რეკოველი 36მკგ/1.08მლ#1შპრ/კალ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი
ფოლიტროპინ დელტა
თქვენმა ჯანდაცვის პროვაიდერმა უნდა გაჩვენოთ, თუ როგორ მოამზადოთ და შეიყვანოთ რეკოველი® სწორად, სანამ მას პირველად გააკეთებთ.
ნუ ეცდებით ინექციის გაკეთებას, სანამ თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი არ გაჩვენებთ ინექციების გაკეთების სწორ მეთოდს.
სრულად წაიკითხეთ ეს ბროშურა რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის გამოყენებამდე და ასევე ყოველთის, როცა ახალ შპრიც-კალამს აიღებთ. შესაძლებელია იყოს ახალი ინფორმაცია. ყურადღებით დაიცავით ინსტრუქციები მაშინაც კი, თუ ადრე იყენებდით მსგავს საინექციო შპრიც-კალმებს. შპრიც-კალმის არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის არასწორი დოზის მიღება.
დაურეკეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს (ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს) თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ თქვენი რეკოველის® ინექცია.
რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი არის ერთჯერადი მოხმარების, დოზის დასაყენებელი შპრიც-კალამი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ რეკოველის® 1-ზე მეტი დოზის შესაყვანად. შპრიც-კალამი ხელმისაწვდომია 3 სხვადასხვა დოზირებით:
- · 12 მიკროგრამი/0,36 მლ
- · 36 მიკროგრამი/1,08 მლ
- · 72 მიკროგრამი/2,16 მლ
რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც კალამი და მისი ნაწილები
ნემსის გარე თავსახური
ნემსის შიდა თავსახური
ნემსი
დამცავი ფოლგა
დოზის ინდიკატორი
დოზის სკალა
ინექციის ღილაკი
დოზის ღილაკი
შპრიც-კალმის თავსახური
კარტრიჯი წამლით
კარტრიჯის დამჭერი
დოზის ჩვენების ფანჯარა
გამოყენების ინსტრუქცია
რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი
ფოლიტროპინ დელტა
გაფრთხილებები
- · არ გამოიყენოთ შპრიც კალამი, თუ ის დავარდა ან მოხვდა მყარ ზედაპირზე.
- · თუ ინექციის ღილაკზე დაჭერა ადვილი არ არის, არ გამოიყენოთ ძალა. შეცვალეთ ნემსი. თუ ნემსის გამოცვლის შემდეგ ინექციის ღილაკის დაჭერა ადვილი არ არის, გამოიყენეთ ახალი შპრიც-კალამი.
- · ნუ ეცდებით დაზიანებული შპრიც-კალმის შეკეთებას. თუ კალამი დაზიანებულია, დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს (გთხოვთ იხილოთ პრეპარატის შეფუთვის ჩანართი ფურცელი საკონტაქტო დეტალებისთვის).
დამატებითი ინფორმაცია
ნემსები
ნემსები მიეწოდება შპრიც-კალმთან ერთად. თუ გჭირდებათ დამატებითი ნემსები, დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს. გამოიყენეთ მხოლოდ ის ნემსები, რომლებიც მოჰყვება თქვენი რეკოველის® წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამს ან რომელსაც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ.
კონტაქტი
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა შპრიც-კალამთან ასოცირებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს (საკონტაქტო ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ პრეპარატის შეფუთვის ჩანართი ფურცელი).
გამოყენების ინსტრუქცია - რეკოველი® (ფოლიტროპინ დელტა) წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- · რეკოველი® წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი და ნემსები გამოიყენება მხოლოდ ერთი პირის მიერ და არ უნდა იყოს გაზიარებული სხვებთან.
- · შპრიც-კალამი გამოიყენება მხოლოდ იმ სამედიცინო მდგომარეობისთვის, რისთვისაც ის დანიშნეს და გამოიყენება მხოლოდ თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერის მითითების შესაბამისად.
- · თუ ვერ ხედავთ ან გაქვთ ცუდი მხედველობა და ვერ კითხულობთ დოზის სკალას შპრიც-კალამზე, ნუ გამოიყენებთ ამ შპრიც-კალამს სხვა პირის დახმარების გარეშე. მიიღეთ დახმარება კარგი მხედველობის მქონე პირისგან, რომელსაც აქვს შპრიც-კალმის გამოყენების გამოცდილება.
- · შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს (გთხოვთ იხილოთ პრეპარატის შეფუთვის ჩანართი ფურცელი საკონტაქტო ინფორმაციისთვის) რეკოველის® ინექციის გაკეთებამდე.
ინფორმაცია რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის შესახებ
შპრიც-კალამი შეიძლება დაყენდეს იმგვარად, რომ მოხდეს 0,33 მიკროგრამიდან 20 მიკროგრამამდე რეკოველის® დოზების გაშვება 0,33 მიკროგრამიანი მონიშნული მატებით. იხილეთ „დოზის გამოშვების მაგალითები“ გვერდებზე 20-დან 211-მდე.
- · შპრიც-კალმის დოზის სკალა დანომრილია 0-დან 20 მიკროგრამამდე.
- · თითოეული რიცხვი გამოყოფილია ორი ხაზით, თითოეული ხაზი მოიცავს ერთ მატებას, რომლის ოდენობაა 0,33 მიკროგრამი.
- · თქვენს დოზაზე დაყენებისას, მოისმენთ დაწკაპუნების ხმას და იგრძნობთ წინააღმდეგობას ციფერბლატზე ყოველი მატებისას, რაც დაგეხმარებათ სწორი დოზის განსაზღვრაში
გაწმენდა
- · საჭიროების შემთხვევაში, თქვენი შპრიც-კალმის გარე ნაწილი შეიძლება გაიწმინდოს წყლით დასველებული ქსოვილით.
- · არ მოათავსოთ შპრიც-კალამი წყალში ან სხვა სითხეში.
შენახვა
- · ყოველთვის შეინახეთ შპრიც-კალამი კალმის თავსახურთან ერთად და მიმაგრებული ნემსის გარეშე.
- · არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი მის ეტიკეტზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის („ვადის გასვლა“) გასვლის შემდეგ
- · არ შეინახოთ შპრიც-კალამი ზღვრულ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირ შუქზე ან ძალიან ცივ პირობებში, როგორიცაა მანქანაში ან საყინულეში.
- · შეინახეთ შპრიც-კალამი ბავშვებისთვის და იმ პირებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რომელთაც არ აქვთ მისი გამოყენების გამოცდილება.
გამოყენებამდე:
- · შეინახეთ შპრიც-კალამი მაცივარში 2°C - 8°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
- · თუ პრეპარატი ინახება მაცივარს გარეთ (25 °C ტემპერატურაზე ან ქვემოთ), შპრიც-კალამი იმუშავებს 3 თვემდე მოქმედი პერიოდის ჩათვლით. გადააგდეთ (გაანადგურეთ) შპრიც-კალამი, თუ ის არ გამოიყენეს 3 თვის შემდეგ.
პირველი გამოყენების შემდეგ (გამოყენების პერიოდი):
- · შპრიც-კალამი შეიძლება ინახებოდეს 28 დღემდე 25°C ტემპერატურაზე ან ქვემოთ.
პრეპარატი არ გაყინოთ.
მასალები, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი რეკოველის® ინექციის გასაკეთებლად
1 x სპირტის ტამპონი
1 x სტერილური მარლა ან ბამბის ბურთულები
1 x ნემსი (მიეწოდება შპრიც-კალამთან ერთად)
1 x პუნქციისადმი მდგრადი კონტეინერი
გამოყენებამდე - (ნაბიჯი 1)
ნაბიჯი 1:
- · დაიბანეთ ხელები.
- · შეამოწმეთ შპრიც-კალამი, რომ არ იყოს დაზიანებული. არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი, თუ ის დაზიანებულია.
- · შეამოწმეთ შპრიც-კალამი (კარტრიჯი) რომ დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი გამჭვირვალეა და არ შეიცავს ნაწილაკებს. არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი თუ კარტრიჯში ჩანს ან ამღვრეული წამალია.
- · დარწმუნდით, რომ გაქვთ შესაბამისი შპრიც-კალამი სწორი დოზირებით.
- · შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა შპრიც-კალმის ეტიკეტზე.
რეკოველი XXმკგ XXXმლ
მოქმედების ძალა
ინექცია.
ფოლიტროპინ დელტა
კანქვეშა გამოყენება
პირველი გამოყენების შემდეგ: საჭიროა გამოყენება 28 დღის განმავლობაში
შეინახეთ 25°C ტემპერატურაზე ან ქვემოთ.
ვადის გასვლის თარიღი: (თვე/წელი)
ნემსის დამაგრება - (ნაბიჯი 2-დან 6-მდე)
მნიშვნელოვანია:
- · ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი ყოველი ინექციისთვის.
- · გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადი დაწკაპუნების ნემსები, რომლებიც მოწოდებულია შპრიც-კალამთან ერთად.
ნაბიჯი 2:
• მოხსენით შპრიც-კალამს თავსახური
ნაბიჯი 3:
• მოაშორეთ დამცავი ფოლგა ნემსს.
ნაბიჯი 4:
- · დააწკაპუნეთ ნემსზე.
- · გაიგონებთ ან იგრძნობთ დაწკაპუნებას, როდესაც ნემსი უსაფრთხოდ არის ფიქსირებული
- · შეგიძლიათ ნემსიც გადაატრიალოთ. როდესაც იგრძნობთ მცირე წინააღმდეგობას, ის საიმედოდ არის დამაგრებული.
ნაბიჯი 5:
- · ამოიღეთ ნემსის გარე ქუდი.
- · არ გადააგდოთ ნემსის გარე ქუდი. ის დაგჭირდებათ წამლის შეყვანის შემდეგ ნემსის გადასაგდებლად (გასანადგურებლად)
ნაბიჯი 6:
- · მოხსენით ნემსის შიდა თავსახური და გადააგდეთ
პრაიმინგი - (საფეხური 7-დან 9-მდე)
- · შპრიც-კალმის პირველად გამოყენებამდე საჭიროა მოაშოროთ ჰაერის ბუშტუკები კარტრიჯიდან (პრაიმინგი) პრეპარატის სწორი დოზის მისაღებად.
- · განახორციელეთ შპრიც-კალამის პრაიმინგი მხოლოდ პირველი გამოყენებისთანავე.
- · განახორციელეთ 7- 9 ნაბიჯი მაშინაც კი, თუ ვერ ხედავთ ჰაერის ბუშტუკებს.
- · თუ შპრიც-კალამი უკვე გამოიყენეს, გადადით პირდაპირ მე-10 საფეხურზე.
ნაბიჯი 7:
- · დაატრიალეთ დოზირების ღილაკი საათის ისრის მიმართულებით, სანამ წვეთის სიმბოლო არ შეესაბამება დოზის ინდიკატორს.
- · თუ დააყენეთ არასწორი საწყისი დოზა, შეგიძლიათ დაარეგულიროთ იგი ზევით ან ქვევით, წამლის დაკარგვის გარეშე, დოზის ღილაკის შებრუნებით რომელიმე მიმართულებით, სანამ წვეთის სიმბოლო არ შეესაბამება დოზის ინდიკატორს.
დოზის ინდიკატორი
წვეთის სიმბოლო
ნაბიჯი 8:
- · დაიჭირეთ შპრიც-კალამი ნემსით ზემოთ.
- · თითით შეეხეთ კარტრიჯის დამჭერს, რათა კარტრიჯში არსებული ჰაერის ბუშტუკები ამოვიდეს კარტრიჯის მწვერვალზე.
ნაბიჯი 9:
- · როდესაც ნემსი კვლავ მიმართულია ზემოთ (სახიდან მოშორებით) დააჭირეთ ინექციის ღილაკს ბოლომდე, სანამ არ დაინახავთ რიცხვს „0“ დოზის ინდიკატორთან შესაბამისობაში.
სითხის წვეთი
- · შეამოწმეთ, რომ ნემსის წვერზე გამოჩნდეს სითხის წვეთი.
- · თუ წვეთ(ებ)ი არ გამოჩნდება, გაიმეორეთ ნაბიჯები 7- 9 (პრაიმინგი), სანამ წვეთი არ გამოჩნდება.
- · თუ 5 ცდის შემდეგ წვეთი არ გამოჩნდა, მოხსენით ნემსი (იხილეთ ნაბიჯი 13), დაამაგრეთ ახალი ნემსი (იხილეთ ნაბიჯი 3-6 ) და გაიმეორეთ პრაიმინგი (იხილეთ ნაბიჯი 7-9).
- · თუ ახალი ნემსის გამოყენების შემდეგ მაინც ვერ ხედავთ წვეთს, სცადეთ ახალი შპრიც-კალამის გამოყენება.
დოზის დაყენება - (ნაბიჯი 10)
იხილეთ „დოზის დაყენების მაგალითები“ გვერდებზე 20-დან 211-მდე.
ნაბიჯი 10:
- · მოატრიალეთ დოზის ღილაკი საათის ისრის მიმართულებით, სანამ დადგენილი დოზა არ დაემთხვევა დოზის ინდიკატორს დოზის ჩვენების ფანჯარაში.
- · დოზის კორექტირება შესაძლებელია მომატებით ან შემცირებით წამლის დაკარგვის გარეშე, დოზის ღილაკის ნებისმიერი მიმართულებით მობრუნებით, სანამ სწორი დოზა არ შეესაბამება დოზის ინდიკატორს
- · არ დააჭიროთ ინექციის ღილაკს დოზის დაყენებისას წამლის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
დოზირების გაყოფა:
- · შეიძლება დაგჭირდეთ ერთზე მეტი შპრიც-კალამი თქვენი დანიშნული დოზის შესავსებად.
- · თუ ვერ შეძლებთ თქვენი სრული დოზის დაყენებას, ეს ნიშნავს, რომ შპრიც-კალამში არ არის საკმარისი წამალი. თქვენ დაგჭირდებათ გაყოფილი დოზის ინექცია ან ამჟამინდელი შპრიც-კალამის გადაგდება (განადგურება) და ახალი შპრიც-კალამის გამოყენება თქვენი ინექციისთვის.
იხილეთ „რეკოველის გაყოფილი დოზის მიცემა“ გვერდებზე 22-დან 231-მდე მაგალითებისთვის, თუ როგორ უნდა გამოვთვალოთ და ჩაიწეროთ თქვენი გაყოფილი დოზა.
დოზის ინექცია - (საფეხური 11-12)
მნიშვნელოვანია:
- · არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი, თუ წამალი შეიცავს ნაწილაკებს ან თუ ის არ არის გამჭვირვალე.
- · ინექციის გაკეთებამდე წაიკითხეთ ნაბიჯები 11 და 12 გვერდებზე 14-დან 151-მდე.
- · ეს წამალი უნდა შეიყვანოთ ინექციით კანის ქვეშ (კანქვეშ) კუჭის არეში (მუცელი).
- · გამოიყენეთ ახალი ინექციის ადგილი თითოეული ინექციის შემთხვევაში, რათა შეამციროთ კანის რეაქციების რისკი, როგორიცაა სიწითლე და გაღიზიანება.
- · არ გააკეთოთ ინექცია მტკივნეულ (გაღიზიანებულ), დაჟეჟილ, წითელ, მაგარ, ნაწიბუროვან ან სტრიების ადგილას.
ნაბიჯი 11 და 12:
- · გაწმინდეთ თქვენი ინექციის ადგილის კანი სპირტიანი ტამპონით. ნუ შეეხებით ამ ადგილს ინექციის გაკეთებამდე.
- · დაიჭირეთ შპრიც-კალამი ისე, რომ ინექციის დროს ჩანდეს დოზის ჩვენების ფანჯარა.
- · დაიჭირეთ კანი და მოათავსეთ ნემსი პირდაპირ კანში, როგორც ეს ნაჩვენებია თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერის მიერ. ჯერჯერობით ნუ შეეხებით ინექციის ღილაკს.
- · ნემსის ჩასმის შემდეგ მოათავსეთ ცერა თითი ინექციის ღილაკზე.
საინექციო ადგილი
- · დააჭირეთ ინექციის ღილაკს ბოლომდე და ხანგრძლივად.
- · გააგრძელეთ ინექციის ღილაკზე დაჭერა და როდესაც დაინახავთ რიცხვს „0“, რაც შესაბამისობაშია დოზის ინდიკატორთან, დაელოდეთ 5 წამს (ნელა დაითვალეთ 5-მდე). ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მიიღოთ თქვენი სრული დოზა.
- · ინექციის ღილაკზე 5 წამის განმავლობაში დაჭერის შემდეგ გაათავისუფლეთ ინექციის ღილაკი. შემდეგ ნელა მოაშორეთ ნემსი ინექციის ადგილიდან პირდაპირ კანიდან ამოღებით.
- · ინექციის ადგილზე სისხლის გამოჩენისას, მსუბუქად დააწექით მარლის საფენით ან ბამბით ინექციის ადგილს.
შენიშვნა:
- · არ დახაროთ შპრიც კალამი ინექციისას და კანიდან მისი ამოღების დროს.
- · შპრიც-კალმის დახრილმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნემსის მოხრა ან ჩატეხვა
- · თუ გატეხილი ნემსი რჩება სხეულში ან რჩება კანქვეშ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
ნემსის განადგურება - (ნაბიჯი 13)
ნაბიჯი 13:
- · ფრთხილად ჩამოაცვით ნემსის გარე თავსახური ნემსს და მყარად დააჭერით (A).
- · მოაბრუნეთ ნემსი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ ამოიღოთ ნემსი შპრიც-კალმიდან (B+C).
- · ფრთხილად გადააგდეთ (გაანადგურეთ) გამოყენებული ნემსი (D).
- · იხილეთ „განადგურება“ მე-181 გვერდზე.
შენიშვნა:
- · ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ყოველთვის ნემსი შპრიც-კალამსს. ნემსი არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
- · არ შეინახოთ შპრიც-კალამი მასზე დამაგრებული ნემსთან ერთად.
ნემსის გარე თავსახური ნემსის შიდა თავსახური
შპრიც-კალმის თავსახურის შეცვლა - (ნაბიჯი 14)
ნაბიჯი 14:
- · ინექციებს შორის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მყარად დაახურეთ თავსახური შპრიც-კალამს.
შენიშვნა:
- · შპრიც-კალმის თავსახური არ მოერგებს ნემსს.
- · გაყოფილი დოზის ინექციის შემთხვევაში, გადააგდეთ (გაანადგურეთ) შპრიც-კალამი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ცარიელია.
- · გაყოფილი დოზის ინექციის ნაცვლად ახალი შპრიც-კალმის გამოყენების შემთხვევაში სრული დანიშნული დოზის მისაღებად, გადააგდეთ (გაანადგურეთ) თქვენი შპრიც-კალამი, როდესაც კალამში არ არის საკმარისი წამალი სრული დოზისთვის.
- · დაახურეთ შპრიც-კალამს თავსახური, როდესაც მას არ იყენებთ.
განადგურება
ნემსები:
გამოყენებული ნემსები მოათავსეთ პუნქციისადმი გამძლე კონტეინერში, როგორიცაა ბასრი ნივთების გასანადგურებელი კონტეინერი გამოყენების შემდეგ. არ გადააგდოთ (გაანადგუროთ) გამოყენებული ბასრი ნივთების გადასატანი კონტეინერი საყოფაცხოვრებო ნაგავში.
თუ არ გაქვთ ბასრი ნივთების გასანადგურებელი კონტეინერი, შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო კონტეინერი, რომელიც:
- · დამზადებულია მძიმე პლასტმასისგან,
- · შესაძლებელია მისი მჭიდროდ დახურვა, პუნქციისადმე გამძლე თავსახურით, ბასრი ნაჭრების გარეთ გამოსვლის გარეშე,
- · ვერტიკალურ პოზიციაშია და მდგრადი გამოყენებისას,
- · გაჟონვისადმი გამძლეა და
- · სათანადო ეტიკეტირებული, რომ შეიცავდეს გაფრთხილებას კონტეინერის შიგნით საშიში ნარჩენების შესახებ.
რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმები:
- · გადაყარეთ (გაანადგურეთ) გამოყენებული შპრიც-კალმები ნარჩენების განადგურების ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
დოზის დაყენების მაგალითები
მაგალითები, თუ როგორ უნდა დააყენოთ დოზა რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმით
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია დანიშნული დოზების მაგალითები, დანიშნული დოზების დაყენების მაგალითები, და როგორ გამოიყურება დანიშნული დოზების დოზის ჩვენების ფარჯარა.
|
დანიშნული დოზის მაგალითები (მიკროგრამებში) |
0.33 |
0.66 (საწყისი დოზა) |
|
დასაყენებლი დოზა შპრიც-კალამში |
0 და 1 ხაზი (დააყენეთ 0 და პლიუს 1 დაწკაპუნება) |
0 და 2 ხაზი (დააყენეთ 0 და პლიუს 2 დაწკაპუნება) |
|
დოზის ჩვენების ფანჯარა დანიშნული დოზის მაგალითისთვის |
|
2.33 |
11.00 |
12.33 |
18.66 |
20.00 |
|
2 და 1 ხაზი (დააყენეთ 2-მდე და პლიუს 1 დაწკაპუნება) |
11 (დააყენეთ 11-მდე) |
12 და 1 ხაზი (დააყენეთ 18-მდე პლუს 1 დაწკაპუნება) |
12 და 2 ხაზი (დააყენეთ 18-მდე პლუს 2 დაწკაპუნება) |
20 (დააყენეთ 20-მდე) |
რეკოველის® გაყოფილი დოზის მიწოდება
თუ არ შეგიძლიათ დააყენოტ სრული დანიშნულ დოზა თქვენს შპრიცალმში, ეს ნიშნავს, რომ კალამში არ არის საკმარისი წამალი სრული დოზის მისაწოდებლად. თქვენ მოგიწევთ დანიშნული დოზის ნაწილის მიცემა თქვენი ამჟამინდელი შპრიც-კალმით და დოზის დარჩენილი ნაწილი ახალი შპრიც-კალმის გამოყენებით (დაყოფილი დოზის ინექცია) ან შეგიძლიათ გადააგდოთ (გაანადგუროთ) შპრიც-კალამი, რომელსაც იყენებთ და გამოიყენოთ ახალი შპრიც-კალამი, რათა მიიღოთ თქვენი სრული გამოწერილი დოზა 1 ინექციის სახით. თუ გადაწყვეტთ გაყოფილი დოზის ინექციის გაკეთებას, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს და ჩაწერეთ, რამდენი წამალი უნდა მისცეთ გაყოფილი დოზის დღიურის გამოყენებით, რაც მოცემულია 231-ე გვერდზე.
- · A სვეტში მოცემულია დანიშნული დოზის მაგალითი. ჩაწერეთ თქვენი დანიშნული დოზა A სვეტში.
- · B სვეტი აჩვენებს შპრიც-კალამში დარჩენილი დოზის მაგალითს (ეს უდრის იმას, რისი დაყენებაც შეგიძლიათ).
- · B სვეტში ჩაწერეთ დოზა, რომელიც დარჩა თქვენს შპრიც-კალმში. გააკეთეთ ინექცია შპრიც-კალამში დარჩენილი წამლის გამოყენებით.
- · მოამზადეთ და შეავსეთ ახალი კალამი (ნაბიჯი 1-9).
- · გამოთვალეთ და ჩაწერეთ ინექციისთვის დარჩენილი დოზა C სვეტში B სვეტის რიცხვის გამოკლებით A სვეტის რიცხვთან. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ კალკულატორი თქვენი გამოთვლების შესამოწმებლად.
- · საჭიროების შემთხვევაში, იხილეთ „დოზის დაყენების მაგალითები“ გვერდებზე 20–211.
- · დოზები უნდა დამრგვალდეს უახლოეს მატებამდე, X.00, X.33 ან X.66 მიკროგრამი. მაგალითად, თუ C სვეტის რიცხვი არის 5.34, დამრგვალეთ თქვენი დარჩენილი დოზა 5.33-მდე. თუ C სვეტის რიცხვი არის 9.67, დამრგვალეთ თქვენი დარჩენილი დოზა 9.66-მდე.
- · დაურეკეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს შეკითხვების შემთხვევაში, თუ როგორ გამოთვალოთ თქვენი გაყოფილი დოზა.
- · შეიტანეთ მედიკამენტის დარჩენილი დოზა (ციფრი C სვეტში) თქვენი ახალი შპრიც-კალმის გამოყენებით, რათა შეავსოთ დანიშნული დოზა.
|
A დანიშნული დოზა |
B შპრიც-კალამში დარჩენილი დოზა (დოზა ნაჩვენებია დოზის ინდიკატორთან დოზის ჩვენების ფანჯარაში) |
C= A მინუს B საინექციო დოზა ახალ შპრიც-კალამში (დოზა ნაჩვენებია დოზის ინდიკატორთან დოზის ჩვენების ფანჯარაში) |
|
11.33 |
4.00 (4) |
7.33 (7 და 1 ხაზი (დააყენეთ 7-მდე პლუს 1 დაწკაპუნება)) |
|
12.66 |
12.33 (12 და 1 ხაზი (12 პლუს 1 დაწკაპუნება)) |
0.33 (0 და 1 ხაზი (დაყენება 0-მდე პლუს 1 დაწკაპუნება)) |
|
11.00 |
3.00 (3) |
8.00 (8 დაყენაბა 8-მდე) |
|
12.00 |
6.66 (6 და 2 ხაზი (6 პლუს 2 დაწკაპუნება)) |
5.34-ის დამრგვალება 5.33-მდე (5 და 1 ხაზი (დაყენება 5-მდე და 1 დაწკაპუნება)) |
|
18.33 |
8.66 (8 და 2 ხაზი (8 პლუს 2 დაწკაპუნება)) |
9.67-ის დამრგვალება 9.66-მდე (9 და 2 ხაზი (დაყენება 9-მდე პლუს 2 დაწკაპუნება)) |
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
1. აუცილებელია თუ არა პრაიმინგის ნაბიჯი ყოველი ინექციის წინ?
- · არა. პრაიმინგი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ახალი შპრიც-კალმით პირველი ინექციის გაკეთებამდე.
2. როგორ გავიგო, რომ ინექცია დასრულებულია?
● ინექციის ღილაკი დაჭერილია ბოლომდე.
● რიცხვი „0“ ემთხვევა დოზის ინდიკატორს.
● თქვენ ნელ-ნელა ითვლით 5-მდე, ჯერ კიდევ გიჭირავთ ინექციის ღილაკი, ნემსი ისევ კანშია მოთავსებული.
3. რატომ უნდა დავთვალო 5-მდე ინექციის ღილაკის დაჭერისას?
● ინექციის ღილაკზე 5 წამის განმავლობაში დაჭერა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული დოზა და მოხდეს შეწოვა კანქვეშ.
4. რა მოხდება, თუ დოზის ღილაკი ვერ ბრუნდება საჭირო დოზაზე?
● კარტრიჯს შპრიც-კალამში შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი წამალი დანიშნული დოზის მიწოდებისთვის.
● შპრიც-კალამი არ გაძლევთ საშუალებას დააყენოთ უფრო დიდი დოზა, ვიდრე დარჩენილია კარტრიჯში.
● შეგიძლიათ შეიყვანოთ შპრიც კალამში დარჩენილი წამალი და შეავსოთ დანიშნული დოზა ახალი შპრიც-კალმით (გაყოფილი დოზა) ან გამოიყენოთ ახალი შპრიც-კალამი დანიშნული სრული დოზის მისაღებად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.










