დიეტფარმი მაგნ.მალატი400მგ#80კ
გააზიარე:
დიეტფარმი მაგნიუმის მალატი 400 (კაფსულები N80)
გამოყენების ინსტრუქცია
დიეტფარმი მაგნიუმის მალატი 400 (კაფსულები N80)
მაგნიუმი (მაგნიუმის მალატი) – 400 მგ
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
დიეტფარმის მაგნიუმის მალატი
მაგნიუმის ორგანული ფორმა
100% მაგნიუმის მალატი!
ენერგია, რომელიც გჭირდება, სიმშვიდე, რომელსაც იმსახურებ!
ა ღწერილობა:
მაგნიუმის მალატი რეკომენდებულია დაღლილობისა და გამოფიტვის, ენერგეტიკული დეფიციტისა და ინტენსიური ფიზიკური აქტივობის პირობებში. იგი ხელს უწყობს კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას და მონაწილეობს ენერგეტიკული მეტაბოლიზმის პროცესებში. მალატი დადებით გავლენას ახდენს კონცენტრაციის უნარზე და კოგნიტურ ფუნქციებზე, რის გამოც მიზანშეწონილია სტუდენტებისა და პროფესიული საქმიანობით დატვირთული პირებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან პროდუქტიულობისა და გონებრივი სიმახვილის გაუმჯობესებისკენ.
მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები:
- კუნთების დაჭიმულობა და კრუნჩხვები;
- თავის ტკივილი და შაკიკი;
- დაღლილობა;
- შფოთვა, უძილობა;
- უძილობისგან გამოწვეული შფოთვა;
- სტრესი;
- შიში;
- ნერვიულობა;
- დეპრესია;
- მეხსიერების დაკარგვა;
- დისმენორეა;
- არითმიები;
- ოსტეოპოროზი.
- მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მინერალი ა !
მაგნიუმის ზოგადი როლი ორგანიზმში:
მაგნიუმი ორგანიზმში კალციუმის, ნატრიუმისა და კალიუმის შემდეგ მეოთხე ყველაზე გავრცელებული მაკროელემენტია. იგი მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს ენერგიის გამომუშავების პროცესებში (ATP-ის მეტაბოლიზმი), ცილის სინთეზში, დნმ-ის სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებაში, ასევე ნეიროკუნთოვანი გამტარობის რეგულაციაში. მაგნიუმი აუცილებელი მაკროელემენტია ყოველდღიური მიღებისთვის, ვინაიდან ორგანიზმს არ გააჩნია მისი სინთეზის უნარი და იგი სწრაფად იკარგება სხვადასხვა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მდგომარეობების დროს, მათ შორის სტრესის, ინტენსიური ოფლიანობისა და დიარეის შედეგად.
ენერგიის მეტაბოლიზმი:
მაგნიუმი არის ATP-ის (ადენოზინტრიფოსფატის) კოფაქტორი, ორგანიზმში მთავარი ენერგეტიკული მოლეკულა. მონაწილეობს ცილების, დნმ და რნმ-ის სინთეზში.
მნიშვნელოვანია ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში.
ნერვული სისტემა:
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციაში და ნეირონებს შორის ნერვული იმპულსების გადაცემის რეგულაციაში. იგი მონაწილეობს ნერვული რეცეპტორების მოდულაციაში, ამცირებს ნეირონულ აგზნებადობას და იცავს ნერვულ სისტემას გადაჭარბებული აგზნებისგან. აღნიშნული მექანიზმების შედეგად მაგნიუმი ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვის შემცირებას, ასევე დადებით გავლენას ახდენს ძილის რეგულაციაზე და უძილობის სიმპტომების შემსუბუქებაზე.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
არეგულირებს გულისცემას, სისხლძარღვთა ტონუსს, არტერიულ წნევას.
ამცირებს სისხლძარღვთა სპაზმს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.
ხელს უწყობს ქოლესტერინის ელიმინაციას და ლიპიდური პროფილის ნორმალიზებას.
კუნთები და ძვლები:
მონაწილეობს კუნთების შეკუმშვასა და რელაქსაციაში, არეგულირებს კალციუმის დონეს კუნთებში.
უზრუნველყოფს წინააღმდეგობას კრუნჩხვების და სპაზმების მიმართ.
აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის (მუშაობს კალციუმთან და D ვიტამინთან ერთად).
სისხლში შაქარი და ინსულინი:
ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.
ხელს უწყობს გლიკემიის ნორმალიზებას, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს.
ჰორმონები და ქალის ჯანმრთელობა:
მაგნიუმი არეგულირებს მელატონინის, კორტიზოლის, პროგესტერონის გამომუშავებას.
ამცირებს PMS სიმპტომებს, თავის ტკივილს, დაღლილობას და გაღიზიანებას.
მაგნიუმის დეფიციტი: რა არის მიზეზები?
1. საკვებთან ერთად არასაკმარისი მიღება:
დამუშავებული საკვების, დაკონსერვებული მარცვლეულის, შაქრის, ალკოჰოლის მოხმარება.
თხილის, მწვანილის, მთლიანი მარცვლეულის - მაგნიუმის ძირითადი წყაროების - დაბალი მოხმარება.
2. მაგნიუმის გაზრდილი დანაკარგი:
თირკმელების მეშვეობით: ხშირი შარდვის, დიაბეტის, შარდმდენების მიღების დროს.
ოფლიანობის გზით: ინტენსიური ვარჯიში, სიცხე, სპორტი.
კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით ალკოჰოლური ინტოქსიკაციის, ღებინების დროს.
3. ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება:
ორსულობის, ლაქტაციის, ბავშვებისა და მოზარდების ზრდის დროს.
სტრესის, დეპრესიის, უძილობის დროს.
აქტიური ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის დროს.
გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):
მაგნიუმის მალატი გამოიყენება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, განსაკუთრებით ენერგეტიკული მეტაბოლიზმის დარღვევებთან დაკავშირებულ მდგომარეობებში. მისი გამოყენება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- · ქრონიკული დაღლილობა, გამოფიტვა და ენერგიის ნაკლებობა;
- · ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და სპორტული აქტივობა;
- · კუნთოვანი სისუსტე, ტკივილი და სპაზმები;
- · ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები;
- · კონცენტრაციის დაქვეითება და კოგნიტური ფუნქციების შემცირება;
- · გონებრივი გადაძაბვა და მაღალი ინტელექტუალური დატვირთვა;
- · რეაბილიტაციის პერიოდი დაავადებებისა და სტრესული მდგომარეობების შემდეგ.
დიეტფარმი მაგნიუმის მალ ატი 400 - უპირატესობები:
- · მაგნიუმის ორგანული ფორმა მაღალი ბიოშეღწევადობით;
- · კვლევები აჩვენებს უკეთეს ბიოშეღწევადობას, ვიდრე ეს გააჩნია მაგნიუმის ციტრატს;
- · მალატი აუმჯობესებს ენერგიის გამომუშავებას მიტოქონდრიებში;
- · ხელს უწყობს ATP-ის, ენერგიის მოლეკულის, წარმოქმნას, რომელიც ყველა უჯრედისთვის უნივერსალური საწვავია;
- · კვლევები აჩვენებს დადებით ეფექტს ფიბრომიალგიასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე.
შემადგენლობა:
მაგნიუმის მალატი, კაფსულა (შესქელება: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, საღებავი: კალციუმის კარბონატი), შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
აქტიური ინგრედიენტი (ები) (საერთაშორისო ჯენერიკული დასახელება) / რაოდენობა:
|
შემადგენლობა: |
რეკომენდირებული დღიური დოზა (4 კაფსულა) |
% NRV** |
|
მაგნიუმი (მაგნიუმის მალატი) |
400 მგ |
107 % |
NRV** = საკვები ნივთიერებების ეტალონური ღირებულება
გამოშვების ფორმა:
80 კაფსულა ბლისტერზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა :
4 კაფსულა (მიიღეთ 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში).
14 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებისა და დიდებისთვის, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
მაგნიუმის გადაჭარბებული დოზით მოხმარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დიარეა, შებერილობა, მუცლის ტკივილი.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა. შესაფერისია ვეგეტარიანელებისათვის.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებ ე ლი:
Fidifarm d.o.o. (ხორვატია).
DIETPHARM-ის ყველა პროდუქტი შეესაბამება EU GMP, HACCP და CFR21სერტიფიკაციას,
შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატებზე,
რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.










