ჰერპესის საწ.პლასტირიSenti2 N16(აშშ)

ჰერპესის საწ.პლასტირიSenti2 N16(აშშ)

20.00 ლარი
ქვეყანა: აშშ
მწარმოებელი: ASO ამერიკა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 164956
გააზიარე:

ჰერპესის საწინააღმდეგო პლასტირი N16

ჰერპესის და გამონაყარის დროს გამოსაყენებელი პლასტირები. არის 100% ით წყალგამძლე, სუნთქვადი, ლატექსის გარეშე.

გამოყენების ინსტრუქცია: კარგად დაიბანეთ ხელები პლასტირის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. გაისუფთავეთ დაზიანებული ადგილი. კარგად გაიმშრალეთ. დარწმუნდით რომ დაზიანებული ადგილი კრემებისაგან და ზეთებისგან თავისუფალია. მოაშორეთ პლასტირის ერთი ნახევარი, რომ არ შეეხოთ ადჰეზიურ მხარეს. განათავსეთ პლასტირი დაზიანებულ ადგილზე და მოაშორეთ მეორე ნახევარი. მსუბუქად დააჭირეთ, შეასწორეთ და ხელით ოდნავ გაათბეთ უკეთესი ფიქსაციისთვის. პლასტირმა შეიძლება შეიცვალოს ფერი სითხის შეწოვისას. დაიტოვეთ იქამდე სანამ თვითონ არ მოიხსნება. მაქსიმუმ 5 დღე. მოხსნისთვის ნაზად აწიეთ პლასტირის კიდე და ფრთხილად მოიხსენით კანიდან. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მეორე პლასტირი.

გაფრთხილება: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ შეეხოთ თვალებს ან ლორწოვან გარსს. შეხების შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ წყლით. არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე და სხვა ლოკალურ საშუალებებთან ერთად. შეწყვიტეთ გამოყენება თუ გამოიწვია კანის გაღიზიანება. მიმართეთ ექიმს თუ პრობლემა გაგრძელდა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენოთ პლასტირი თუ გაქვთ ალერგია შემადგენელ კომპონენტებზე.

მწარმოებელი: ASO LLC, 300 სარასოტას ცენტრალური ბულვარი, სარასოტა ფლორიდა 34240 , აშშ

ლიცენზიის მფლობელი A.T.P Farma S.L. C/კოპენჰაგენის ქ.N6, ოფ.17, 28232. ლა როსას დე მადრიდი (ესპანეთი), +34910646390. www.atp-farma.com