ვიტ B12 ლაიფი 30მლ ორალ/სპრ
გააზიარე:
ვიტამინი B12 ლაიფი სპრეი 30 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები :
მეთილკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერითროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმობლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების ნორმალიზაციას, მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირებაში, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას, ახდენს ანაბოლურ მოქმედებას,ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.
ფარმაკოკინეტიკა :
სისხლში მეთილკობალამინი უერთდება ტრანსკობალამინ I და II-ს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირება ძირითადად ხდება ღვიძლში და ნაწლავის კედლებში, გამოიყოფა ძირითადად თირკმლიდან.
ჩვენებები:
ჰემატოლოგია :
პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია.
ნევროლოგია :
დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა, შაკიკი. გაფანტული სკლეროზი, პერიფერიული ნევრიტები, ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები. სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო, კუნთოვანი სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანება. ტკივილის სინდრომი პერიფერიული და ნერვული სისტემის დაავადებებისას.
ენდოკრინოლოგია :
ჰიპოტროფია (ახდენს ანაბოლურ მოქმედებას), დაღლილობა, დიაბეტური ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია.
ოფთალმოლოგია :
გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება და მხედველობის გაუმჯობესება, მხედველობის ნერვის ატროფია.
კარდიოლოგია :
კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა.
გასტრო - ენტეროლოგია :
კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ტოქსიური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი.
დერმატოლოგია :
ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ნეიროდერმიტები, ჰერპეტიფორმული დერმატიტი.
ანდროლოგია :
ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა.
|
შემადგენლობა : |
დღიური დოზა (4 სპრეი): |
|
ლიპოსომური ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) |
1000 µg |
არ შეიცავს შაქარს ან ალკოჰოლს.
პროდუქტის ფორმა:
ორალური სპრეი, 30 მლ ფლაკონი (240 დოზა), მარწყვისა და ვანილის არომატით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მიღების წესი :
4 შესხურება ენის ქვეშ, დღეში ერთხელ.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.
მწარმოებელი :
Life on Healthcare LTD (დიდი ბრიტანეთი).










