზებზე. არსებობს 10-ჯერადი სელექციურობა PDE6-თან შედარებით, რომელიც ჩართულია ბადურის ფოტოტრანსდუქციაზე. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზებით, არსებობს 80-ჯერადი სელექციურობა PDE1-თან შედარებით და 700-ჯერ მეტი PDE2, 3, 4, 7, 8, 9, 10 და 11-ზე. კერძოდ, სილდენაფილს აქვს 4000-ჯერ მეტი სელექციურობა PDE5-ისთვის PDE3-თან შედარებით, cAMP-სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას იზოფორმა, რომელიც მონაწილეობს გულის შეკუმშვის კონტროლში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ორი კლინიკური კვლევა სპეციალურად შემუშავებული იყო დოზირების შემდეგ დროის ფანჯრის შესაფასებლად, რომლის დროსაც სილდენაფილს შეეძლო ერექცია გამოეწვია სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ. პენისის პლეტიზმოგრაფიის (RigiScan) კვლევაში, უზმოზე მყოფი პაციენტებისთვის, დაწყების მედიანური დრო მათთვის, ვინც მიაღწია 60% სიხისტის ერექციას (საკმარისი სქესობრივი აქტისთვის) იყო 25 წუთი (დიაპაზონი 12-37 წუთი) სილდენაფილზე. RigiScan-ის ცალკეულ კვლევაში, სილდენაფილმა მაინც შეძლო ერექციის გამომუშავება სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ დოზის მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ.
სილდენაფილი იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და გარდამავალ დაქვეითებას, რაც უმეტეს შემთხვევაში არ იქცევა კლინიკურ ეფექტად. სილდენაფილის 100 მგ პერორალური მიღების შემდეგ სისტოლური არტერიული წნევის საშუალო მაქსიმალური დაქვეითება იყო 8,4 მმ Hg. მწოლიარე მდგომარეობაში, დიასტოლური არტერიული წნევის შესაბამისი ცვლილება იყო 5,5 მმ Hg. არტერიული წნევის ეს დაქვეითება შეესაბამება სილდენაფილის ვაზოდილატორულ ეფექტს, სავარაუდოდ, სისხლძარღვთა გლუვ კუნთებში cGMP დონის გაზრდის გამო. ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი პერორალური დოზა 100 მგ-მდე არ იწვევდა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს ეკგ-ზე.
სილდენაფილის 100 მგ ერთჯერადი დოზის ჰემოდინამიკური ეფექტების შესწავლისას 14 პაციენტში კორონარული არტერიის მძიმე დაავადებით (CAD) (მინიმუმ ერთი კორონარული არტერიის 70% სტენოზი), საშუალო სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა შემცირდა 7%-ით და 6%-ით შესაბამისად საწყისთან შედარებით. საშუალოდ ფილტვის სისტოლური არტერიული წნევა შემცირდა 9%-ით. სილდენაფილმა არ აჩვენა გავლენა გულის გამომუშავებაზე და არ აფერხებდა სისხლის ნაკადს სტენოზირებული კორონარული არტერიების მეშვეობით.
ორმაგად ბრმა მეთოდით, პლაცებოზე კონტროლირებადი ვარჯიშის სტრესის ცდამ შეაფასა 144 პაციენტი ერექციული დისფუნქციით და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიით, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ სტენოკარდიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ნიტრატების გარდა). შედეგებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სილდენაფილსა და პლაცებოს შორის სტენოკარდიის შეზღუდვის დროში.
ფარნსვორტ მანსელის „ფერთა განსხვავებაზე“ 100 ტონის ტესტის გამოყენების შედეგად, კონკრეტულ სუბიექტებში გამოვლინდა, სუსტი და გარდამავალი განსხვავებები, ძირითადად ფერებზე (მწვანე/ლურჯი), 100 მგ დოზის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ეფექტები არ გამოვლინდა დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ფერთა განსხვავებასთან დაკავშირებული ეს მექნიზმი დაკავშირებულია PDE6-ის ინჰიბირებასთან, რომელიც ჩართულია ბადურის ფოტოტრანსდუქციის კასკადში. სილდენაფილი არ მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე და კონტრასტული მგრძნობელობაზე. ადრეულ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციით (n=9) პაციენტთა მცირე ზომის პლაცებო კონტროლირებად კვლევაში, სილდენაფილმა (ერთჯერადი დოზა, 100 მგ) არ აჩვენა მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩატარებულ ვიზუალურ ტესტებში (მხედველობის სიმახვილე, ამსლერის ბადე, ფერთა დისკრიმინაციის სიმულაციური შუქნიშანი, ჰამფრის პერიმეტრი და ფოტოსტრესი).
ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზების შემდეგ სპერმის მოძრაობაზე ან მორფოლოგიაზე არანაირი გავლენა არ ყოფილა (იხ. ნაწილი 4.6).
პედიატრიული მოსახლეობა
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში სილდენაფილით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე. პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ 4.2.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური დაფიქსირებული პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღების შემდეგ 30-120 წუთის განმავლობაში (საშუალო 60 წუთი) უზმოზე. საშუალო აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა არის 41% (დიაპაზონი 25-63%). სილდენაფილის პერორალური მიღების შემდეგ, AUC და Cmax იზრდება დოზის პროპორციულად რეკომენდებული დოზის დიაპაზონში (25-100 მგ).
როდესაც სილდენაფილი მიიღება საკვებთან ერთად, შეწოვის სიჩქარე მცირდება tmax-ის საშუალო შეფერხებით 60 წუთით და Cmax-ის საშუალო შემცირებით 29%.
გავრცელება
სილდენაფილის განაწილების საშუალო წონასწორული მოცულობა (Vd) არის 105 ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში განაწილებაზე. 100 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური საერთო პლაზმური კონცენტრაცია არის დაახლოებით 440 ნგ/მლ (CV 40%). ვინაიდან სილდენაფილი (და მისი ძირითადი მოცირკულირე N-დესმეთილის მეტაბოლიტი) 96%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ეს იწვევს სილდენაფილის საშუალო მაქსიმალურ თავისუფალ კონცენტრაციას პლაზმაში 18 ნგ/მლ (38 ნმ).
ცილებთან შეკავშირება დამოუკიდებელია პრეპარატის მთლიანი კონცენტრაციისგან.
ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილს (100 მგ ერთჯერადი დოზა), შეყვანილი დოზის 0,0002% (საშუალოდ 188 ნგ) ნაკლები იყო ეაკულატში დოზის მიღებიდან 90 წუთის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
სილდენაფილი გამოიყოფა უპირატესად CYP3A4 (ძირითადი გზა) და CYP2C9 (მცირე გზა) ღვიძლის მიკროსომური იზოფერმენტებით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილირების შედეგად. ამ მეტაბოლიტს აქვს ფოსფოდიესტერაზას სელექციურობის პროფილი სილდენაფილის მსგავსი და ინ ვიტრო PDE5 აქტივობა დაახლოებით 50%-ით აღემატება ძირითად პრეპარატს. ამ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია არის სილდენაფილის კონცენტრაციის დაახლოებით 40%. N-დესმეთილის მეტაბოლიტი შემდგომში მეტაბოლიზდება, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 4 სთ.
ელიმინაცია
სილდენაფილის მთლიანი სხეულის კლირენსი არის 41 ლ/სთ, ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-5 სთ. პერორალური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ, სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით უპირატესად ფეკალიებით (შეყვანილი პერორალური დოზის დაახლოებით 80%) და უფრო მცირე რაოდენობით შარდით (შეყვანილი პერორალური დოზის დაახლოებით 13%).
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში
ხანდაზმულები
ჯანმრთელ, ხანდაზმულ მოხალისეებს (65 წელზე მეტი ასაკის) ჰქონდათ სილდენაფილის შემცირებული კლირენსი, რამაც გამოიწვია სილდენაფილისა და აქტიური N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 90%-ით, ვიდრე ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში (18-45 წელი). პლაზმის ცილებთან შეკავშირების ასაკობრივი განსხვავებების გამო, თავისუფალი სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციის შესაბამისი ზრდა იყო დაახლოებით 40%.
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ), სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. N-დესმეთილის მეტაბოლიტის საშუალო AUC და Cmax გაიზარდა 126%-მდე და 73%-მდე შესაბამისად, იმავე ასაკის თირკმლის უკმარისობის არმქონე მოხალისეებში. თუმცა, სუბიექტთაშორისი ცვალებადობის გამო, ეს განსხვავებები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), სილდენაფილის კლირენსი შემცირდა, რის შედეგადაც AUC და Cmax საშუალოდ გაიზარდა 100%-ით და 88%-ით, შესაბამისად იმავე ასაკის მოხალისეებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა. გარდა ამისა, N -დესმეთილისი მეტაბოლიტის AUC და Cmax მნიშვნელობები გაიზარდა 200% და 79%-ით.
ღვიძლის უკმარისობა
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ციროზის მქონე (Child-Pugh A და B) სილდენაფილის კლირენსი შემცირდა, რის შედეგადაც იზრდება AUC (84%) და Cmax (47%) იგივე ასაკის მოხალისეებში რომლებსაც არ აქვთ ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის მძიმე ფუნქციის მქონე პაციენტებში სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.
5.3.პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის ფარმაკოლოგიის უსაფრთხოების ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობა, გენოტოქსიკურობა, კანცეროგენული პოტენციალი და ტოქსიკურობა რეპროდუქციისა და განვითარებისთვის.
6. ფარმაცევტული დეტალები
6.1. დამხმარე ნივთიერებების სია
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმის ფოსფატი, პოლივინილ პიროლიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი ;
ტაბლეტის გარსი: Sheff Coat PVA (პოლივინილის სპირტის, ლეციტინის, გასუფთავებული ტალკის, ტიტანის დიოქსიდის კომბინაცია); FD & C Blue; FD & C Red#40.
6.2. შეუთავსებლობა
არ არის აღნიშნული.
6.3. შენახვის ვადა
3 წელი
6.4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5. შეფუთვა
4 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
6.6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურების და სხვა დამუშავებისას კონკრეტული მოთხოვნები არ არის
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს, ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Drug International Limited
ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.










