პროლაიფი ინფანტი 8მლ #1ფლ

პროლაიფი ინფანტი 8მლ #1ფლ

48.00 ლარი 38.40 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ზეტა ფარმასეუტიკალ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტობაქტერია რეუტერი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 160172
გააზიარე:

პროლაიფი ინფანტი

1 ფლაკონი 8მლ, რეზერვუარი თავსახურით და საწვეთურით

პროლაიფი ინფანტი არის პრობიოტიკი, ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების შემცველი დანამატი, რომელიც სასარგებლოა ანტიბიოტიკოთერაპიით, დიეტური ან ორგანული ფაქტორებით გამოწვეული ნაწლავის ბაქტერიული ფლორის აღსადგენად. პროლაიფი ინფანტი არის ახალშობილობიდან გამოსაყენებელი პრობიოტიკი.

შემადგენლობა

რეზერვუარი თავსახური: Lactobacillus reuteri LR92, მალტოდექსტრინი

საშუალო ანალიზი

თითო დოზაზე

(6 წვეთი)

პროდუქტის შემცველობა

100 მლ-ზე

Lactobacillus

reuteri LR92

ცოცხალი უჯრედები

მინიმუმ 100 მილიონი

ცოცხალი უჯრედები

მინიმუმ 40 მილიარდი

ფლაკონი: მზესუმზირის ზეთი.

ჩვენებები

ბავშვთა ასაკის ნაწლავური დისბიოზით მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობების პრევენცია და მკურნალობა:

  • · ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დისბიოზი
  • · კვებითი ფაქტორებით გამოწვეული დისბიოზი
  • · ფუნქციური გასტროინტესტინური დარღვევები: კოლიკა ჩვილებში*, რეგურგიტაცია, ფუნქციური ყაბზობა
  • · დიარეა
  • · გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

*ჩვილების კოლიკის მართვისთვის გამოიყენება პრენატალური პერიოდის ბოლო 4 კვირის განმავლობაში ორსულებში, შემდეგ ახალშობილებში.

რეკომენდებული დოზა 0-2 წლის ასაკში და ორსულებში: ერთი დოზა (6 წვეთი) დღეში ერთხელ. ნეიტრალური არომატის გამო წვეთების მიღება შესაძლებელია ჩვეულებრივად, წყალთან განზავებით ან სხვა სასმელთან, ოთახის ტემპერატურაზე. ჩვილებისთვის, წვეთების შერევა შესაძლებელია სასმელ რძესთან ერთად განსაზღვრული ტემპერატურით (37°C). პროდუქტის შემცველი მომზადებული რძე დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

გამოყენების ინსტრუქცია: დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით, სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში . კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მოხსენით ბოთლს თავსახური და დაამაგრეთ საწვეთური. საწვეთურით ამოიღეთ პროდუქტი და დალიეთ. ბოთლს დაახურეთ საწვეთური და შეინახეთ მაცივარში. კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.

გაფრთხილებები: პროლაიფი ინფანტი უნდა შეინახოთ გრილ ადგილას (მაქს. 25°C). პირველი გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა შეინახოთ მაცივარში და გამოიყენოთ 3 თვის (90 დღის) განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

პროლაიფი ინფანტი

საკვები დანამატი

1 ფლაკონი 8მლ, რეზერვუარი თავსახურით და საწვეთურით

ZETA FARMACEUTICI S.p.A.

Via Galvani, 10 - Sandrigo (VI) იტალია

დამზადებული და შეფუთულია ქარხანაში- Via Galvani, 10 Sandrigo (VI) - იტალია

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „სმარტფარმი“