ნევილოლი H 5მგ/12.5მგ #30ტ

ნევილოლი H 5მგ/12.5მგ #30ტ

29.93 ლარი 25.44 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა:
მწარმოებელი: FINE Foods &Pharmaceuticals N>
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნებივოლოლი+ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 160951
გააზიარე:

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

1. სამკურნალო საშუალების დასახელება:

ნევილოლი H (Nevilol H) 5მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტები

ნევილოლი H (Nevilol H) 5მგ/25მგ შემოგარსული ტაბლეტები

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 5მგ ნებივოლოლი (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით) და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.

შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 148.79 მგ ლაქტოზა (იხ. პუნქტი 4.4).

თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 5მგ ნებივოლოლი (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით) და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.

შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 136.29 მგ ლაქტოზა (იხ. პუნქტი 4.4).

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტში.

3. წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

ნევილოლი H 5მგ/12.5მგ

თეთრი - მოთეთრო ფერის, 9.2მმ, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ჭდით და მეორე მხარეს აღნიშვნით „515“.

გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გაადვილების მიზნით ტაბლეტის გასაყოფად და არა ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად.

ნევილოლი H 5მგ/25მგ

ღია ყვითელი ფერის, 9.2მმ, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს აღნიშვნით „525“.

4. კლინიკური მონაცემები

4.1. თერაპიული ჩვენებები

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.

ნევილოლი H 5მგ/12.5მგ ფიქსირებული დოზის კომბინაცია ინიშნება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად კონტროლდება 5მგ ნებივოლოლისა და 12.5მგ ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად მიღებისას.

ნევილოლი H 5მგ/25მგ ფიქსირებული დოზის კომბინაცია ინიშნება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად კონტროლდება 5მგ ნებივოლოლისა და 25მგ ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად მიღებისას.

4.2. დოზირება და მიღების წესი

დოზირება

მოზრდილები

ნევილოლი H 5მგ/12.5მგ ინიშნება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად კონტროლდება 5მგ ნებივოლოლისა და 12.5მგ ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად მიღებისას.

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (5 მგ/12.5 მგ) დღეში, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.

ნევილოლი H 5მგ/25მგ ინიშნება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად კონტროლდება 5მგ ნებივოლოლისა და 25მგ ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად მიღებისას.

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (5მგ/25მგ) დღეში, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ნევილოლი H ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. ამიტომ ამ პაციენტებში ნევილოლი H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ხანდაზმულები

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და პაციენტების მონიტორინგი.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენების ფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, ბავშვებსა და მოზარდებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია უზმოზე, ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.

4.3. უკუჩვენებები

  • · მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლის მიმართ.
  • · მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდის წარმოებული ნივთიერებების მიმართ (რადგან ჰიდროქლოროთიაზიდი არის სულფონამიდების ჯგუფის პრეპარატი).
  • · ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
  • · ანურია, თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).
  • · გულის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენური შოკი ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობის ეპიზოდები, რომლებიც საჭიროებენ ინტრავენურ ინოტროპულ თერაპიას.
  • · სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა.
  • · მეორე და მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (კარდიოსტიმულატორის გარეშე).
  • · ბრადიკარდია (გულისცემა <60 დარტყმა წუთში თერაპიის დაწყებამდე).
  • · არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა <90 მმ. ვწყ. სვ.).
  • · პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები.
  • · ანამნეზში ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა.
  • · არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა.
  • · მეტაბოლური აციდოზი.
  • · რეფრაქტორული ჰიპოკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია და სიმპტომური ჰიპერურიკემია.

4.4. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ქვემოთ მითითებული თითოეულ მონოკომპონენტთან დაკავშირებული განსაკუთრებული მითითებები ასევე ვრცელდება ნევილოლი H-ის ფიქსირებულ კომბინაციაზე (იხ. ასევე პუნქტი 4.8).

ნებივოლოლი

ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები ვრცელდება ზოგადად ბეტა-ადრენერგულ ანტაგონისტებზე.

ანესთეზია

უწყვეტი ბეტა- ბლოკადა ამცირებს არითმიის რისკს ინდუქციისა და ინტუბაციის დროს. ოპერაციისთვის მომზადებისას ბეტა- ბლოკადის შეწყვეტის შემთხვევაში, ბეტა- ადრენერგული ანტაგონისტების მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე სულ მცირე 24 საათით ადრე.

სიფრთხილეა საჭირო გარკვეული საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ მიოკარდიუმის ფუნქციის დათრგუნვას. პაციენტის დაცვა ვაგალური რეაქციებისგან შესაძლებელია ატროპინის ინტრავენური შეყვანით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ზოგადად, ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტები არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არანამკურნალევი გულის შეგუბებითი უკმარისობა (CHF), თუ მათი მდგომარეობა არ არის სტაბილიზირებული.

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან, ანუ 1-2 კვირის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში ამასთანავე უნდა დაიწყოს ჩანაცვლებითი თერაპია სტენოკარდიის გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

ბეტა-ადრენერგულმა ანტაგონისტებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია: თუ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში 50-55 -ზე ნაკლებია და/ან პაციენტს აქვს სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ბრადიკარდიაზე, დოზა უნდა შემცირდეს.

ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს:

- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში (რეინოს დაავადება ან სინდრომი, გარდამავალი კოჭლობა), რადგან შესაძლებელია ამ დარღვევების გამწვავება.

- გამტარობის დროზე ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი გავლენის გამო პირველი ხარისხის გულის ბლოკადის მქონე პაციენტებში;

- პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ პრინცმეტალის სტენოკარდია, ალფარეცეპტორებით განპირობებული კორონარული არტერიის ვაზოკონსტრიქციის გამო: ბეტა-ადრენერგულმა ანტაგონისტებმა შეიძლება გაზარდონ სტენოკარდიის შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა.

ნებივოლოლის კომბინაცია ვერაპამილისა და დილტიაზემის ტიპის კალციუმის არხის ანტაგონისტებთან, I კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან და ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ზოგადად, არ არის რეკომენდებული, დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ პუნქტი 4.5.

მეტაბოლური/ენდოკრინოლოგიური დარღვევები

ნებივოლოლი არ მოქმედებს გლუკოზის დონეზე დიაბეტიან პაციენტებში. თუმცა, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ნებივოლოლმა შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია).

ბეტა-ადრენომაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბოს ტაქიკარდიის სიმპტომები ჰიპერთირეოზის დროს. პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გააძლიეროს სიმპტომები.

რესპირატორული დარღვევები

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტები, რადგან შეიძლება გამწვავდეს სასუნთქი გზების კონსტრიქცია.

სხვა

ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებმა ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტები უნდა მიიღონ მხოლოდ საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ბეტა-ადრენერგულ ანტაგონისტებს შეუძლიათ გაზარდონ მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმე.

ჰიდროქლოროთიაზიდი

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თიაზიდური დიურეზულების სრული სარგებელი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თირკმლის ფუნქცია არ არის დარღვეული. თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში თიაზიდებმა შეიძლება ხელი შეუწყონ აზოტემიის განვითარებას. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ამ აქტიური ნივთიერების კუმულაციური ეფექტი.თუ სახეზეა თირკმელის პროგრესირებადი უკმარისობა, რაც დასტურდება არაცილოვანი აზოტის დონის მატებით, უნდა გადაიხედოს თერაპია და საჭიროების შემთხვევაში შეწყდეს დიურეტიკების მიღება.

მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები

თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია (იხ. პუნქტი 4.5). თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ფარული მიმდინარეობით.

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეების მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობასთან. ზოგიერთ პაციენტში თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია და/ან პოდაგრა.

ელექტროლიტური დისბალანსი

როგორც ყველა დიურეზული თერაპიის შემთხვევაში, აუცილებელია პერიოდულად, შესაბამისი ინტერვალებით, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი.

თიაზიდებმა, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდმა, შეიძლება გამოიწვიოს სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსის სიმპტომებია პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, სისუსტე, ლეთარგია, ძილიანობა, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი, დაღლა ან კრუნჩხვები, ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება.

ჰიპოკალიემიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია ღვიძლის ციროზის, მომატებული დიურეზის, ელექტროლიტების არაადეკვატური მიღების, კორტიკოსტეროიდებით და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონებით (ACTH) მკურნალობის ფონზე (იხ. პუნქტი 4.5). გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომის დროს, იქნება ეს თანდაყოლილი თუ იატროგენული, განსაკუთრებით მაღალია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.

ჰიპოკალიემია ზრდის საგულე გლიკოზიდების კარდიოტოქსიკურობას და გულის არითმიის განვითარების რისკს. ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია პლაზმაში კალიუმის დონის უფრო ხშირი კონტროლი თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

პაციენტებს, რომლებსაც ცხელ ამინდში აქვთ შეშუპეპები, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპონატრიემია (Dilutional hyponatremia). ჰიპოქლორემია ჩვეულებრივ მსუბუქი სიმძიმისაა და, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობას.

თიაზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირება და შრატში კალციუმის დონის უმნიშვნელო პერიოდული მატება კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება მიუთითებდეს ლატენტურ ჰიპერპარათირეოიდიზმზე. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე.

თიაზიდები ზრდის მაგნიუმის შარდით გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.

წითელი მგლურა

თიაზიდების გამოყენებისას აღინიშნა სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან გააქტიურება.

დოპინგ-ტესტი

ამ მედიკამენტში შემავალ ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია დადებითი შედეგი აჩვენოს დოპინგ -ტესტში.

სხვა

მგრძნობელობითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ან არ აღენიშნებათ ალერგია ან ბრონქული ასთმა.

იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ფოტომგრძნობელობითი რეაქციები თიაზიდური დიურეზულების გამოყენების ფონზე (იხ. პუნქტი 4.8). ფოტომგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია დაუცველი კანის დაცვა მზისგან ან ხელოვნური UVA სხივებისგან.

ცილებთან შეკავშირებული იოდი

თიაზიდებს შეუძლიათ შეამცირონ შრატში ცილებთან შეკავშირებული იოდის დონე ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის ნიშნების გარეშე.

ქოროიდული გამონაჟონი, მწვავე მიოპია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა

ჰიდროქლოროთიაზიდმა, სულფონამიდმა, შეიძლება გამოიწვიოს თავისებური რეაქცია, რასაც მოჰყვება ქოროიდული ეფუზია მხედველობის არის დეფექტით, მწვავე გარდამავალი მიოპია და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას ან თვალის ტკივილს და, როგორც წესი, ვითარდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. არანამკურნალევმა მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. პირველ რიგში, აუცილებელია ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა, თუ თვალშიდა წნევის მართვა ვერ მოხერხდა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკ-ფაქტორებია ანამნეზში სულფონამიდის ან პენიცილინის მიმართ ალერგია.

კანის არამელანომური კიბო

კანის არამელანომური კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] განვითარების რისკის ზრდა ჰიდროქლოროთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის ზრდასთან ერთად დაფიქსირდა ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დანიის კიბოს ეროვნულ რეესტრზე დაყრდნობით.

HCTZ-ის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის განვითარების შესაძლო მექანიზმი.

პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ, ასევე აუცილებელია მათთვის რეკომენდაციის მიცემა, რეგულარულად შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების არსებობაზე და დროულად აცნობონ ექიმს კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება, ხოლო, ზემოქმედების შემთხვევაში, კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად ადეკვატური დაცვის შესახებ. კანის საეჭვო დაზიანებების გამოკვლევა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, მათ შორის ბიოფსიის ჰისტოლოგიური კვლევებით. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს HCTZ-ის გამოყენების გადახედვა იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატალი აქვთ NMSC (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 4.8).

მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა

ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ დაფიქსირდა მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის ძალიან იშვიათი, მძიმე შემთხვევები, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS). ფილტვის შეშუპება ჩვეულებრივ ვითარდება ჰიდროქლორთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. დაავადების საწყის ეტაპზე სიმპტომებია ქოშინი, ცხელება, ფილტვების მდგომარეობის გაუარესება და ჰიპოტენზია. ARDS დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში, ნევილოლი H უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ARDS ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ.

ნებივოლოლი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია

მონოკომპონენტთან დაკავშირებული განსაკუთრებული მითითებების გარდა, შემდეგი მითითებები ეხება კონკრეტულად ნევილოლი H-ს.

გალაქტოზის აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმა, ლაპ- ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება:

ნებივოლოლი

ქვემოთ მითითებული ურთიერთქმედებები ზოგადად ეხება ბეტა-ადრენერგულ ანტაგონისტებს.

არარეკომენდებული კომბინაციები

I კლასის ანტიარითმული პრეპარატები (ქვინიდინი, ჰიდროქინიდინი, ციბენზოლინი, ფლეკაინიდი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, მექსილეტინი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე და გაიზარდოს უარყოფითი ინოტროპული მოქმედება (იხ. პუნქტი 4.4.).

ვერაპამილის/დილტიაზემის ტიპის კალციუმის არხების ანტაგონისტები: უარყოფითი გავლენა კუმშვადობასა და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე. ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ბლოკატორებს, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არტერიული ჰიპოტენზია და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (იხილეთ პუნქტი 4.4).

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (კლონიდინი, გუანფაცინი, მოქსონიდინი, მეთილდოპა, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამწვავდეს გულის უკმარისობა ცენტრალური სიმპატიკური ტონუსის დაქვეითებით (გულისცემისა და გულის წუთობრივი მოცულობის დაქვეითება, სისხლძარღვთა გაფართოვება) (იხილეთ პუნქტი 4.4). პრეპარატის უეცარი მოხსნის შემთხვევაში, განსაკუთრებით ბეტა-ბლოკატორების მიღების შეწყვეტამდე, შეიძლება გაზარდოს „ჰიპერტენზიის რეციდივის“ განვითარების რისკი.

კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა

III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე.

საანესთეზიო საშუალებები -აქროლადი ჰალოგენირებული: ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტებისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს რეფლექსური ტაქიკარდია და გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.4). ზოგადად, მოერიდეთ ბეტა- ბლოკატორებით მკურნალობის უეცარ შეწყვეტას. ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობს ნევილოლი H-ს.

ინსულინი და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები: მიუხედავად იმისა, რომ ნებივოლოლი არ მოქმედებს გლუკოზის დონეზე, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომი (პალპიტაცია, ტაქიკარდია).

ბაკლოფენი (სპაზმის მომხსნელი საშუალება), ამიფოსტინი (კიბოს სამკურნალო საშუალება): ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, ამიტომ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დოზა შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.

გასათვალისწინებელი კომბინაციები

საგულე გლიკოზიდები: ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ატრიოვენტრიკულური გამტარობის დრო. ნებივოლოლის კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე ურთიერთქმედების კლინიკური მტკიცებულება. ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის კინეტიკაზე.

დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები (ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ლაციდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდპინი): შეიძლება გაიზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი და არ შეიძლება გამოირიცხოს პარკუჭის ტუმბოს ფუნქციის შემდგომი დისქფუნქციის რისკი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური, ბარბიტურატები და ფენოთიაზინები): შეიძლება გაძლიერდეს ბეტა-ბლოკატორების ჰიპოტენზიური ეფექტი (ადიციური ეფექტი).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): არ მოქმედებს ნებივოლოლის არტერიული წნევის დამწევ ეფექტზე.

სიმპათომიმეტური საშუალებები: შეიძლება გაანეიტრალოს ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტების მოქმედება. ბეტა-ადრენერგულმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპათომიმეტიკების ალფა-ადრენერგული აქტივობა, ორივე ალფა- და ბეტა-ადრენერგული ეფექტის გაძლიერებით (ჰიპერტენზიის რისკი, მძიმე ბრადიკარდია და გულის ბლოკადა).

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდთან დაკავშირებული შესაძლო ურთიერთქმედებები:

არარეკომენდებული კომბინაციები

ლითიუმი: თიაზიდები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და, შესაბამისად, ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი შეიძლება გაიზარდოს ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გამოყენებისას. შესაბამისად, ნევილოლი H-ის გამოყენება ლითიუმთან ერთად არ არის რეკომენდებული. ასეთი კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის შმთხვევაში, რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის კონტროლი.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ კალიუმის დონეზე: ჰიდროქლორთიაზიდის კალიუმის რაოდენობის შემამცირებელი მოქმედება (იხ. პუნქტი 4.4) შეიძლება გაძლიერდეს ისეთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ კალიუმის დაკარგვას და ჰიპოკალიემიას (მაგალითად, სხვა შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, ACTH, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინი G ნატრიუმი ან სალიცილის მჟავას წარმოებულები). ამიტომ, ასეთი კომბინაცით გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (> 3 გ/დღეში), COX-2 ინჰიბიტორები და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) შეუძლიათ შეამცირონ თიაზიდური დიურეზულების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

კალციუმის მარილები: თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლიათ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა თირკმელებით კალციუმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე. კალციუმის დანამატების დანიშვნის დროს აუცილებელია შრატში კალციუმის დონის კონტროლი და, შესაბამისად, კალციუმის დოზის კორექტირება.

საგულე გლიკოზიდები: თიაზიდებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული არითმიების განვითარებას.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა მოქმედებაზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის დონის ცვლილებები: რეკომენდებულია პერიოდულად შრატში კალიუმის შემცველობის და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება ნევილოლი H-ის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის დონის ცვლილებები (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები) და შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (მათ შორის ზოგიერთი ანტიარითმული საშუალება) ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს torsades de pointes (პარკუჭოვანი ტაქიკარდია), ჰიპოკალემია, რომელიც არის torsades de pointes (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი:

- Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).

- III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).

- ზოგიერთი ნეიროლეპტიკი (მაგალითად, თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამსულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).სხვა საშუალებები (მაგალითად, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ი/ვ ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ი/ვ ვინკამინი).

არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგ., ტუბოკურარინი): ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედება.

ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალურად მისაღები საშუალებები და ინსულინი): თიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექტირება (იხ. პუნქტი 4.4).

მეტფორმინი: მეტფორმინისიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევით გამოწვეული ლაქტაციდოზის განვითარების რისკის გამო.

ბეტა-ბლოკატორები და დიაზოქსიდი: თიაზიდური დიურეზულებმა შეიძლება გააძლიერონ ბეტა ბლოკატორების (გარდა ნებივოლოლისა და დიაზოქსიდისა) ჰიპერგლიკემიური მოქმედება.

პრესორული ამინები (მაგ. ნორადრენალინი): პრესორული ამინების ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი): შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული მედიკამენტების დოზის კორექცია, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების სიხშირე.

ამანტადინი: თიაზიდებმა შეიძლება გაზარდონ ამანტადინის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენების განვითრების რისკი.

სალიცილატები: სალიცილატების დიდი დოზებით გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ციკლოსპორინი: ციკლოსპორინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.

იოდის შემცველი კონტრასტული აგენტები: შარდმდენების გამოყენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების დიდი დოზებით მიღებისას. მათ შეყვანამდე აუცილებელია პაციენტების რეჰიდრატაცია.

ნებივოლოლთან და ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული შესაძლო ურთიერთქმედებები

გასათვალისწინებელი კომბინაცია

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ადიტიური ან გაძლიერებული ჰიპოტენზიური ეფექტი.

ანტიფსიქოზური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი: ამ პრეპარატებთან ერთად ნევილოლი H-ის გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოტენზიური ეფექტი და/ან გამოიწვიოს პოსტურალური ჰიპოტენზია.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება:

ნებივოლოლი

ვინაიდან, ნებივოლოლის მეტაბოლიზმის პროცესში ჩართულია CYP2D6 იზოფერმენტი, ამ ფერმენტის დამთრგუნველ ნივთიერებებთან, განსაკუთრებით პაროქსეტინთან, ფლუოქსეტინთან, თიორიდაზინთან და ქინიდინთან, ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს პლაზმაში ნებივოლოლის დონე, რაც დაკავშირებულია ბრადიკარდიის და სხვა არასასურველი მოვლენების განვითარების მომატებულ რისკთან.

ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას გაიზარდა ნებივოლოლის პლაზმური კონცენტრაცია კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე. რანიტიდინთან ერთად გამოყენებამ არ იქონია გავლენა ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. იმ პირობით, თუ ნევილოლი H მიიღება ჭამის დროს და ანტაციდი- საკვების მიღებებს შორის, ორივე პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ერთდროულად.

ნებივოლოლის ნიკარდიპინთან ერთად გამოყენებისას უმნიშვნელოდ გაიზარდა ორივე პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე. ალკოჰოლთან, ფუროსემიდთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გამოყენებამ არ იმოქმედა ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. ნებივოლოლი არ მოქმედებს ვარფარინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა ირღვევა ანიონგაცვლითი ფისების (მაგ. ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლის ფისები) არსებობისას.

ციტოტოქსიური აგენტები: ჰიდროქლორთიაზიდის და ციტოტოქსიური აგენტების (მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, ფტორურაცილი, მეთოტრექსატი) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ძვლის ტვინის ტოქსიკურობის გაზრდა (კერძოდ, გრანულოციტოპენია).

მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ კუჭის წვენის pH-ზე: პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI) გამოყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის კუჭის წვენის pH-ს, არ არის რეკომენდებული შესაძლო ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო.

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში ნევილოლი H-ის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ იძლევა საკმარის ინფორმაციას ნებივოლოლისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის რეპროდუქციულ ეფექტებთან დაკავშირებით (იხილეთ პუნქტი 5.3).

ნებივოლოლი

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულებში ნებივოლოლის გამოყენების შესახებ მისი პოტენციური ზიანის დასადგენად. თუმცა, ნებივოლოლის ფარმაკოლოგიური მოქმედებიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა ორსულობაზე და/ან ნაყოფზე/ახალშობილზე. ზოგადად ითვლება, რომ ბეტა-ბლოკატორები ამცირებს პლაცენტურ პერფუზიას, რასაც უკავშირებენ ნაყოფის ზრდის შეფერხებას, ნაყოფის სიკვდილს, მუცლის მოშლას და ნაადრევ მშობიარობას. ნაყოფსა და ახალშობილში შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები (მაგ. ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია). ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბეტა 1- სელექციურ ადრენობლოკატორებს.

ორსულობის პერიოდში ნებივოლოლი გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ნებივოლოლით მკურნალობის აუცილებელობის შემთხვევაში რეკომენდებულია უტერო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევისა და ნაყოფის ზრდის კონტროლი. ორსულობაზე ან ნაყოფზე არასასიკეთო ზემოქმედების გამოვლენისას საჭიროა ალტერნატიული მკურნალობის საკითხის განხილვა. ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი დაკვირვების ქვეშ. ისეთი სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია, ჩვეულებრივ მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების გამოცდილება ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია.

ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში. ჰიდროქლოროთიაზიდის მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისმა მიღებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გააუარესოს ფეტოპლაცენტური სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, როგორიცაა: სიყვითლე, ელექტეროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია ნაყოფსა და ახალშობილში.

ჰიდროქლორითიაზიდის დანიშვნა არ შეიძლება გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამპსიის სამკურნალოდ, ვინაიიან შეიძლება განვითარდეს სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირებისა და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკი, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ეფექტის გარეშე.

ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც შეუძლებელია ალტერნატიული თერაპიის დაწყება.

ძუძუთი კვება

უცნობია გადადის თუ არა ნებივოლოლი ადამიანის დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნებივოლოლი გამოიყოფა დედის რძეში. ბეტა ბლოკატორების უმეტესობა, განსაკუთრებით ლიპოფილური ნაერთები, როგორიცაა ნებივოლოლი და მისი აქტიური მეტაბოლიტები, გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა სხვადასხვა რაოდენობით.

ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე ოდენობით გამოიყოფა ადამიანის რძეში. თიაზიდური საშუალებების დიდი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიურეზის გაზრდა და რძის წარმოქმნის დათრგუნვა. ნევილოლი H-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ნევილოლი H უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით.

4.7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და დაღლილობა.

4.8. არასასურველი გვერდითი ეფექტები

გვერდითი მოვლენები მითითებულია ცალ-ცალკე თითოეული აქტიური ნივთიერებისთვის.

ნებივოლოლი

ქვემოთ წარმოდგენილია მხოლოდ ნებივოლოლის მიღების შემდეგ დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში იყო მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის და კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემის კლასისა და განვითარების სიხშირის მიხედვით:

ორგანოთა

სისტემა

ხშირი (≥1/100 - <1/10)

არახშირი (≥1/1,000 - <1/100)

ძალიან იშვიათი

(<1/10, 000)

უცნობი სიხშირის (გამოვლენის სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით)

იმუნური სისტემის დარღვევები

     

ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა

ფსიქიკური დარღვევები

 

კოშმარები; დეპრესია

   

ნერვული

სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია

 

სინკოპე

 

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

 

მხედველობის დაქვეითება

   

დარღვევები

გულის მხრივ

 

ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, ავ გამტარობის დაქვეითება/ავ ბლოკადა

   

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

 

არტერიული

ჰიპოტენზია

(გაღრმავებული),

გარდამავალი

კოჭლობა

   

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

დისპნოე

ბრონქოსპაზმი

   

გასტროინტესტინალური დარღვევები

ყაბზობა, გულისრევა, დიარეა

დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებნება

   

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

 

ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი

ფსორიაზის

გამწვავება

ჭინჭრის ციება

დარღვევები

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

 

იმპოტენცია

   

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

დაღლილობა, შეშუპება

     

ზოგიერთი ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტის გამოყენებისას ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: ჰალუცინაციები, ფსიქოზი, კონფუზია, ცივი/ციანოზური კიდურები, რეინოს ფენომენი, თვალების სიმშრალე და პრაქტოლოლის ტიპის ოკულო-მუკოკუტანური ტოქსიკურობა.

ჰიდროქლოროთიაზიდი

გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებით:

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები): უცნობი სიხშირის: კანის არამელანომური კიბო (ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა).

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტვინის უკმარისობა.

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური რეაქცია.

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ანორექსია, დეჰიდრატაცია, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპერურიკემია, ელექტროლიტური დისბალანსი (მათ შორის ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპერკალციემია), ჰიპერგლიკემია, ჰიპერამილაზემია.

ფსიქიკური დარღვევები: აპათია, კონფუზია, დეპრესია, ნერვოზულობა, შფოთვა, ძილის დარღვევა.

ნერვული სისტემის დარღვევები: კრუნჩხვები, ცნობიერების დაქვეითება, კომა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, პარეზი.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: ქსანთოფსია, მხედველობის დაქვეითება, მიოპია (გამწვავებული), ცრემლის გამომუშავების დაქვეითება, ქოროიდული გამონაჟონი (სიხშირე უცნობია), მწვავე მიოპია და მეორადი მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

ყურის და ლაბირინთის მხრივ დარღვევები: ვერტიგო.

დარღვევები გულის მხრივ: არითმია, პალპიტაცია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, თრომბოზი, ემბოლია, შოკი.

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები: რესპირატორული დისტრესი, პნევმონიტი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, ფილტვის შეშუპება. ძალიან იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) (იხ. პუნქტი 4.4).

გასტროინტესტინალური დარღვევები: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭის არეში, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ილეუსი, მეტეორიზმი, სიალოადენიტი, პანკრეატიტი.

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: ქოლესტაზური სიყვითლე, ქოლეცისტიტი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ქავილი, პურპურა, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, გამონაყარი, წითელი მგლურა, ნეკროზული ვასკულიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მრავალფორმიანი ერითემა.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სპაზმი, მიალგია.

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევა და უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა (იშვიათი), ინტერსტიციული ნეფრიტი, გლიკოზურია.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ერექციული დისფუნქცია.

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: ასთენია, პირექსია, დაღლილობა, წყურვილის შეგრძნება.

კვლევები: ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაში, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ს კუმულაციურ დოზადამოკიდებულებასა და NMSC-ს შორის (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.1).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო უკურეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ საქართველოს შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

4.9. დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

არ არსებობს მონაცემები ნებივოლოლის დოზის გადაჭარბების შესახებ. ბეტა-ბლოკატორების დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე უკმარისობა.

ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევები უკავშირდება ელექტროლიტების დაკარგვას (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და ჭარბი დიურეზის შედეგად გამოწვეულ დეჰიდრატაციას. ჰიდროქლორთიაზიდის ჭარბი დოზირების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია გულისრევა და ძილიანობა.

ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი და/ან გააძლიეროს გულის არითმიები, რაც დაკავშირებულია საგულე გლიკოზიდების ან გარკვეული ანტიარითმული პრეპარატების ერთდროულ გამოყენებასთან.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი. რეკომენდებულია შრატში ელექტროლიტების და კრეატინინის დონეების ხშირი მონიტორინგი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჯერ კიდევ არსებული სამკურნალო საშუალების შეწოვის პრევენცია შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით, აქტივირებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების მიღებით. შეიძლება საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ბრადიკარდიის ან მძიმე ვაგალური რეაქციების მკურნალობა უნდა მოხდეს ატროპინით ან მეთილატროპინით. ჰიპოტენზიის და შოკის მკურნალობა ხდება პლაზმის/პლაზმის შემცვლელების და, საჭიროების შემთხვევაში, კატექოლამინების გამოყენებით. ელექტროლიტური დისბალანსი უნდა გამოსწორდეს. ბეტა-ბლოკატორების მოქმედების განეიტრალება შეიძლება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდის (საწყისი დოზა დაახლოებით 5 მკგ/წთ) ან დობუტამინის (საწყისი დოზა დაახლოებით 2,5 მკგ/წთ) ნელი ინტრავენური შეყვანით, სასურველი ეფექტის მიღწევამდე. რეფრაქტერულ შემთხვევებში შესაძლებელია იზოპრენალინისა და დოფამინის კომბინაცია. სასურველი შედეგის ვერმიღწევის შემთხვევაში, შეგიძლიათ 50-100 მკგ/კგ გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა. აუცილებლობის შემთხვევაში, ინექცია გაიმეორეთ ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, შეიყვანეთ 70 მკგ/კგ/სთ გლუკაგონი ინტრავენური ინფუზიის სახით. მკურნალობისადმი რეზისტენტული ბრადიკარდიის ექსტრემალურ შემთხვევებში შესაძლებელია კარდიოსტიმულატორის ჩადგმა.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბეტა-ბლოკატორები, სელექციური, და თიაზიდები, ATC კოდი: C07BB12.

ნევილოლი H წარმოადგენს შეჩევითი ბეტა-რეცეპტორების ანტაგონისტის, ნებივოლოლისა, და თიაზიდური შარდმდენის, ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს. ამ ინგრედიენტების კომბინაციას გააჩნია ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ამცირებს არტერიულ წნევას უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე კომპონენტი ცალკე.

ნებივოლოლი არის ორი ენანტიომერის, SRRR-ნებივოლოლის (ან d-ნებივოლოლის) და RSSS- ნებივოლოლის (ან ლ-ნებივოლოლის) რაცემატი. იგი აერთიანებს ორ ფარმაკოლოგიურ აქტივობას:

- ეს არის კონკურენტუნარიანი და შერჩევითი ბეტა რეცეპტორების ანტაგონისტი: ეს ეფექტი თან ახლავს SRRR-ენანტიომერს (d-ენანტიომერს).

- აქვს მსუბუქი ვაზოდილაციური თვისებები L-არგინინის/აზოტის ოქსიდთან ურთიერთქმედების გამო.

ნებივოლოლის ერთჯერადი და განმეორებითი დოზები ამცირებს გულისცემას და არტერიულ წნევას მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნისა და ვარჯიშის დროს როგორც ნორმალური არტერიული წნევის მქონე პირებში, ისე ჰიპერტენზიულ პაციენტებში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია ხანგრძლივი მკურნალობისას.

თერაპიული დოზებით ნებივოლოლი არ არის ალფა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტი.

ჰიპერტენზიულ პაციენტებში ნებივოლოლით მწვავე და ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დროს მცირდება სისტემურ სისხლძარღვთა რეზისტენტობა. გულისცემის შემცირების მიუხედავად, დასვენებისა და ვარჯიშის დროს გულის წუთობრივი მოცულობის შემცირება შეიძლება შეზღუდული იყოს დარტყმითი მოცულობის გაზრდის გამო. ამ ჰემოდინამიკური განსხვავებების კლინიკური მნიშვნელობა ბეტა 1 რეცეპტორის სხვა ანტაგონისტებთან შედარებით ბოლომდე არ არის დადგენილი.

ჰიპერტენზიულ პაციენტებში, ნებივოლოლი ზრდის აზოტის ოქსიდით (NO) განპირობებულ სისხლძარღვთა პასუხს აცეტილქოლინზე (ACh), რომელიც მცირდება ენდოთელური დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

ცხოველებზე ჩატარებულმა in vitro და in vivo ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნებივოლოლს არ გააჩნია ინტრინსიკული სიმპათომიმეტური აქტივობა.

ცხოველებზე ჩატარებულმა in vitro და in vivo ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფარმაკოლოგიური დოზებით გამოყენებისას ნებივოლოლს არ გააჩნია მემბრანის მასტაბილიზებელი მოქმედება.

ჯანმრთელ მოხალისეებში ნებივოლოლი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მაქსიმალურ შესაძლებლობებზე ან გამძლეობაზე.

ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული საშუალება. თიაზიდური საშუალებები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედების შედეგად მცირდება პლაზმის მოცულობა, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში და ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს კალიუმისა და ბიკარბონატების კარგვას შარდთან ერთად, რასაც თან სდევს კალიუმის დონის შემცირება შრატში. ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას დიურეზული მოქმედება იწყება 2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათს.

კანის არამელანომური კიბო

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და კანის არამელანომურ კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამედობა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის საკონტროლო ჯგუფს, შესაბამისად. HCTZ-ის დიდი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულაციურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) - 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის - 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68- 4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულაციურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის გავლენას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის საკონტროლო ჯგუფს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციურ დოზაზე რეაგირების თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზების მიღებისას (∽100,000მგ)(იხ. ასევე, პუნქტი 4.4.).

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნებივოლოლის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს არც ერთი აქტიური ნივთიერების ბიოშეღწევადობაზე. კომბინირებული ტაბლეტი ბიოექვივალენტურია ცალკეული კომპონენტების ერთდროულ გამოყენებასთან.

ნებივოლოლი

აბსორბცია

ნებივოლოლის ორივე ენანტიომერი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. ნებივოლოლის შეწოვაზე არ მოქმედებს საკვები; ნებივოლოლის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ნებივოლოლის პერორალური ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 12%-ს სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში და პრაქტიკულად სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში. წონასწორულ მდგომარეობაში და იმავე დოზის დონეზე, უცვლელი ნებივოლოლის პიკური პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 23-ჯერ მეტია სუსტი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ფართო მეტაბოლიზმის მქონე პირებთან შედარებით. უცვლელი პრეპარატისა და აქტიური მეტაბოლიტების გათვალისწინებით, განსხვავება პიკურ პლაზმურ კონცენტრაციებში არის 1.3-1.4-მაგი. მეტაბოლური მაჩვენებლების განსხვავებების გამო, ნებილეტის დოზა ყოველთვის უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად: შესაბამისად, სუსტი მეტაბოლიზმის მქონე პირებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები.

პლაზმური კონცენტრაციები მიღებული დოზის პროპორციულია და მერყეობს 1-დან 30 მგ-მდე. ასაკი არ მოქმედებს ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

განაწილება

სისხლის პლაზმაში ნებივოლოლის ორივე ენანტიომერი უპირატესად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 98,1%-ს SRRR-ნებივოლოლისთვის და 97,9%-ს RSSS-ნებივოლოლის შემთხვევაში.

ბიოტრანსფორმაცია

ნებივოლოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, ნაწილობრივ აქტიურ ჰიდროქსილ- მეტაბოლიტებად. ნებივოლოლი მეტაბოლიზდება ალიციკლური და არომატული ჰიდროქსილირების, N-დეალკილირებისა და გლუკურონიდაციის გზით; გარდა ამისა, იქმნება ჰიდროქსი-მეტაბოლიტების გლუკურონიდები. ნებივოლოლის მეტაბოლიზმი არომატული ჰიდროქსილირებით ექვემდებარება CYP2D6-ზე დამოკიდებულ გენეტიკურ ოქსიდაციურ პოლიმორფიზმს.

ელიმინაცია

სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ნებივოლოლის ენანტიომერების ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 საათს. ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ეს პერიოდი 3-5- ჯერ უფრო ხანგრძლივია. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში, RSSS ენაანტიომერის პლაზმური დონე ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე SRRR- ენატიომერის დონე. ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ეს განსხვავება უფრო დიდია. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ორივე ენანტიომერის ჰიდროქსიმეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 24 საათს შეადგენს და დაახლოებით ორჯერ მეტია ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებთან შედარებით.

პლაზმური წონასწორული კონცენტრაციები უმეტეს პაციენტებში (სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში) ნებივოლოლისთვის მიიღწევა 24 საათის განმავლობაში, ხოლო ჰიდროქსი- მეტაბოლიტებისთვის - რამდენიმე დღეში.

მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, დოზის 38% გამოიყოფა შარდით და 48% განავლით. უცვლელი ნებივოლოლის შარდით გამოყოფა შეადგენს მიღებული დოზის 0,5%-ზე ნაკლებს.

ჰიდროქლოროთიაზიდი

აბსორბცია

ჰიდროქლოროთიაზიდი კარგად შეიწოვება (65-75%) პერორალური მიღების შემდეგ. პლაზმური კონცენტრაციები ხაზობრივად დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია დამოკიდებულია ნაწლავებში გავლის დროზე და იზრდება ნაწლავებში ნელი გავლისას, მაგალითად, საკვებთან ერთად მიღებისას. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმურ დონეზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 5.6 -დან 14.8 საათამდე, ხოლო მაქსიმალური პლაზმური დონე დაფიქსირდა მიღებიდან 1 - 5 საათში.

განაწილება

ჰიდროქლოროთიაზიდის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 68% -ს, ხოლო მისი განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენს 0.83-1.14ლ/კგ-ს. ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტარულ, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, გამოიყოფა თითქმის უცვლელი სახით შარდით.

ელიმინაცია

ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ჰიდროქლოროთიაზიდის 95%-ზე მეტი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით პერორალური მიღებიდან 3-6 საათის განმავლობაში. თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება და ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია.

5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ცალკეული კომპონენტების ფარმაკოლოგიური, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის ტრადიციული კვლევების საფუძველზე პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა ნებივოლოლისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის.

6. ფარმაცევტული მონაცემები

6.1. შემავსებლების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი: პოლისორბატი 80, ჰიპრომელოზა (13.6mPas), ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრი თეთრი 03A580004 [5/12.5 მგ მხოლოდ], ოპადრი ყვითელი 03A520012 [5/25 მგ მხოლოდ], ჰიპრომელოზა (6 mPas), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიოქსილის (მაკროგოლი) სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) [5/25 მგ მხოლოდ].

6.2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

6.3. ვარგისიანობის ვადა

36 თვე

6.4. შენახვის განსაკუთრებული პირობები

აღნიშნული სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

6.5. შეფუთვა

PVC/ Aclar/ PVC Forming foil and lidding plain push through aluminum foil ბლისტერები;

შეფუთვის ზომები: 30 შემოგარსული ტაბლეტი

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

6.6. ნარჩენების განკარგვა

არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნიუ ფარმა“

მისამართი: საქართველო, თბილისი,0154, ევდოშვილის ქ.#18

8. სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

9. პირველი რეგისტრაციის/ განახლებული რეგისტრაციის თარიღი

10. ტექსტის გადახედვის თარიღი