არიფერი 30მლ პერ/წვეთები

არიფერი 30მლ პერ/წვეთები

46.35 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: არისტეია ფარმაცევტიცი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რკინის ბისგლიცინატი+ციანოკობალამინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 160823
გააზიარე:

AriFER®

1. პროდუქტის დასახელება

AriFER® — პერორალური წვეთები, 30 მლ.

2. შემადგენლობა

წყალი; ფრუქტოზა; რკინა (რკინის ბისგლიცინატის ხელატი); არომატიზატორი — ვაშლი; მჟავიანობის მარეგულირებელი — ლიმონმჟავა; კონსერვანტი — კალიუმის სორბატი; MTHF (5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი, გლუკოზამინის მარილი — კვატრეფოლიკი); ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი).

3. ინფორმაცია

3.1. გამოყენების ჩვენებები

AriFER® წარმოადგენს საკვებ დანამატს ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) და ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი B9) შემცველობით, რომლებიც ხელს უწყობენ ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ნორმალურ წარმოქმნას, დაღლილობისა და მოთენთილობის შემცირებას, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ქსოვილების ზრდას.

AriFER® წვეთები სასარგებლოა იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული ნუტრიენტების მიღება საკვებით შემცირებულია ან მოთხოვნილება გაზრდილია.

3.2. უკუჩვენებები

პროდუქტი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. არ გამოიყენოთ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში რომელიმე კომპონენტის მიმართ.

3.3. არასასურველი მოვლენები

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული ეფექტები ინსტრუქციაში მითითებული არ არის.

3.4. გაფრთხილებები და სპეციალური მითითებები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე (3 წლამდე ასაკის ბავშვები).

გამოიყენეთ მხოლოდ მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

პროდუქტი სერტიფიცირებულია როგორც გლუტენისგან თავისუფალი.

4. გამოყენების წესი და დოზირება

ჩვილები 1 წლამდე: 8 წვეთი დღეში

ბავშვები 4 წლამდე: 10 წვეთი დღეში

მოზრდილები: 20 წვეთი დღეში

ორსულები: 30 წვეთი დღეში

გამოყენების წესი უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან.

5. შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ ადგილას, სინათლისა და სითბოს წყაროებისგან მოშორებით.

ვარგისიანობის ვადა ვრცელდება პროდუქტის ხელუხლებელ შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

6. რეგისტრაციის მფლობელი

Aristeia Farmaceutici S.r.l. იტალია