ოფთალაით 10მლ თვ/წვ
გააზიარე:
სამედიცინო დანიშნულების პროდუქტის OFTALIGHT / ოფთალაით
გამოყენების ინსტრუქცია
სანედიცინო დანიშნულების პროდუქტის დასახელება:
OFTALIGHT თვალის წვეთები 10 მლ PET ბოთლებში.
სამედიცინო მოწყობილობის შემადგენლობა :
ნატრიუმის ჰიალურონატი - 2.0 მგ/მლ; ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა :
თვალის წვეთები, 10 მლ PET ბოთლებში.
წვეთებში შემავალი პოლიმერები, ბუნებრივი ცრემლების იდენტურია, წყალს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდეს რქოვანას ზედაპირს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოს იგი, ხდება თვალის ზედაპირზე დამცავი საცრემლე აპკის სტაბილიზაცია, ფერხდება წყლის შრის აორთქლება , რაც აღმოფხვრის მხედველობის დისკომფორტს მშრალი თვალის სინდრომის დროს.
თვისებები :
თავისი ინოვაციური პოლიმერული შემადგენლობის წყალობით, რომელიც ბუნებრივი ცრემლის იდენტუია, ხსნარს აქვს გამოხატული დამატენიანებელი თვისებები, ეფექტურად ხსნის თვალის სიმშრალეს, დისკომფორტს კონტაქტური ლინზების ტარებისას, მშრალ, ცხელ კლიმატში, კონდიცირებულ ოთახებში და კვამლიან გარემოში მუშაობისას.
ხსნარის შემადგენლობა საშუალებას იძლევა, კონტაქტური ლინზები კომფორტულად ატარონ მთელი დღის განმავლობაში, არა მხოლოდ მოზრდილებმა, არამედ მოზარდებმა და ბავშვებმაც, რადგან მას არა მხოლოდ დამატენიანებელი, არამედ გამპოხავი თვისებებიც აქვს.
გამოყენების ჩვენებები : ოფთალაითი გამოიყენება რბილი და მყარი კონტაქტური ლინზების ხმარებისას; ამცირებს ხახუნს ლინზას რქოვანას ეპითელიუმს შორის ,ხსნის მშრალი თვალის სინდრომს, დაკავშირებულს ასაკობრივი ცვლილებებთან ან სხვადასხვა პათოლოგიებთან ,ქუთუთოებისა და რქოვანას დეფორმაციებთან ; კონდიცირებულ და კვამლიან ოთახებში, კომპიუტერთან და მონიტორებთან ხანგრძლივი მუშაობასთან; გამოიყენება მედიკამენტების გვერდითი ეფექტებით გამოწვეული მშრალი თვალის სინდრომის დროს; თვალზე სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარებისას.
კონტაქტური ლინზების ხსნარის გამოყენების ინსტრუქცია:
• კარგად დაიბანეთ ხელები
• ამოიღეთ წინასწარ დამუშავებული ლინზები ლინზების შესანახი კონტეინერიდან მრავალფუნქციური ლინზების ხსნარით
• კონტაქტურ ლინზებზე მათ ჩასმამდე დაიწვეთეთ ხსნარის 2-3 წვეთი.
• ლინზები ჩასვით.
• ლინზების ჩასმის შემდეგ ასევე შეგიძლიათ ხსნარის ერთი ან ორი წვეთი წაუსვათ.
გვერდითი მოვლენები :
ინდივიდუალური შეუწყნარებლობის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მსუბუქი წვა და სიწითლე.
უკუჩვენებები :
ამჟამად, უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი, გარდა რომელიმე კომპონენტის მიმართ სპეციფიკური ალერგიისა. უკუნაჩვენებია იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ წვეთების ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ აუტანლობა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება : არ არის აღწერილი.
სპეციალური ინსტრუქციები :
• არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია.
• არ დაუშვათ საწვეთურის წვერის რაიმე ზედაპირთან შეხება.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ ბოთლი.
• არ გამოიყენოთ შინაგანად; მხოლოდ ინსტილაციისთვის.
განადგურების მეთოდი :
გამოყენების შემდეგ, განადგურდეს ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და განადგურების სანიტარული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.
გაფრთხილება :
• არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ხსნარის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• არ შეურიოთ სხვა აღმდგენი წვეთები.
დოზის გადაჭარბება :
არ ხდება.
შენახვის პირობები :
შეინახეთ ბნელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
განადგურების მეთოდი :
გამოყენების შემდეგ, განადგურდეს ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და განადგურების სანიტარული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი.
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში . არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. გახსნიდან გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
მწარმოებელი : «ASEPTICA» უზბეკეთი
დამაზადებულია : IMUN UG, Germany (HRB 35243P პლანტაგენ შტრასსე 30а/14428 პოტსდამი-გერმანიისათვის










