აპიკბანი 2.5მგ #56ტ

აპიკბანი 2.5მგ #56ტ

52.00 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: დევა ჰოლდინგი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აპიქსაბანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 165327
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია : ინფორმაცია მომხმარებლისათვის

აპიკბანი

2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური

აქტიური ნივთიერება : ერთი ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ აპიქსაბანს.

დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო ლაქტოზა (ძროხის რძისგან), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: Aquarius Prime LS ყვითელი BAT314205 (ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან), ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდის ყვითელი).

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია , რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .

  • · შეინახეთესფურცელი. შეიძლებადაგჭირდეთხელახლაწაკითხვა.
  • · დამატებითიშეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
  • · ესპრეპარატიგამოწერილიათქვენთვის. არგადასცეთისსხვებს.
  • · პრეპარატსმიღებისასექიმთანანსაავადმყოფოშიმისვლისასაცნობეთექიმს, რომამმედიკამენტსიყენებთ.
  • · ზუსტადდაიცავითის, რაცწერიაამინსტრუქციაში.არმიიღოთრეკომენდებულზე უფრო მაღალი ,ან უფრო დაბალი დოზა.

ამ ინსტრუქციაში :

1. რა არის აპიკბანი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ აპიკბანი მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ აპიკბანი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შე ინახოთ აპიკბანი

1. რა არის აპიკბანი და რისთვის გამოიყენება

აპიკბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც სისხლის გამათხელებლები. ეს მედიკამენტი ხელს უშლის სისხლის შედედების წარმოქმნას ფაქტორ Xa-ს ბლოკირებით, რომელიც სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი და ყვითელი ფერის. ბლისტერებში არის 10 ან 56 შემოგარსული ტაბლეტი, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აპიკბანი გამოიყენება მოზრდილებში:

- ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციების შემდეგ სისხლის თრმბების (ღრმა ვენების თრომბოზი [DVT]) წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ბარძაყზე ან მუხლზე ოპერაციის შემდეგ, თქვენ შეიძლება ფეხის ვენებში სისხლის თრომბების წარმოქმნის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყოთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება, ტკივილით ან მის გარეშე. თუ თრომბი ფეხიდან ფილტვებში გადადის, მას შეუძლია შეაფერხოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს ქოშინი, გულმკერდის ტკივილით ან მის გარეშე. ეს მდგომარეობა (ფილტვის ემბოლია) შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

- გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია) და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი [როგორიცაა შექცევადი ტიპის ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა) გამოწვეული გადატანილი ინსულტით ან თავის ტვინის სისხლძარღვების დროებითი ბლოკირებით, მაღალი არტერიული წნევით, დიაბეტით, გულის უკმარისობით ან 75 წელზე უფროსი ასაკი]. სისხლის თრომბი შეიძლება მოწყდეს, შემდეგ გადავიდეს ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი ან სხვა ორგანოებში და ხელი შეუშალოს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ამ ორგანოში (ასევე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლია). ინსულტი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

- ფეხების ვენებში სისხლის შედედების სამკურნალოდ (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) და ფეხების და/ან ფილტვების სისხლძარღვებში სისხლის შედედების ხელახლა წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

2. რა უნდა იცოდეთაპიკბანისმიღებამდე

არ მიიღოთ აპიკბანი

  • · თუხართალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აპიქსაბანისანაპიკბანისრომელიმესხვაინგრედიენტისმიმართ;
  • · თუგაქვთჭარბისისხლდენა;
  • · თუგაქვთსხეულისრომელიმეორგანოსდაავადება, რომელიცზრდისსერიოზულისისხლდენისრისკს (როგორიცააკუჭისანნაწლავისაქტიურიანახალიწყლული, ტვინშიბოლოსისხლდენა);
  • · თუგაქვთღვიძლისდაავადება, რომელიციწვევსსისხლდენისრისკს (ღვიძლისკოაგულოპათია);
  • · თუღებულობთმედიკამენტებსსისხლისშედედებისთავიდანასაცილებლად (მაგ. ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანიანჰეპარინი), გარდაანტიკოაგულანტულიმკურნალობისშეცვლისშემთხვევებისა, როდესაცგაქვთვენურიანარტერიულისისტემადაიღებთჰეპარინსამსისტემასმეშვეობით, რათაისღიაიყოს, ანთუმილისშეყვანახდებათქვენსსისხლძარღვში (კათეტერისაბლაცია) არარეგულარულიგულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ.

განსაკუთრებული მითითებანი

გაესაუბრეთ ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

- სისხლდენის გაზრდილი რისკი, როგორიცაა:

- სისხლდენის დარღვევები, მათ შორის პირობები, რომლებიც იწვევს თრომბოციტების აქტივობის შემცირებას;

- ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მედიკამენტური მკურნალობით;

- 75 წელზე უფროსი ხართ;

- თქვენ იწონით 60 კგ ან ნაკლებს;

- თირკმლის მძიმე დაავადება ან თუ ხართ დიალიზზე;

- ღვიძლის პრობლემა ან ღვიძლის პრობლემების ისტორია;

  • · აპიკბანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით.
  • · თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს ღვიძლის ფუნქციას აპიკბანის გამოყენებამდე და ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ცვლილების ნიშნებით.

- გქონდათ მილის (კათეტერი) ან ინექცია ხერხემალში (ანესთეზიის ან ტკივილის შესამცირებლად), თქვენი ექიმი გეტყვით, რომ მიიღოთ აპიკბანი კათეტერის მოხსნიდან 5 ან მეტი საათის შემდეგ;

- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია) და რომლებსაც ესაჭიროებათ ერთჯერადი ან ორმაგი მედიკამენტური მკურნალობა თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად;

- თუ ჩადგმული გაქვთ გულის სარქველის პროთეზი;

- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული სისხლის მიმოქცევა ან ფილტვების სისხლძარღვებში თრომბები (ფილტვის ემბოლია) და პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ოპერაცია ფილტვებიდან თრომბის დასაშლელად ან მოსაშორებლად;

- აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში;

- პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ამ ინსტრუქციის „სხვა მედიკამენტების მიღება“ განყოფილებაში მოცემულ მედიკამენტებს;

- პაციენტებში, ვისაც დადგეგმილი აქვს ბარძაყის მოტეხილობის ქირურგიული ოპერაცია

- მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ASA-ს (აცეტილსალიცილის მჟავა; მაგ. ასპირინი) ან კლოპიდოგრელს ASA-სთან კომბინაციაში, და რომლებსაც აღენიშნებათ გულის სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვების უეცარი ოკლუზია, რაც ხასიათდება თანმხლები დაავადებებით, დაკავშირებული ან არადაკავშირებული გულთან.

- არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ტკივილგამაყუჩებლების ჯგუფი) ერთდროულად მიღებისას აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით;

- თრომბოლიზური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, შექცევადი ინსულტის (მწვავე იშემიური ინსულტი) სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების უეცარი დროებითი ოკლუზიით

- თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორებთან (სისხლის გამათხელებლების ჯგუფი) გამოყენებისას ქირურგიული პროცედურების შემდეგ;

- აპიკბანისას და აცეტილსალიცილის მჟავას (მაგ. ასპირინი) ერთდროული მიღება ხანდაზმულ პაციენტებში სისხლდენის პოტენციური მაღალი რისკის გამო;

- აცნობეთ ექიმს, თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს). თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა თქვენი მკურნალობის შეცვლა.

თუ თქვენ გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ან პროცედურა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დროებით შეწყვიტოთ ამ წამლის მიღება მცირე ხნით. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მიმართეთ ექიმს.

ანტიკოაგულანტების, მათ შორის აპიკბანის მიღების შეწყვეტა, რომელიც გამოიყენება აქტიური სისხლდენის, არჩევითი ქირურგიის ან ინვაზიური პროცედურების დროს, ქმნის თრომბოზის მაღალ რისკს პაციენტებში. მკურნალობის შეფერხებები თავიდან უნდა იქნას აცილებული და თუ რაიმე მიზეზით აპიქსაბანით ანტიკოაგულაცია დროებით უნდა შეწყდეს, მკურნალობა უნდა განახლდეს რაც შეიძლება მალე.

თურომელიმეესგაფრთხილებაგეხებათ, თუნდაცწარსულში, მიმართეთექიმს.

ბავშვები და მოზარდები

აპიკბანი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.

აპიკბანის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

აპიკბანის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა

ამპრეპარატისმიღებამდემიმართეთექიმსანფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ამ პრეპარატის მიღებამდე.

აპიკბანის ზემოქმედება ორსულობაზე და არ დაბადებულ ბავშვზე ცნობილი არ არის. აპიკბანი არ უნდა მიიღოთ, თუ ორსულად ხართ.

თუმკურნალობისდროსმიხვდებით, რომორსულადხართ, დაუყოვნებლივმიმართეთექიმსანფარმაცევტს

ძუძუთი კვება

ამპრეპარატისმიღებამდემიმართეთექიმსანფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა აპიკბანი ადამიანის დედის რძეში.

თქვენი ექიმი გირჩევთ, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება ან შეწყვიტოთ აპიკბანით მკურნალობა.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

არ არის ნაჩვენები, რომ აპიკბანი აზიანებს თქვენს უნარს სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპიკბანი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

აპიკბანი შეიცავს უწყლო ლაქტოზას და ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღება

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს აპიკბანის ეფექტი, ზოგიერთმა კი შეიძლება შეამციროს მისი ეფექტი. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა აპიკბანიით მკურნალობა ამ მედიკამენტების მიღებისას და რამდენად მკაცრი მონიტორინგი გჭირდებათ.

შემდეგ მედიკამენტებს შეუძლიათ გაზარდონ აპიკბანის ეფექტი და გაზარდონ არასასურველი სისხლდენის შანსი:

- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგ., კეტოკონაზოლი და ა.შ.);

- აივ/შიდსის ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგ., რიტონავირი);

- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად (მაგ., ენოქსაპარინი და ა.შ.);

- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ., ასპირინის მჟავა ან ნაპროქსენი). განსაკუთრებით, თუ 75 წელზე უფროსი ხართ და იღებთ ასპირინს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენის გაზრდილი შანსი;

- მაღალი წნევის ან გულის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ., დილთიაზემი);

- ანტიდეპრესანტი, რომელიც ცნობილია როგორც მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგ., სეროტონინის ხელახალი შეწოვის ინჰიბიტორები ან სეროტონინის ნორეპინეფრინის ხელახალი შეწოვის ინჰიბიტორები.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ აპიკბანის უნარი, ხელი შეუწყოს სისხლის შედედების წარმოქმნას:

- მედიკამენტები ეპილეფსიის ან კრუნჩხვების პროფილაქტიკისთვის (მაგ., ფენიტოინი და ა.შ.);

- კრაზანას პრეპარატები (მცენარეული დანამატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიისთვის);

- ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ., რიფამპიცინი).

გთხოვთ, აცნობოთთქვენსექიმსანფარმაცევტს, თუიღებთანცოტახნისწინიღებდითსხვაპრეპარატებს, ურეცეპტოდგაცემულმედიკამენტების ჩათვლით.

3. როგორ მივიღოთ აპიკბანი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის / შეყვანის სიხშირის შესახებ

ყოველთვის მიიღეთ აპიკბანი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

მიღების გზა და მეთოდი

აპიკბანი უნდა იქნას მიღებული პერორალურად. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის მიყოლებით. აპიკბანის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საუკეთესო სამკურნალო ეფექტის მისაღებად.

თუ გაგიჭირდათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, ესაუბრეთ ექიმს აპიკბანის მიღების სხვა გზების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დაქუცმაცდეს და შეურიოთ წყალს, ან 5%-იან გლუკოზას წყალს, ან ვაშლის წვენში ან ვაშლის პიურეში, უშუალოდ მიღების წინ.

ინსტრუქცია გაქუცმაცებისთვის:

  • · დააქუცმაცეთ ტაბლეტები ფილთაქვის გამოყენებით.
  • · ფხვნილი ფრთხილად გადაიტანეთ შესაფერის ჭურჭელში, შემდეგ შეურიეთ ფხვნილი ცოტაოდენ, მაგ., 30 მლ (2 სუფრის კოვზი), წყალში ან ზემოთ ნახსენები რომელიმე სხვა სითხეში, რომ მიიღოთ ნარევი.
  • · გადაყლაპეთ ნარევი.
  • · გამოავლეთ ფილთაქვას, რომელიც გამოიყენეთ ტაბლეტისა და კონტეინერის დასაქუცმაცებლად ცოტაოდენი წყალი ან რომელიმე სხვა სითხე (მაგ., 30 მლ) და გადაყლაპეთ ნარეცხი წყალი.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა ასევე შეიძლება მოგცეთ დაქუცმაცებული აპიკბანი ტაბლეტი შერეული 60 მლ წყალში ან 5% გლუკოზაში წყალში ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით.

ბარძაყისანმუხლისჩანაცვლებისოპერაციებისშემდეგსისხლისთრომბებისწარმოქმნისთავიდანასაცილებლად:

რეკომენდებული დოზა არის აპიკბანის ერთი ტაბლეტი 2,5 მგ ორჯერ დღეში. მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რათა მიიღოთ საუკეთესო სამკურნალო ეფექტი.

პირველი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ.

თუ თქვენ გაიკეთეთ დიდი ოპერაცია ბარძაყზე , ჩვეულებრივ მიიღებთ ტაბლეტებს 32-დან 38 დღემდე.

თუ თქვენ გაიკეთეთ მუხლზე სერიოზული ოპერაცია, ჩვეულებრივ მიიღებთ ტაბლეტებს 10-დან 14 დღემდე.

გულშითრომბისწარმოქმნისთავიდანასაცილებლადპაციენტებში, რომლებსაცაქვთარარეგულარულიგულისცემადამინიმუმერთიდამატებითირისკისფაქტორი:

რეკომენდებული დოზაა აპიკბანის ერთი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში.

თუმცა, აპიკბანის რეკომენდებული დოზა არის ერთი 2.5 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში, თუ:

  • · გაქვთ თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება;
  • · თქვენზე ვრცელდება ორი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი:

- თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს თირკმელების ცუდ მუშაობაზე (შრატის კრეატინინის მაჩვენებელი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტი);

- თქვენ ხართ 80 წლის ან მეტის;

- თქვენი წონა არის 60 კგ ან ნაკლები.

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, მაგალითად, დილით და საღამოს. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რათა გქონდეთ საუკეთესო სამკურნალო ეფექტი. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.

ფეხებისვენებშისისხლისთრომბებისდაფილტვებისსისხლძარღვებშისისხლისთრომბებისსამკურნალოდ:

რეკომენდებული დოზა არის ორი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად, ორი დილით და ორი საღამოს.

7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა არის აპიკბანის ერთი ტაბლეტი 5 მგ ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს.

6 თვიანიმკურნალობისშემდეგსისხლისთრომბისხელახალიწარმოქმნისპრევენციისათვის

რეკომენდებული დოზა არის აპიკბანი ერთი ტაბლეტი 2.5 მგ ორჯერ დღეში, მაგალითად, ერთი დილით და ერთი საღამოს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.

ექიმმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი ანტიკოაგულანტული მკურნალობა შემდეგნაირად :

- აპიკბანიდანანტიკოაგულანტებზეგადასვლა

შეწყვიტე აპიკბანის მიღება. დაიწყეთ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ჰეპარინი) იმ დროს, როდესაც მიიღებდით შემდეგ ტაბლეტს.

- ანტიკოაგულანტულიმედიკამენტებიდანაპიკბანზეგადასვლა

შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტების მიღება. დაიწყეთ მკურნალობა აპიკბანით იმ დროს, როდესაც მიიღებდით ანტიკოაგულანტის მომდევნო დოზას, შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

- K ვიტამინისანტაგონისტისშემცველიანტიკოაგულანტებით (მაგ., ვარფარინი) მკურნალობიდანგადასვლააპიკბანზე.

შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი მედიკამენტის მიღება. ექიმმა უნდა გააკეთოს სისხლის ანალიზები და მოგცეთ მითითება, როდის დაიწყოთ აპიკბანის მიღება.

- აპიკბანიდანგადასვლაანტიკოაგულანტულმკურნალობაზე, რომელიცშეიცავს K ვიტამინისანტაგონისტს (მაგ., ვარფარინს).

თუ თქვენი ექიმი გეტყვით, რომ უნდა დაიწყოთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი მედიკამენტის მიღება, გააგრძელეთ აპიკბანის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი წამლის პირველი დოზის მიღებიდან მინიმუმ 2 დღის განმავლობაში. ექიმმა უნდა გააკეთოს სისხლის ანალიზები და მოგცეთ მითითება, როდის შეწყვიტოთ აპიკბანის მიღება.

პაციენტები , რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია

თუ თქვენი დარღვეული გულისცემა უნდა აღდგეს ნორმალურად პროცედურებით, რომელსაც ეწოდება კარდიოვერსია, მიიღეთ აპიკბანი იმ დროს, როდესაც ექიმი გეტყვით, რათა თავიდან აიცილოთ სისხლის შედედება თავის ტვინის სისხლძარღვებში და თქვენი სხეულის სხვა სისხლძარღვებში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი

გამოყენება ბავშვებში

აპიკბანი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.

გამოყენება ხანდაზმულებში

დოზის შემცირების კრიტერიუმების არარსებობის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ორი ან მეტი გაქვთ, რეკომენდებული დოზაა 2,5 მგ აპიკბანი დღეში ორჯერ:

- თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს თირკმელების ცუდ ფუნქციონირებაზე (შრატის კრეატინინის მნიშვნელობა არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტი);

- თქვენ ხართ 80 წლის ან მეტის;

- თქვენი წონა არის 60 კგ ან ნაკლები.

განსაკუთრებული პირობები

ღვიძლის უკმარისობა

აპიკბანი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.

აპიკბანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით.

თირკმლების უკმარისობა

კლინიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო, აპიკბანი არ არის რეკომენდებული დიალიზზე მყოფ პაციენტებში ან პაციენტებში თირკმელების ტერმინალური სტადიის უკმარისობით კრეატინინის კლირენსით

თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებმა (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) უნდა მიიღონ აპიქსაბანის უფრო დაბალი დოზა 2,5 მგ დღეში ორჯერ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ორი ან მეტი გაქვთ, რეკომენდებული დოზაა 2,5 მგ აპიკბანი დღეში ორჯერ:

- თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს თირკმელების ცუდ ფუნქციონირებაზე (შრატის კრეატინინის მნიშვნელობა არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან მეტი);

- თქვენ ხართ 80 წლის ან მეტის;

- თქვენი წონა არის 60 კგ ან ნაკლები.

თუფიქრობთ, რომაპიკბანისეფექტიძალიანძლიერიაანძალიანსუსტი, მიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტ აპიკბანი ვიდრე საჭიროა

თუმიიღეთმეტიაპიკბანი, ვიდრეგითხრეს, მიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

თან იქონიეთ წამლის შეფუთვა, მაშინაც კი, თუ ტაბლეტები არ არის დარჩენილი.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტ აპიკბანი, შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, სისხლის გადასხმა ან სხვა მკურნალობა, რამაც შეიძლება შეცვალოს ანტი-ფაქტორ Xa აქტივობა.

თუ დაგავიწყდათ აპიკბანი მიღება

- მიიღეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და:

- მიიღეთ აპიკბანის შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს;

- შემდეგ განაგრძეთ ჩვეულებრივად.

თუ არ ხართ დარწმუნებული რა უნდა გააკეთოთ ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არმიიღოთორმაგიდოზაგამოტოვებულიდოზისკომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ აპიკბანი მიღება

არ შეწყვიტოთ აპიკბანის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, რადგან თრომბის განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუ მკურნალობას ძალიან ადრე შეწყვეტთ.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ადამიანებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აპიკბანის ინგრედიენტების მიმართ, შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდებათ. აპიკბანი შეიძლება მიეცეს სამი განსხვავებული სამედიცინო მდგომარეობისთვის.

ცნობილი გვერდითი მოვლენები და რამდენად ხშირად ვითარდება ისინი თითოეული ამ სამედიცინო მდგომარეობისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს და ცალკე მოცემულია ქვემოთ. ამ პირობებისთვის, აპიკბანის ყველაზე გავრცელებული ზოგადი გვერდითი მოვლენაა სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. თუ თქვენ შეგექმნათ მსგავსი სიტუაცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გრძნობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან , შეწყვიტეთ აპიკბანი მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას :

- ალერგიული რეაქციები გამოიხატება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან/და ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია აპიკბანზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ სიხშირეებით:

ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1 პაციენტში მაინც

ხშირი: აღინიშნება 1-დან 10 პაციენტში 100-დან

არახშირი: აღინიშნება 1-დან 10 პაციენტში 1000-დან

იშვიათი: აღინიშნება 1-დან 10 პაციენტში 10000-დან

ძალიან იშვიათად: აღინიშნება 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10000-დან

უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

შემდეგიგვერდითიმოვლენებიცნობილია, თუიღებთაპიკბანსს,რათათავიდანაიცილოთსისხლისთრომბებისწარმოქმნაბარძაყისანმუხლისჩანაცვლებისოპერაციებისშემდეგ:

ხშირი

- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;

- სისხლდენა, მათ შორის:

- სისხლჩაქცევები და შეშუპება;

- გულისრევა (გულისრევის შეგრძნება).

არახშირი

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);

- სისხლდენა:

- წარმოიქმნება თქვენი ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან (ჭრილობის სეკრეცია) ან ინექციის ადგილიდან;

- კუჭში, ნაწლავებში ან განავალში ღია/წითელი სისხლი;

- სისხლი შარდში;

- თქვენი ცხვირიდან;

- საშოდან;

- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;

- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება;

- ბილირუბინის მატება, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება;

- ქავილი.

იშვიათი

- ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს , რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში.

- სისხლდენა:

- კუნთში;

- თვალებში;

- ღრძილებიდან და სისხლი ნახველში ხველის დროს;

- სწორი ნაწლავიდან;

- თმის ცვენა.

უცნობი

- სისხლდენა:

- ტვინში ან ხერხემალში;

- ფილტვებში ან ყელში;

- პირში;

- თქვენს მუცელში ან მუცლის ღრუს უკან სივრცეში;

- ბუასილიდან;

- ტესტები, რომლებიც აჩვენებენ სისხლს განავალში ან შარდში;

- კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნეებად (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი არშიით) (მულტიფორმულიერითემა);

- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან წვეტიანი, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლჩაქცევები.

შემდეგიგვერდითიმოვლენებიცნობილია, თუიღებთაპიკბანსს,რათათავიდანაიცილოთთრომბისწარმოქმნაგულშიპაციენტებში, რომლებსაცაქვთარარეგულარულიგულისცემადამინიმუმერთიდამატებითირისკფაქტორი:

ხშირი

- სისხლდენა, მათ შორის:

- თვალებში;

- კუჭში ან ნაწლავში;

- სწორი ნაწლავიდან;

- სისხლი შარდში;

- თქვენი ცხვირიდან;

- თქვენი ღრძილებიდან;

- სისხლჩაქცევები და შეშუპება;

- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;

- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;

- გულისრევა;

- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

- გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.

არახშირი

- სისხლდენა:

- თქვენს ტვინში ან ზურგის სვეტში;

- პირის ღრუში ან სისხლი ნახველში ხველების დროს;

- მუცელში, ან საშოდან;

- განავალში ღია/წითელი სისხლი;

- სისხლდენა, რომელიც წარმოიქმნება თქვენი ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან/ჭრილობიდან (ჭრილობის სეკრეცია) ან ინექციის ადგილიდან;

- ბუასილიდან;

- ანალიზები, რომლებიც აჩვენებენ სისხლს განავალში ან შარდში;

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);

- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება;

- ბილირუბინის მატება, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება.

- გამონაყარი კანზე;

- ქავილი;

- თმის ცვენა;

- ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ იგრძნობთ რომელიმე ამ სიმპტომს.

იშვიათი

- სისხლდენა:

- ფილტვებში ან ყელში;

- მუცლის ღრუს უკან სივრცეში;

- კუნთში.

ძალიან იშვიათი

- გამონაყარი კანზე, რომელმაც შეიძლება შექმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნეებად (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (ერითემამულტიფორმული).

უცნობი

- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან წვეტიანი, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლჩაქცევები.

შემდეგიგვერდითიმოვლენებიცნობილია, თუიღებთაპიკბანიფეხებისვენებშისისხლისთრომბიდაფილტვებისსისხლძარღვებშისისხლისშედედებისგანმეორებისსამკურნალოდანთავიდანასაცილებლად:

ხშირი

- სისხლდენა, მათ შორის:

- ცხვირიდან;

- ღრძილებიდან;

- სისხლი შარდში;

- სისხლჩაქცევები და შეშუპება;

- კუჭში, ნაწლავში, სწორი ნაწლავიდან;

- თქვენს პირში;

- საშოდან;

- ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან სიფერმკრთალე;

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რაც შეიძლება გავლენა იქონიოს შედედებაზე);

- გულისრევა;

- გამონაყარი კანზე;

- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

- გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) ან ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) მატება.

არახშირი

- დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან აჩქარებული გულისცემა;

- სისხლდენა:

- თვალებში;

- პირში ან სისხლი ნახველში ხველების დროს;

- განავალში ღია/წითელი სისხლი;

- ტესტები, რომლებიც აჩვენებენ სისხლს განავალში ან შარდში;

- სისხლდენა, რომელიც წარმოიქმნება ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან/ნაკერიდან (ჭრილობის სეკრეტიდან) ან ინექციის ადგილიდან;

- ბუასილიდან;

- კუნთში;

- ქავილი;

- თმის ცვენა;

- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა;

- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება;

- ბილირუბინის მატება, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება.

იშვიათი

- სისხლდენა:

- თქვენს ტვინში ან ხერხემალში;

- შენს ფილტვებში.

უცნობი

- სისხლდენა:

- თქვენს მუცელში ან მუცლის ღრუს უკან სივრცეში.

- კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნეებად (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (ერითემა მულტიფორმული);

- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან წვეტიანი, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან სისხლჩაქცევები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში. ეს გვერდითი მოვლენები ასევე მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენისა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ პირდაპირ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

თუთქვენგაქვთრაიმეგვერდითიმოვლენა, რომელიცარარისმოცემულიამინსტრუქციაში, აცნობეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ აპიკბანი

აპიკბანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავის შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის შესაბამისად .

არგამოიყენოთაპიკბანივარგისიანობისვადისგასვლისშემდეგ, რომელიცმითითებულიაშეფუთვაზე.

ვარგისობის ვადა აღნიშნავს შეფუთვაზე მითითებულ თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი :

DEVA Holding A.Ş.

ქუჩუქჩეკმეჯე - სტამბული, თურქეთი

წარმოების მისამართი :

DEVA Holding A.Ş.

კაპაკლი - ტექირდაგ/თურქეთი

აღნიშნული ინსტრუქცია დამტკიცების თარიღი 07/10/2022.