კამელინფლუ M 10მლ სპრეი

კამელინფლუ M 10მლ სპრეი

43.20 ლარი 34.56 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: კამელინი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კამელინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 159478
გააზიარე:

კამელინფლუ

წამლის ფორმა : სპრეი, ადგილობრივი მოქმედების.
10 მლ. ფლაკონში. შესხურების 120 დოზა.
1 დოზა შეიცავს 85 მკგ ხსნარს.

შემადგენლობა : „კამელინი-М“-1,5 მლ.

დამხმარე ნივთიერებები - 8,5 მლ.
(პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი).

აღწერა : გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.

ფარმაკოლოგიური თვისებები : „კამელინფლუ” - ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები : პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარალური ანგინა, სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი.
როგორც დამხმარე საშუალება - ქრონიკული ტონზილიტის დროს.

მიღების წესი : ფლაკონს იკავებენ ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევენ პირის ღრუში/ყელში.
მოზრდილებში, 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში, 2-3 გაფრქვევა 3-6 ჯერ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5 - 7 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.

გვერდითი მოვლენები : თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები : მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან : „კამელინფლუ“ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

ორსულობა და ლაქტაცია : უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.


ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს : არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება : გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა : „კამელინფლუ“ 10 მლ. მინის ფლაკონში, მოხუფული თავსახურით და ტუმბოთი, უჟანგავი ფოლადის ბურთულით და პოლიპროპილენის შემაფრქვევლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები : ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა : 2 წელი.

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.