ნეო პეკეს მელატონინი 30მლ წვეთ

ნეო პეკეს მელატონინი 30მლ წვეთ

43.90 ლარი 35.99 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საძილე პრეპარატები
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ნეოვიტალ დისტრიბუსიონ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მელატონინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165142
გააზიარე:

ნეო პეკეს მელატონინი

neo peques Melatonin

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი : სედაციური საშუალებები / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა: მელატონინი (Melatonin), ფრუქტოზა. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეო პეკეს მელატონინი სედაციური მოქმედების პრეპარატია, რომელიც არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს. აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს. ნაჩვენებია ძილის დარღვევის, მოუსვენრობის და ნერვული აღგზნებადობის დროს.

მელატონინი - წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ). მისი გამომუშავება მაქსიმუმს აღწევს ღამით (შუაღამიდან დილის 4 საათამდე ორგანიზმი აწარმოებს 30-ჯერ მეტ მელატონინს, ვიდრე დღისით) გათენებისას კი მიუხედავად იმისა რომ თვალი დახუჭულია, სინათლის მოქმედებით მელატონინის წარმოება მცირდება, სხეული ფხიზლდება და ადამიანი იღვიძებს. ადუნებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს და აადვილებს ჩაძინების პროცესს.

ჩვენება:

  • ეპიზოდური, ხანმოკლე და გარდამავალი ინსომნიის მკურნალობა
  • ქცევაზე დამოკიდებული ინსომნიის მკურნალობა
  • უძილობა ბავშვებში და მოზარდებში გამოწვეული: შფოთვით, შიშით ან გაღიზიანებადობით, გადაღლილობით, მომატებული აღგზნებადობით

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

  • 0-2 წელი: 0,5 მლ 1X დღეში;
  • · 2-5 წელი: 1 მლ 1X დღეში
  • 5 წლის ზემოთ ბავშვები: 1.5 მლ 1X დღეში.

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად, სასურველია საღამოს ძილის წინ 30 წთ - ით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამო შვების ფორმა:

30 მლ წვეთები მზომი შპრიცით, ტკბილი, ნეიტრალური არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 300C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი