სანდეველი 400სე 20მლ სპრეი

სანდეველი 400სე 20მლ სპრეი

35.00 ლარი 29.75 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი(ვიტ.D3)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 161727
გააზიარე:

სანდეველი 400 ( SUNDEWEL 400 )

საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს 400 სე სპრეის

აქტიური ინგრედიენტი ( ერთ შესხურებაზე ):

ვიტამინი D3 10 მკგ (400 სე)

სხვა ინგრედიენტები :

ზეითუნის ზეთი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე :

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ცნობილია მისი მნიშვნელოვანი როლით ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის შეწოვაში და შენარჩუნებაში. მზის სინათლის ზემოქმედებით ხდება ორგანიზმში D ვიტამინის სინთეზირება წინამორბედიდან, რომელიც მიიღება ქოლესტერინიდან. ადამიანის ორგანიზმმა შეიძლება ასევე მიიღოს D ვიტამინი ზოგიერთი საკვები პროდუქტიდან და დანამატიდან იმისათვის, რომ საჭირო მაჩვენებელზე შეინარჩუნოს მისი დონე სისხლში. D ვიტამინის აქტიური ფორმა მოქმედებს როგორც ჰორმონი, რომლის მოქმედება მიმართულია ისეთ ორგანოებზე, როგორიცაა ნაწლავები, თირკმელები და ძვლები. ნაწლავში D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, რომლებიც აუცილებელია ძვლების მინერალიზაციისთვის. D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩონჩხის კუნთების ნორმალური განვითარებისთვის და კუნთის გასაძლიერებლად. ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობაში მისი როლის გარდა, D ვიტამინი ასრულებს რიგ სხვა ფუნქციას, მათ შორის აძლიერებს იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს.

ჩვენება :

· კალციუმის აბსორბციისა და ბალანსის გაუმჯობესება

· ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება

· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება

· იმუნური სისტემის გაძლიერება

გამოყენების მეთოდი:

რეკომენდებულია 1 შესხურების (3 წვეთის) მიღება ერთხელ დღეში.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა

1 შესხურება=3 წვეთი

NRV%*

ვიტამინი D3

(ქოლეკალციფეროლი, D3 ვიტამინის სახით)

400 სე

(10 მკგ)

200

* NRV: ნუტრიენტის სადღეღამისო რეკომენდებული მნიშვნელობა (Nutrient Reference Value)

ვარგისობის ვადა:

36 თვე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.

სიფრთხილის ზომები :

· ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

· საკვები დანამატები არ ცვლის ნორმალურ კვებას.

· ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სარეალიზაციო შეფუთვა და შეფუთვის შიგთავსი :

წარმოდგენილია 20 მლ ტევადობის ქარვისფერ მინის ბოთლში პოლიპროპილენის გამფრქვევი დოზატორი-თავსახურით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 თავსახურს საწვეთურით საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად. საწვეთურის გამოყენებისას მოხსენით გამფრქვევი დოზატორი-თავსახური ბოთლს და მოარგეთ თავსახური საწვეთურით.