სუმატრიპტანი JAMP 100მგ#6ტ
გააზიარე:
პაციენტის მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია
წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია თქვენი მედიკამენტის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის
JAMP სუმატრიპტანი DF
სუმატრიპტანის ტაბლეტები
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია JAMP სუმატრიპტანის DF-ის მიღების დაწყებამდე და ყოველი ხელახალი მიღებისას. ეს ინსტრუქცია წარმოადგენს შეჯამებას და მასში მოცემული არ არის სრული ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ. გაესაუბრეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს თქვენი სამედიცინო მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ და იკითხეთ, არის თუ არა რაიმე ახალი ინფორმაცია JAMP სუმატრიპტანის DF-ის შესახებ.
რისთვის გამოიყენება JAMP სუმატრიპტანი DF?
JAMP სუმატრიპტანი DF გამოიყენება მოზრდილებში შაკიკის ტიპის თავის ტკივილის შესამსუბუქებლად. შაკიკის ტიპის თავის ტკივილი შეიძლება მიმდინარეობდეს აურით ან მის გარეშე. ამ დროს შეიძლება ხედავდეთ შავ ლაქებს, მოციმციმე სინათლეს ან მოციმციმე ლაქებს ან ვარსკვლავებს. JAMP სუმატრიპტანი DF არ გამოიყენება თავის ტკივილის პრევენციის ან რაოდენობის შემცირების მიზნით. გამოიყენეთ JAMP სუმატრიპტანი DF მხოლოდ შაკიკის შეტევის სამკურნალოდ.
როგორ მოქმედებს JAMP სუმატრიპტანი DF?
მიიჩნევა, რომ შაკიკის ტიპის თავის ტკივილი გამოწვეულია თავში სისხლძარღვების გაფართოებით.
JAMP სუმატრიპტანი DF ავიწროებს ამ სისხლძარღვებს და ამსუბუქებს შაკიკის ტიპის თავის ტკივილის სიმპტომებს.
რა ინგრედიენტებს შეიცავს JAMP სუმატრიპტანის DF?
სამკურნალო ინგრედიენტი: სუმატრიპტანის სუქცინატი
არასამკურნალო ინგრედიენტები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, კალციუმის წყალბადის ფოსფატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (მხოლოდ 100 მგ ტაბლეტი), რკინის წითელი ოქსიდი (მხოლოდ 100 მგ ტაბლეტი), მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიდექსტროზა, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ტიტანის დიოქსიდი და ტრიაცეტინი.
JAMP სუმატრიპტანი DF გამოდის შემდეგი დოზირების ფორმებით:
ტაბლეტები:
- · 25 მგ (თეთრი)
- · 50 მგ (თეთრი)
- · 100 მგ (ვარდისფერი)
არ გამოიყენოთ JAMP სუმატრიპტანი DF, თუ :
- · გაქვთ ალერგია სუმატრიპტანზე ან JAMP სუმატრიპტანი DF-ის რომელიმე ინგრედიენტზე. (იხილეთ "რა ინგრედიენტებს შეიცავს JAMP სუმატრიპტანის DF?").
- · გაქვთ გულის პრობლემა, როგორიცაა გულის უკმარისობა ან გულმკერდის არეში ტკივილი (სტენოკარდია) ან უკვე გადატანილი გაქვთ გულის შეტევა.
- · გქონდათ ინსულტი ან მინი-ინსულტი (ასევე ცნობილია, როგორც გარდამავალი იშემიური შეტევა ან „გიშ“).
- · გაქვთ პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება ანამნეზში, სიმპტომები ან ნიშნები. ეს არის სისხლის მიმოქცევის დაქვეითება კიდურებსა და ორგანოებში, გულისა და ტვინის გარდა, როგორიცაა ნაწლავის იშემიური დაავადება და რეინოს სინდრომი.
- · გაქვთ უკონტროლო ან მძიმე მაღალი არტერიული წნევა.
- · იღებთ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიიღეთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი (მაო), მედიკამენტი (როგორიცაა ფენელზინის სულფატი, ტრანილციპრომინის სულფატი, მოკლობემიდი ან სელეგილინი).
- · იღებთ ან ბოლო 24 საათის განმავლობაში მიიღეთ ერგოტამინის, დიჰიდროერგოტამინის, მეთიზერგიდის ან ტრიპტანის შემცველი სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის ტიპის თავის ტკივილის სამკურნალოდ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ დანიშნული გაქვთ ამ ტიპის მედიკამენტები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- · გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები.
- · გაქვთ შაკიკის გარკვეული სხვა ტიპები, მათ შორის:
- o ჰემიპლეგიური შაკიკი. ეს არის შაკიკის ტიპის თავის ტკივილი, როდესაც გაქვთ სისუსტე სხეულის ერთ მხარეს ან
- o ბაზილარული შაკიკი. ეს არის შაკიკის ტიპის თავის ტკივილი, რომელიც იწყება ტვინის ქვედა ნაწილში, ან
- o ოფთალმოპლეგიური შაკიკი. ეს არის შაკიკის ტიპის თავის ტკივილი, რომლის დროსაც გაქვთ ტკივილი თვალების გარშემო.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა ამ ტიპის შაკიკი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
JAMP სუმატრიპლანი DF ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული შაკიკის შეტევებისგან განსხვავებული სხვა ტიპის თავის ტკივილის სამკურნალოდ.
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და სათანადო გამოყენების უზრუნველსაყოფად , JAMP სუმატრიპტან DF- ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს . განიხილეთ ნებისმიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან პრობლემა , რომელიც შეიძლება გქონდეთ , მათ შორის , თუ :
- · ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას.
- · ძუძუთი კვებავთ ბავშვს. JAMP სუმატრიპტანი DF-ის აქტიური ინგრედიენტი, სუმატრიპტანი, გადადის დედის რძეში. მოერიდეთ ძუძუთი კვებას JAMP სუმატრიპტანი DF-ის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
- · გაქვთ გულის დაავადებების რისკ-ფაქტორები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი, სიმსუქნე, დიაბეტი, მოწევა, გულის დაავადებების ოჯახური ანამნეზი ან ხართ პოსტმენოპაუზის პერიოდში ან ხართ 40 წელზე მეტი ასაკის მამაკაცი.
- · ოდესმე მოგიწიათ ამ ან სხვა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ალერგიის ან სხვა პრობლემების გამო, ან გაქვთ ალერგია სულფონამიდების შემცველ პრეპარატებზე.
- · ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის.
- · ხართ 65 წელზე მეტი ასაკის.
- · გქონიათ ან გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.
- · გქონიათ ან გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები.
- · გაქვთ თავის ტკივილი, რომელიც განსხვავდება თქვენი ჩვეულებრივი შაკიკის შეტევებისგან.
სხვა გაფრთხილებები , რომლებიც უნდა იცოდეთ :
JAMP სუმატრიპტანი DF-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის:
- · გულის სერიოზული პრობლემები
- · თვალის გრძელვადიანი პრობლემები
- · რეინოს სინდრომი
ამ და სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი "სერიოზული გვერდითი მოვლენები და რა უნდა მოიქმოქმედოთ მათთან დაკავშირებით".
სეროტონინის ტოქსიკურობა (ასევე ცნობილია, როგორც სეროტონინის სინდრომი): JAMP სუმატრიპტანი DF-მა შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის ტოქსიკურობა, იშვიათი, მაგრამ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ცვლილებები ტვინის, კუნთების და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში. სეროტონინის ტოქსიკურობა შეიძლება განვითარდეს, თუ იღებთ JAMP სუმატრიპტანი DF-ს გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად დეპრესიის სამკურნალოდ.
სეროტონინით ტოქსიკურობის სიმპტომებია:
- · ცხელება, ოფლიანობა, კანკალი, დიარეა, გულისრევა, ღებინება;
- · კუნთების კანკალი, კანკალი ან შებოჭილობა, ჰიპერაქტიური რეფლექსები, კოორდინაციის დაკარგვა;
- · გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ცვლილებები;
- · დაბნეულობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, განწყობის ცვლილებები, გონების დაკარგვა და კომა.
JAMP სუმატრიპტანი DF- ის უწყვეტი გამოყენება : JAMP სუმატრიპტანი DF არ გამოიყენება უწყვეტად შეტევების თავიდან ასაცილებლად ან შეტევების რაოდენობის შესამცირებლად. გამოიყენეთ JAMP სუმატრიპტანი DF მხოლოდ რეალური შაკიკის შეტევის სამკურნალოდ. თუ JAMP სუმატრიპტანი DF-ს ძალიან ხშირად იყენებთ, ამან შეიძლება გააუარესოს თქვენი შაკიკის ტიპის თავის ტკივილი. თუ ეს მოხდება, თქვენმა ჯანდაცვის სპეციალისტმა შეიძლება გითხრათ, რომ შეწყვიტოთ JAMP სუმატრიპტანი DF-ის მიღება.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა : JAMP სუმატრიპტანი DF-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. დაელოდეთ, თუ როგორ იმოქმედებს JAMP სუმატრიპტანი DF თქვენზე, სანამ დაიწყებთ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
აცნობეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ , რომელსაც იღებთ , მათ შორის ნებისმიერი პრეპარატის , ვიტამინის , მინერალის , ბუნებრივი დანამატის ან ალტერნატიული მედიკამენტის შესახებ .
შეიძლება აღინიშნოს შემდეგი პრეპარატების ურთიერთქმედება JAMP სუმატრიპტანი DF- თან :
- · დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, როგორიცაა „მაო“ ინჰიბიტორები, სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs) და სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs).
- · შაკიკის ტიპის თავის ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტები, როგორიცაა ტრიპტანები, 5-HT1 აგონისტები, ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი და მეთიზერგიდი.
როგორ მიიღება JAMP სუმატრიპტანი DF:
- · JAMP სუმატრიპტანი DF მიიღეთ წყალთან ერთად და გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად. JAMP სუმატრიპტანი DF არ უნდა დაღეჭოთ, გაყოთ ან დაფშვნათ.
- · JAMP სუმატრიპტანი DF-ის მიღება შესაძლებელია შაკიკის ტიპის თავის ტკივილისას ნებისმიერ დროს.
- · JAMP სუმატრიპტანი DF-ის მოქმედების დაწყებას შეიძლება 30 წუთამდე დასჭირდეს.
- · თუ JAMP სუმატრიპტანი DF-ის მიღების შემდეგ გჭირდებათ უფრო მეტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, შეგიძლიათ სხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის მიღება. ეს პრეპარატი არ უნდა შეიცავდეს ერგოტამინს. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი მედიკამენტების გამოყენება შეგიძლიათ, მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
- · შაკიკის ტიპის შემდგომი თავის ტკივილების დროს შეგიძლიათ მიიღოთ JAMP სუმატრიპტანი DF.
გახსოვდეთ , ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული . არ მისცეთ ის სხვას , რადგან მათ შეიძლება განუვითარდეთ არასასურველი ეფექტები , რომლებიც შეიძლება სერიოზული იყოს .
ჩვეულებრივი დოზა :
- · მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზა არის 50 მგ.
- · თქვენი რეაქციისა და ტოლერანტობის მიხედვით, თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს შეუძლია გაზარდოს თქვენი დოზა 100 მგ-მდე. მაქსიმალური დოზა არის 100 მგ.
- · თუ JAMP სუმატრიპტანი DF-ის პირველ დოზაზე პასუხი არ ვლინდება, იგივე შეტევისთვის მეორე დოზა არ მიიღოთ.
- · თუ სიმპტომები კვლავ დაგიბრუნდებათ და პირველი ტაბლეტის მიღებიდან გასულია ორი ან მეტი საათი, შეგიძლიათ მიიღოთ მეორე ტაბლეტი.
- · არ მიიღოთ 200 მგ-ზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება :
|
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან პირმა, რომელზეც ზრუნავთ, მიიღეთ JAMP სუმატრიპტანი DF-ის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ჯანდაცვის სპეციალისტს, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან რეგიონულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ აღინიშნება. |
რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს JAMP სუმატრიპტანი DF- ის გამოყენებამ ? ეს არ არის ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს JAMP სუმატრიპტანი DF-ის მიღებისას. თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აქ, დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
JAMP სუმატრიპტანი DF-ის ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენებია:
- · სახის სიწითლე (ხანმოკლე ხანგრძლივობით)
- · გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
- · თავბრუსხვევა
- · ძილიანობა
- · დაღლილობა
- · სისუსტე
- · არტერიული წნევის დროებითი მატება
- · კუნთების ტკივილი
სხვა გვერდითი მოვლენებია:
- · მხედველობის პრობლემები, როგორიცაა ბრმა ლაქები, სინათლის ციმციმი და ერთი ობიექტის ორი გამოსახულების დანახვა
- · კანკალი ან უკონტროლო მოძრაობები
- · ხელებისა და ფეხის თითების ნორმალური ფერის დაკარგვა
- · დიარეა
- · ოფლიანობა
|
სერიოზული გვერდითი მოვლენები და რა უნდა მოიმოქმედოთ მათთან დაკავშირებით |
|||
|
სიმპტომი / შედეგი |
მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს |
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას |
|
|
მხოლოდ მძიმე შემთხვევებში |
ყველა შემთხვევაში |
||
|
ხშირი |
|||
|
უჩვეულო შეგრძნებები ან დისკომფორტი მათ შორის დაბუჟება, ჩხვლეტა, სიცხის ან სიცივის შეგრძნება; ტკივილი, სიმძიმე ან ზეწოლა სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის გულმკერდში, ყელში, კისერში, ყბასა და ზედა კიდურებში. |
√ |
||
|
ძალიან იშვიათი |
|||
|
გულის შეტევის სიმპტომები : ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, ქოშინი. |
√ |
||
|
გულის რიტმის პრობლემები : უჩვეულოდ ნელი ან სწრაფი გულისცემა, ან არარეგულარული და/ან ძლიერი გულისცემის შეგრძნება. |
√ |
||
|
ალერგიული რეაქციები : ქოშინი, უეცარი ხიხინი, გულმკერდის არეში შებოჭილობა, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, კვანძოვანი კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება. |
√ |
||
|
კრუნჩხვები: გონების დაკარგვა უკონტროლო კანკალით („კრუნჩხვები“). |
√ |
||
|
ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და/ან ძლიერი სისხლდენა სწორი ნაწლავიდან. |
√ |
||
|
რეინოს სინდრომი : მუდმივად მეწამულისფერი ხელები ან ფეხები. |
√ |
||
|
მხედველობის დაკარგვა. |
√ |
||
|
უცნობი |
|||
|
სეროტონინის ტოქსიკურობა: რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აგზნების ან მოუსვენრობის შეგრძნება, სიწითლე, კუნთების კანკალი, თვალის უნებლიე მოძრაობები, ძლიერი ოფლიანობა, სხეულის მაღალი ტემპერატურა (>38 °C) ან კუნთების რიგიდობა. |
√ |
||
თუ გაქვთ შემაწუხებელი სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა, რომელიც აქ არ არის ჩამოთვლილი ან თუ ეს მოვლენა იმდენად მძიმეა, რომ ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
|
გვერდითი მოვლენების შეტყობინება თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ ჯანდაცვის პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საეჭვო გვერდითი ეფექტის შესახებ კანადის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგი გზით:
შენიშვნა : დაუკავშირდითთქვენსჯანდაცვისსპეციალისტს, თუგჭირდებათინფორმაციაგვერდითიმოვლენებისმართვისშესახებ. კანადისზედამხედველობისპროგრამაარგასცემსსამედიცინოკონსულტაციას. |
შენახვა :
შეინახეთ ტაბლეტები გრილ, მშრალ ადგილას 15-300C ტემპერატურაზე.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი გადაყრის ყველა გამოუყენებელ მედიკამენტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თუ გსურთ JAMP სუმატრიპტანი DF- ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება :
- · გაესაუბრეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს
- · ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის მომზადებული პროდუქტის შესახებ სრული მონოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც მოიცავს პაციენტის მედიკამენტებთან დაკავშირებულ ამ ინფორმაციას, ეწვიეთ კანადის ჯანდაცვის ვებგვერდს: (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/drug-product-database.html); ან დარეკეთ 1-866-399-9091.
ეს ინსტრუქცია მოამზადა:
JAMP Pharma Corporation
1310, rue Nobel
Boucherville, Quebec
J4B 5H3, Canada
ბოლოს გადაიხედა: 2024 წლის 12 თებერვალი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით










