დექსამეტაზონ(დეკორტი)0.5მგ#20ტ

დექსამეტაზონ(დეკორტი)0.5მგ#20ტ

10.30 ლარი 8.75 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: დევა ჰოლდინგი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსამეტაზონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 165463
გააზიარე:

სარეკომენდაციო

შეფუთვის ჩანართი

დეკორტი 0.50 მგ ტაბლეტ ები

პერორალური გამოყენებისთვის.

  • · აქტიური ნივთიერება : თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.50 მგ დექსამეტაზონს.
  • · დამხმარე ნივთიერება ( ები ): ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძისგან), სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფუთვის ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

  • · შეინახეთესინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლადაგჭირდეთმისიწაკითხვა.
  • · დამატებითიკითხვებისშემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმსანფარმაცევტს.
  • · ესმედიკამენტიდანიშნულია თქვენთვის. არგადასცეთგისხვებს.
  • · ამმედიკამენტისმიღების დროსექიმთანანსაავადმყოფოშივიზიტისას,აცნობეთ თქვენს ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
    • · ზუსტადდაიცავითამფურცელ-ჩანართშიმითითებულიინსტრუქციები. არ მიიღოთ ეს მედიკამენტი რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზით.

ფურცელ - ჩანართ ის შინაარსი :

1. რა არის დეკორტი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ დეკორტის გამოყენებამდე

3. დეკორტის მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. დეკორტის შენახვის პირობები

1. რა არის დეკორტი და რისთვის გამოიყენება

დეკორტი არის დექსამეტაზონის შემცველი ტაბლეტი, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს..

დეკორტი ხელმისაწვდომია 10 ტაბლეტიან ბლისტერულ შეფუთვაში. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 20 ტაბლეტს.

დეკორტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დექსამეტაზონს.

დეკორტი ეფექტურია ორგანიზმში ანთებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

დექსამეტაზონი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ალერგიული დარღვევები, კანის დაავადებები, ნაწლავების ანთებითი დაავადება, სახსრების ანთება, თვალის დაავადებები (ოფთალმოლოგიური დაავადებები), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სისხლის დაავადებები, კუნთების დაავადებები, შეშუპების გამომწვევი დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ნერვული სისტემის დარღვევები ან სასუნთქი გზების დაავადებები.

2. რა უნდა იცოდეთ დეკორტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დეკორტი,

თუ:

  • · გაქვთ მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან დეკორტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,
  • · თქვენ გაქვთ ინფექცია, რომელიც მთელ თქვენს ორგანიზმს აზიანებს,

თქვენ უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია, განსაკუთრებით ცოცხალი ვაქცინებით (წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ორალური პოლიო ვაქცინა, ყვითელი ცხელება, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო BCG ვაქცინა და ა.შ.).

დეკორტის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ,

თუ:

  • · გაქვთ გულის უკმარისობა
  • · თუ თქვენს გარემოცვაში არიან ჩუტყვავილათი ან წითელათი დაავადებული პირები, მოერიდეთ მათთან კონტაქტს.
  • · გაქვთ ტუბერკულოზი
  • · გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
  • · გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი)
  • · აღგენიშნებათ ძვლოვანი მასის დაქვეითება (ოსტეოპოროზი) ან კუნთოვანი სისუსტე
  • · აღგენიშნებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის ან კუჭის ფუნქციური დარღვევა
  • · გაქვთ თვალის დაავადება (ჰერპეს ვირუსით)
  • · გაქვთ ფსიქიატრიული დარღვევები ან ეპილეფსია
  • · გაქვთ თვალშიგა წნევა (გლაუკომა)
  • · მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტის ერთ-ერთი სახეობა)
  • · გაწუხებთ კუჭის წყლული
  • · გაქვთ შაკიკი
  • · გაქვთ პარაზიტული ინფექცია
  • · აღგენიშნებათ ზრდის შეფერხება
  • · გაქვთ კუშინგის სინდრომი (ჰორმონალური დაავადების ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც თან ახლავს კორტიზოლის მაღალი დონე)
  • · გაქვთ თავის ტრავმა
  • · გქონდათ ინსულტი

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები წარსულში გეხებოდათ.

დეკორტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მიიღეთ დეკორტი ჭამის შემდეგ.

ორსულობა

ამმედიკამენტისგამოყენებამდეგაიარეთკონსულტაციაექიმთანანფარმაცევტთან.

დეკორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს აუცილებელი არ არის.

თუმკურნალობისდროსგაიგებთ, რომორსულადხართ, დაუყოვნებლივმიმართეთექიმსანფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამმედიკამენტისგამოყენებამდეგაიარეთკონსულტაციაექიმთანანფარმაცევტთან.

დექსამეტაზონი გამოიყოფა დედის რძეში; ამიტომ, მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

დეკორტი არანაირ გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეკორტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

დეკორტის თითოეული 0.5 მგ ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, დეკორტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს:

  • · გულისა და სისხლის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა ვარფარინი, არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები და შარდმდენები (შარდის გამომუშავების ხელშემწყობი პრეპარატები)
  • · ანტიბიოტიკები, როგორიცაა რიფამპიცინი და რიფაბუტინი
  • · ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარტიტალი და პრიმიდონი
  • · ტკივილგამაყუჩებლები ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი ან ფენილბუტაზონი
  • · დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტის) სამკურნალო პრეპარატები
  • · კალიუმის დონის შესამცირებლად გამოყენებული პრეპარატები
  • · კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ამინოგლუტეთიმიდი
  • · ეფედრინი, რომელიც გამოიყენება ცხვირის ობსტრუქციის სიმპტომების შესამსუბუქებლად
  • · აცეტაზოლამიდი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის (მომატებული თვალშიდა წნევა) დროს
  • · კარბენოქსოლონი, რომელიც გამოიყენება წყლულის დროს (კუჭის მჟავიანობით გამოწვეული ჭრილობები) დროს

გთხოვთ, მიაწოდოთინფორმაციათქვენსექიმსანფარმაცევტსიმისშესახებ, იღებთთუარაამჟამადანბოლოდროსიღებდითთუარასხვარეცეპტითანურეცეპტოდგასაცემმედიკამენტებს.

3. დეკორტის მიღების წესი

  • · სწორი გამოყენებისა და დოზირების / მიღების სიხშირის ინსტრუქცია :

საწყისი დოზა შეიძლება მერყეობდეს 0.75-დან 9 მგ-მდე დღეში. მსუბუქი შემთხვევების დროს შესაძლებელია მისი შემცირება 0.75 მგ-ზე ქვემოთ; უფრო მძიმე შემთხვევებში კი - 9 მგ-ზე მეტად გაზრდა. დღიური დოზა უნდა გაიყოს 3 ან 4 ნაწილად და ისე მიიღოთ.

მიღებული დოზა შეიძლება შეიცვალოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

  • · მიღების გზა და მეთოდი :

არ გატეხოთ და არ დაღეჭოთ დეკორტი. გადაყლაპეთ გარკვეულ რაოდენობა წყალთან ერთად.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.

  • · სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში :

ბავშვებში დეკორტის საწყისი დოზა შეიძლება შეიცვალოს დაავადების სიმძიმის მიხედვით.

საწყისი დოზის დიაპაზონი არის 0.02-0.3 მგ/კგ/დღეში და მიიღება 3 ან 4 დოზად დაყოფილი.

შემანარჩუნებელი დოზაა 0.01-0.1 მგ/კგ/დღეში.

გამოყენება ხანდაზმულებში :

ხანდაზმულებში დოზის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო, თირკმლის, ღვიძლის ან გულის ფუნქციის დაქვეითების გაზრდილი სიხშირის და თანმხლები დაავადებების ან სხვა მედიკამენტური თერაპიის გათვალისწინებით და, როგორც წესი, დოზირების დიაპაზონის ქვედა ბოლოდან უნდა დაიწყოთ. გასათვალისწინებელია დიაბეტის, სითხის შეკავების და ჰიპერტენზიის რისკი, განსაკუთრებით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას ხანდაზმულ პაციენტებში.

  • · გამოყენების განსაკუთრებული პირობები :

თირკმლის უკმარისობა :

შესაძლებელია ზემოთ მითითებული დოზების გამოყენება.

ღვიძლის უკმარისობა :

შესაძლებელია ზემოთ მითითებული დოზების გამოყენება.

თუფიქრობთ, რომდეკორტისეფექტიძალიანძლიერიანძალიანსუსტია, მიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დეკორტის საჭიროზე მეტი დოზა :

დეკორტის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის შეშუპება, კანის რეაქციები და სუნთქვის გაძნელება.

თუ მიიღეთ დეკორტის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეკორტის გამოყენება :

თუ დოზა გამოტოვეთ, მიიღეთ ეს დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და განაგრძეთ მისი მიღება ჩვეულებრივი გრაფიკით.

არგამოიყენოთორმაგიდოზაგამოტოვებულიდოზისკომპენსირებისთვის.

დეკორტით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები :

შესაძლოა, ამ პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა თქვენთვის სახიფათო იყოს. თუ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, მიჰყევით ექიმის მითითებებს. ექიმი მკურნალობას დოზის თანდათანობით შემცირებით დაასრულებს. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება თქვენი მდგომარეობა გააუარესოს.

გარდა ამისა, შეიძლება განიცადოთ მოხსნის სიმპტომები. ესენია: სიცხე, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა (თვალის ტკივილი ან თვალის ანთება), გულისრევა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხვირის შიდა ნაწილის შეშუპება, წონის დაკლება, კანის ქავილი და კონიუნქტივიტი.

თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს დეკორტის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში.

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენას, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდება ან შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ დეკორტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • · გამონაყარი
  • · ქავილი
  • · სუნთქვის გაძნელება ან გონების დაკარგვა
  • · ანგიონევროზული შეშუპება (სახისა და ყელის შეშუპება ალერგიის შედეგად)

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ დეკორტის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • · დეპრესიული ემოცია (თვითმკვლელობის ფიქრის ჩათვლით),
  • · გონების მდგომარეობის აქტიური ან პასიური ცვლილებები (ძლიერი აფეთქება, მოუსვენრობა),
  • · აგრესიულობა, ძილის პრობლემა, მეხსიერების დაკარგვა,
  • · არარსებულის შეგრძნება, დანახვა ან მოსმენა,
  • · საშინელი ფიქრების გაჩენა მარტო ყოფნისას

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, აცნობეთ ექიმს:

  • · კუჭის შებერილობა
  • · გულისრევა ან ღებინება
  • · სლოკინი
  • · დიარეა
  • · პანკრეასის ანთება (იწვევს ზურგის ან კუჭის ძლიერ ტკივილს)
  • · სისხლში მარილის დონის პრობლემები
  • · არტერიული წნევის მომატება
  • · სისხლის შედედება
  • · გულის კუნთის პრობლემები გულის შეტევის შემდეგ
  • · სისხლში შაქრის დონის მომატება
  • · ძვლების დასუსტება, გათხელება (ოსტეოპოროზი)
  • · კუნთების სისუსტე
  • · სხეულის ჭრილობების ნელი შეხორცება
  • · გამონაყარი
  • · გლაუკომა, კატარაქტა, თვალის ინფექციები
  • · მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • · ზრდის შენელება ბავშვებში
  • · სახის შეშუპება
  • · კრუნჩხვების ან ეპილეფსიის გამოწვევა
  • · ძლიერი თავის ტკივილი
  • · დაღლილობა
  • · მადის მომატება ან წონის დაკლება
  • · შეშუპება და წონის მატება

ეს დეკორტის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

შეტყობინებაგვერდითი მოვლენების თაობაზე

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. დეკორტის შენახვის პირობები

დეკორტიშეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას და მისსავე ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და დაიცავით სინათლისგან.

მიიღეთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დეკორტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ პროდუქტზე ან შეფუთვაზე რაიმე დაზიანებას, არ გამოიყენოთ დეკორტი.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში არ გადააგდოთ! გთხოვთ, ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას გადასცეთ.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

DEVA Holding A.S.

კუჩუქჩეკმეჯე -სტამბოლი

ტელეფონი: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ.ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

DEVA Holding A.S

კაპაკლი -თექირდაღი

ესშეფუთვის ჩანართიბოლოს დამტკიცდა04/01/2013 წელს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)