ქსიმინალი N3ვაგ/სუპოზ

ქსიმინალი N3ვაგ/სუპოზ

69.25 ლარი 58.87 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: Lo.Li.Pharma international
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მიო-ინოზიტოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 161066
გააზიარე:

XYMINALTM

მიო-ინოზიტოლის (MYO-INOSITOL) ვაგინალური სანთელი pH 6-ზე

შემადგენლობა

თითოეული 1 გ-იანი ვაგინალური სანთელი შეიცავს: 2,00 მგ. მიო-ინოზიტოლს; 998.00 მგ.ნახევრად სინთეზურ გლიცერიდებს

კატეგორია

ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობა

შეფუთვა                                                                                                                                                         

3 ცალი 1 გ-იანი ვაგინალური სანთელი

ინფორმაცია

ჩასახვის  პროცესი

სათესლე სითხის მახასიათებლები, საშვილოსნოს ყელი და ვაგინალური ეკოსისტემა არის განაყოფიერების პროცესის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის. კერძოდ, მენსტრუალური ციკლის პერიოდი, საშვილოსნოს ყელის ლორწოს შეფასება, ბაზალური ტემპერატურა და ელექტრონული ჰორმონალური დეტექტორების გამოყენება არის ინდიკატორი ქალის ყველაზე ნაყოფიერი დღეების დასადგენად. მენსტრუალური ციკლი იწვევს საშვილოსნოს ყელის ლოროწვანის ცვლილებას ნაყოფიერების პერიოდის დასაწყისში (ციკლის მე-9 და მე-11 დღეებს შორის). ლორწო იცვლის თავის ასპექტს, ხდება უფრო და უფრო უხვი, თხევადი და წელვადი სანამ არ მიაღწევს თავის კულმინაციას ოვულაციის პიკზე (მე-13 - მე-15 დღე), შემდეგ კი განიცდის თანდათანობით შესუსტებას. ოვულაციის პიკის დროს, საშვილოსნოს ყელის თხევადი, გამჭვირვალე და უხვი ლორწოს არსებობის წყალობით, სპერმატოზოიდი უფრო ადვილად აღწევს კვერცხუჯრედს. ამ პირობებში სპერმა უკეთ არის დაცული ვაგინალური მჟავიანობისგან: ფაქტობრივად, საშვილოსნოს ყელის ლორწოს შედარებით ტუტე pH, იცავს სპერმას სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით

თვისება

პროდუქტი არის მიო-ინოზიტოლზე დაფუძნებული, რომლის ადგილობრივი გამოყენება ქმნის ოპტიმალურ პირობებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის. ფაქტიურად, მიო-ინოზიტოლი ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის ლორწოს და სათესლე სითხის თხევადობის მატებას, რაც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მიგრაციას კვერცხუჯრედისკენ. მისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, მიო-ინოზიტოლი იცავს სპერმას ვაგინალურ გარემოში ბუნებრივად არსებული ჟანგბადის რეაქტიული სახეობების (ROS) მოქმედებისგან. XYMINALTM-ის შემადგენლობა ისეთია, რომ უზრუნველყოფს ოპტიმალურ pH დონეს სპერმის სიცოცხლისუნარიანობისთვის, აბალანსებს ვაგინალური მჟავიანობის ხარისხს, რომელიც პასუხისმგებელია სპერმატოზოიდის ინაქტივაციაზე

ჩვენებები

XYMINALTMზრდის განაყოფიერებისა და ორსულობის შანსებს სპონტანურ ან ინდუცირებულ ციკლებში, რითაც ხელს უწყობს სპერმის ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი ვაგინალური პირობების შექმნას. XYMINALTM-ის გამოყენება ზრდასრულ ქალებში, სქესობრივი კავშირის დროსეხმარება წყვილს ჩასახვის პროცესში.

უკუჩვენებები

დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს აუტანლობა (წვა ან გაღიზიანება), თუმცა არ საჭიროებს მკურნალობის შეცვლას. აცნობეთ თქვენს ექიმსა და ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რაზეც ეჭვობთ, რომ გამოწვეულია პროდუქტის გამოყენებით.

შეუთავსებლობა/ურთიერთქმედება

დღემდე არ არის ცნობილი ურთიერთქმედება სხვა მოწყობილობებთან, ნივთიერებებთან ან მედიკამენტებთან.

ზემოქმედება მანქანისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე

მანქანის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

დოზა და მიღების წესი

შეფუთვის გახსნამდე ხელები კარგად დაიბანეთ. ნაზად შეიტანეთ 1 სანთელი საშოში ყოველ მეორე დღეს (სასურველია საღამოს ძილის წინ), პერიოვულაციური პერიოდის განმავლობაში (რეგულარული 28-დღიანი ციკლის მე-11-დან მე-16 დღემდე), რომელიც განისაზღვრება ტესტური მოწყობილობებისგამოყენებით და/ან საშვილოსნოს ყელის ლორწოს პირდაპირი შეფასებით.

დოზის გადაჭარბება

დღემდე არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

გაფრთხილება

ნებისმიერი პროდუქტის ადგილობრივმაგამოყენებამ, განსაკუთრებით კი ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა. პროდუქტისგამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ვაგინალური გზით. არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ პროდუქტივარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა და/ან ბუდე გაუხსნელი არ არის. შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ. ნებისმიერი სერიოზული ინციდენტის შესახებ, რომელიც ხდება სამედიცინო მოწყობილობასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა შეატყობინოთ მწარმოებელს და იმ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, სადაც თქვენ იმყოფებით.

შენახვის განსაკუთრებული ზომები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ( 25°C), სინათლისაგან მოშორებით, მშრალ და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.

განადგურება

პრეპარატის გასანადგურებლად არარსებობს რაიმე განსაკუთრებული პირობები. გაეცანით მოქმედ ადგილობრივ რეგულაციებს.

CE 0477

შპს Lo.Li. Pharma

საბატინო ჯანის ქ. 14 – 00156 რომი - იტალია

 

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via Sabatino Gianni, 14-00156 Rome - Italy

დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ინოთიმი

www.innoteam.ge