ლუპარექს X ray #60ტ
გააზიარე:
LUPAREX X RAY
საკვები დანამატი
გლუტათიონზე დაფუძნებული კომპლექსური ფორმულა ანტიოქსიდანტური, მეტაბოლური და მიკრონუტრიენტული მხარდაჭერისთვის.
- 1 ტაბლეტი შეიცავს:
|
კომპონენტი |
რაოდენობა 1 ტაბლეტში |
საკვები ღირებულების საცნობარო მნიშვნელობა* |
|
გლუტათიონი |
250 მგ |
— |
|
ალფა-ლიპოის მჟავა |
200 მგ |
— |
|
ვიტამინი C |
90 მგ |
112,5% |
|
ვიტამინი B2 |
1,1 მგ |
78,6% |
|
ვიტამინი B3 |
14 მგ |
87,5% |
|
ვიტამინი E |
12 მგ |
100% |
|
თუთია |
7,5 მგ |
75% |
|
სელენი |
55 მკგ |
100% |
გლუტათიონი (Glutathione, GSH) არის უჯრედშიდა ანტიოქსიდანტური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი , დაბალმოლეკულური ტრიპეპტიდი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედში გვხვდება და მონაწილეობს რედოქს-ბალანსის შენარჩუნებაში, რეაქტიული ჟანგბადის სახეობების (ROS) კონტროლსა და უჯრედების ოქსიდაციური დაზიანებისგან დაცვაში.
განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ერითროციტებსა და სხვა მეტაბოლურად აქტიურ ქსოვილებში.
ორგანიზმში გლუტათიონი ძირითადად ორი ფორმით არსებობს: აღდგენილი გლუტათიონი — GSH — ბიოლოგიურად აქტიური, ანტიოქსიდანტური ფორმა; დაჟანგული გლუტათიონი — GSSG — წარმოიქმნება მაშინ, როდესაც GSH მონაწილეობს ჟანგვით-აღდგენით რეაქციებში.
უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია GSH/GSSG თანაფარდობის შენარჩუნება, რადგან იგი ასახავს უჯრედის რედოქს-სტატუსს.( რედოქს-ბალანსი = უჯრედში დაჟანგვისა და აღდგენის პროცესების კონტროლირებადი ბალანსის შენარჩუნება)
გლუტათიონის ძირითადი ფუნქციები
1. ანტიოქსიდანტური დაცვა
გლუტათიონი მონაწილეობს რეაქტიული ჟანგბადის სახეობებისა (ROS) და პეროქსიდების კონტროლში და ხელს უწყობს უჯრედული სტრუქტურების დაცვას ოქსიდაციური დაზიანებისგან.
2. რედოქს-ჰომეოსტაზის შენარჩუნება
GSH/GSSG სისტემის მეშვეობით გლუტათიონი მონაწილეობს უჯრედში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების ბალანსის რეგულირებაში და უჯრედული რედოქს-სტატუსის შენარჩუნებაში.
3. ანტიოქსიდანტურ სისტემებთან ურთიერთქმედება
გლუტათიონი ფუნქციურად ურთიერთქმედებს უჯრედის სხვა ანტიოქსიდანტურ მექანიზმებთან და წარმოადგენს ენდოგენური ანტიოქსიდანტური დაცვის მრავალკომპონენტიანი სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს.
4. ბიოტრანსფორმაციის პროცესებში მონაწილეობა
გლუტათიონი მონაწილეობს II ფაზის ბიოტრანსფორმაციის რეაქციებში, მათ შორის გლუტათიონ-S-ტრანსფერაზების (GST) მეშვეობით სხვადასხვა ელექტროფილურ ნაერთთან კონიუგაციის პროცესებში.
5. უჯრედული ჰომეოსტაზის მხარდაჭერა
გლუტათიონი მონაწილეობს უჯრედული რედოქს-სტატუსის, ცილების ფუნქციური მდგომარეობისა და მიტოქონდრიული ფუნქციის შენარჩუნებაში, რაც ხელს უწყობს უჯრედის ნორმალური ფუნქციონირების პირობების შენარჩუნებას.
ალფა-ლიპოის მჟავა — მონაწილეობს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში და წარმოადგენს ანტიოქსიდანტური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს.
კომბინაცია გლუტათიონთან აძლიერებს ანტიოქსიდანტურ და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მხარდაჭერას.
ვიტ. C — ანტიოქსიდანტური და ფიზიოლოგიური მხარდაჭერა. მონაწილეობს: კოლაგენის წარმოქმნაში; იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში;ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში; რკინის შეწოვის პროცესში.
ვიტ. E — უჯრედული მემბრანების დაცვა. ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიპიდური კომპონენტების დაცვისთვის.
Se სელენი — ანტიოქსიდანტური ფერმენტული სისტემების მხარდაჭერა. ხელს უწყობს: უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან; იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციას.
Zn თუთია — უჯრედული მეტაბოლიზმისა და იმუნური ფუნქციის მხარდაჭერა
ვიტ. B2 და B3 — ენერგეტიკული მეტაბოლიზმი , მონაწილეობენ ენერგიის წარმოქმნისა და უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესებში.
ჩვენება:
რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული მდგომარეობების დროს:
- ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპატოზი და ღვიძლშიდა ქოლესტაზი;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის ალკოჰოლური, ვირუსული და მედიკამენტოზური დაზიანებები;
- მედიკამენტებითა და ქიმიური აგენტებით გამოწვეული ტოქსიკური ზემოქმედება;
- დიაბეტური და ალკოჰოლური ნეიროპათიები;
- ნეიროპათიური და ნეიროდეგენერაციული დარღვევები;
- ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული ნეიროტოქსიურობის პროფილაქტიკა; რადიოაქტიური იოდით თერაპიის შემდგომ პერიოდში, კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
- ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის ინსულინრეზისტენტობისა და მეტაბოლური სინდრომის დროს ;
- კანის ქსოვილების ანტიოქსიდანტური დაცვა და რეგენერაციული პროცესების მხარდაჭერა, ასაკთან დაკავშირებული ოქსიდაციური სტრესისა და უჯრედული დაბერების პროცესების კომპლექსური მხარდაჭერა.
რეკომენდებული დღიური მიღება: 1 ტაბლეტი დღეში, საუზმის შემდეგ .
ურთიერთქმედება და გვერდითი მოვლენები: არ გამოიყენოთ პროდუქტი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ცნობილი ალერგიის ან მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული.
შეფუთვა : 60 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ValueMED Pharma S.r.l., სან-მარინოს რესპუბლიკა










