ცეტირინაქსი 10მგ #10ტ

ცეტირინაქსი 10მგ #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცეტირიზინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 16017
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ცეტირინაქსი 10 მგ
CETIRINAX 10 მგ
ცეტირიზინი


შემადგენლობა
- მოქმედი ნივთიერება გარსით დაფარულ ერთ ტაბლეტში:
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.
- გარსის შემადგენლობა:
ჰიპრომელოზა, მაკროგოლის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი E171.

წამლის ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედება
ცეტირინაქსს გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ამცირებს ცრემლის გაძლიერებულ გამოყოფას და თვალის ქავილს, ხველებას და რინორეას, ქავილს და გამონაყარს კანზე.
ჰისტამინის გამონთავისუფლების დათრგუნვით, პრეპარატი გავლენას ახდენს დაუყოვნებელი და დაყოვნებული ალერგიული რეაქციების განვითარებაზე.

ჩვენებები
-    სეზონური ალერგიული რინიტი;
-    ქრონიკული(მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ალერგიული რინიტი;
-    ქრონიკული იდიოპათური ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ცეტირიზინის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა და აზრის გაფანტულობა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელი დოზის კორექცია.
ცეტირინაქსით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მოხმარება და დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენება, ვინაიდან ამგვარი კომბინაცია ამცირებს ყურადღების სიმახვილეს და არღვევს ჩვეულებრივ აქტიურობას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არსებობს მონაცემები ცეტირიზინის ფსევდოეფედრინთან, ანტიპირინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან და დიაზეპამთან ურთიერთქმედების შესახებ.
თეოფილინი ამცირებს ცეტირიზინის გამოყოფას,  მისი ბიოტრანსფორმაციის შეცვლის გარეშე.
არ არის რეკომენდებული ცეტირიზინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ერთდროული გამოყენება, ვინაიდან შეიძლება შემცირდეს ყურადღების კონცენტრაცია, რაც იწვევს ჩვეული საქმიანობის დარღვევას.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს
მიუხედავად იმისა, რომ ცეტირინაქსის გამოყენება არ უკავშირდება ტერატოგენული რისკის მომატებას, მისი მიღება ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით სარგებლის/რისკის შეფასების შემდეგ.
ცეტირინაქსით მკურნალობა ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია, ვინაიდან პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში.

ზემოქმედება ავტომობილების მართვაზე და ტექნიკის გამოყენების უნარზე
ცეტირინაქსი სიფრთხილით ენიშნებათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს. ამასთან, დაუშვებელია დანიშნულზე მაღალი დოზების გამოყენება.

ცნობები დამხმარე საშუალებების შესახებ
პრეპარატი დამხმარე საშუალებების სახით შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არ არის ნაჩვენები იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ლაქტაზას ნაკლებობა, გალაქტოზემია, ან მალაბსორბციის გლუკოზო-გალაქტოზური სინდრომი.

მიღების წესი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მოზრდილებში და ბავშვებში 11 წლის ასაკის ზევით – 10მგ (1 ტაბლეტი) დღეში;
ბავშვებში 6-11 წლის ასაკში – 5-10 მგ (1/2-1 ტაბლეტი) დღეში;
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <11-31 მლ/წთ), ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <7მლ/წთ) ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი) დღეში.

ჭარბი დოზირება
მოზრდილებში ჭარბი დოზირების სიმპტომებია ძილიანობა, ხოლო ბავშვებში თავიდან აგზნებადობა და მოუსვენრობა და მხოლოდ ამის შემდეგ – ძილიანობა. ჭარბი დოზირების მკურნალობა  სიმპტომატურია. ჭარბი დოზის შემთხვევაში, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი არ არის ცნობილი, ხოლო ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

გვერდითი ეფექტები
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
-    ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სწრაფად დაღლა, გაღიზიანება;
-    ვეგეტატური ნერვული სისტემის მხრივ – მადის დაკარგვა, სახის გაწითლება, ნერწყვის გამოყოფა;
-    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ -  გულისრევა, პირის სიმშრალე და დისკომფორტი;
-    კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ – გამონაყარი.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მსგავსი არასასურველი რეაქციები, სადღეღამისო დოზა 10 მგ შეიძლება დაიყოს 2 მიღებად, 5 მგ თითო მიღებაზე დილით და საღამოს.

შეფუთვა
10 ცალი ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 (სამი) წელი გამოშვების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით!

მწარმოებელი
აქტავის ჰფ., ისლანდია
რეიკიავიკურვეგი 78
ჰაფნარფირდი 220

ლიცენზიის მფლობელი
ბალკანფარმა-დუპნიცა ად
2600 ქ. დუპნიცა, ბულგარეთი
სამოკოვსკოიეს შოსე #3