ჰეპოლამ S #60კაფს[]

ჰეპოლამ S #60კაფს[]

55.00 ლარი 46.75 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცეუტიკალს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: არტიშოკი,ფოსფოლიპიდები,ბაყაყურა,ქოლინი,ვიტ.B12
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 159736
გააზიარე:

ჰეპოლამ S

60 კაფსულა

საკვები დანამატი

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები 1 კაფსულაში

რაოდენობა

Essential phospholipids (from soy)

100mg

Silybum marianum seed extract

70mg

Cynara scolymus leaf extract

100mg

Choline (as bitartrate)

50mg

Vitamin B12 (cyanocobalamin)

10 μg

შემადგენლობაში შემავალი ყველა ნივთიერება მოქმედებს დაზიანებული ღვიძლის ფუნქციების აღსადგენად .

Essential phospholipids ( EPL ) – 100 მგ

ესენციურ ფოსფოლიპიდებს აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა და რეგენერაციის უნარი,ღვიძლში ინტეგრირდება უშუალოდ დაზიანებულ ჰეპატოციტთა მემბრანებში და აღადგენს მათ სტრუქტურასა და ფუნქციას, აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას ,ამცირებს ფიბროზის განვითარების რისკს, აუმჯობესებს სილიმარინის, არტიშოკის და სხვა ჰეპატოპროტექტორების მოქმედებას.

Silybum marianum ( სილიმარინი ) – 70 მგ

სილიმარინი იცავს ღვიძლს ტოქსინებისგან (ალკოჰოლი, მედიკამენტები, მძიმე მეტალები),ეხმარება ღვიძლს სისხლის ფილტრაციაში,ხელს უშლის ჰეპატოტოქსიური ნივთიერებებითა და ანთებითი პროცესებით პროვოცირებულ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას,აჩქარებს ღვიძლის რეგენერაციას , აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება .

Cynara scolymus ( არტიშოკის ფოთლის ექსტრაქტი ) – 100 მგ

არტიშოკი შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს–ცინარინი (Cynarin) –ფლავონოიდები და ანტიოქსიდანტები ,ინულინი – პრებიოტიკი,( რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, გლუკოზის და ქოლესტერინის დონის, წონის რეგულაციას), ვიტამინები A, C, K, კალიუმი, მაგნიუმი.

Cynara scolymus-ის იწვევს ღვიძლის და ნაღვლის ფუნქციების გაუმჯობესებას,ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციაში, აუმჯობესებს ნაღვლის გამოდინებას .აქვს ანტიფიბროზული მოქმედება ამცირებს ღვიძლის ცხიმოვან დეგენერაციას, ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება (ამცირებს TNF-α, IL-6, IL-1β), რაც იმუნური რეგულაციის ერთ-ერთი გზაა. გარდა ღვიძლზე მოქმედებისა არტიშოკი მოქმედებს ქოლესტერინის და გლუკოზის ცვლაზე. ამცირებს LDL ე.წ. ცუდ ქოლესტერინს.ხელს უწყობს სისხლში შაქრის ბალანსს. ასევე ინულინის შემცველობის გამო აუმჯობესებს საკვების მონელებას.

Choline ( ქოლინი , ბიტარტრატის ფორმით ) – 50 მგ


ქოლინი აუცილებელია ფოსფატიდილქოლინის სინთეზისთვის – ეს არის უჯრედული მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ასევე მონაწილეობს ცხიმების გადამუშავებაში.აქვს ანტიფიბროზული მოქმედება – ქოლინი აუცილებელია ლიპიდების ტრანსპორტისთვის და მეტაბოლიზმისთვის, განსაკუთრებით ღვიძლში.აქედან გამომდინარე ის ხელს უშლის ცხიმოვანი ღვიძლის (სტეატოზის) განვითარებას, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება,ამცირებს ციტოკინების დონეს (TNF-α, IL-6, IL-1β), ხელს უწყობს ღვიძლის იმუნური ბალანსის აღდგენას, განსაკუთრებით ქრონიკული ჰეპატოტოქსიკური პროცესების დროს.

გარდა ღვიძლზე მოქმედებისა, ქოლინი წარმოადგენს აცეტილქოლინის წინამორბედს – მთავარი ნეიროტრანსმიტერი მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციებისთვის,ქოლინი მონაწილეობს მეთილაციის რეაქციებში, ხელს უწყობს ჰომოცისტეინის განადგურებას, რაც მიოკარდიული დაავადებების რისკის შემცირების მიზეზია.

Vitamin B12 ( ციანოკობალამინი ) – 10 მკგ
ამცირებს ჰომოცისტეინის დონეს, რაც იცავს ღვიძლს ჟანგვითი დაზიანებისგან,აუმჯობესებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს ჰეპატოციტებში.

Hepolam S აერთიანებს მცენარეულ ექსტრაქტებს, ფოსფოლიპიდებს და მეტაბოლურ ფაქტორებს, რომლებიც იცავენ ღვიძლს, აუმჯობესებენ მის ფუნქციურ მდგომარეობას, და ააქტიურებენ რეგენერაციულ პროცესებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის ქრონიკული დავადებების, მედიკამენტური ან ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს.

  • · აქვს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება–იცავს ღვიძლს მედიკამენტებისა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან.
  • · აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს.
    • • ასტიმულირებს ჰეპატოციტების რეგენერაციას.
    • • აქვს ანტიოქსიდანტური ,ანტიფიბროზული,ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
    • • ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდის ბუნებრივ პროცესს.

გამოყენების მეთოდი:

1 კაფსულა დღეში ორჯერ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები - ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: Fortex nutraceuticals, ბულგარეთი, სოფია 1362, პროჰლადენ კატის ქ., 1