სკარპრო გელი 15გ ტუბი
გააზიარე:
ScarPro Gel შეფუთვაში: 15 გ. ტიუბი
პროდუქტის დეტალური აღწერა:
ScarPro გელი წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების ხარისხის, ნაზ, სწრაფად შრობად და არამგრძნობელობით (არასენსიბილიზირებელ) სილიკონის გელს, რომელიც შეიცავს ვიტამინ E-ს.
ScarPro გელი გაშრობის შემდეგ წარმოქმნის თხელ, მოქნილ და წყალგამძლე სილიკონის ფენას, რომელიც ქმნის დამცავ ბარიერს და უზრუნველყოფს ოპტიმალურ გარემოს ნაწიბურების მართვისა და მათი შემცირებისათვის.
ScarPro გელის მოქმედება ეფუძნება ნაწიბურის ჰაერთან კონტაქტისგან იზოლირებას გადაშრობის პრევენციის მიზნით და ამავდროულად არ აფერხებს ნაწიბურის აერაციას.
დანიშნულება (Intended Purpose):
ScarPro გელი შექმნილია ყველა ტიპის ნაწიბურის მართვისთვის, მათ შორის ჰიპერტროფიული და კელოიდური ნაწიბურების , ქირურგიული ჩარევების, ტრავმის და დამწვრობის შედეგად მიღებული ნაწიბურების დროს.
ის ხელს უწყობს ნაწიბურების დარბილებას, გასწორებას, გათანაბრებას და მათი შეფერილობის გაღიავებას, ასევე ამცირებს დისკომფორტსა და ქავილს, რომელიც ზოგიერთ ნაწიბურს თანახლავს.
ScarPro გელი ეფექტურია ყველა ტიპის ნაწიბურზე — როგორც ახალზე, ისე ძველზე, და შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის.
იგი ასევე იდეალურია გამოსაყენებლად სახეზე, სახსრებზე, მუხლებზე, იდაყვებზე და სხეულის სხვა ადგილებზე, სადაც საჭიროა მაღალი მოქნილობა.
❖ კლასიფიკაცია
სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი.
❖ პროდუქტის ეტიკეტი და გამოყენების ინსტრუქცია
- ყოველ ჯერზე ScarPro გელის გამოყენებამდე დაიბანეთ და კარგად გააშრეთ ნაწიბურის ზედაპირი.
- ScarPro გელის თხელი ფენა წაისვით და ნაზად შეიზილეთ.
- გამოიყენეთ ScarPro გელი დღეში მინიმუმ ორჯერ.
- რეკომენდებულია ხელახლა გამოყენება ბანაობის, ცურვის ან ფიზიკური ვარჯიშის შემდგომ.
- გაშრობის შემდეგ ScarPro გელი შეიძლება დაიფაროს ტანსაცმლით, კოსმეტიკური საშუალებებით, მზისგან დამცავი კრემით ან ბინტით.
რეკომენდებული მკურნალობის პერიოდი: 8–12 კვირა.
ძველი ნაწიბურების შემთხვევაში მკურნალობას შესაძლოას უფრო მეტი დრო დასჭირდეს.
ბავშვებში გამოყენება
- ნებადართულია: მწარმოებლის ინსტრუქციების თანახმად, Scar Pro გელი უსაფრთხოა ბავშვებისთვისაც .
- რატომ არის უსაფრთხო? ის არ შეიცავს აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებს, არ შედის რეაქციაში ორგანიზმთან და მოქმედებს მხოლოდ კანის ზედაპირზე, ქმნის რა დამცავ ფენას (ბარიერს), რომელიც ხელს უწყობს ნაწიბურის დატენიანებას და დარბილებას.
❖ უკუჩვენება (Contraindication)
ScarPro გელის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მგრძნობელობა სილიკონის მიმართ.
არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ კანზე.
❖ გაფრთხილება (Warning)
- თუ გამოვლინდა გამონაყარი ან ქავილი, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
- მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს თვალებთან, ლორწოვან გარსთან, მესამე ხარისხის დამწვრობებთან და ღია ჭრილობებთან.
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
❖ ვარგისიანობის ვადა და შენახვის ინსტრუქცია
- ვარგისიანობის ვადა: 2 წელი .
- შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე .
❖ მწარმოებელი:
Middle East Pharmaceutical Industries (Avalon Pharma)
საფოსტო ყუთი: P.O. Box 4180, რიადი 11491
მე-2 ინდუსტრიული ქალაქი, რიადი, საუდის არაბეთის სამეფო
ტელ: +966 (11) 2653948-2653427
ფაქსი: +966 (11) 2654723
განახლებულია: 03/2023.










