დერმისეტი 2მგ+20მგ/გ 25მლ ხს

დერმისეტი 2მგ+20მგ/გ 25მლ ხს

34.79 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გარეგანი გამოყენების პრეპარატები
ქვეყანა: საბერძნეთი
მწარმოებელი: ვან ფარმა ინდუსტრიალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტრიამცინოლონი+სალიცილის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 162552
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი

დერმისეტი (0.2 + 2.0)% წ/წ, კანისთვის განკუთვნილი ხსნარი
ტრიამცინოლონ აცეტონიდი + სალიცილის მჟავ

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მის ინსტრუქციას რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა მომავალში კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს

- ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა მათ ზიანი მიაყენოს, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მათ აღენიშნებათ თქვენი მსგავსი სიმპტომები.

- თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი მოვლენა გაგირთულდებათ, ან თუ აღგენიშნებათ გვერდითი მოვლენები რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელში მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.

რას შეიცავს შეფუთვის ჩანართი?

1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება დერმისეტი

2. რა უნდა იცოდეთ დერმისეტის გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ დერმისეტი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ დერმისეტი

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება დერმისეტი

დერმისეტიწარმოადგენს საშუალო მოქმედების დერმოკორტიკოიდის — ტრიამცინოლონ აცეტონიდის და კერატოლიტური აგენტის — სალიცილის მჟავას კომბინაციას.
დერმისეტი გამოიყენება გარკვეული კანის დაავადებების დროს, რომელთაც ძირითადად ახასიათებთ კანის გასქელება. იგი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

- ეგზემა და კორტიკოსტეროიდებზე მგრძნობიარე კანის დაავადებები, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპერკერატოზი და/ან ქერცლისებრი უჯრედების წარმოქმნა.

- ფსორიაზი, დიდი ფსორიაზული ფოლაქების გამოკლებით.

- კანის ლიქენიფიკაცია.

- ნეიროდერმატიტი.

- ბრტყელი ლიქენი.

- კერატოდერმია პალმოპლანტარისი (პალმოპლანტარული ჰიპერკერატოზი).

2. რა უნდა იცოდეთ დერმისეტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დერმისეტი

თუ გაქვთ ალერგია სალიცილატებზე (ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ან რომელიმე ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

- წყლულები

- აკნე

- როზაცეა

- კანის ვირუსული ეტიოლოგიის ინფექცია (ჩუტყვავილა, ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი), ბაქტერიული (იმპეტიგო), სოკოვანი ინფექციები (რომლებსაც თან ახლავს მიკროსკოპული გამოკვლევა) ან პარაზიტული ინფექციები.

- არ წაისვათ სახეზე, თუ ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ.

- ქუთუთოებზე წასმა

- ლორწოვან გარსებზე წასმა

ეჭვის შემთხვევაში, ნუ მოგერიდებათ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ეს წამალი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის დანიშნულებისამებრ:

- არ გამოიყენოთ სახეზე, თუ ეს არ დაგინიშნათ ექიმმა.

- თავი აარიდეთ პრეპარატის დიდი ფართობზე გამოყენებას ან საფენქვეშ დაყოვნებას, რადგან მოქმედი ნივთიერების ნაწილობრივი შეწოვა სისხლში შესაძლებელია.

- მოერიდეთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას სახეზე და კანის ნაოჭებში.

- გაღიზიანების ან ინფექციის ნებისმიერი შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.

- მკურნალობის დროს არ მიიღოთ ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველი პერორალური მედიკამენტები.

- არ გამოიყენოთ პრეპარატი სხვა ადგილობრივი საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ სალიცილატის წარმოებულებს.

- თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.

დიდ ფართობზე ან საფენქვეშ მკურნალობამ, კორტიკოსტეროიდების სისხლის მიმოქცევაში შეღწევის მაღალი რისკის გამო, შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები, პერორალური ან პარენტერალური კორტიკოსტეროიდებით თერაპიის მსგავსი, ასევე სალიცილატით ინტოქსიკაცია.

ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა მედიკამენტები და დერმისეტი

სხვა მედიკამენტებთან შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერი სხვა თანმხლები მკურნალობის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა , ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მიმართეთ ექიმს.

ზოგადად, ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სპეციალური უსაფრთხოების ზომები არ არის საჭირო.

/ბეჭედდასმულაი/

3. როგორ გამოვიყენოთ დერმისეტი ®

დოზირება

დოზა შეადგენს 1-დან 2 გამოყენებას დღეში.

არ გაზარდოთ ყოველდღიური გამოყენების რაოდენობა.

გამოიყენეთ საშუალოდ 1- 2 მლ კანისთვის განკუთვნილი ხსნარი.

ყოველთვის დაიცავით ექიმის მითითებები.

მიღების მეთოდი და გზა

კანზე გამოსაყენებელი.

გამოიყენეთ კანის ხსნარი დაზიანებულ უბნებზე.
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

პრეპარატის მიღების სიხშირე და დრო

1-2 გამოყენება დღეში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

კურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად-გამოყენების სიხშირის შემცირებით და/ან ნაკლებად ძლიერი კორტიკოიდის გამოყენებით ან დოზის შემცირებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.

მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება და არ გაახანგრძლივოთ მკურნალობა.

თუ გამოიყენეთ დერმისეტი რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით
შეიძლება გამოვლინდეს არასასიამოვნო სიმპტომები, როგორიც აღწერილია "შესაძლო გვერდითი მოვლენების" ნაწილში. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დერმისეტის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. შემდეგი დოზა მიიღეთ რაც შეიძლება მალე.

თუ შეწყვეტთ დერმისეტის გამოყენება

ეს შეამცირებს მკურნალობის ეფექტურობას.

მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით. დერმისეტის გამოყენების შეწყვეტის შესახებ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, დერმისეტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება:

- სიწითლე, წვის შეგრძნება გამოყენების შემდეგ

- კორტიკოსტეროიდის არსებობის გამო:

ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს კანის განლევისა და მოდუნების, წვრილი სისხლძარღვების გაფართოების, სტრიების, აკნეს განვითარების რისკი.

შეიმჩნევა შემთხვევები, როდესაც გამოვლენილია სხეულზე თმის ჭარბი ზრდა, კანის პიგმენტაციის დარღვევა და მეორადი ინფექციები, განსაკუთრებით საფენქვეშა მკურნალობის ან კანის ნაოჭებში გამოყენების დროს.

ყოველი ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით შეგვატყობინოთ:

მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაცია

მესოგეონის გამზ. 284,

GR-15562 ქოლარგოსი, ათენი

ტელ: + 30 213 2040380/337

ფაქსი: + 30 210 6549585

ვებგვერდი: http://www.eof.gr

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. როგორ შევინახოთ დერმისეტი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება იმავე თვის ბოლო დღეს.

შეფუთვის საფარი ფრთხილად უნდა გაიწმინდოს და მჭიდროდ დაიხუროს. გახსნის შემდეგ, შენახვის ვადაა 6 თვე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დერმისეტი

აქტიური ნივთიერებებია: ტრიამცინოლონის აცეტონიდი და სალიცილის მჟავა.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი/ჰიდროქლორინის მჟავა, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება დერმისეტი და შეფუთვის შემცველობა

დერმისეტი კანის ხსნარი, გამჭვირვალე, უფერო. პლასტმასის ბოთლი სპეციალური საწვეთურის თავით და დახრახნული თავსახურით. 25 მლ ან 50 მლ-იანი შეფუთვა,

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

Galenica S.A.

ელეფთერიასის ქ. 4, 14564 კიფისია, საბერძნეთი

ტელ: +30 210 52 81 700, ფაქსი: +30 210 52 45 939

მწარმოებელი

One Pharma Industrial Pharmaceutical Company S.A.

ათინონ-ლამიასის ჩრდილოეთ რაიონის მე-60 კმ, სქიმატალი, ვიოტია, საბერძნეთი

ეს ფურცელი ბოლოს გადახედილია 2022 წლის 13 სექტემბერს