როქსაბანი დენკი 15მგ #28ტ
გააზიარე:
როქსაბან დენკ 15 მგ
როქსაბან დენკ 20 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები - პერორალურად მისაღები
ანტითრომბოზული საშუალება
აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის
მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
• დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის (ან მისი შვილისთვის). არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის, ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისთვის, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.
• თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
გამოყენების ამ ინსტრუქციაში
- რა არის როქსაბან დენკი და რისთვის გამოიყენება
- რა არის გასათვალისწინებელი როქსაბან დენკის მიღებამდე
- როქსაბან დენკის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როქსაბან დენკის შენახვის წესი
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის როქსაბან დენკი და რისთვის გამოიყენება
როქსაბან დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს.
როქსაბან დენკი გამოიყენება მოზრდილებში
- სისხლის შედედების პრევენცია თავის ტვინსა (ინსულტი) და სხეულის სხვა სისხლძარღვებში, თუ გაქვთ არარეგულარული გულის რითმი, რომელსაც ეწოდება არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია
- ფეხის ვენებსა (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) თრომბების სამკურნალოდ, ასევე ფეხის და ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბების განმეორებით წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
როქსაბან დენკი გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში სხეულის მასით 30 კგ ან მეტი - სისხლის შედედების მკურნალობა და მორეციდივე სისხლის შედედების პროფილაქტიკა ვენებსა ან ფილტვის სისხლძარღვებში, საწყისი მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 5 დღე საინექციო მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების სამკურნალოდ.
როქსაბან დენკი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით ანტითრომბოზული საშუალებები. პრეპარატის მოქმედების პრინციპია სისხლის შედედების ფაქტორის Xa ინჰიბირება და სისხლის თრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილების შემდგომი შემცირება.
- რა არის გასათვალისწინებელი როქსაბან დენკის მიღებამდე
როქსაბან დენკი არ მიიღება
- თუ პაციენტი ალერგიულია რივაროქსაბანის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6)
- თუ პაციენტს აქვს ძლიერი სისხლდენა
- თუ პაციენტს აქვს დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად კუჭის წყლული, თავის ტვინის ტრავმა ან სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ან თვალის ახლახან გადატანილი ოპერაცია)
- თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად ვარფარინს, დაბიგატრანს, აპიქსაბანს ან ჰეპარინს), გარდა ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლის ან ჰეპარინის შეყვანისას ვენური ან ინტრაარტერიული კათეტერის მეშვეობით რათა დარჩეს ღია
- თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს
- თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში
როქსაბან დენკი არ მიიღება და უნდა მიემართოს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
როქსაბან დენკის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე როქსაბან დენკის მიღებისას
- სისხლდენის გაზრდილი რისკის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ სიტუაციებში
თირკმლის მწვავე დაავადება მოზრდილებში და თირკმლის საშუალო ან მწვავე დაავადება ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე ზემოქმედი სამკურნალო პრეპარატის რაოდენობაზე
სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად სხვა მედიკამენტების მიღებისას (მაგალითად ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლისას ან ჰეპარინის შეყვანისას ვენური ან ინტრაარტერიული კათეტერის მეშვეობით
სისხლის შედედების დარღვევები
ძალიან მაღალი არტერიული წნევის დროს, რომელიც არ ემორჩილება თერაპიულ კონტროლს
კუჭის ან ნაწლავების დაავადებების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგალითად ნაწლავების ან კუჭის ანთება ან საყლაპავი მილის ანთება, მაგალითად გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გამო, ან სიმსივნეების დროს, რომლებიც განლაგებულია კუჭსა ან ნაწლავებში, სასქესო ან საშარდე გზებში
თვალის უკანა ნაწილში სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების დროს (რეტინოპათია)
ფილტვების დაავადებისას, რომლის დროსაც ბრონქები გაფართოებულია და გავსებულია ჩირქით (ბრონქოექტაზია), ან ანამნეზში ფილტვებიდან სისხლდენის შესახებ ინფორმაციის არსებობისას
გულის ხელოვნური სარქვლის არსებობა
დაავადების არსებობისას, რომელსაც ეწოდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (დარღვევა იმუნური სისტემის მხრიდან, რომელიც იწვევს თრომბების წარმოქმნის გაზრდილ რისკს), უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის სქემის შეცვლის შესახებ
თუ ექიმი დაადგენს, რომ არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობის ან ქირურგიული პროცედურის ჩატარება ფილტვებიდან თრომბის მოსაშორებლად
თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ეხება პაციენტს, მიმართეთ ექიმს როქსაბან დენკის მიღებამდე. ექიმი გადაწყვეტს უნდა მიიღოს თუ არა პაციენტმა ეს პრეპარატი და შეაფასებს უფრო ყურადღებით დაკვირვების აუცილებლობას
თუ პაციენტი გეგმავს ქირურგიულ ჩარევას
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როქსაბან დენკი მიღებული იქნას ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ზუსტად იმ დროს, რომელიც ექიმმა მიგითითათ
თუ ოპერაციის დროს დაგიყენდებათ კათეტერი ან გაგიკეთდებათ ინექცია ხერხემალში
ძალზე მნიშვნელოვანია რომ როქსაბან დენკი მიღებული იქნას ინექციის ან კათეტერის მოხსნამდე ან შემდეგ ექიმის მიერ მითითებულ ზუსტ დროს
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ანესთეზიის მოქმედების დასრულების შემდეგ იგრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს ფეხებში, პრობლემებს ნაწლავებთან ან შარდის ბუშტთან დაკავშირებით
ბავშვებში და მოზარდებში
არ არის რეკომენდებული როქსაბან დენკის შემოგარსული ტაბლეტების მიღება 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში
სხვა სამკურნალო საშუალებები და როქსაბან დენკი
თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს










