ელიქსაბანი 5მგ #60ტ

ელიქსაბანი 5მგ #60ტ

50.00 ლარი
ქვეყანა: მალტა
მწარმოებელი: კომბინო ფარმ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აპიქსაბანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 161407
გააზიარე:

პრეპარატის დასახელება

ელიქსაბანი
ELIXABAN

  1. შემადგენლობა

• აქტიური ნივთიერება:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აპიქსაბანს - 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი - იხ. პ. 6.1.

  1. ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ვარდისფერი, ორმხრივამობურცული, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

  1. კლინიკური მახასიათებლები

4.1. თერაპიული ჩვენებები

ელიქსაბანი ნაჩვენებია ზრდასრულ პაციენტებში:

• ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით (NVAF), ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორით, როგორიც არის გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), 75 წელზე მეტი ასაკი, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA კლასი II-IV).

• ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (PE) მკურნალობისთვის და DVT-ს და PE-ს რეციდივის პროფილაქტიკისთვის.

4.2. მიღების წესი და დოზირება

დოზირება:

ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით (NVAF)

აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ორჯერ.

დოზის შემცირება

აპიქსაბანის რეკომენდებული პერორალური დოზა შეადგენს 2.5 მგ დღეში ორჯერ არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში (NVAF) და შემდეგი მახასიათებლებიდან სულ მცირე ორი მახასიათებლით: 80 წლის ან მეტი ასაკის, 60 კგ ან ნაკლები სხეულის წონის ან შრატში კრეატინინის დონის 1.5 მგ/დლ ან მეტის.

თერაპიის გაგრძელება შესაძლებელია ხანგრძლივი დროით.

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) მკურნალობა და განმეორებითი DVT-ს პროფილაქტიკა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (PE) მკურნალობა და განმეორებითი PE-ს პროფილაქტიკა

მწვავე ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (PE) სამკურნალოდ აპიქსაბანის რეკომენდებული პერორალური მისაღები დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში, შემდეგ კი - 5 მგ-ს დღეში ორჯერ. არსებული სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით, მკურნალობის მოკლე ხანგრძლივობა (არანაკლებ 3 თვე) უნდა ეფუძნებოდეს დროებით რისკ-ფაქტორებს (მაგალითად, ბოლო დროს ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, ტრავმა ან იმობილიზაცია).

აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა მორეციდივე DVT და PE-ს პროფილაქტიკისთვის შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ორჯერ. როდესაც ნაჩვენებია მორეციდივე DVT და PE-ს პროფილაქტიკა, პრეპარატის პერორალური მიღება 2.5 მგ დღეში ორჯერ დოზით უნდა დაიწყოს აპიქსაბანი 5 მგ დღეში ორჯერ დოზირებით ან სხვა ანტიკოაგულანტით 6 თვიანი სამკურნალო კურსის პერიოდის დასრულების შემდეგ, როგორც მითითებულია ქვემოთ პირველ ცხრილში.

ცხრილი 1

დოზირების რეჟიმი | მაქსიმალური დღიური დოზა

DVT-ს და PE-ს მკურნალობა
10 მგ დღეში ორჯერ პირველი 7 დღის განმავლობაში | 20 მგ

შემდგომ 5 მგ დღეში ორჯერ | 10 მგ

განმეორებითი DVT-ს და/ან PE-ს პროფილაქტიკა DVT ან PE-ს 6 თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ
2.5 მგ დღეში ორჯერ | 5 მგ

მთლიანი თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად მკურნალობის სარგებლისა და სისხლდენის წარმოქმნის რისკის თანაფარდობის ყურადღებით შეფასების შემდეგ.

პრეპარატის მიღების გამოტოვება

თუ პრეპარატის დოზის მიღება გამოტოვებულია, პაციენტმა უნდა დაუყოვნებლივ მიიღოს ელიქსაბანი, ხოლო შემდეგ გააგრძელოს მისი მიღება რეჟიმით ორჯერ დღეში.

პრეპარატის შეცვლა

პარენტერალური ანტიკოაგულანტებით მკურნალობიდან ელიქსაბანზე გადასვლა (და პირიქით) შეიძლება განხორციელდეს იმ მომენტში, როდესაც დაგეგმილია მომდევნო დოზის მიღება. ამ სამკურნალო პრეპარატების ერთდროულად მიღება არ შეიძლება.

K ვიტამინის ანტაგონისტებიდან (VKA) ელიქსაბანზე გადასვლა

K ვიტამინის ანტაგონისტებით (KVA) თერაპიიდან ელიქსაბანზე გადასვლისას საჭიროა ვარფარინის ან სხვა VKA-ების მიღება შეწყდეს და დაწყებული იქნას ელიქსაბანის მიღება მაშინ, როდესაც საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მნიშვნელობა 2.0-ზე ნაკლები იქნება.

ელიქსაბანით თერაპიიდან VKA თერაპიაზე გადასვლა

პაციენტის ელიქსაბანით თერაპიიდან VKA-ზე გადასვლისას საჭიროა ელიქსაბანის მიღება გაგრძელდეს VKA-თი თერაპიის დაწყების შემდეგ არანაკლებ 2 დღის განმავლობაში. ელიქსაბანისა და VKA-ს ერთდროული მიღების 2 დღის შემდეგ, INR-ის მნიშვნელობა უნდა განისაზღვროს ელიქსაბანის მორიგი გრაფიკით დაგეგმილი დოზის მიღებამდე. ელიქსაბანის და VKA-ს ერთდროული მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ INR-ის მნიშვნელობა არ მიაღწევს ≥2.0-ს.

ხანდაზმული პაციენტები

VTE – პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

NVAF - პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს დოზის შემცირებას.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

  • DVT-ს მკურნალობის, PE-ს მკურნალობის და განმეორებითი DVT და PE (VTEt) პროფილაქტიკის დროს ელიქსაბანის დოზის კორექცია საჭირო არ არის;
  • ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკის დროს NVAF-ის მქონე პაციენტებში, შრატში კრეატინინის დონით >1.5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ), რომელიც ასოცირებულია >80 წლის ასაკთან ან სხეულის წონასთან

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) მოქმედებს რეკომენდაციები:

  • DVT-ს მკურნალობის, PE-ს მკურნალობის და განმეორებითი DVT და PE (VTEt) პროფილაქტიკის დროს ელიქსაბანი გამოიყენება სიფრთხილით;
  • ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკის დროს NVAF-ის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ ელიქსაბანის დაბალი დოზა 2.5 მგ დღეში ორჯერ.

პაციენტებში კრეატინინის კლირენსით

ღვიძლის უკმარისობა

ელიქსაბანის მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებით გამოწვეულ კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის რისკთან ერთად.

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატი არ არის რეკომენდებული. პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს სკალით კლასი A ან B). მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

კლინიკურ კვლევებში არ იყვნენ ჩართული პაციენტები ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობით (ნორმის ზედა ზღვარზე 2-ჯერ მაღალი ALT/AST) ან ნორმის ზედა ზღვარზე 1.5 ჯერ ან მეტჯერ მაღალი საერთო ბილირუბინით. ამასთან დაკავშირებით, პაციენტების ამ ჯგუფში ელიქსაბანი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ელიქსაბანის მიღების დაწყებამდე აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.

სხეულის წონა

VTE - პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

NVAF - დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს დოზის შემცირებას.

სქესი

პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კათეტერული აბლაცია (NVAF)

შესაძლებელია აპიქსაბანის გაგრძელება პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კათეტერული აბლაცია.

პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ კარდიოვერსია

შესაძლებელია აპიქსაბანით მკურნალობის დაწყება ან მკურნალობის გაგრძელება NVAF-ის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კარდიოვერსია.

პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ ანტიკოაგულანტებით, კარდიოვერსიამდე უნდა განიხილებოდეს მარცხენა წინაგულის თრომბის გამორიცხვა გამოსახულების ვიზუალურად მართვადი მეთოდების გამოყენებით (მაგ. ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)), დადგენილი სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად.

პაციენტებს, რომლებიც იწყებენ აპიქსაბანით მკურნალობას, კარდიოვერსიამდე უნდა მიეცეს 5 მგ ორჯერ დღეში მინიმუმ 2.5 დღის განმავლობაში (5 ერთჯერადი დოზა), რათა უზრუნველყოფილი იქნას ადეკვატური ანტიკოაგულაცია. დოზირების რეჟიმი უნდა შემცირდეს 2.5 მგ აპიქსაბანამდე, რომელიც მიიღება დღეში ორჯერ მინიმუმ 2.5 დღის განმავლობაში (5 ერთჯერადი დოზა), თუ პაციენტი აკმაყოფილებს დოზის შემცირების კრიტერიუმებს (იხ. ზემოთ პუნქტები „დოზის შემცირება“ და „თირკმლის უკმარისობა“).

თუ საჭირო იქნება კარდიოვერსიის ჩატარება აპიქსაბანის 5 დოზის მიღებამდე, უნდა დაინიშნოს 10 მგ დატვირთვითი დოზა და შემდეგ 5 მგ დღეში ორჯერ. უნდა შემცირდეს დატვირთვითი დოზა 5 მგ-მდე და გაგრძელდეს დოზირების რეჟიმით 2.5 მგ დღეში ორჯერ, თუ პაციენტი აკმაყოფილებს დოზის შემცირების კრიტერიუმებს (იხ. ზემოთ პუნქტები „დოზის შემცირება“ და „თირკმლის უკმარისობა“). დატვირთვითი დოზა მიიღება კარდიოვერსიამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.

კარდიოვერსიის ჩატარებამდე საჭიროა დარწმუნება, რომ პაციენტმა მიიღო აპიქსაბანი დანიშნულების შესაბამისად. კარდიოვერსიაზე დაქვემდებარებულ პაციენტებში გადაწყვეტილების მიღება მკურნალობის დაწყებაზე და გაგრძელებაზე უნდა მოხდეს ანტიკოაგულაციური მკურნალობის დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით.

პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით (NVAF) და მწვავე კორონარული სინდრომით (ACS) და/ან კანქვეშა კორონარული ინტერვენციით (PCI)

NVAF პაციენტებისთვის არსებობს აპიქსაბანის რეკომენდებული დოზით მკურნალობის შეზღუდული გამოცდილება, როდესაც აპიქსაბანი გამოიყენება ანტითრომბოზულ საშუალებებთან ერთად ACS-ის მქონე პაციენტებში და/ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ PCI ჰემოსტაზის მიღწევის შემდეგ.

პედიატრიული პოპულაცია

ელიქსაბანის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის, მონაცემები არ არსებობს.

მიღების წესი

პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ელიქსაბანის ტაბლეტები აუცილებლად უნდა გადაიყლაპოს წყლის დაყოლებით. პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, ელიქსაბანის ტაბლეტები შეიძლება დანაწევრდეს და გაიხსნას სუსპენზიის სახით წყალში ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში (D5W) ან ვაშლის წვენში ან შეერიოს ვაშლის პიურეს და მიღებული იქნას პერორალურად დაუყოვნებლივ. ალტერნატივის სახით, ელიქსაბანის ტაბლეტები შეიძლება დანაწევრდეს და გაიხსნას სუსპენზიის სახით 60 მლ წყალში ან D5W-ში და მიღებული სუსპენზია დაუყოვნებლივ იქნას შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდიდან.

ელიქსაბანის დანაწევრებულ ტაბლეტებში აქტიური ნივთიერება სტაბილურია წყალში, D5W-ში, ვაშლის წვენში და ვაშლის პიურეში 4 საათამდე დროის განმავლობაში.

4.3. უკუჩვენება:

• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ, რაც მითითებულია პუნქტში 6.1.

• აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.

• ღვიძლის დაავადებები, რომელიც ასოცირდება კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების რისკთან.

• დაზიანების კერის არსებობა ან მასიური სისხლდენის გამოხატულ რისკთან დაკავშირებული მდგომარეობები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული ამჟამად ან ახლო წარსულში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობა სისხლდენის მაღალი რისკით, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ბოლო დროს მიღებული ტრავმა, ბოლო დროს ჩატარებული ოპერაცია თავის ტვინზე, ზურგის ტვინზე, ან თვალებზე, ბოლო დროს ქალასშიდა სისხლდენა, გამოვლენილი ან საეჭვო საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სისხლძარღვთა განვითარების არტერიო-ვენოზური ანომალიები, სისხლძარღვთა ანევრიზმა ან მსხვილი ხერხემლისშიდა ან თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობები.

• ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულაციური საშუალებით, მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინით (UFH), დაბალმოლეკულური ჰეპარინებით (ენოქსიპარინი, დალტეპარინი და სხვა) ჰეპარინის წარმოებულებით (ფონდაპარინუქსი და სხვა), ორალური ანტიკოაგულანტებით (ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი და სხვა) ერთდროული მკურნალობა, გარდა სხვა ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადასვლის განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც UFH-ის დანიშვნა ხდება ისეთი დოზებით, რაც აუცილებელია ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, ან UFH-ის გამოყენებისას წინაგულების ფიბრილაციისთვის კათეტერული აბლაციის დროს.

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

სისხლდენის რისკი

ისევე, როგორც სხვა ანტიკოაგულანტების შემთხვევაში, აპიქსაბანის მიმღებ პაციენტებზე საჭიროა ყურადღებით მონიტორინგი სისხლდენის ნიშნების გამოსავლენად. სისხლდენის მაღალ რისკთან დაკავშირებული მდგომარეობების დროს რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება სიფრთხილით. ელიქსაბანის მიღება მძიმე სისხლდენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აპიქსაბანით თერაპია არ საჭიროებს სისხლში მის კონცენტრაციაზე მუდმივ მონიტორინგს, შეიძლება ზოგჯერ მიზანშეწონილი იყოს ანტი-Xa ფაქტორული აქტივობის ანალიზის ჩატარება იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აპიქსაბანის ზემოქმედების მონაცემები შეიძლება ხელს უწყობდეს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას, მაგალითად, დოზის გადაჭარბების და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის დროს.

აგენტი აპიქსაბანის ანტი-Xa ფაქტორული აქტივობის შესაცვლელად ხელმისაწვდომია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემოსტაზზე

სისხლდენის მაღალი რისკის გამო, ნებისმიერ სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ელიქსაბანის მიღება ერთდროულად ანტითრომბოციტულ პრეპარატებთან ზრდის სისხლდენის რისკს.

თერაპია პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (SSRIs)/ სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (SNRIs) და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (NSAIDs), აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით, უნდა ჩატარდეს სიფრთხილით. ქირურგიული ჩარევის შემდეგ არ არის რეკომენდებული აპიქსაბანის სხვა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენება.

წინაგულების ფიბრილაციისა და იმ მდგომარეობების მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად საჭიროებენ ერთი ან ორი ანტითრომბული საშუალებით თერაპიას, ელიქსაბანთან კომბინირებამდე აუცილებელია პოტენციური სარგებლისა და რისკის თანაფარდობის ყურადღებით შეფასება.

კლინიკურ კვლევაში წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, ASA-ს ერთდროულად მიღება ზრდიდა მასიური სისხლდენის რისკს აპიქსაბანის მიღებისას წელიწადში 1.8%-დან წელიწადში 3.4%-მდე, და ასევე ზრდიდა სისხლდენის რისკს ვარფარინის მიღებისას წელიწადში 2.7%-დან წელიწადში 4.6%-მდე. ამ კლინიკურ კვლევაში კომბინირებული თერაპია ორი ანტითრომბოციტური პრეპარატით გამოიყენებოდა იშვიათად (2.1%).

კლინიკურ კვლევაში ჩართული იყო პაციენტები წინაგულების ფიბრილაციით ACS-ით და/ან გადატანილი PCI-ით, დაგეგმილი მკურნალობის პერიოდით P2Y12-ინჰიბიტორით (ASA-თი ან მის გარეშე) და პერორალური ანტიკოაგულანტით (აპიქსაბანი ან VKA) 6 თვის განმავლობაში. ASA-ს ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა ISTH (თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოება) მძიმე ან CRNM (კლინიკურად მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მძიმე) სისხლდენის რისკი აპიქსაბანით ნამკურნალებ სუბიექტებში 16.4%-დან წელიწადში 33.1%-მდე.

კლინიკური კვლევის პერიოდში მწვავე კორონარული სინდრომის შემდგომ სისხლდენის მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ მრავალი კარდიოლოგიური და არაკარდიოლოგიური თანმხლები დაავადება, და რომლებიც იღებდნენ ასპირინს ან ასპირინისა და კლოპიდოგრელის კომბინაციას, დაფიქსირდა მასიური სისხლდენის მნიშვნელოვნად მომატებული რისკი აპიქსაბანის მიღებისას (5.13% წელიწადში) პლაცებოსთან შედარებით (წელიწადში 2.04%).

თრომბოლიზური საშუალებების გამოყენება მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ

არსებობს საკმაოდ უმნიშვნელო გამოცდილება მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ თრომბოლიზური საშუალებების გამოყენების შესახებ აპიქსაბანის მიმღებ პაციენტებში.

პაციენტები გულის ხელოვნური სარქვლებით

აპიქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტურობა გულის ხელოვნური სარქვლების მქონე პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით ან მის გარეშე შესწავლილი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ელიქსაბანის გამოყენება ამ ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მქონე პაციენტები

პერორალურად მისაღები პირდაპირი ანტიკოაგულანტების, Xa ფაქტორის სელექციური ინჰიბიტორების (DOACs), მათ შორის აპიქსაბანის, მიღება არ არის რეკომენდებული წარსულში თრომბოზის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი. DOACs მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს განმეორებადი თრომბოზული მოვლენების სიხშირის ზრდასთან, K ვიტამინის ანტაგონისტურ თერაპიასთან შედარებით, კერძოდ, სამმაგი დადებითი ეფექტის მქონე პაციენტებისთვის (მგლურას ანტიკოაგულანტი, კარდიოლიპინის ანტისხეულები და I ტიპის ბეტა-2-გლიკოპროტეინის ანტისხეულები).

ქირურგიული ჩარევები და ინვაზიური პროცედურები

ელიქსაბანის მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ 48 საათით ადრე იმ გეგმიური ოპერაციის ან ინვაზიური პროცედურის ჩატარებამდე, რომლებიც დაკავშირებულია სისხლდენის ზომიერ ან მაღალ რისკთან. ამაში შედის ისეთი ჩარევებიც, რომლის დროსაც კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის ალბათობა გამორიცხული არ არის, ან რომლისთვისაც სისხლდენის რისკი მიუღებელია.

სისხლდენის დაბალი რისკის მქონე გეგმიურ ოპერაციამდე ან ინვაზიურ პროცედურამდე ელიქსაბანის მიღება უნდა შეწყდეს არაუგვიანეს 24 საათით ადრე. ამაში შედის ჩარევები, რომელთა დროსაც მოსალოდნელია მინიმალური, ლოკალიზაციის მიხედვით არაკრიტიკული ან ადვილად კონტროლირებადი სისხლდენა.

თუ ოპერაციის ან ინვაზიური პროცედურის გადადება არ შეიძლება, ისინი უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიფრთხილით, სისხლდენის მომატებული რისკის გათვალისწინებით. საჭიროა სისხლდენის რისკისა და გადაუდებელი ჩარევის საჭიროების თანაფარდობის შეფასება.

ქირურგიული ჩარევის ან ინვაზიური პროცედურის შემდეგ ელიქსაბანის მიღება უნდა განახლდეს რაც შეიძლება მალე, იმ პირობით, რომ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური სიტუაცია და მიღწეულია სათანადო ჰემოსტაზი.

პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ კათეტერული აბლაცია წინაგულების ფიბრილაციისთვის, აპიქსაბანით მკურნალობა არ საჭიროებს შეწყვეტას.

თერაპიის დროებითი შეწყვეტა

ანტიკოაგულანტების, მათ შორის ელიქსაბანის მიღება აქტიური სისხლდენის, გეგმიური ოპერაციის, ან ინვაზიური პროცედურის გამო ზრდის პაციენტისთვის თრომბოზის რისკს. უნდა ვერიდოთ მკურნალობაში ინტერვალების გაკეთებას, და თუ საჭიროა ელიქსაბანით ანტიკოაგულანტური თერაპიის შეჩერება რაიმე მიზეზით, აუცილებელია მისი განახლება მაშინვე, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

PE-ს მქონე პაციენტები არასტაბილური ჰემოდინამიკით ან პაციენტები, რომლებისთვისაც ნაჩვენებია თრომბოლიზისი ან ფილტვის არტერიის ემბოლექტომია

რადგანაც აპიქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტურობა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მქონე პაციენტებში არასტაბილური ჰემოდინამიკით, ან პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჩაუტარდეთ თრომბოლიზისი ან ფილტვის არტერიის ემბოლექტომია, დადგენილი არ არის, ელიქსაბანის გამოყენება არაფრაქცირებული ჰეპარინის ნაცვლად ამ კლინიკურ სიტუაციებში რეკომენდებული არ არის.

პაციენტები აქტიურად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნით

აქტიური პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ვენური თრომბოემბოლიის და სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი.

როდესაც აპიქსაბანი განიხილება DVT ან PE-ს სამკურნალოდ პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში, უნდა მოხდეს სარგებელი-რისკის მიმართებაში ფრთხილად შეფასება.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

შეზღუდული კლინიკური მონაცემები ადასტურებენ სისხლის პლაზმაში აპიქსაბანის კონცენტრაციის მომატებას პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკის მომატება.

DVT-ს მკურნალობისთვის, PE-ს მკურნალობისთვის და მორეციდივე DVT-ს და PE-ს პროფილაქტიკისთვის (VTE-ს მკურნალობა) პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ), აპიქსაბანი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის NVAF-ის მქონე პაციენტებმა თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) და პაციენტებმა შრატში კრეატინინის დონით ≥1.5 მგ/დლ (133 მკმოლ/ლ), ≥80 წლის ასაკში ან სხეულის წონით ≤60 კგ, უნდა მიიღონ აპიქსაბანის შემცირებული დოზა 2.5 მგ დღეში ორჯერ.

აპიქსაბანის კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო პაციენტებში კრეატინინის კლირენსით

ხანდაზმული პაციენტები

ასაკის მატებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი.

ელიქსაბანის და ASA-ის ერთდროულად გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე, სისხლდენის პოტენციურად მაღალი რისკის გათვალისწინებით.

სხეულის წონა

სხეულის დაბალი წონის (

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

აპიქსაბანის მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებით გამოწვეულ კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების რისკთან ერთად.

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს სკალით კლასი A ან B).

კლინიკური კვლევებიდან გამორიცხული იყვნენ პაციენტები ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობით (ნორმის ზედა ზღვარზე 2-ჯერ მაღალი ALT / AST) ან ნორმის ზედა ზღვარზე 1.5-ჯერ ან მეტჯერ მაღალი საერთო ბილირუბინით. ამასთან დაკავშირებით, პაციენტების ამ ჯგუფში ელიქსაბანი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. აპიქსაბანის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტირება.

ურთიერთქმედება ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)-ის და P-გლიკოპროტეინის (P-gp) ინჰიბიტორებთან

არ არის რეკომენდებული აპიქსაბანის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იტარებენ სისტემურ მკურნალობას ძლიერი CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორებით, როგორიცაა აზოლური ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) და აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით (მაგალითად, რიტონავირი).

ამ სამკურნალო პრეპარატებს შეუძლიათ გააძლიერონ აპიქსაბანის ეფექტი 2-ჯერ ან მეტჯერ დამატებითი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ასევე აძლიერებენ აპიქსაბანის ეფექტს (მაგალითად, თირკმლის მძიმე უკმარისობა).

ურთიერთქმედება CYP3A4 და P-gp ინდუქტორებთან

აპიქსაბანის ერთდროულად გამოყენებამ ძლიერ CYP3A4 და P-gp ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ან მცენარე კრაზანა) შეიძლება შეამციროს აპიქსაბანის ეფექტი დაახლოებით 50%-ით.

კლინიკურ კვლევაში წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში აპიქსაბანისა და ძლიერი CYP3A4 და P-gp ინდუქტორების კომბინირებული გამოყენებისას დაფიქსირდა პრეპარატის ეფექტურობის შემცირება და სისხლდენის უფრო მაღალი რისკი აპიქსაბანის მონოთერაპიასთან შედარებით.

პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ერთდროულად სისტემურ თერაპიას ძლიერი CYP3A4 და P-gp ინდუქტორებით, მოცემულია შემდეგი რეკომენდაციები:

  • აპიქსაბანი გამოიყენება სიფრთხილით, ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის NVAF-ის მქონე პაციენტებში და მორეციდივე DVT და PE-ის პროფილაქტიკის დროს;
  • DVT-ის და PE-ის სამკურნალოდ აპიქსაბანი არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც მისი ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.

ლაბორატორიული ანალიზების პარამეტრები

როგორც მოსალოდნელი იყო, აპიქსაბანის მოქმედების მექანიზმი გავლენას ახდენს სისხლის კოაგულაციის ანალიზების შედეგებზე (მაგალითად, პროთრომბინის დრო, INR და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT)).

სისხლის კოაგულაციის ამ ანალიზების შედეგებში დაფიქსირებული ცვლილებები აპიქსაბანის სავარაუდო თერაპიულ დოზებზე მცირეა და ხასიათდება ვარიაბელურობის მაღალი ხარისხით.

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებებზე

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის, ან გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებმა ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, შესაბამისად იგი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

CYP3A4 და P-gp-ის ინჰიბიტორები

აპიქსაბანის ერთდროულად მიღება ძლიერ CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორ კეტოკონაზოლთან (400 მგ დღეში ერთხელ), იწვევდა აპიქსაბანის საშუალო AUC-ის 2-ჯერ მომატებას და საშუალო Cmax-ის 1.6-ჯერ მომატებას.

არ არის რეკომენდებული ელიქსაბანის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად სისტემურად იღებენ ძლიერ CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორებს, როგორიცაა აზოლების ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი).

სავარაუდოა, რომ აქტიური ნივთიერებები, რომლებიც არ ითვლება ძლიერ CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორებად (მაგ., ამიოდარონი, კლარითრომიცინი, დილთიაზემი, ფლუკონაზოლი, ნაპროქსენი, ქინიდინი, ვერაპამილი), ნაკლები ხარისხით გაზრდიან აპიქსაბანის კონცენტრაციას პლაზმაში.

აპიქსაბანის დოზის კორექცია არ არის საჭირო მისი ერთდროულად გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან, რომლებიც არ არიან ძლიერი CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორები, მაგალითად, დილთიაზემი (დოზით 360 მგ დღეში ერთხელ), რომელიც ითვლება ზომიერ CYP3A4 ინჰიბიტორად და სუსტ P-gp ინჰიბიტორად, და იწვევს აპიქსაბანის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 1.4-ჯერ მომატებას, ხოლო Cmax-ის საშუალო მნიშვნელობის 1.3-ჯერ მომატებას.

ნაპროქსენი (ერთჯერადი დოზა 500 მგ), რომელიც წარმოადგენს P-gp ინჰიბიტორს, მაგრამ არა CYP3A4-ის ინჰიბიტორს, ზრდის AUC და Cmax-ის საშუალო მნიშვნელობებს 1.5 და 1.6-ჯერ, შესაბამისად.

კლარითრომიცინი (დოზით 500 მგ დღეში ორჯერ), არის P-gp ინჰიბიტორი და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი, რის შედეგადაც ის იწვევდა AUC და Cmax-ის საშუალო მნიშვნელობების შესაბამისად 1.6 და 1.3-ჯერ მომატებას.

CYP3A4 და P-gp-ის ინდუქტორები

აპიქსაბანის ერთდროულად გამოყენება ძლიერ CYP3A4 და P-gp ინდუქტორ რიფამპიცინთან იწვევდა აპიქსაბანის AUC და Cmax-ის საშუალო მნიშვნელობების შესაბამისად 54%-ით და 42%-ით შემცირებას.

აპიქსაბანის ერთდროულად გამოყენებამ სხვა ძლიერ CYP3A4 და P-gp ინდუქტორებთან (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან მცენარე კრაზანა) ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში აპიქსაბანის კონცენტრაციის შემცირება.

აპიქსაბანის ამ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას მისი დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუმცა იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ერთდროულად სისტემური თერაპია ძლიერი CYP3A4 და P-gp ინდუქტორებით, აპიქსაბანი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის NVAF-ის მქონე პაციენტებში და მორეციდივე DVT-ის და PE-ის პროფილაქტიკისთვის.

აპიქსაბანი არ არის რეკომენდებული DVT-ის და PE-ის მკურნალობისთვის პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად უტარდებათ სისტემური თერაპია ძლიერი CYP3A4 და P-gp ინდუქტორებით, რადგანაც მისი ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.

ანტიკოაგულანტები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, SSRI/SNRI-ები და NSAID-ები

სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო, სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მკურნალობა უკუნაჩვენებია, გარდა ანტიკოაგულანტული თერაპიის ჩანაცვლების სპეციფიკური შემთხვევებისა, როდესაც UFH მიიღება გარკვეული დოზებით ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შესანარჩუნებლად, ან როდესაც UFH ინიშნება წინაგულების კათეტერული აბლაციისთვის ფიბრილაციის დროს.

ენოქსაპარინის (40 მგ ერთჯერადი დოზა) და აპიქსაბანის (5 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროული მიღების შემდეგ შეინიშნებოდა დამატებითი ეფექტი Xa ანტიფაქტორის აქტივობის მიმართ.

აპიქსაბანის აცეტილსალიცილის მჟავასთან (ASA) 325 მგ დღეში ერთხელ დოზით მიღებისას არ შეინიშნებოდა ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები.

აპიქსაბანის კლოპიდოგრელთან (75 მგ დღეში ერთხელ) ან 75 მგ კლოპიდოგრელისა და 162 მგ დღეში ერთხელ ASA-ს კომბინაციასთან ან პრასუგრელთან (60 მგ და შემდგომი 10 მგ დოზით დღეში ერთხელ) ერთდროულად მიღებისას არ დარეგისტრირებულა სისხლდენის ხანგრძლივობის ან თრომბოციტების შემდგომი აგრეგაციის მნიშვნელოვანი მომატება, ანტითრომბოციტული საშუალებების აპიქსაბანის გარეშე მიღებასთან შედარებით.

ნაპროქსენი

P-gp-ის ინჰიბიტორმა ნაპროქსენმა (500 მგ-იანი) გამოიწვია აპიქსაბანის AUC-ისა და Cmax-ის საშუალო მნიშვნელობების შესაბამისად 1.5-ჯერ და 1.6-ჯერ ზრდა. აპიქსაბანისთვის დაფიქსირდა ასევე შედედების ტესტების შესაბამისი ზრდა. ნაპროქსენის არაქიდონის მჟავით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციაზე ზემოქმედების არავითარი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ასევე არ დაფიქსირებულა აპიქსაბანისა და ნაპროქსენის კომბინირებული გამოყენების შემდეგ სისხლდენის ხანგრძლივობის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება.

ამ მონაცემების მიუხედავად, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს უფრო გამოხატული ფარმაკოდინამიკური რეაქცია აპიქსაბანის სხვა ანტითრომბოციტულ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენების მიმართ. ელიქსაბანი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით SSRI-ებთან/SNRI-ებთან ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (NSAIDs) ერთად, აცეტილსალიცილის მჟავის ჩათვლით, რადგანაც ეს პრეპარატები, როგორც წესი, ზრდიან სისხლდენის რისკს.

არსებობს შეზღუდული გამოცდილება თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორებთან (როგორიცაა GPIIb/IIIa რეცეპტორების ანტაგონისტები, დიპირიდამოლი, დექსტრანი ან სულფინპირაზონი) ან თრომბოლიზურ აგენტებთან ერთობლივ გამოყენებასთან დაკავშირებით. ვინაიდან ასეთი საშუალებები ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს, არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალებების აპიქსაბანთან ერთად გამოყენება.

სხვა თანმხლები თერაპია

აპიქსაბანის ატენოლოლთან ან ფამოტიდინთან ერთდროულად მიღებისას არ აღინიშნებოდა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები.

აპიქსაბანის 10 მგ დოზით ერთდროულად გამოყენება 100 მგ დოზით ატენოლოლთან არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს აპიქსაბანის ფარმაკოკინეტიკაზე. ორი პრეპარატის ერთდროულად მიღების შემდეგ აპიქსაბანის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები იყო შესაბამისად 15%-ით და 18%-ით უფრო დაბალი, ვიდრე მხოლოდ აპიქსაბანის მიღებისას.

აპიქსაბანის 10 მგ დოზით ერთდროულად ფამოტიდინთან 40 მგ დოზით მიღებისას არ აღინიშნებოდა ეფექტი აპიქსაბანის AUC და Cmax მნიშვნელობებზე.

აპიქსაბანის ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

აპიქსაბანის in vitro კვლევაში არ გამოვლინდა ინჰიბიტორული მოქმედება CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2D6 ან CYP3A4-ის აქტივობაზე (IC50 (ინჰიბირების 50%-იანი კოეფიციენტი) >45 მკმ) და აღმოჩენილი იქნა სუსტი ინჰიბიტორული ეფექტი CYP2C19-ის აქტივობის მიმართ (IC50>20 მკმ) კონცენტრაციებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა პაციენტებში პლაზმაში არსებულ მაქსიმალურ კონცენტრაციებს.

აპიქსაბანი არ წარმოადგენდა CYP1A2, CYP2B6 და CYP3A4/5-ის ინდუქტორს 20 მკმ-მდე კონცენტრაციებით. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ აპიქსაბანი არ შეცვლის ერთდროულად მიღებისას ამ ფერმენტებით მეტაბოლიზებული სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსს. აპიქსაბანი არ აინჰიბირებს P-gp-ს მნიშვნელოვანი ხარისხით.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში, როგორც ქვემოთაა აღწერილი, აპიქსაბანი მნიშვნელოვნად არ ცვლიდა დიგოქსინის, ნაპროქსენისა და ატენოლოლის ფარმაკოკინეტიკას.

დიგოქსინი

აპიქსაბანის (20 მგ დღეში ერთხელ დოზით) და P-gp სუბსტრატ დიგოქსინის (0.25 მგ დღეში ერთხელ დოზით), ერთდროულად მიღებისას, დიგოქსინის AUC ან Cmax მნიშვნელობები არ შეცვლილა. ამგვარად, აპიქსაბანი არ აინჰიბირებს P-gp სუბსტრატების ტრანსპორტირებას.

ნაპროქსენი

აპიქსაბანის (10 მგ) და ხშირად გამოყენებული NSAID-ნაპროქსენის (500 მგ დოზით) ერთჯერადი დოზების ერთდროული მიღება არ ახდენდა არავითარ გავლენას ნაპროქსენის AUC ან Cmax მნიშვნელობებზე.

ატენოლოლი

აპიქსაბანის (10 მგ) და ხშირად გამოყენებული ბეტა-ბლოკერი ატენოლოლის (100 მგ დოზით) ერთჯერადმა დოზებმა ერთდროულად მიღებისას არ გამოიწვია ატენოლოლის ფარმაკოკინეტიკაში არავითარი ცვლილებები.

აქტივირებული ნახშირი

აქტივირებული ნახშირის მიღება აქვეითებს აპიქსაბანის მოქმედებას.

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

აპიქსაბანის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს აპიქსაბანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე პირდაპირი და არაპირდაპირი არასასურველი ტოქსიკური ეფექტების არარსებობაზე. ორსულობის დროს აპიქსაბანის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა აპიქსაბანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ხელმისაწვდომი მონაცემები ცხოველების კვლევებიდან აჩვენებს, რომ აპიქსაბანი გადადის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისა და ჩვილი ბავშვების მიმართ.

საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან აპიქსაბანით თერაპიის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით აპიქსაბანი არ ახდენდა გავლენას ნაყოფიერებაზე.

4.7. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

აპიქსაბანი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ან ახდენს მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას.

4.8. არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

აპიქსაბანის უსაფრთხოების კვლევა ჩატარდა 4 მე-III ფაზის კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 15000-ზე მეტი პაციენტი: 11000-ზე მეტი პაციენტი NVAF-ის კვლევებში და 4000-ზე მეტი პაციენტი VTE მკურნალობისას (VTEt) კვლევებში. საერთო ჯამური ექსპოზიცია იყო 1.7 წელი და 221 დღე შესაბამისად.

საერთო გვერდითი რეაქციები იყო სისხლდენა, სისხლჩაქცევები, ეპისტაქსისი და ჰემატომა (გვერდითი რეაქციების პროფილი და გამოვლენის სიხშირე - იხ. ცხრილი 2).

NVAF-ის კვლევებში, აპიქსაბანით გამოწვეულ სისხლდენასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების საერთო მაჩვენებელი იყო 24.3% აპიქსაბანი vs. ვარფარინი კვლევისას, ხოლო 9.6% იყო აპიქსაბანი vs. აცეტილსალიცილის მჟავა კვლევისას.

აპიქსაბანი vs. ვარფარინის კვლევაში, აპიქსაბანით გამოწვეული მნიშვნელოვანი სისხლდენის (ISTH) შემთხვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ზედა GI, ქვედა GI, რექტალური სისხლდენის ჩათვლით) ერთი წლის განმავლობაში იყო 0.76%.

ISTH მნიშვნელოვანი ინტრაოკულარული სისხლდენის შემთხვევები აპიქსაბანით იყო 0.18%/წელი.

VTEt-ის კვლევებში, აპიქსაბანით გამოწვეულ სისხლდენასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების საერთო მაჩვენებელი იყო 15.6% აპიქსაბანი vs. ენოქსაპარინი/ვარფარინის კვლევაში და 13.3% აპიქსაბანი vs. პლაცებოს კვლევაში.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

ცხრილ 2-ში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი ორგანოთა-სისტემების კლასების და გამოვლენის სიხშირეების მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100-დან <1/10); არახშირი (≥1/1.000-დან <1/100); იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.000); ძალიან იშვიათი (<1/10.000); უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით დადგენა შეუძლებელია) NVAF და VTEt შესაბამისად.

ცხრილი 2

ორგანოთა სისტემების კლასიინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა NVAF ზრდასრულ პაციენტებში, ერთი ან მეტი რისკ ფაქტორებით (NVAF)DVT და PE მკურნალობა და მორეციდივე DVT და PE (VTEt) პროფილაქტიკა
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ    
ანემია ხშირი ხშირი
თრომბოციტოპენია არახშირი ხშირი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ    
ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული შეშუპება და ანაფილაქსია არახშირი არახშირი
ქავილი არახშირი არახშირი*
ანგიონევროზული შეშუპება უცნობი უცნობი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ    
თავის ტვინში სისხლჩაქცევა† არახშირი იშვიათი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ    
სისხლჩაქცევა თვალში (მათ შორის, კონიუნქტივაში სისხლჩაქცევა) ხშირი არახშირი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ    
სისხლდენა, ჰემატომა ხშირი ხშირი
ჰიპოტენზია (პროცედურის ჩატარების შემდგომი ჰიპოტენზიის ჩათვლით) ხშირი არახშირი
სისხლდენა მუცლის ღრუში არახშირი უცნობი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ    
ცხვირიდან სისხლდენა ხშირი ხშირი
სისხლიანი ხველა არახშირი არახშირი
სისხლდენა სასუნთქი გზებიდან იშვიათი

იშვიათი

ცხრილი 2 (გაგრძელება)

ორგანოთა სისტემების კლასიინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა NVAF ზრდასრულ პაციენტებში, ერთი ან მეტი რისკ ფაქტორებით (NVAF)DVT და PE მკურნალობა და მორეციდივე DVT და PE (VTEt) პროფილაქტიკა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ    
გულისრევა ხშირი ხშირი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ხშირი ხშირი
ჰემოროიდალური სისხლდენა არახშირი არახშირი
პირის ღრუდან სისხლდენა არახშირი ხშირი
განავალში უცვლელი სისხლის არსებობა არახშირი არახშირი
რექტალური სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა ხშირი ხშირი
რეტროპერიტონეული სისხლდენა იშვიათი უცნობი
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ    
ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა, ასპარტატამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება, ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება სისხლში, ბილირუბინის დონის მომატება სისხლში არახშირი არახშირი
გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება სისხლში ხშირი ხშირი
ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება არახშირი არახშირი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ    
კანზე გამონაყარი არახშირი ხშირი
ალოპეცია არახშირი არახშირი
მულტიფორმული ერითემა იშვიათი უცნობი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ    
კუნთებიდან სისხლდენა იშვიათი არახშირი
დარღვევები თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ    
ჰემატურია ხშირი ხშირი
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ    
პათოლოგიური გამონადენი საშოდან, უროგენიტალური სისხლდენები არახშირი ხშირი
ზოგადი ხასიათის დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას    
სისხლდენა შეყვანის ადგილას არახშირი არახშირი
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები    
ფარულ სისხლდენაზე დადებითი სინჯი არახშირი არახშირი
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები    
ჩალურჯებები ხშირი ხშირი
სისხლჩაქცევა პროცედურის შემდეგ (მათ შორის ჰემატომა პროცედურის ჩატარების შემდეგ, ჭრილობიდან სისხლდენა, ჰემატომა სისხლძარღვის გაჩხვლეტის ადგილას და სისხლდენა კათეტერის ჩადგმის ადგილას), გამონადენი ჭრილობიდან, სისხლდენა განაკვეთის ადგილას (მათ შორის ჰემატომა განაკვეთის ადგილას), ინტრაოპერაციული სისხლდენა არახშირი არახშირი
ტრავმული სისხლდენა არახშირი არახშირი

* გენერალიზებული ქავილი კვლევაში CV185057-ში (VTE-ის გრძელვადიანი პრევენცია) არ გამოვლენილა.

† ტერმინი „თავის ტვინში სისხლჩაქცევა“ აერთიანებს ყველა სახის ქალასშიდა და ზურგის ტვინისშიდა სისხლდენებს (მაგალითად, ჰემორაგიული ინსულტი ბაზალურ ბირთვში, სისხლჩაქცევა ნათხემში, სუბდურული და პარკუჭშიდა სისხლდენები).

აპიქსაბანის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერი ქსოვილიდან ან ორგანოდან აშკარა ან ფარული სისხლდენის მომატებულ რისკთან, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს პოსტ-ჰემორაგიული ანემია. მისი სიმპტომები და სიმძიმის ხარისხი დამოკიდებული იქნება სისხლდენის ლოკალიზაციაზე და ხარისხზე.

სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ინფორმაციის მიწოდებას სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც გამოვლინდება სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებლისა და რისკის თანაფარდობის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას.

მედიცინის მუშაკებსა და პაციენტებს სთხოვენ მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი გვერდითი მოვლენების შესახებ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

4.9. ჭარბი დოზირება

ელიქსაბანის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. ჰემორაგიული გართულებების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და გამოკვლეული იქნას სისხლდენის წყარო.

შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სათანადო მკურნალობის დაწყება, მაგალითად, ქირურგიული ჰემოსტაზი, ახლად გაყინული პლაზმის ტრანსფუზია ან Xa ფაქტორის ინჰიბიტორების რევერსული აგენტის შეყვანა.

აპიქსაბანის კონტროლირებადი კლინიკური კვლევების პერიოდში, სადაც ის გამოიყენებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში პერორალური დოზებით 50 მგ-მდე დღეში 3-7 დღის განმავლობაში (25 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში, ან 50 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში), არ ყოფილა დაფიქსირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები.

აქტივირებული ნახშირი

ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მიღება აპიქსაბანის 20 მგ დოზით მიღებიდან 2 და 6 საათის შემდეგ, ამცირებდა აპიქსაბანის AUC-ის საშუალო მნიშვნელობას 50%-ით და 27%-ით შესაბამისად, და არ ახდენდა გავლენას Cmax-ის მნიშვნელობაზე.

აპიქსაბანის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდებოდა მხოლოდ აპიქსაბანის მიღებისას 13.4 საათიდან აპიქსაბანის შემდეგ 2 და 6 საათის შემდეგ აქტივირებული ნახშირის მიღებისას 5.3 და 4.9 საათამდე შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, აქტივირებული ნახშირის მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს აპიქსაბანის დოზის შემთხვევითი ან განზრახ გადაჭარბების დროს.

იმ სიტუაციებისთვის, როდესაც საჭიროა ანტიკოაგულაციის შეცვლა სიცოცხლისთვის საშიში ან უკონტროლო სისხლდენის გამო, ხელმისაწვდომია Xa ფაქტორის ინჰიბიტორების რევერსული აგენტი.

ასევე შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროთრომბინის კომპლექსური კონცენტრატების (PCCs) ან რეკომბინანტული ფაქტორის VIIa-ს გამოყენება.

ჯანმრთელ მოხალისეებში აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შექცევადობა თრომბინის გენერაციის ტესტის შედეგების მიხედვით აღინიშნებოდა ინფუზიის ბოლოს, ხოლო საწყისი მნიშვნელობები მიიღწეოდა სისხლის შედედების 4 ფაქტორის შემცველი PCC-ის 30-წუთიანი ინფუზიის დაწყებიდან 4 საათის განმავლობაში.

თუმცა, სისხლის შედედების 4 ფაქტორის შემცველი PCC-ის კლინიკური გამოყენების გამოცდილება აპიქსაბანის მიმღებ პაციენტებში სისხლდენის შეჩერების მიზნით არ არსებობს.

რეკომბინანტული VIIa ფაქტორის გამოყენების გამოცდილება აპიქსაბანის მიმღებ პირებში არ არსებობს. სისხლდენის მიხედვით შეიძლება განიხილებოდეს VIIa რეკომბინანტული ფაქტორის ხელახალი დოზირება და ტიტრირება.

მასიური სისხლდენის შემთხვევაში საჭიროა განხილული იქნას საკითხი ექიმ-ჰემატოლოგის კონსულტაციის მიღების შესახებ, ასეთი შესაძლებლობის არსებობისას.

თირკმლების უკმარისობის ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზმა შეამცირა აპიქსაბანის AUC-ის მნიშვნელობა მისი პერორალურად 5 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ 14%-ით.

ამგვარად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი იყოს თერაპიის ეფექტური მეთოდი აპიქსაბანის ჭარბი დოზირების დროს.


5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტითრომბოზული საშუალება, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორი.

კოდი ATC: B01AF02

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

აპიქსაბანი წარმოადგენს ძლიერ პერორალურ პირდაპირ ინჰიბიტორს, რომელიც შექცევადად და მაღალ-სელექტიურად ბლოკავს Xa ფაქტორის აქტიურ ცენტრს.

პრეპარატის ანტითრომბოზული აქტივობისთვის არ არის საჭირო ანტითრომბინ III-ის არსებობა.

აპიქსაბანი აინჰიბირებს როგორც თავისუფალ, ასევე კოლტთან დაკავშირებულ Xa ფაქტორს და ასევე პროთრომბინაზას აქტივობას.

აპიქსაბანი არ ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციაზე, მაგრამ არაპირდაპირ აინჰიბირებს თრომბინით ინდუცირებულ აგრეგაციას.

Xa ფაქტორის ინჰიბირების საშუალებით აპიქსაბანი ხელს უშლის თრომბინის წარმოქმნას და თრომბის ფორმირებას.

აპიქსაბანის პრეკლინიკურმა კვლევებმა ცხოველების მოდელებზე აჩვენა მისი ანტითრომბოზული ეფექტურობა ვენებისა და არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ისეთი დოზებით, რომლებზეც შენარჩუნებულია ჰემოსტაზი.