ცაინფ-რკინა+აცეროლა(ვიტ.C)14მგN90კ
გააზიარე:
ცაინფარმა - რკინა + აცეროლა 14 მგ №90 კაფსულა
საკვები დანამატი
რკინისა და აცეროლას (Malpighia glabra) ნაყოფის ექსტრაქტიდან მიღებული ნატურალური C ვიტამინის კომბინაცია წარმოადგენს მაღალბიოშეღწევად, ორგანულ ფორმულას, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისა და პრევენციისთვის.
1 კაფსულის შემადგენლობა: აცეროლას (Malpighia glabra)ნაყოფის ექსტრაქტი 200 მგ, რომელთაგან ვიტამინი C 34 მგ(42.5%**);
რკინის ფუმარატი 44.6 მგ, რომელთაგან რკინა 14 მგ(100%**).
სასარგებლო ეფექტები:
- ენერგიის აღდგენა: ეფექტურად ებრძვის ქრონიკულ დაღლილობასა და სისუსტეს.
- ჰემოგლობინის სინთეზი: უზრუნველყოფს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) და ჰემოგლობინის ნორმალურ წარმოქმნას.
- ჟანგბადით მომარაგება: უზრუნველყოფს ორგანიზმსა და ქსოვილებში ჟანგბადის შეუფერხებელ და ნორმალურ ტრანსპორტირებას.
- გონებრივი შრომისუნარიანობა: ხელს უწყობს ნორმალურ კოგნიტურ ფუნქციებს, მათ შორის მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას.
- იმუნური სისტემის მხარდაჭერა: აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით უნარს.
კომპონენტები: აცეროლას ნაყოფის ექსტრაქტი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა და გელანის ფისი (კაფსულა), რკინის ფუმარატი (რკინა), შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ანტიოქსიდანტი: ასკორბილის პალმიტატი.
მიღების წესი :
- მიიღება 1 კაფსულა დღეში, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად, სასურველია უზმოზე.
- ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება და განსაკუთრებული მითითებები :
- ტოლერანტობა: „ცაინფარმა - რკინა + აცეროლა“ გამოირჩევა კარგი ამტანობით. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მსუბუქი დისკომფორტი (გულისრევა, ყაბზობა).
- არ არის რეკომენდებული მიღება : ორგანიზმში რკინის ჭარბი დაგროვებისა (ჰემოქრომატოზი) და მისი მეტაბოლიზმის სხვა დარღვევის დროს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
- მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: რკინამ შესაძლოა შეამციროს ზოგიერთი მედიკამენტის (ანტიბიოტიკები, ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები) შეწოვა.შესაბამისად რეკომენდებულია რკინისა და სხვა მედიკამენტის მიღებას შორის მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალის დაცვა.
- ზოგადი მითითებები: განკუთვნილია ზრდასრულთათვის. საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტის უპირატესობები :
- მაღალი ბიოშეღწევადობა — სწრაფი და ეფექტური ათვისება.
- ნატურალური C ვიტამინი აცეროლასგან — უზრუნველყოფს რკინის ოპტიმალურ შეწოვას.
- 100% ვეგანური . არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზასა და სოიას.
- გერმანული ხარისხი — პროდუქტი რეგულარულად მოწმდება დამოუკიდებელი გერმანული ლაბორატორიების მიერ.
- შენახვის პირობები: შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში, მშრალ და გრილ ადგილას.
- მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH, გერმანია.










