სედატონი #30ტ

სედატონი #30ტ

14.90 ლარი 12.22 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: შპს თბილქიმფარმი 1934
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კატაბალახა+პიტნა+შავბალახა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 162333
გააზიარე:

სედატონი

SEDATON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური საშუალება

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები:

შავბალახას ექსტრაქტი-0,025გ

კატაბალახას ექსტრაქტი-0,0125გ

პიტნის ექსტრაქტი-0,002გ

არააქტიური სუბსტანციები:

მაგნიუმის ფუძე კარბონატი, სახამებელი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, ტიტანის ორჟანგი, საღებავი, აეროსილი, ფუტკრის სანთელი.

აღწერილობა:

გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტი, პიტნის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სედატონი არის კომბინირებული ფიტოპრეპარატი.

შავაბალახას ექსტრაქტი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აქვს სპაზმოლიზური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება, ანელებს გულისცემას, ზრდის გულის შეკუმშვის ძალას და ამცირებს არტერიულ წნევას, არეგულირებს გულის რითმს ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს.

კატაბალახას (ვალერიანის) ექსტრაქტს გააჩნია სედატიური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.

პიტნის ზეთს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღვლმდენი და კარმინაციული მოქმედებები. ეფექტურია მსუბუქი უძილობის დროს.

ჩვენებები:

ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება შემდეგი მდგომარეობების დროს:

მომატებული ნერვული აგზნებადობა;

ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანება;

ძილის დარღვევა, უძილობა;

საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი;

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

არტერიული ჰიპოტენზია;

ასაკი 12 წლამდე.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად, მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

უძილობის დროს 1-2 ტაბლეტი დაძინებამდე 1 საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა განვითარდეს შეკრულობა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი აძლიერებს სხვა საძილე საშუალებების მოქმედებას, რომლებიც დამამშვიდებლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. ასევე აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და გულის სამკურნალო საშუალებების ეფექტებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა:

პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვის და სხვა მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ალკოჰოლთან ურთიერთქმედება:

მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. ჭარბი დოზირებისას აუცილებელია შეწყდეს პრეპარატის მიღება.

გამოშვების ფორმა:

30 გარსით დაფარული ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში დაუშვებელია პრეპარატის მიღება.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი გამოშვებიდან.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

LTD “TBILCHEMPHARMA 1943”

საქართველო, თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. 120ა