ურინატი(ფუროსემ)20მგ/2მლ2მლ#5ა
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ
ურინატი 20 მგ/2 მლ IM/IV საინექციო/საინფუზიო ხსნარი
ინტრამუსკულური ან ინტრავენური გამოყენებისათვის
სტერილური
- · აქტიური ნივთერება: ფუროსემიდი 20 მგ
- · დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH კორექციისათვის) და საინექციო წყალი.
|
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს ურინატი და რისთვის გამოიყენება
2. ინფორმაცია ურინატის გამოყენებამდე
3. ურინატის გამოყენების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
5. ურინატის შენახვის პირობები
1. რას წარმოადგენს ურინატი და რისთვის გამოიყენება
ურინატი ხელმისაწვდომია 2 მლ ამპულებში, რომლებიც შეიცავენ 20 მგ ფუროსემიდს აქტიური ნივთიერების სახით და განკუთვნილია კუნთში ან ინტრავენურად შესაყვანად.
შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას.
ურინატი მიეკუთვნება შარდმდენების (დიურეზულების) სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. შარდმდენები არის პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას თირკმელების მეშვეობით, რითაც გამოდევნიან წყალს და მარილებს. ისინი გამოიყენება ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის ელიმინაციისათვის ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ურინატი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა.
შესაძლოა, ექიმმა ურინატი დაგინიშნათ შემდეგში აღწერილი ერთი ან რამდენიმე მიზეზის გამო:
- · ორგანიზმში სითხის ჭარბი შეკავება, რაც გამოწვეულია თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებული ჭარბი სითხის გამოდევნის შეუძლებლობით, რაც ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით და ღვიძლის გადიდებით, რაც გულის მიმდინარე უკმარისობის შედეგია.
- · ორგანიზმში სითხის ჭარბი შეკავება, რაც გამოწვეულია თირკმლის მიმდინარე უკმარისობით გამოწვეული ჭარბი სითხის გამოდევნის შეუძლებლობით.
- · სითხის გამოყოფის შენარჩუნება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, მათ შორის ორსულობისა და დამწვრობის დროს.
- · ორგანიზმში სითხის ჭარბი შეკავება ჭარბი სითხის არასაკმარისი გამოყოფის გამო, რაც თირკმლის დისფუნქციის სიმპტომებთან არის დაკავშირებული (თუ საჭიროა შარდმდენებით მკურნალობა)
- · ორგანიზმში სითხის ჭარბი შეკავება ჭარბი სითხის არასაკმარისი გამოყოფის გამო, რაც ღვიძლის დაავადებასთან არის დაკავშირებული (თუ საჭიროა ალდოსტერონის ანტაგონისტებით მკურნალობა)
- · მაღალი არტერიული წნევა
- · მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული კრიზისული სიტუაციები (სხვა სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად)
- · დამხმარე საშუალებად იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია შარდის ორგანიზმიდან იძულებითი გამოდევნა (მაგალითად, მოწამვლის დროს).
2. ინფორმაცია ურინატის გამოყენებამდე
არ შეიძლება ურინატის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში
- · გაქვთ ალერგია ფუროსემიდზე, ამ მედიკამენტის აქტიურ ინგრედიენტზე, ან სხვა რომელიმე ინგრედიენტზე;
- · გაქვთ ალერგია სულფონამიდულ ანტიბიოტიკებსა და სულფონილშარდოვანას წარმოებულებზე, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
- · დაკარგეთ სითხის ჭარბი რაოდენობა (ღებინების, დიარეის ან ჭარბი ოფლიანობის შედეგად);
- · გაქვთ მდგომარეობა, რომელიც იწვევს ორგანიზმის სითხის მოცულობის (მათ შორის სისხლის) ჭარბ დაკარგვას;
- · გაქვთ თირკმლის უკმარისობა, რომელიც ხელს უშლის შარდის გამოყოფას და არ რეაგირებს ურინატის გამოყენებაზე;
- · გაქვთ თირკმლის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია თირკმელებზე ან ღვიძლზე ტოქსიკური ეფექტის მქონე მედიკამენტებით;
- · გაქვთ თირკმლის უკმარისობა ღვიძლის მძიმე უკმარისობის შედეგად ღვიძლის კომით;
- · სისხლში კალიუმის დონე ძალიან დაბალია;
- · სისხლში ნატრიუმის დონე ძალიან დაბალია.
- · თუ ღვიძლის სერიოზული დაავადებით გამოწვეული ტვინის ფუნქციის დარღვევის გამო განგივითარდათ კომის მსგავსი მდგომარეობა,
- · თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ურინატი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
- · ისეთი მდგომარეობების შემთხვევაში, როგორიცაა შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა შარდის გამონადენის ნაწილობრივი ობსტრუქციით, პროსტატის გადიდებული ჯირკვალი ან საშარდე გზების შევიწროება (განსაკუთრებით ურინატით მკურნალობის საწყის ფაზაში), ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ მკაცრი მონიტორინგი თქვენი შარდის ადეკვატური გამოყოფის უზრუნველსაყოფად.
ექიმი ჩაატარებს მკაცრ და რეგულარულ მონიტორინგს შემდეგ სიტუაციებში:
- · დაბალი არტერიული წნევა,
- · დაავადებები, რომლებიც დაბალი არტერიული წნევის გამო რისკს წარმოადგენენ: გულის ან ტვინის სისხლძარღვების მნიშვნელოვანი შევიწროება ან ბლოკირება,
- · უსიმპტომო ან აშკარა დიაბეტი (თქვენი სისხლში შაქრის დონე რეგულარულად გაკონტროლდება)
- · პოდაგრა და ჰიპერურიკემია (სისხლში შარდმჟავას დონის მომატება) (თქვენი სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული მონიტორინგი)
- · შარდვის გაძნელება (მაგალითად, პროსტატის გადიდებით, თირკმლის ობსტრუქციით ან თირკმლიდან შარდის ბუშტში სადინრის შევიწროებით)
- · თირკმლის დისფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის მძიმე დაავადებასთან (ჰეპატორენული სინდრომი)
- · თუ გაწუხებთ მდგომარეობა, რომელიც იწვევს სისხლში ცილის დონის ვარდნას (მაგ., თირკმლის მძიმე დაავადება, რომელსაც ნეფროზული სინდრომი ეწოდება; ექიმი ფრთხილად დაარეგულირებს მედიკამენტის დოზას).
- · თუ მედიკამენტის გამოყენება საჭიროა დღენაკლულ ჩვილებში (ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თირკმლის ფუნქციას და ჩაატარებს ულტრაბგერით კვლევას თირკმლის კენჭების ან კალციფიკაციების რისკის გამოსარიცხად).
- · ლითიუმის მარილებთან ერთდროული გამოყენება (ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ) (სისხლში ლითიუმის დონე რეგულარულად შემოწმდება).
- · მწვავე პორფირია (იშვიათი, მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლის პიგმენტებთან). შარდმდენების გამოყენება შეიძლება საშიში იყოს მწვავე პორფირიის დროს; ექიმი გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას ურინატით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე დღენაკლულ ჩვილებში, სიცოცხლის პირველ კვირებში ურინატით მკურნალობის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ღია არტერიული სადინრის რისკი, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების სახეობაა, რომლის დროსაც გულიდან გამომავალ ორ დიდ არტერიას შორის ხვრელი დაბადების შემდეგ არ იხურება.
თუ თქვენ ხანდაზმული ხართ, იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა, ან გაქვთ სხვა სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ზრდის დაბალი არტერიული წნევის რისკს, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს არტერიულ წნევას ურინატით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საშარდე გზების დარღვევების შემთხვევაში (მაგ., პროსტატის გადიდება), ექიმი დაგინიშნავთ ურინატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია შარდის ნორმალური დინების მიღწევა. ეს იმიტომ ხდება, რომ შარდის უეცარმა, ძლიერმა ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს შარდვის გაძნელება (შარდის შეკავება) შარდის ბუშტის ჭარბი გაფართოების გამო.
ურინატი ზრდის ნატრიუმის და ქლორის გამოყოფას და შესაბამისად, წყლის გამოყოფასაც. ამავდროულად, იზრდება სხვა ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის) გამოყოფა. რადგან ურინატით მკურნალობის დროს ხშირია წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევები წყლისა და ელექტროლიტების გამოყოფის მომატების გამო, სისხლში გარკვეული ნივთიერებების დონე რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.
ურინატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის რეგულარული ანალიზები, განსაკუთრებით კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის, ბიკარბონატის, კრეატინინის, შარდოვანას და შარდმჟავას, ასევე სისხლში შაქრის დონის დასადგენად.
საჭიროა მკაცრი მონიტორინგი, თუ არსებობს ელექტროლიტური დისბალანსის მაღალი რისკი ან ღებინების, დიარეის ან ჭარბი ოფლიანობის გამო მნიშვნელოვანი სითხის დაკარგვა. აუცილებელია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური ან მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გამოხატული დარღვევების მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს ურინატით მკურნალობა.
ელექტროლიტური დისბალანსის განვითარებაში შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს თანმხლებმა დაავადებებმა (მაგ., ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა), თანმხლებმა მკურნალობამ და დიეტამ. შარდის გამოყოფის მატებით გამოწვეული წონის დაკლება არ უნდა აღემატებოდეს 1 კგ-ს დღეში, გამოყოფილი შარდის რაოდენობის მიუხედავად.
თუ თქვენ გაქვთ ნეფროზული სინდრომი (თირკმლის დაავადება), ექიმი ფრთხილად დაარეგულირებს თქვენი მედიკამენტის დოზას, რადგან გვერდითი მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს. გამოსაყენებლად მზა ხსნარის მჟავიანობა უნდა იყოს ოდნავ ტუტედან ნეიტრალურამდე (pH არანაკლებ 7). ამიტომ, მჟავე ხსნარები არ უნდა იქნას გამოყენებული ურინატთან ერთად, რადგან ურინატის აქტიური ინგრედიენტი შეიძლება დაილექოს. არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (აასპ), რომლებიც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებია, შეიძლება შეამცირონ ურინატის ეფექტურობა. ამ პრეპარატების ურინატთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ნეფროტოქსიურობის (თირკმლებზე მავნე ზემოქმედება) რისკი.
სორბიტოლის (დიაბეტით დაავადებულთა მიერ გამოყენებული დამატკბობელი) და ურინატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაციის გაძლიერება. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და შესაბამისად, სითხის შემდგომი დაკარგვა. ურინატის გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები. თუ მკურნალობის დროს გამოვლინდა ფოტომგრძნობელობა, ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მისი გამოყენება. თუ მკურნალობის განახლება აუცილებელია, ექიმი გირჩევთ, დაიცვათ სხეულის ის ადგილები, რომლებიც მზის სხივების ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშაა.
რისპერიდონთან ერთად გამოყენება (გარკვეული ფსიქიატრიული დარღვევებისა და დემენციის სამკურნალო საშუალება):
დემენციის მქონე პაციენტებში რისპერიდონისა და ურინატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სიკვდილი.
ამიტომ, თქვენი ექიმი ჩაატარებს საჭირო გამოკვლევებს, თუ საჭიროა რისპერიდონისა და ურინატის ერთდროული გამოყენება და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს კომბინირებული თერაპიის სარგებლისა და რისკის თანაფარდობის მიხედვით.
არსებობს სისტემური წითელი მგლურას სახელით ცნობილი დაავადების რეციდივის ან გაუარესების შესაძლებლობა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ებრძვის ორგანიზმს. ურინატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ-ტესტების დადებითი შედეგი. გარდა ამისა, ურინატის დოპინგის საშუალების სახით გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ წარსულში აღინიშა მხოლოდ ერთხელ მიღების დროსაც კი, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ურინატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ურინატის ამპულები შეჰყავთ ინტრავენურად ან კუნთში. ამიტომ, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რადგან ფუროსემიდი, რომელიც არის ურინატის აქტიური ინგრედიენტი, კვეთს პლაცენტას, ორსულობის დროს ურინატი არ უნდა გამოიყენოთ, თუ არ არსებობს დამაჯერებელი სამედიცინო მიზეზები. ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ორსულობის სტატუსი.
შარდმდენები, მათ შორის ურინატი, არ არის შესაფერისი ორსულობის დროს მაღალი არტერიული წნევის და სითხის შეკავების რუტინული მკურნალობისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ნაყოფის განვითარებაზე. თუმცა, თუ ორსულობის დროს გულის ან თირკმლის უკმარისობის გამო გესაჭიროებათ ურინატის გამოყენება, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს მკურნალობა თქვენი და თქვენი ბავშვის განვითარების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ფუროსემიდი გადადის დედის რძეში, ამიტომ ურინატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვების დროს. თუ გჭირდებათ ურინატით მკურნალობა, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, რათა დაიცვათ თქვენი ბავშვი დედის რძეში გადამავალი პრეპარატისგან.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სწორი გამოყენების შემთხვევაშიც კი, ურინატმა შეიძლება იმდენად დააქვეითოს თქვენი მობილურობა, რომ შესაძლოა ვეღარ შეძლოთ მანქანის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა ან მუშაობა დამცავი აღჭურვილობის გარეშე. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას, სხვა მედიკამენტზე გადასვლისას ან ალკოჰოლის მიღებისას. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ურინატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ამპულაში, ანუ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
მედიკამენტები, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული:
- · ქლორალჰიდრატი სედატიური საშუალებაა და შეიძლება ძილის დარღვევა გამოიწვიოს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ქლორალ ჰიდრატის ურინატის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სითბოს შეგრძნება, ოფლიანობა, მოუსვენრობა, გულისრევა და არტერიული წნევის და გულისცემის მატება (ტაქიკარდია). ამიტომ, თავი უნდა აარიდოთ ურინატისა და ქლორალ ჰიდრატის ერთდროულ გამოყენებას.
- · ამინოგლიკოზიდები (მაგ., კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) და სხვა პრეპარატები, რომლებსაც აქვთ მავნე ზეგავლენა სმენაზე (ოტოტოქსიური პრეპარატები). ამ პრეპარატების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ურინატთან ერთად გამოყენებისას. სმენის დაქვეითება შეიძლება შეუქცევადი იყოს. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული ურინატის ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
მედიკამენტები, რომლებიც ერთად გამოყენებისას საჭიროებენ სიფრთხილეს
- · ცისპლატინმა (კიბოს თერაპიაში გამოყენებული პრეპარატი) ურინატთან ერთად მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება. რადგან ცისპლატინმა ასევე შეიძლება გაზარდოს თირკმლის დაზიანება (ნეფროტოქსიკურობა), განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ურინატის ცისპლატინთან ერთად გამოყენებისას.
- · ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ). ურინატთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის მავნე ზემოქმედება გულზე (კარდიოტოქსიკურობა) და ნერვებზე (ნეიროტოქსიკურობა). ამ ორი მედიკამენტის ერთდროულად მიღებისას აუცილებელია სისხლში ლითიუმის დონის მკაცრი მონიტორინგი.
- · მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტებმა, შარდმდენებმა ან სხვა არტერიული წნევის დამწევმა საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ურინატის ეფექტი. ერთდროული გამოყენებისას არტერიული წნევა შეიძლება მნიშვნელოვნად დაეცეს. დაფიქსირდა არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა შოკისა და თირკმლის დისფუნქციის დროს (იშვიათ შემთხვევებში, თირკმლის მწვავე უკმარისობა), განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების პირველი გამოყენებისას ან უფრო მაღალი დოზებით (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ). ამიტომ, ურინატით მკურნალობა, თუ შესაძლებელია, დროებით უნდა შეწყდეს ან დოზა უნდა შემცირდეს აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, ან დოზის გაზრდამდე.
- · რისპერიდონი (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების და დემენციის სამკურნალოდ)
მედიკამენტები, რომლებიც სიფრთხილეს საჭიროებენ ერთად გამოყენებისას
- · არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), მათ შორის ასპირინი (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები), ამ პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ურინატის ეფექტურობა. თუ ურინატით მკურნალობა იწვევს მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებას ან სითხის გამოფიტვას, ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
- · ფენიტოინმა (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი) შეიძლება შეამციროს ურინატის ეფექტურობა.
- · კორტიკოსტეროიდებმა (კორტიზონის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთების და სხვა ზოგიერთი მდგომარეობის სამკურნალოდ), კარბენოქსოლონმა (გამოიყენება პირის ღრუს წყლულების სამკურნალოდ), საფაღარათო საშუალებებმა (გამოიყენება ყაბზობის პრევენციისა და მკურნალობისთვის) და ძირტკბილას ფესვმა (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს) შეიძლება გაზარდონ კალიუმის კარგვა და გამოიწვიონ კალიუმის დეფიციტი.
- · კრაზანას პრეპარატები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ)
- · პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ) შეუძლია შეამციროს ამ პრეპარატის თირკმლისმიერი გამოყოფა შარდის მეშვეობით. ამიტომ, მაღალი დოზით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პრეპარატის დონის მომატება და შესაბამისად, გვერდითი მოვლენების რისკის გაზრდა.
- · მეტოტრექსატი (კიბოს თერაპიაში გამოყენებული პრეპარატი) შეიძლება გამოიყოს შარდში. ამიტომ, მაღალი დოზით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პრეპარატის დონის მომატება და შესაბამისად, გვერდითი მოვლენების რისკის გაზრდა.
- · დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები. ურინატმა შეიძლება შეამციროს ამ მედიკამენტების ეფექტი.
- · სიმპათომიმეტიკები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას (ადრენალინის მსგავსი მედიკამენტები, მაგ., ეპინეფრინი, ნორადრენალინი). ურინატმა შეიძლება შეამციროს ამ მედიკამენტების ეფექტი.
- · კურარეს ტიპის კუნთების რელაქსანტები. ურინატმა შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების ეფექტი.
- · თეოფილინი (სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ). ურინატმა შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტის ეფექტი.
- · თირკმელების დამაზიანებელი პრეპარატები (ნეფროტოქსიური პრეპარატები) (მაგ., ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ანტიბიოტიკები, როგორიცაა პოლიმიქსინები). ურინატმა შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატების მავნე ზემოქმედება. თირკმლის ფუნქცია შეიძლება დაქვეითდეს პაციენტებში, რომლებიც ურინატთან ერთად იღებენ ცეფალოსპორინების მაღალ დოზებს.
- · ციკლოსპორინი A (რომელიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს) იწვევს სისხლში შარდმჟავას დონის მატებას და აფერხებს შარდმჟავას გამოყოფას. ამან შეიძლება გაზარდოს პოდაგრით გამოწვეული ართრიტის რისკი.
- · თირკმლის უკმარისობის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს ორგანოების ხილვადობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება კონტრასტული საშუალებები. კონტრასტული საშუალებებით გამოკვლევის შემდეგ, ურინატით ნამკურნალებ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გაუარესება უფრო ხშირი იყო, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მხოლოდ ინტრავენურად იღებდნენ სითხეებს.
- · ურინატის მაღალი დოზების მიღებამ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან (მაგ., ლევოთიროქსინთან) ერთად შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეზე. ამიტომ, თუ თქვენ იღებთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ურინატთან ერთად, თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს.
- · გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების დროს). თუ ურინატით მკურნალობის დროს განვითარდება კალიუმის ან მაგნიუმის დეფიციტი, შესაძლოა გაიზარდოს გულის კუნთის მგრძნობელობა ამ პრეპარატების მიმართ. ელექტროლიტური დისბალანსის მქონე პაციენტებში და როდესაც ურინატი გამოიყენება ეკგ-ზე გარკვეული ცვლილებების (QT ინტერვალის გახანგრძლივება) გამომწვევ პრეპარატებთან ერთად (მაგ., ტერფენადინი, ანტიჰისტამინური საშუალებები და გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (I და III კლასის ანტიარითმული საშუალებები)), იზრდება გულის რიტმის დარღვევების (პარკუჭოვანი არითმიები, მათ შორის, ტორსადეს დე პოინტესი) რისკი.
- · კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ) ან ამინოგლუტეთიმიდი (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ). ურინატთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპონატრიემიის (სისხლში ნატრიუმის დონის ნორმაზე დაბლა დაწევა) რისკი.
- · თიაზიდები (შარდმდენების კლასის პრეპარატების ჯგუფი). ურინატთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება შარდის გამოყოფის მომატება.
- · მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი). ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს ურინატის ეფექტურობა.
- · ფიბრიუმის მჟავას წარმოებულები (სისხლში ლიპიდების დონის დამწევი მედიკამენტები, მაგ., კლოფიბრატი და ფენოფიბრატი). განსაკუთრებით ჰიპოალბუმინემიის (სისხლში ალბუმინის დაბალი დონე) შემთხვევებში, ურინატთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორივე პრეპარატის სისხლში დონის მატება. აუცილებელია სისხლის მონიტორინგი.
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშალებებსაც, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. ურინატის გამოყენების წესი
მითითებები სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ
თქვენი ექიმი განსაზღვრავს და შეგიყვანთ მედიკამენტის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით. მიღების გზა და მეთოდი:
ურინატის ამპულები ინტრავენურად შეჰყავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია ან არაეფექტურია (მაგ., ნაწლავებში მალაბსორბციის შემთხვევაში) ან როდესაც საჭიროა მოქმედების სწრაფი დაწყება. თუ მკურნალობა ინტრავენურია, რეკომენდებულია პერორალურ მკურნალობაზე რაც შეიძლება მალე გადასვლა.
ამპულის გახსნა
|
ამპულა დაიჭირეთ წერტილით ზემოთ მიმართული. თუ წვერში ხსნარია, ნაზად დააკაკუნეთ ან შეანჯღრიეთ ამპულა, რომ ქვევით გადმოვიდეს. |
ამპულა დაიჭირეთ წერტილით ზემოთ მიმართული და სახელური ქვემოთ ჩამოწიეთ მის გასატეხად. |
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ურინატი არ უნდა იქნას გამოყენებული ჩვილებსა და 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (მაგ., სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციებისა). საშუალო დღიური დოზაა 0.5 მგ ფუროსემიდი/კგ სხეულის წონაზე. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია ინტრავენურად შეყვანა 1 მგ-მდე ფუროსემიდი/კგ სხეულის წონაზე.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში და ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესების მქონე პაციენტებში ექიმი დაარეგულირებს დოზას თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შესაძლო დარღვევების გათვალისწინებით.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:
ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა:
მკურნალობის დოზას ექიმი განსაზღვრავს თქვენი დაავადებისა და თირკმლის/ღვიძლის პრობლემების სიმძიმის მიხედვით.
სხვა:
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა ან მძიმე მაღალი არტერიული წნევა, ექიმი ყურადღებით შეარჩევს თქვენთვის შესაფერის დოზას, ამ მდგომარეობების გათვალისწინებით.
თუ ფიქრობთ, რომ ურინატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ურინატის ზედმეტი დოზა
ვინაიდან ურინატის ამპულები მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მიიღება აუცილებელი ზომები. მიუხედავად ამისა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაიწყება შესაბამისი მკურნალობა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები დამოკიდებულია მარილისა და სითხის დაკარგვის ხარისხზე.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა და სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ელექტროლიტური დარღვევები (კალიუმის, ნატრიუმის და ქლორიდის დონის შემცირება) და სისხლში მჟავას კონცენტრაციის მომატება (ალკალოზი) წოლითი პოზიციიდან ადგომისას.
სითხის ძლიერმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სისხლის კონცენტრაციის (ჰემოკონცენტრაციის) მომატება დეჰიდრატაციისა და სისხლის მოცულობის შემცირების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცირკულაციური შოკი და თრომბოზი (სისხლის კოლტები).
სითხეებისა და ელექტროლიტების უეცარმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა (კონფუზია).
თუ დაგავიწყდათ ურინატის გამოყენება
ვინაიდან ურინატის ამპულები მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამის თავიდან ასაცილებლად მიიღება აუცილებელი ზომები. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
ურინატით მკურნალობის შეწყვეტის შემდგომი ეფექტები
თუ ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეწყვეტთ ურინატით მკურნალობას, შესაძლოა აღინიშოს თქვენი არტერიული წნევის კვლავ მომატება ან ორგანიზმში სითხის ჭარბი შეკავება განმეორდეს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ურინატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
შეწყვიტეთ ურინატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:
- · მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ცირკულაციური შოკი (ანაფილაქსიური შოკი). ანაფილაქსიური შოკის პირველი ნიშნებია კანის რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისრევა, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება და კანის ნაცრისფერ-ლურჯი ფერის შეცვლა.
- · კანის უეცარი გაწითლება და ლოკალიზებული დაფარვა პატარა პუსტულებით (თეთრი/ყვითელი ჩირქით სავსე პატარა ბუშტუკები) (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზური დაავადება (AGEP))
- · წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS ძირითადად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, რასაც მოჰყვება გავრცელებული გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს მაღალი სიცხე, ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, სისხლის საერთო ანალიზით ლეიკოციტების კონკრეტული ტიპის მომატება (ეოზინოფილია) და ლიმფური კვანძების გადიდება.
- · ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ხასიათდება ქავილით, ჭინჭრის ციებით, სხვა გამონაყარით, სითხით სავსე ბუშტუკებით და ხელებზე, სახესა და ტერფებზე მაქმანებიანი სიწითლით, რომელიც, როგორც წესი, სპონტანურად გაივლის.
- · კანის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკებით (ბულები) კანზე, ჩვეულებრივ ხელებსა და ფეხებზე.
- · კანის ანთებითი მდგომარეობა აქერცვლით (ექსფოლიატიური დერმატიტი).
- · წვრილი წითელი სისხლჩაქცევები (პურპურა), ფოტომგრძნობელობა.
- · უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
- · ანთება სისხლდენით, შეშუპებით და კანისა და თვალების ირგვლივ სიწითლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
- · კანის სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- · სისხლის კოლტები (იწვევს ტკივილს, შეშუპებას ან მგრძნობელობას ფეხებში).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანს გამოგივლინდათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ურინატზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. სხვა დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ.
თუ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა სერიოზული გახდება, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც ქვემოთ არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.
ძალიან ხშირი
- სისხლში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის ცვლილებები (ელექტროლიტური დისბალანსი)
- სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) და სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში
- სისხლში კრეატინინის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება
- დაბალი არტერიული წნევა (მათ შორის დაბალი არტერიული წნევა ჯდომის ან წოლის მდგომარეობიდან ადგომისას).
ხშირი
- ჰემოკონცენტრაცია (სისხლში კონცენტრაციის მომატება სისხლის მოცულობის შემცირების გამო)
- სისხლში ნატრიუმის, ქლორიდის და კალიუმის დონის შემცირება, სისხლში ქოლესტერინის და შარდმჟავას დონის მომატება
- პოდაგრის შეტევები (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება შარდმჟავას მომატებით, რაც იწვევს სახსრების ანთებას და ტკივილს)
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ტვინის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის უკმარისობის გამო)
- შარდის მოცულობის მომატება
არახშირი
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები)
- შაქრის მიმართ მგრძნობელობის შემცირება და სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულებში
- სმენის დაქვეითება და ზოგჯერ შეუქცევადი სიყრუე პაციენტებში სისხლში ცილის პათოლოგიურად დაბალი დონით, განსაკუთრებით თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში
- გულისრევა
- ქავილი, კანზე გამონაყარი
იშვიათი
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)
- სისხლში ეოზინოფილების (ალერგიული უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატება
- დაბუჟება
- თავბრუსხვევა (ვერტიგო)
- შეუძლოდ ყოფნა
- დაბნეულობა, თავის არეში ზეწოლა
- ახლომხედველობის გაუარესება, მხედველობის დაბინდვა
- სისხლის მოცულობის შემცირებით გამოწვეული მხედველობის დარღვევები (ჰიპოვოლემია)
- ტინიტუსი
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)
- ღებინება, დიარეა
- სისტემური წითელი მგლურას რეციდივი ან გაუარესება, აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს ესხმის თავს
- კუნთების სპაზმები და სისუსტე ფეხებში
- ქრონიკული ართრიტი (სახსრების ანთება)
- თირკმლის ანთება
- ცხელება
ძალიან იშვიათი
- აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება), ანემიის ერთ-ერთი ფორმა (ჰემოლიზური ანემია)
- მუცლის ან ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება მწვავე პანკრეატიტის სიმპტომი იყოს
- ნაღვლის დინების შენელება ან შეწყვეტა ღვიძლშიდა მიზეზით, ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე
- სიყვითლე ნაღვლის სადინრების ობსტრუქციით, ღვიძლის უკმარისობით.
უცნობია
- სისხლში კალციუმის და მაგნიუმის დონის შემცირება, შარდოვანას დონის მომატება, მეტაბოლური ალკალოზით გამოწვეული პირის სიმშრალე, სისუსტე, დაღლილობა, მოუსვენრობა, კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე ან სპაზმები, დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის აჩქარება ან არარეგულარულობა.
- ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდო-ბარტერის სინდრომი (ხასიათდება ღებინებით, შარდვის შეუძლებლობით და გონების დაბინდვით).
- შარდში ნატრიუმის ქლორიდისა და შარდოვანას მომატებული დონე, შარდვის შეუძლებლობა
- თირკმელებში კალციუმის მარილების დაგროვება, თირკმლის კენჭების წარმოქმნა, რაც ხშირად დღენაკლულ ბავშვებში თირკმლის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.
- თუ პრეპარატი დღენაკლულ ჩვილებს სიცოცხლის პირველ კვირაში შეჰყავთ, იზრდება რისკი, რომ მათ განუვითარდეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რომელიც ცნობილია როგორც „გახსნილი არტერიული სადინარი“ (მდგომარეობა, რომლის დროსაც გულიდან გამომავალ ორ დიდ არტერიას შორის ხვრელი დაბადების შემდეგ არ იხურება და ღია რჩება).
- თავბრუსხვევა, გულის წასვლა და გონების დაკარგვა, თავის ტკივილი
- სისხლძარღვის ბლოკირება სისხლის კოლტით (თრომბოზი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში)
- ტკივილი ინექციის ადგილას
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr „გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
5. ურინატის შენახვის პირობები
ურინატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.
ეს მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში.
დაიცავით სინათლისგან.
ურინატი გამოიყენეთ მხოლოდ ვარგისიანობის ვადის მიხედვით.
ურინატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! ამის ნაცვლად, ისინი გადაიტანეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ შექმნილ შეგროვების პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
ტურკ ილაჩ ვე სერუმ სანაი ა.ს.
ბუგდუზ მაჰ. ენვერ პაშა კად. No.: 8,
06750 აქიურტი/ანკარა/თურქეთი
წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 15/08/2022.










