ვენუტო #10საშეტი

ვენუტო #10საშეტი

50.00 ლარი
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ლედო კომპანია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165059
გააზიარე:

VENUTO

( გამოყენების რეკომენდაცია )

პროდუქტი არ არის წამალი ! იგი წარმოადგენს მცენარეულ ბიოლოგიურად აქტიურ

საკვებ დანამატს !

ბუნებრივი დეტოქსიკაცია . ბალანსი . აღდგენა .

VENUTO წარმოადგენს 100%-ით მცენარეულ ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს,

რომლის მოქმედების მექანიზმი დამყარებულია ორგანიზმის საკუთარ შესაძლებლობებზე.

პროდუქტი არ ცვლის ფიზიოლოგიურ პროცესებს. იგი მხოლოდ აძლიერებს და ეხმარება

მათ. საკვები დანამატის შემადგენლობაში გაერთიანებული მცენარეული ექსტრაქტები და

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ქმნის ორგანიზმიდან არასასურველი, მათ შორის

სპეციფიკური თრობის გამომწვევი მეტაბოლური ნივთიერებებისგან ეფექტურად

გამოთავისუფლების გარემოს. პროდუქტის ფორმულა ეფუძნება მცენარეული

ექსტრაქტებისა და ბიოაქტიური ბუნებრივი კომპონენტების სინერგიას, რომლებიც ხელს

უწყობს ღვიძლის, სისხლისა და უჯრედულ დონეზე მიმდინარე დეტოქსიკაციის მექანიზმებს.

VENUTO არ არის სწრაფი ეფექტის მქონე საკვები დანამატი. იგი განკუთვნილია

ორგანიზმის ბუნებრივ გამწმენდ პროცესებზე ყოველდღიური ზრუნვისთვის, რათა

ადამიანმა, რომელიც იღებს აღნიშნულ საკვებ დანამატს, შეინარჩუნოს მეხსიერების,

ყურადღების კონცენტრაციისა და სწორი ფუნქციონირების უნარი.

აქტიური კომპონენტები და მათი როლი დეტოქს პროცესებში

Panax quinquefolius ( ამერიკული ჟენშენი ):

ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციას ორგანიზმის მავნე ნივთიერებებით გადატვირთვის

პირობებში, ეხმარება მეტაბოლურ პროცესებს და მონაწილეობს ტოქსინების ბუნებრივი

გზით ნეიტრალიზაციის პროცესში. ხსნის სტერესსა და შფოთვას, აუმჯობესებს ძილს მისი

ფაზების დარღვევისას.

Panax ginseng ( აზიური ჟენშენი )

ადაპტოგენური და ანტისტრესული ეფექტის მქონე აგენტია. იგი გამოიყენება მეხსიერების

და სხეულის ზოგადი ფუნქციების გაძლიერების მიზნით. მისი ფესვები შეიცავს

ალკალოიდებს, ვითანოლიდებს, სიტოინდოზიდებს და ფლავონოიდებს. ამ ნაერთებმა

გამოავლინა ნეიროპროტექტორული(ნეიროდამცავი) ეფექტი ადამიანებზე სხვადასხვა

კვლევებში. ამ ბიოაქტიური ნივთიერების იმუნომოდულატორული და ანტიოქსიდანტური

პოტენციალი შესწავლილია მწვავე სტრესის ექსპერიმენტულ მოდელში. აზიური ჟენშენი

აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას, ხელს უწყობს ენერგეტიკული რესურსების აღდგენას

და ამცირებს მავნე ნივთიერებებით(მეტაბოლიტებით) გამოწვეულ დაღლილობისა და

სისუსტის შეგრძნებას.

Gymnosperm tree- ის სახეობები (Ginkgo- ჯგუფი )

გინკგოს ჯგუფის მცენარეები აუმჯობესებს თავის ტვინისა და პერიფერიულ სისხლის

მიმოქცევას, აძლიერებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს და გააჩნია ძლიერი

ანტიოქსიდანტური თვისებები. მხარს უჭერს მიკროცირკულაციას, რაც მნიშვნელოვანია

ასევე კოგნიტიური(შემეცნებითი) უნარების ბალანსის შენარჩუნებაში და პარალელურად,

ტოქსიკური ნივთიერებების სწრაფად ტრანსპორტირებისა და გამოდევნის პროცესში.

Vaccinium macrocarpon ( შტოში )

შეიცავს ძლიერი ანტიოქსიდანტს, როგორიცაა პროანტოციანიდინი. იგი იცავს ორგანიზმს

დაჟანგვითი სტრესისგან. მას გააჩნია რკინასთან შეკავშირების უნარი, რაც ეხმარება

ღვიძლს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფის პროცესში, მათ შორის - სპეციფიკური

თრობის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარებისას.

დაჟანგვითი სტრესი არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ირღვევა ბალანსი

თავისუფალ რადიკალებსა (მავნე მოლეკულები) და ანტიოქსიდანტებს (დამცავი

ნივთიერებები) შორის. ეს იწვევს უჯრედების, ცილებისა და დნმ-ის დაზიანებას, რაც

უკავშირდება დაბერების პროცესს, ქრონიკულ დაავადებებს (დიაბეტი, კიბო,

გულ-სისხლძარღვთა) და ანთებით პროცესებს.დაჟანგვითი სტრესის ძირითადი გამომწვევი

მიზეზები: ნიკოტინის მოხმარება, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ალკოჰოლი,

სტრესი და რადიაცია, არასწორი კვება, გარემოს დაბინძურება.

Pollen - ყვავილის მტვერი და ფუტკრის მიერ გადამუშავებული მტვერი (Bee Pollen) არის

მცენარეული ცილებით, ვიტამინებით, ამინომჟავებითა და ფერმენტებით მდიდარი

უნიკალური ბუნებრივი პროდუქტი. მას აქვს ანტიოქსიდანტური, იმუნომოდულატორული,

ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც აძლიერებს

ორგანიზმს, ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციის პროცესში, აუმჯობესებს მეხსიერებას და

წარმოადგენს ენერგიის წყაროს.

Spirulina - შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს და გააჩნია თავის ტვინსა და

ღვიძლზე მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება. ასევე, ადამიანს ეხმარება

სტრესისა და შფოთვის მართვაში.

ძირითადად გამოიყენება როგორც ადაპტოგენი ძლიერი სამკურნალო თვისებებით. მისი

გამოყენება სწრაფად აუმჯობესებს ორგანიზმის ენერგეტიკულ დონეს, ხელს უწყობს

კუნთების სიძლიერეს, რომელიც შესაძლოა განვითარდეს მავნე ნივთიერებების

გამოყენების შედეგად. ხელს უწყობს ორგანიზმის რეპროდუქციული და ენდოკრინული

ბალანსის შენარჩუნებას. ასევე, იგი ხელს უშლის დაბერების სიმპტომების განვითარებას.

ადაპტოგენები არის ბუნებრივი, ძირითადად მცენარეული ნივთიერებები რომლებიც

ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური, ქიმიური და ფსიქოლოგიური სტრესის მართვაში. ისინი

ზრდის ორგანიზმის მდგრადობას არახელსაყრელი პირობების მიმართ, ამცირებენ სტრესის

ჰორმონებს (კორტიზოლს), აძლიერებს იმუნიტეტს და აღადგენენ ენერგიას.

Mulberry molasses - თუთის სიროფი, რომელიც მზადდება შავი ან თეთრი თუთის

ნაყოფისგან, არის მძლავრი ბუნებრივი საშუალება, რომელიც გამოირჩევა მაღალი

ანტიოქსიდანტური თვისებებით. იგი მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც იცავს

ორგანიზმს ოქსიდანტური სტრესისგან

Royal jelly - ხელს უწყობს უჯრედულ რეგენერაციას და ორგანიზმის საერთო ტონუსის

აღდგენას დეტოქსიკაციის პროცესის განმავლობაში.

იგი ეფექტურია ნერვული გადაღლილობისა და უძილობის დროს.

მიღების რეკომენდაცია

რეკომენდებულია მიიღოთ 1 საშეტი დღეში ერთხელ, დღის პირველ ნახევარში,

3–6 თვის განმავლობაში. მიღების მინიმალური რეკომენდებული პერიოდი — 3 თვე.

ვისთვის არის VENUTO

VENUTO განკუთვნილია მათთვის, ვინც:

• ორიენტირებულია ორგანიზმის ბუნებრივ დეტოქსიკაციაზე;

• აფასებს პრემიუმ ხარისხის, ბუნებრივ ფორმულებს;

• ზრუნავს შინაგან ბალანსსა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე;

პროდუქტის სტატუსი

VENUTO არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი. იგი არ წარმოადგენს

სამკურნალო საშუალებას და არ არის განკუთვნილი დაავადების დიაგნოსტიკის,

მკურნალობის ან პროფილაქტიკისთვის. ეფექტი ინდივიდუალურია. სიფრთხილის

ზომები : არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

• საკვები დანამატი არ ცვლის დაბალანსებულ კვებას.

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

• განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილთათვის

შენახვის პირობები

ინახება +2°C +25°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან. არ გაყინოთ.

შენახვის ვადა: 18 თვე.

კორპორატიული ინფორმაცია

ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი/MAH: VENUTO LLC

მწარმოებელი: LEDO LLC კომპანია VENUTO LLC-ის დაკვეთით.

წარმოება ხორციელდება FSVP-ს მიერ აშშ-ისთვის დამტკიცებულ საწარმოში.

საკონტაქტო ინფორმაცია :

venuto.com.ge

[email protected]

WhatsApp: +995 599681545__