ვასკუბანი 2.5მგ #30ტ

ვასკუბანი 2.5მგ #30ტ

35.80 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ექსემედ ფარმაცევტიკალ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აპიქსაბანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 164741
გააზიარე:

შეფუთვის ფურცელი : ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ვასკუბანი 2.5

ვასკუბანი 5

( აპიქსაბანის ტაბლეტები 2,5 მგ&5 მგ)

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად , სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ფურცელში

1. რა არის ვასკუბანი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ვასკუბანის მიღებამდე

3. როგორ მიიღება ვასკუბანი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ვასკუბანი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ვასკუბანი და რისთვის გამოიყენება

ვასკუბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ეს პრეპარატი ხელს უწყობს თრომბების განვითარების თავიდან აცილებას Xa ფაქტორის ბლოკირებით, რომელიც სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ვასკუბანი გამოიყენება მოზრდილებში:

- გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია) და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი. თრომბი შეიძლება მოწყდეს და გადავიდეს ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი, ან სხვა ორგანოებში და შეაფერხოს კონკრეტულ ორგანოში სისხლის ნორმალური მიმოქცევა (რაც ასევე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლია). ინსულტი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

- ვენოზური თრომბოემბოლიის (VTE) პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის გეგმიური ოპერაცია.

- ფეხის ვენებში თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების (ფილტვის ემბოლია) სამკურნალოდ და ფეხის და/ან ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების ხელახლა წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

2. რა უნდა იცოდეთ ვასკუბანი მიღებამდე

არ მიიღოთ ვასკუბანი , თუ :

- ხართ ალერგიული აპიქსაბანის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

- გაქვთ ჭარბი სისხლდენა;

- გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (როგორიცაა კუჭის ან ნაწლავის აქტიური ან ბოლოდროინდელი წყლული, სისხლდენა თავის ტვინში);

- გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენის რისკს (ღვიძლის კოაგულოპათია);

- იღებთ მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (როგორიცაა ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი), გარდა ანტიკოაგულანტური მკურნალობის შეცვლის შემთხვევებისა, როდესაც დადგმული გაქვთ ვენური ან არტერიული ხაზი და იღებთ ჰეპარინს ამ ხაზით მის ღიად შესანარჩუნებლად, ან თუ თქვენს სისხლძარღვში ჩადგმულია მილი (კათეტერის აბლაცია) არარეგულარული გულის დარტყმების (არითმიის) სამკურნალოდ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:

- სისხლდენის გაზრდილი რისკი, როგორიცაა:

  • · სისხლდენის დარღვევები, მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც იწვევს თრომბოციტების აქტივობის შემცირებას;
  • · ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება სამედიცინო მკურნალობით;
  • · ხართ 75 წელზე ზემოთ ასაკის;
  • · იწონით 60 კგ ან ნაკლებს;

- თირკმლის მძიმე დაავადება ან თუ ხართ დიალიზზე;

- ღვიძლის პრობლემა ან ღვიძლის პრობლემები ანამნეზში;

ეს პრეპარატი სიფრთხილით იქნება გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით.

-თუ გაქვთ პროთეზირებული გულის სარქველი;

-თუ თქვენი ექიმი დაადგენს, რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა ფილტვებიდან თრომბის მოსაცილებლად.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვასკუბანი მიმართებაში

- თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება სახელწოდებით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების გაზრდის რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.

- თუ გესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა ან პროცედურა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ამ პრეპარატის დროებით მცირე ხნით შეწყვეტა.

- თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

სხვა მედიკამენტები და ვასკუბანი

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ვასკუბანის მოქმედება, ზოგიერთმა კი შეიძლება შეამციროს მისი მოქმედება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ვასკუბანი, ამ მედიკამენტების მიღებისას და რამდენად მჭიდრო მონიტორინგი უნდა ჩატარდეს.

შემდეგ მედიკამენტებს შეუძლიათ გაზარდონ ვასკუბანის მოქმედება და გაზარდონ არასასურველი სისხლდენის ალბათობა:

- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (როგორიცაა კეტოკონაზოლი და ა.შ.);

- ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტი აივ/შიდსის სამკურნალოდ (როგორიცაა რიტონავირი);

- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად (როგორიცაა ენოქსაპარინი და ა.შ.);

- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). განსაკუთრებით, თუ 75 წელზე მეტი ასაკის ხართ და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას, შეიძლება გქონდეთ სისხლდენის გაზრდილი ალბათობა;

- მედიკამენტები მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემებისთვის (როგორიცაა დილთიაზემი);

- ანტიდეპრესანტები სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ვასკუბანის უნარი, ხელი შეუშალოს თრომბების წარმოქმნას:

- მედიკამენტები ეპილეფსიის ან კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად (როგორიცაა ფენიტოინი და ა.შ.);

- ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა რიფამპიცინი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

მონაცემები ორსულებში აპიქსაბანის გამოყენების შესახებ არ გაგვაჩნია. სიფრთხილის მიზნით აპიქსაბანის გამოყენება ორსულობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ დაორსულდებით ამ პრეპარატის მიღებისას.

უცნობია გამოიყოფა თუ არა აპიქსაბანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ისინი გირჩევენ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ/არ დაიწყოთ ამ პრეპარატის მიღება.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

აპიქსაბანი არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ვასკუბანი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობას) და ნატრიუმს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

3. როგორ მიიღება ვასკუბანი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

აპიქსაბანი უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით, საკვების მიღების მიუხედავად. საუკეთესო სამკურნალო ეფექტის მისაღწევად, შეეცადეთ, რომ ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

თუ გაგიჭირდათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, გაესაუბრეთ ექიმს ვასკუბანი მიღების სხვა გზების შესახებ. პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და სუსპენზირდეს წყალში ან გლუკოზის წყალში, გახსნილი 5% -იან ხსნარში ან ვაშლის წვენში, ან შერეულ იქნას ვაშლის პიურეში და დაუყოვნებლივ იქნას მიღებული.

ალტერნატივის სახით, აპიქსაბანი შეიძლება დაქუცმაცდეს და სუსპენდირდეს 60 მლ წყალში ან გლუკოზის წყალში გახსნილ 5% ხსნარში და დაუყოვნებლივ იქნას შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით.

დაქუცმაცებული აპიქსაბანი სტაბილურია წყალში, გლუკოზის წყალში გახსნილ 5% ხსნარში, ვაშლის წვენში და ვაშლის პიურეში 4 საათის განმავლობაში.

მიიღეთ ვასკუბანი რეკომენდაციის შესაბამისად შემდეგი მდგომარეობებისთვის:

არარეგულარული გულისცემის და სულ მცირე კიდევ ერთი რისკის ფაქტორის მქონე პაციენტებში გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდებული დოზა არის ერთი 5 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში.

რეკომენდებული დოზა არის ვასკუბანიs ერთი ტაბლეტი 2.5 მგ ორჯერ დღეში, თუ:

- ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის;

- თქვენი წონა არის 60 კგ ან ნაკლები.

- გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (შრატის კრეატინინის მნიშვნელობა არის 1,5 მგ/დლ ან 133 მიკრომოლი/ლ);

ამ პრეპარატის მიღება უნდა გააგრძელოთ ექიმის დანიშნულებისამებრ.

ფეხის ვენებში სისხლის შედედების და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ.

რეკომენდებული დოზაა ორი 10 მგ ტაბლეტი დღეში, რომელიც მიიღება დღეში ორჯერ (ერთი დილით და ერთი საღამოს) პირველი 7 დღის განმავლობაში.

ამის შემდეგ, დოზაა ერთი 5 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს დაგჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება (ჩვეულებრივ, მინიმუმ 3 თვე), თქვენი მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების მიხედვით. აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის ემბოლიის რეციდივის პროფილაქტიკისთვის არის 2.5 მგ, რომელიც მიიღება პერორალურად დღეში ორჯერ. როდესაც ნაჩვენებია ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის ემბოლიის რეციდივის პრევენცია, 2.5 მგ ორჯერადი დოზა უნდა დაიწყოს აპიქსაბანით 5 მგ დღეში ორჯერ ან სხვა ანტიკოაგულანტთან ერთად 6-თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ვენოზური თრომბოემბოლიის (VTE) პროფილაქტიკა: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლების გეგმიური ოპერაცია

რეკომენდებული დოზაა ერთი 2.5 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ.

პირველი დოზა უნდა მიიღოთ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

• თუ თქვენ გაიკეთეთ მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია, ამ პრეპარატს, როგორც წესი, 32-38 დღის განმავლობაში მიიღებთ.

• თუ თქვენ გაიკეთეთ მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია, როგორც წესი, 10-14 დღის განმავლობაში მიიღებთ.

თქვენი ექიმი ზუსტად გეტყვით, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ.

ექიმმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი ანტიკოაგულანტური მკურნალობა შემდეგნაირად:

პარენტერალური ანტიკოაგულანტებიდან ვასკუბანის მიღებაზე გადასვლა (და პირიქით) შეიძლება განხორციელდეს შემდეგი დაგეგმილი დოზის მიღების დროს.

ეს სამკურნალო საშუალებები ერთდროულად არ უნდა იქნას გამოყენებული.

K ვიტამინის ანტაგონისტის (VKA) თერაპიიდან გადასვლა ვასკუბანზე

K ვიტამინის ანტაგონისტის (VKA) თერაპიიდან ვასკუბანზე გადაყვანისას, ვარფარინი ან სხვა VKA თერაპია უნდა შეწყდეს და დაიწყოს ვასკუბანით მკურნალობა, როდესაც საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) <2-ია.

ვასკუბანიდან გადასვლა (VKA) თერაპიაზე

პაციენტის ვასკუბანიდან (VKA) თერაპიაზე გადაყვანის დროს ვასკუბანის გამოყენება უნდა გაგრძელდეს (VKA)-ს მიღების დაწყებიდან მინიმუმ 2 დღის განმავლობაში.

ვასკუბანის VKA თერაპიასთან ერთად 2-დღიანი მიღების შემდეგ, ვასკუბანის შემდეგი დაგეგმილი დოზის მიღებამდე უნდა განისაზღვროს INR.

ვასკუბანისა და VKA თერაპიის ერთად მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ INR ≥ 2 არ გახდება.

თუ მიიღებთ იმაზე მეტ ვასკუბანი, ვიდრე საჭიროა

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს , თუ მიიღებთ ვასკუბანი დანიშნულზე მეტ დოზას.

თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა, მაშინაც კი, თუ მასში ტაბლეტები არ არის დარჩენილი.

თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ ვასკუბანს, შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი. თუ სისხლდენა განვითარდა, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, სისხლის გადასხმა ან სხვა მკურნალობა, რამაც შეიძლება უკუაქციოს Xa ანტი-ფაქტორის აქტივობა.

თუ დაგავიწყდათ ვასკუბანის მიღება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აპიქსაბანი და შემდგომ გააგრძელოს მისი მიღება დღე-ღამეში ორჯერ, როგორც ადრე.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

თუ შეწყვეტთ ვასკუბანის მიღებას

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან წინასწარი გასაუბრების გარეშე, რადგან თრომბის განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუ მკურნალობას ძალიან ადრე შეწყვეტთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ მედიკამენტის ყველაზე გავრცელებული ზოგადი გვერდითი მოვლენაა სისხლდენა, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ცნობილია, თუ იღებთ ვასკუბანს გულში სისხლის შედედების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არარეგულარული გულისცემა და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი.

გავრცელებული ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ს)

სისხლდენა, მათ შორის:

• თვალებში;

• კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

• ღრძილებიდან;

• სისხლჩაქცევები და შეშუპება;

• ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა);

• ფარული სისხლის დადებითი ანალიზი (განავალში ფარული სისხლი);

• ღვიძლის ფერმენტების მომატება (სისხლის ანალიზებში აღმოჩენილია);

სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

  • · გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

  • · პირის ღრუს სისხლდენა;
  • · ვაგინალური სისხლდენა, უროგენიტალური სისხლდენა;
  • · პოსტპროცედურული სისხლდენა;
  • · ტრავმული სისხლდენა;
  • · ჰემოროიდული სისხლდენა;

სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

  • · ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  • · ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება;
  • · სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის ბილირუბინის მატება, რამაც შეიძლება

გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება.

  • · ქავილი;
  • · თმის ცვენა;
  • · ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ეს სიმპტომი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)

სისხლდენა:

  • · სასუნთქი გზების;
  • · კუნთში.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში)

  • · გამონაყარი კანზე ბუშტუკებით, პატარა წერტილების მსგავსი (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემო უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (ერითემა მულტიფორმული).

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

  • · ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული ნეფროპათია;
  • · კანის ვასკულიტი;
  • · ანგიოედემა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ ინახება ვასკუბანი

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და კოლოფზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეინახეთ 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვასკუბანი

ვასკუბანი 2.5

აქტიური ნივთიერება არის აპიქსაბანი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აპიქსაბანი............................2,5მგ

დამხმარე ნივთერებები.....ს.რ

ვასკუბანი 5

აქტიური ნივთიერება არის აპიქსაბანი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აპიქსაბანი............................5მგ

დამხმარე ნივთერებები.....ს.რ

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, ლაქტოზას მონოჰიდრატი,

ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პოვიდონი K 30, მაგნიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.

ვასკუბანი 2.5

შემომგარსველი ნივთიერება: Instacoat Aqua ყვითელი A01E00254.

Hpmc 2910/ჰიპრომელოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ყვითელი რკინის ოქსიდი.

ვასკუბანი 5

შემომგარსველი ნივთიერება: Instacoat Aqua წითელი A01E00255.

Hpmc 2910/ჰიპრომელოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

7. როგორ გამოიყურება ვასკუბანი და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში

10 ტაბლეტი ერთ Alu-PVC-PVDC ბლისტერზე, აქედან 3 ბლისტერი შეფუთული მუყაოს კოლოფში, შეფუთვის ფურცელ-ჩანართთან ერთად.

8. წარმოებულია ინდოეთში:

Exemed Pharmaceuticals-ის მიერ

Plot N 133/1 & 133/2, G.I.D.C.,

Selvas Road, City: Vapi-396195,

Dist.- Valsad, Gujarat state, ინდოეთი

9. ბაზარზე იყიდება:

შპს CSBS Healthcare Pvt

101, First Floor, Roots Tower, Plot N 7,

District Centre, Laxmi Nagar,

Delhi-110092, ინდოეთი