აზადეფენსი 10მლ თვ/წვეთები

აზადეფენსი 10მლ თვ/წვეთები

42.98 ლარი 36.53 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ირომედ გრუპი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რიბოფლავინი,ვიტ.ე, ნატრიუმის ჰიალურონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 161900
გააზიარე:

აზადეფენსი

ულტრაიისფერი და ლურჯი სინათლის ზემოქმედებისაგან დამცავი თვალის წვეთები

აზადეფენსი - არის ულტრაიისფერი და ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო, დამცავი ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც შეიცავს რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატს 0,05%, ვიტამინ E-ს TPGS-ფორმულას, MSM-ს, ამინომჟავებსა და ჰიალურონის მჟავას.

მოქმედებს, როგორც ულტრაიისფერი და ლურჯი სინათლისგან თვალის ზედაპირის დამცავი ფარი, პოხავს მას, რითაც ხელს უწყობს რქოვანას ეპითელიუმის დაცვას სხვადასხვა სტრესისაგან. ნატრიუმის ჰიალურონატი მექანიკურად ურთიერთქმედებს ცრემლის აპკის მუცინურ შრესთან, აკავბს წყალს და უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის ხანგრძლივ დატენიანებას და ცრემლის აპკის სტაბილურობას. ამინომჟავების სინერგიული მოქმედება, pH-ის და ცრემლის ოსმოლარობის რეგულირების გარდა, კვებავს თვალის ზედაპირს, რის შედეგადაც აუმჯობესებს ულტრაიისფერი და ლურჯი სინათლისგან გამოწვეული სტრესისგან ეპითელიუმის დაცვას. ვიტამინი E TPGS ხელს უწყობს თვალის ზედაპირის დატენიანებას.

ოფთალმოლოგიურ ხსნარს აქვს ულტრაიისფერი გამოსხივების დაზიანებისგან დამცავი და ანტიოქსიდანტური მოქმედება, იგი აჩქარებს ბუნებრივი აღდგენის პროცესს.

აზადეფენსი არის უნიკალური და სერტიფიცირებული დამცავი „აღჭურვილობა“, რომელიც იცავს რქოვანას, ბროლსა და ბადურას ულტრაიისფერი გამოსხივების, ლურჯი სინათლის, ხელოვნური სინათლის წყაროებისა და მზის ხანგრძლივი ზემოქმედებისგან, ხელს უშლის ისეთ დაზიანებებს, როგორიცაა ფოტოკერატიტი, ფოტოკერატოკონიუნქტივიტი, კატარაქტა და AMD.

აზადეფენსი ატენიანებს და იცავს თვალის ზედაპირს.

აზადეფენსი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტაქტურ ლინზებთან ერთად.

აზადეფენსი არის პირადი დამცავი „აღჭურვილობა“.

ჩვენებები:

აზადეფენსს გააჩნია ულტრაიისფერი სხივების, ლურჯი სინათლის და მზის და ხელოვნური სინათლის მავნე ზემოქმედებისაგან დამცავი მოქმედება.

აზადეფენსი ხელს უშლის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული ფოტოკერატიტის და ფოტოკერატოკონიუნქტივიტის განვითარებას.

აზადეფენსი ხელს უშლის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული კატარაქტის განვითარებას.

აზადეფენსი ხელს უშლის ულტრაიისფერი და ლურჯი სხივების ზემოქმედებით გამოწვეულ მაკულის დაბერებას.

აზადეფენსი გამოიყენება კომპიუტერთან, ტელევიზორთან და ვიდეო ტერმინალებთან ხანგრძლივი კონტაქტის დროს.

აზადეფენსი გამოიყენება ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური და ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.

აზადეფენსი გამოიყენება სპორტისა და გარე აქტივობების დროს.

აზადეფენსი გამოიყენება ისეთ გარემოში, სადაც მაღალია ულტრაიისფერი სხივების აქტივობა (მთა, ზღავა, ტროპიკული ზონები).

მისი გამოყენება არ მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე და ფერების აღქმაზე და მისი გამოყენებისას უცვლელად ნარჩუნდება კონტრასტული მგრძნობელობის დონე.

გამოყენების ინსტრუქცია:

1. გახსენით ბოთლი და მოხსენით დამცავი თავი.

2. ბოთლზე ხელის ფრთხილად მოჭერით ჩაიწვეთეთ ერთი ან ორი წვეთი თითოეულ თვალში. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. გამოყენების შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან 3 თვე. პროდუქტი გამოიყენება კონტაქტურ ლინზებზე.

შემადგენლობა:

რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი 0,05%, ნატრიუმის ქლორიდი, ვიტამინი E TPGS, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, მეთილ სულფონილ მეთანი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატის მონოჰიდრატი, L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლეიცინი, L-ლიზინის ჰიდროქლორიდი, გამოხდილი წყალი.

სიფრთხილის და უსაფრთხოების ზომები:

  • · პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი, ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
  • · პროდუქტი განკუთვნილია ერთი პაციენტისთვის.
  • · არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების აუტანლობის ან მათ მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
  • · პროდუქტის გამოყენების დროს არ შეახოთ ბოთლის საწვეთური თვალს ან სხვა ზედაპირს.
  • · არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია.
  • · გამოყენების დროს წარმოქმნილი პრობლემის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის ჩაწვეთება და მიმართეთ ექიმს.
  • · არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
  • · ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ და სწორად შენახულ პროდუქტს.
  • · გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება რქოვანას მიკროკალციფიკაცია პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ რქოვანას პრობლემები და მკურნალობდნენ ფოსფატების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატებით. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
  • · მოერიდეთ მზის, ლაზერის, შედუღების აპარატის და სხვა სახიფათო სინათლის წყაროების პირდაპირ ყურებას.
  • · შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • · გამოყენების შემდეგ ბოთლის გადაგდებით არ დააბინძუროთ გარემო.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინეთ მწარმოებელს ელექტრონულ მისამართზე

[email protected]. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ ამ პროდუქტის უსაფრთხოებას. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს და იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ეს პროდუქტი იქნა გამოყენებული.

შეფუთვა:

10 მლ ბოთლი, კონსერვანტების გარეშე

შენახვის პირობები:

გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დაახურეთ ბოთლს თავსახური. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან 3 თვე. შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

დაუზიანებელი შეფუთვის შემთხვევაში არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია, როგორც კოლოფზე, ასევე ბოთლზე.

არ გამოაცალკევოთ ბოთლი ყუთისა და ფურცელ-ჩანართისაგან, რათა სწორი გამოყენებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ერთ ადგილას შეინახოთ.

I ROMED GROUP S.r. l.

Via Tempio del Cielo 3/5 – 00144 Rome (Italy)

SERV Imed Industrial S.p.A.

Via Tempo del Cielo 3/5 – 00144 Rome (Italy)