რინოჰემი 5მლ ნაზ/გელი#4ტუბ[]
გააზიარე:
რინოჰემი
ჰემოსტაზურიბარიერული ნაზალური გელი
მოკლე აღწერა
რინოჰემის ნაზალური გელი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ნაწარმს. მოთავსებულია 5 მლ მოცულობის, პოლიეთილენის ტუბში, დამცავი მბრუნავი თავსახურით.
შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი (74,6%), გლიცეროლი (10%), გლიცინი (10%), ჰიდროქსიეთილცელულოზა (5%). დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი E218, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კალიუმის სორბატი E202, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი.
რა არის რინოჰემი და რისთვის გამოიყენება
რინოჰემის ნაზალური გელი არის ჰემოსტაზური გელი ბარიერული ფუნქციით, რომელიც გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის და სისხლძარღვის დაზიანების შედეგად გამოწვეული ჰემორაგიული ეპოზოდების პრევენციისა და შეჩერებისთვის. როგორიც არის, ცხვირის პერიოდული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სისხლდენა. რეკომენდებულია მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
არ არის რეკომენდირებული : პროფუზული ეპისტაქსისის დროს. ასევე შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.
გაფრთხილება: გახსნილი ტუბი გამოიყენება დაუყოვნებლივ. დაუშვებელია მისი შემდგომი გამოყენება. ჯვარედინი კონტამინაციისა და ინფექციის პრევენციის მიზნით, გახსნილი ტუბი არ გამოიყენება სხვადასხვა პირის მიერ. რეკომენდებულია ერთი ტუბი მხოლოდ ერთ ნესტოში. არ გამოიყენება ძილის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია: რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
გამოყენების წესი: ტუბის წვერი მოათავსეთ ცხვირის ნესტოში დაახლოებით 1–1,5 სმ სიღრმეზე და ნაზად დააჭირეთ ტუბს, რათა გელი ცხვირის ღრუში გადავიდეს. ამავდროულად მეორე ხელის საჩვენებელი თითის დახმარებით ტუბის წვერი ადგილზე დააფიქსირეთ.
· თუ სისხლდენა ლოკალიზებულია ცხვირის წინა ნაწილში ( წინა ეპისტაქსისი ), საკმარისია 1 ტუბი ს გამოყენება.
· თუ სისხლდენა მდებარეობს ცხვირის უკანა ნაწილში ( უკანა ეპისტაქსისი ), შესაძლებელია 2 ტუბის გამოყენება; გამონაკლის შემთხვევაში --3 ტუბი ც.
გელის გამოყენება გააგრძელეთ სისხლდენის შეწყვეტამდე ან მაქსიმუმ სამი ტუბის სრულ დაცლამდე. გელი უნდა დარჩეს ცხვირის ღრუში 30 წუთის განმავლობაში. ზედა ტუჩზე გადმოსული გელი შეგიძლიათ ფრთხილად მოიშოროთ ქაღალდის ხელსახოცით ან ბამბის ტამპონით. გელი თანდათანობით შრება და ქრება . დისკომფორტის შემთხვევაში შესაძლებელია ფრთხილად მოახდინოთ გელის გამოდევნა ცხვირიდან. თუ სისხლდენა 30 წუთის განმავლობაში არ შეწყდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გვერდითი მოვლენები: რინოჰემის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
შეფუთვა:5მლ ნაზ/გელი ტუბში, 4 ტუბი მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები: ინახება არა უმეტეს 5°-25°C ტემპერატურაზე , მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლამდე.
მწარმოებელი: Linköpings Tekniska Fabrik AB (LTF AB), Låsgatan 2, 589 41 Linköping, Sweden. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ავერსი-ფარმა".










