კარდიოარტი 3.5გ ფხვ #30სტიკი

კარდიოარტი 3.5გ ფხვ #30სტიკი

63.00 ლარი 53.55 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: სან მარინო
მწარმოებელი: პროფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165415
გააზიარე:

კარდიოარტი ®

ფხვნილი სტიკში 3.5გ
30 სტიკი შეფუთვაში

ინგრედიენტები:

აქტიური ინგრედიენტების შემცველობა 1 სტიკში:

კოენზიმ Q10

50 მგ

მაგნიუმი (ციტრატის და ოქსიდის სახით)

150 მგ 40% NRV*

თუთია (გლუკონატის სახით)

11.1 მგ 111% NRV*

სელენი (სელენომეთიონინის სახით)

100 მკგ 182% NRV*

L-არგინინი

350 მგ

L-კარნიტინი

300 მგ

* ნუტრიენტის რეკომენდებული ნორმა

სხვა ინგრედიენტები: ერითრიტოლი, არომატიზატორი, სილიციუმის დიოქსიდი, სუკრალოზა.

პროდუქტის დანიშნულება და თვისებები:

კარდიოარტი® წარმოადგენს სურსათის დანამატს კოენზიმ Q10, მაგნიუმის, თუთიის, სელენის, არგინინის და კარნიტინის შემადგენლობით. კარდიოარტის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კომბინაცია აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს.

ავლენს ანტიოქსიდაციურ, ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნომოდულაციურ, ანტითრომბოზულ, კარდიო- და ნეიროპროტექციულ მოქმედებას.

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციას. არეგულირებს არტერიულ წნევას და გულის რიტმს.

აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ოქსიგენაციას.

ზრდის ფიზიკურ პერფორმანსს. აუმჯონესებს კოგნიტურ ფუნქციას.

ახდენს შაკიკის პრევენციას, ამცირებს შეტევების სიხშირეს, ხანგრძლივობას და ინტენსივობას.

აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და ფერტილობის პოტენციალს.

უზრუნველყოფს ოპტიმალურ იმუნურ ფუნქციას.

ჩვენებები

  • § გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (დამხმარე საშუალება გიდ-ის, კარდიომიოპათიის, ჰიპერტენზიის, არითმიის, ინსულტის, სტატინებთან ასოცირებული მიოპათიის დროს)
  • § პრე- და პოსტოპერაციული პერიოდი
  • § ინფექციური და სხვა ანთებითი დაავადებების აღდგენითი პერიოდი
  • § ქიმიო- და რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პრევენცია
  • § მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
  • § ქრონიკული დაღლილობა
  • § შაქრიანი დიაბეტი
  • § შაკიკი

დოზირება

მიიღბა 1 სტიკი დღეში. მიღების წინ სტიკის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში.
ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დოზის გაზრდა 2 სტიკამდე დღეში.

გაფრთხილებები:

შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. სურსათის დანამატები არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების ან ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს სწორად შენახულ, გაუხსნელ შეფუთვაში მოთავსებულ პროდუქტს. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: „პრომოფარმა“, სან-მარინო.

დისტრიბუტორი: შპს „30 ჯორჯია", მ. კოსტავას 75გ, თბილისი, საქართველო