ბეტრიო იზიტაბი #30ტ სუბლ.

ბეტრიო იზიტაბი #30ტ სუბლ.

50.00 ლარი
ქვეყანა: ლიეტუვა
მწარმოებელი: ჩამლიკ მაჰ.პამუკ სოკ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფოლიუმის მჟავა+ვიტ,ბ6+ბ12
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 161729
გააზიარე:

გამოყენების წესი

ბეტრიო იზი ტაბი

ენის ქვეშ დასადები ტაბლეტირებული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მეთილკობალამინს, მეთილფოლატს და P5P (ვიტამინ B6 -ს )

შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერება ( თითოეული ტაბლეტი ):

ვიტამინ B6 0.5 მგ

ვიტამინ B12 1000 მკგ

ფოლიუმის მჟავა 400 მკგ

დამხმარე ნივთიერებები :

იზომალტი (E953), ცელულოზა (E460), პოლივინილპოლიპიროლიდონი (E1202), პოლივინილპიროლიდონი (E 1201), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b), სტევია

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

მეთილკობალამინი ვიტამინ B12-ის აქტიური ფორმაა. ვიტამინ B12 მოქმედებს როგორც კოფაქტორი ორი ფერმენტისთვის, მეთიონინის სინთაზასთავის და L-მეთილმალონილ-CoA მუტაზასთვის. მეთიონინის სინთაზა ხელს უწყობს ჰომოცისტეინის გარდაქმნას უცვლელ ამინომჟავად მეთიონინად. მეთიონინი საჭიროა S-ადენოზილმეთიონინის წარმოქმნისთვის, რომელიც წარმოადგენს მეთილის უნივერსალურ დონორს თითქმის 100 სხვადასხვა სუბსტრატისთვის, მათ შორის დნმ, რნმ, ცილები და ლიპიდები. L-მეთილმალონილ-CoA მუტაზა გარდაქმნის L-მეთილმალონილ-CoA-ს სუქცინილ-CoA-დ მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას - პროპიონატის მეტაბოლიზმის პროცესში. ვიტამინ B6 წყალში ხსნადი ვიტამინია, ერთ-ერთი B ვიტამინების ჯგუფიდან. ვიტამინ B6 წარმოადგენს კოფაქტორს 140-ზე მეტ უჯრედულ რეაქციაში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ამინომჟავების ბიოსინთეზთან და კატაბოლიზმთან, მაგრამ ასევე მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზსა და სხვა ფიზიოლოგიურ ფუნქციებში. ფოლატი საჭიროა ორგანიზმისთვის დნმ-ის და რნმ-ის შესაქმნელად და უჯრედების გასაყოფად აუცილებელი ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის. ფოლიუმის მჟავა, რომელსაც ასევე ეწოდება ვიტამინ B9, შედის B ვიტამინების ჯგუფში. ფოლიუმის მჟავა საჭიროა ორგანიზმისთვის დნმ-ის და რნმ-ის შესაქმნელად და უჯრედების გასაყოფად აუცილებელი ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება ფოლატი, მისი მიღება საჭიროა საკვებთან ერთად, რაც აქცევს მას შეუცვლელ საკვებ ნივთიერებად.

ჩვენება :

  • ● ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას.
  • ● ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნის ნორმალურ მეტაბოლიზმს.
  • ● ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს.
  • ● ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
  • ● ხელს უწყობს დაღლილობისა და გადაღლის შემცირებას.
  • ● მონაწილეობს უჯრედების გაყოფაში.
  • ● ხელს უწყობს ამინომჟავების ნორმალურ სინთეზს.

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

არ არის განკუთვნილი 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

მიღების მეთოდი :

რეკომენდებულია დღე-ღამეში ერთი ტაბლეტის მიღება.

შეიწოვება ენის ქვეშ. ტაბლეტი უნდა გაიჩეროთ ენის ქვეშ მის გაწოვამდე.

რეკომენდებულია 11 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.

დღე-ღამეში მისაღები დოზა

1 ტაბლეტი

% NRV*

ვიტამინ B6

(პირიდოქსინის სახით)

0.5 მგ

35.71

ვიტამინ B12

(კობალამინის სახით**)

1000 მკგ

40.000

ფოლიუმის მჟავა

(მეთილფოლატის სახით***)

400 მკგ

200

* NRV (Nutrient Reference Value): დღე - ღამის განმავლობაში საკვები ნივთიერებების მოხმარების საკონტროლო მნიშვნელობა

** გამოყენებულია მეთილკობალამინი ( მეკობალაქტივი ).

მეკობალაქტივი არის Healthtech Bio Actives -ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი .

*** გამოყენებული იქნას როგორც მეოთხე თაობის ფოლატი ( კვატრეფოლიკი ).

კვატრეფოლიკი არის Gnosis -ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი .

ვარგისობის ვადა :

36 თვე

შენახვის პირობები :

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ მშრალ ადგილზე 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

უსაფრთხოების ზომები :

  • ● რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება
  • ● საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას.
  • ● კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში ან პრეპარატების მიღებისას.
  • ● არ არის პრეპარატი. არ გამოიყენება დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის.
  • ● შეიცავს დამატკბობელს.
  • ● ჭარბი მოხმარება შეიძლება იწვევდეს საფაღარათო მოქმედებას.

შეფუთვის ფორმა :

პირის ღრუში ხსნადი 30 ტაბლეტი გამჭვირვალე პვქ/ალ ბლისტერში.

საკვები დანამატის დამტკიცების ნომერი :

016795-13.03.2023

საწარმოო ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი :

TR-34-K-138907

მწარმოებელი :

Natuwell Sağlık Ürünleri A.Ş.

ჩამლიკ მაჰ. პამუკ სოკ. A ბლოკი ბინა No:12-16/17

უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი

საწარმოო ობიექტი :

VEFA İlaç San. ve Tic. A.Ş.

ბეილიკდუზუ OSB მაჰ., 2. ბულვარი No:4

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი ქვეყანა :

თურქეთი (ვიტამინ B12 - ესპანეთი, ფოლიუმის მჟავა - იტალია)