დელაგილი 0.25გ #30ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნოსუპრესორები, საყრდენ-მამოძრ.სისტემის ანთებითი, ანთებით დისტრ. დაავად. პრეპარატები, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ქლოროქინის დიფოსფატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 1614
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დელაგილი
Delagil
Delagil
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - chloroquine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - PO1BA01
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი დისტროფიული დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები, 4-ამინოქინოლონის წარმოებულები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
250მგ ტაბლეტი № 30
1 ტაბლეტი შეიცავს: ქლოროქინს 250მგ, დამხმარე ნივთიერებებს სიმინდის სახამებელს, კოლოიდურ სილიციუმის მჟავას, პოლიაკრილის მჟავას, მაგნიუმის სტეარატს, ტალკს, პოლივინილბუტიროლს.
აღწერილობა ბრტყელი ტაბლეტები დაქანებული კიდეებით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები
პროტოზოების საწინააღმდეგო საშუალება, ავლენს აგრეთვე იმუნოდეპრესულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. იწვევს ყველა სახის პლაზმოდიების უსქესო ერითრიციტული ფორმების დაღუპვას. მოქმედებს გამეტოციდურად Plasmodium falciparum გარდა, რომელზეც მოქმედებს ანტიგამეტოციდურად.
ფარმაკოკინეტიკა შიგნით მიღებისას ადვილად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება უკვე 2-6 საათში. 55%-ით შეკავშირდება პლაზმის ალბუმინებთან. სწრაფად ვრცელდება ქსოვილებსა და ორგანოებში (ღვიძლი, თირკმლები, ელენთა, ფილტვები). იოლად გადის ჰემატო-ენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს. მეტაბოლიზდება მცირე რაოდენობით (25%-მდე), გამოიყოფა თირკმლებით (70% უცვლელი სახით) ნელნელა. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 1-2თვე. თირკმლების უკმარისობის დროს შეიძლება მოხდეს კუმულაცია.
ჩვენებები
მალარია (ყველა ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა) არანაწლავური ამებიაზი, ღვიძლის ამებური აბსცესი, სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული და ქვემწვავე ფორმები), რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია, ფოტოდერმატოზი.
მიღების წესები და დოზები
შიგნით მალარიას პროფილაქტიკისათვის – 0.5გ პირველ კვირაში ორჯერ, შემდეგ ერთჯერ კვირის ერთიდაიგივე დღეს. მალარიას მკურნალობენ შემდეგი სქემით: პირველ დღეს ერთჯერადად 1გ და 6-8სთ. შემდეგ კიდევ 0.5გ. მეორე და მესამე დღეს 0.75გ ერთ მიღებაზე. ამებიაზის დროს თავიდან 0.5გ 3-ჯერ დღეში 7 დღის მანძილზე, კიდევ 7 დღის განმავლობაში 0.25გ 3-ჯერ დღეში, ხოლო შემდეგ 0.75გ 2-ჯერ კვირაში 2-6თვის მანძილზე.
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ ჯერ 0.25გ 2-ჯერ დღეში 7 დღე, შემდეგ 0.25გ ყოველდღიურად 12 თვის მანძილზე. სისტემური წითელი მგლურის დროს 0.25-0.5გ ყოველდღიურად, ხოლო ფოტოდერმატოზის დროს ჯერ 0.25გ ყოველდღიურად 1 კვირა, შემდეგ 0.5-0.75 კვირაში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
კნტ-ის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა. ფსიქოზი, ეპილეფსიური კრუნჩხვები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მიოკარდიუმის დაზიანება ცვლილებებით ელექტროკარდიოგრამაზე, არტერიული წნევის დაქვეითება.
გრძნობის ორგანოების მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას – რქოვანას შემღვრევა, ბადურას დაზიანება, მხედველობის დარღვევა და ხმაური ყურებში.
ალერგიული რეაქციები: დერმატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია.
სხვა: მიალგია, ლეიკოპენია, კანისა და თმის ფერის შეცვლა.
უკუჩვენება
ზემგრძნობელობა, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა, ძვლოვანი ჰემოპოეზის დაქვეითება, გულის რითმის მძიმე დარღვევები, პსორიაზული ართრიტი, ნეიტროპენია პორფირინურია, ორსულობა, ლაქტაცია. სიფრთხილეა საჭირო გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის, რეტინოპათიისა და ეპილეფსიის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სისტემატურად ოკულისტთან გასინჯვა და სისხლის ანალიზების კონტროლი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღებინება, ცნობიერების მოშლა, მხედველობია დარღვევა, კრუნჩხვები, კოლაფსი, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა სიკვდილის განვითარებითაც კი (სუნთქვის დათრგუნვიდან 2 საათში). მკურნალობა: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის მიღება ქლოროქინის დოზაზე ხუთჯერ მეტი რაოდენობით, პერიტონეული დიალიზი, პლაზმაფარეზი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფენილბუტაზონთან, ოქროს პრეპარატებთან, პენიცილამინთან, ციტოსტატიკებთან, ლევამიზოლთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება ძვლის ტვინის აპლაზიისა და კანის დაზიანების საფრთხე.
ანტაციდები არღვევენ აბსორბციას, ციმეტიდინი ზრდის პრეპარატის კონცენტრაციას სისხლში. მალარიას საწინააღმდეგო სხვა წამლებთან კომბინაციაში გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ანტაგონისტური ეფექტი.
გლიკოკორტიკოსტერიდებთან ერთად გამოყენება ადიდებს მიოპათიისა და კარდიომიოპათიის განვითარების რისკს, მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად ხმარება ზრდის ნეიროტოქსიურობის საფრთხეს, ეთანოლთან - ჰეპატოტოქსიურობას, ხოლო საგულე გლიკოზიდებთან - აძლიერებს გლიკოზიდურ ინტოქსიკაციას
შენახვის პირობები და ვადები
სია B. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25ºC ტემპერატურამდე. შენახვის ვადა 5 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
რეგისტრაციის № და თარიღი
R 002168 16.01.07
მწარმოებელი ფირმა,ქვეყანა
ICN Hungary
უნგრეთი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით