გემოდეზი 400მლ #1ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ჰემოდეზი
ქიმიური დასახელება: დაბალმოლეკულური პოლივინილპიროლიდონი
წამლის ფორმა: წყალ-მარილოვანი ხსნარი, რომელიც შეიცავს 6% დაბალმოლეკულურ პოლივინილპიროლიდონსა და ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმისა და ქლორის იონებს.
აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო სითხეს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პლაზმის შემცვლელი და დეზინტოქსიკაციური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰემოდეზის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი დაბალმოლეკულური პოლივინილპიროლიდონის უნარით დაუკავშირდეს ტოქსინებს, რომლებიც სისხლში ცირკულირებენ სწრაფად გამოყოს ისინი ორგანიზმიდან. იგი არ ექვამდებარება მეტაბოლურ გარდაქმნას ორგანიზმში. პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. იგი აძლიერებს თირკმლის სისხლმიმოქცევას, ზრდის გორგლოვან ფილტრაციასა და დიურეზს.
გამოყენების ჩვენება:
ჰემოდეზი გამოიყენება როგორც დეზინტოქსიკაციური საშუალება ნაწლავის მწვავე ინფექციური დაავადებების ტოქსიკური ფორმის (დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა), უშუალოდ ოპერაციის წინა მოსამზადებელი პერიოდის და ოპერაციის შემდგომ პერიოდში პერიტონიტის და ნაწლავების გაუვალობის დროს. აგრეთვე ღვიძლის დაავადების, რომლის თანმხლებია ღვიძლის უკმარისობის განვითარება, დამწვრობით გამოწვეული დაავადების, მწვავე სხივური დაავადებების, თირეოტოქსიკოზის, სეფსისის, ახალშობილებში ჰემოლიზური დაავადებებისა და ტოქსემიის დროს.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ალერგია, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, გულისა და ფილტვების გამოხატული დეკომპენსაცია.
მიღების წესი და დოზირება:
ჰემოდეზის ინფუზიის წინ ექიმი ვალდებულია ვიზუალურად ჩაატაროს საინფუზიო ხსნარის დათვალიერება, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა შეიცავდეს ნალექს. პრეპარატი ვარგისია თუკი მისი შენახვის დროს შენარჩუნებულია შეფუთვის ჰერმერტულობა და ეტიკეტის მთლიანობა. ვიზუალური დათვალიერების შედეგები რეგისტრირდება ავადმყოფის დაავადების ისტორიაში.
შეყვანის წინ ხსნარი უნდა შევათბოთ 360° C ტემპერატურაზე.
ჰემოდეზი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი გზით 40 წვეთის ოდენობით წუთში. ჰემოდეზის ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკსა და მოწამვლის სიმძიმეზე.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 5-10 მლ/კგ სხეულის წონაზე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ჩვილ ბავშვებში შეადგენს 70 მლ-ს, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში 150 მლ, 10-15 წლის –200 მლ, მოზრდილებში 400 მლ. პრეპარატი შეჰყავთ ერთჯერადად ან განმეორებით (2-ჯერ დღეღამეში) 1-10 დღის განმავლობაში ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
ჰემოდეზი ჩვეულებრივ ნელი ინფუზიის დროს გართულებებს არ იწვევს. პრეპარატის სწრაფმა ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, სუნთქვის გაძნელება, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს სისხლძარღვების შემავიწროვებელი, კალციუმის ქლორიდისა და საგულე საშუალებების შეყვანა. ცალკეულ, ადრე სენსიბილიზირებულ პაციენტებში, შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის ალერგიული რეაქციების განვითარება ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე. აღნიშნულ პერიოდში რეკომენდებულია ჰემოდეზის ინფუზიის შეწყვეტა, ვენიდან ნემსის გამოღების გარეშე ანტიჰისტამინური, კარდიოტონული, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ვაზოპესორული პრეპარატების (ჩვენების მიხედვით) შეყვანა.
შენახვის პირობები: ინახება 0° –დან +20 ° C ტემპერატურაზე. განმეორებითი -20°C და -45°C ტემპერატურაზე გაყინვა პრეპარატის ხარისხზე გავლენას არ ახდენს.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა: საინფუზიო ხსნარი 200-400 მლ შეფუთვაში.
გაიცემა რეცეპტით.