სეპტოლიკი ტილების საწ.სპრ 50მლ
გააზიარე:
სეპტოლიკი
SEPTOLIC
ტილების საწინააღმდეგო სპრეი
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერებები
თავშავას ეთერზეთი - 1მლ
ნიორის ეთერზეთი -1 მლ
ევკალიპტი ეთერზეთი -1 მლ
ლავანდა ეთერზეთი -3 მლ
სალბის ეთერზეთი- 1 მლ
როზმარინის ეთერზეთი -2 მლ
ლიმონგრასის ეთერზეთი- 1მლ
დამხმარე ნივთირებები
პოლისორბატი 80- 15 მლ
დიმეტიკონი -25 მლ
სეპტოლიკი ეფექტური საშუალებაა დატილიანების პრევენციისთვის და ტილების საწინააღმდეგოდ.
გამოყენების წესი :
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ !!!
გაფრთხილება! იხელმძღვანელეთ მითითებებით და დაიცავით ექსპოზიციის დრო
1.წაისვით მშრალ თმაზე, თავის კანისა და თმის მთელ მოცულობაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. პირველ რიგში, წაისვით ყურების და კისრის უკან.
2. დარწმუნდით, რომ მთლიანი თმა და სკალპი დაფარული გაქვთ სეპტოლიკის სპრეით
3. დაიმასაჟეთ ადგილები ყურებს უკან და კისერზე, თავზე დაიფარეთ შხაპის ჩაჩი.
4. 1 საათის შემდეგ მოიხსენით შხაპის ჩაჩი, დაივარცხნეთ თმა სეპტოლიკის სავარცხლით და თმა შამპუნით ჩამოიბანეთ კარგად .
5. დარწმუნდით, რომ კარგად გაქვთ ჩამობანილი.
6. გაშრობამდე ტილები და წილები თმიდან სეპტოლიკის სავარცხლით მოიშორეთ.
დავარცხნის მითითებები:გრძელი თმა ნაწილებად გაყავით და დაამაგრეთ თითოეული ნაწილი. თმის დიდი ნაწილიდან ასწიეთ პატარა ნაწილი, ისე რომ თავის კანი გამოჩნდეს. დაიწყეთ თმის ნაწილის გულდასმით დავარცხნა. სეპტოლიკი-ს სავარცხელი მჭიდროდ ჩამოუსვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. თმის ნაწილი კვლავ მიამაგრეთ დავარცხნის დასრულების შემდეგ. სველი დავარცხნილი თმა დაივარცხნეთ წვრილი სავარცხლით, რათა ადვილად მოიშოროთ ტილები და წილები.
7. 7 დღეში გაიმეორეთ პროცედურა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოვლენებს: კანის გაღიზიანებას, სიწითლესა და/ან შეშუპებას.
სეპტოლიკის თმის რეზინი პრევენციისთვის
როდის უნდა გამოიყენოთ სეპტოლიკის თმის რეზინა საპრევენციოდ?
როდესაც თავის ტილს შენიშნავთ თქვენი შვილის გარემოცვაში (მაგ. სკოლაში ან ბაღში, ან საზაფხულო ბანაკებში)
როგორ მუშაობს სეპტოლიკის თმის რეზინა
ის იცავს ტილებისგან სურნელის წყალობით, რომელიც გამოიყოფა PhytoClear Complex-ის მიერ. ლავანდას ,პიტნის, ციტრონელას, გერანიუმის, ლიმონის და ევკალიპტის ეთერზეთები კომპლექსიდან თანდათნ გამოიყოფა და მათი სურნელი სასიამოვნოა ბავშვებისთვის და მეტად უსიამოვნო ტილებისთვის.
PhytoClear Complex-ის ფორმულა არის 100%-ით ნატურალური, არ შეიცავს პესტიციდებს და სხვა ხელოვნურ დანამატებს - რაც მას ხდის უსაფრთხოს ბავშვებისთვის.
სეპტოლიკის პრევენტის თმის რეზინა ეფექტური და მყისიერი დაცვა ტილების გავრცელებისგან
არ შეიცავს პესტიციდებს და სხვა ხელოვნურ დანამატებს
არ შეიცავს Deet-ს
100% ნატურალური
სასიამოვნო სურნელი
სეპტოლიკი თმის რეზინა უზრუნველყოფს 2 კვირიან დაცვას
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენება 2 წლის ასაკიდან.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა.
ვარგისიანობა: 4 წელი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 50 მლ პოლიეთილენის ბოთლში , მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.
სეპტოლიკი 100%-იანი ეფექტურობა თავის ტილებისა და წილების წინააღმდეგ მათი განვითარების ყველა სტადიაზე .










