თუთიის მალამო 25გ ქილა(ნეოფ)

თუთიის მალამო 25გ ქილა(ნეოფ)

2.90 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თუთია+ბენტოლიტური თიხა ასკანის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165246
გააზიარე:

სამედიცინო დანიშნულების საგანი
გამოყენების ინსტრუქცია
თუთიის მალამო ნეო
Unguentum Zinci Neo


მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: თუთიის ოქსიდი _ 0,1გ/1გ-ზე;
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ვაზელინის ზეთი.

გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
ნაოფლარი. ,,თუთიის მალამო’’-ს აქვს გამომშრობი მოქმედება.

გამოყენების წესი: წინასწარ გასუფთავებულ კანზე მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა თუთიის მალამოს კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუთიის მალამო გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მალამოს გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ თვალში მოხვედრას!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: 25გ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 15-25°ც ტემპერატურის პირობებში.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
თბილისი. საქართველო. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46, 259-57-90.