პალმიტოლი 30მლ ცხვ/სპრეი
გააზიარე:
პალმიტოლი
შემადგენლობა : A პალმიტატი (0.5%)
D-პანთენოლი (0.1%)
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი .კალიუმის სორბატი .ნატრიუმის ბენზოატი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს ,ინარჩუნებს ტენიანობას.
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
გამოყენების ჩვენებები:
- ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება
- ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება ;
- ენდოსკოპიური გამოკვლევების და ტამპონადის გაადვილება ;
- ატროფიული რინიტი (ოზენე)
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები :
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
დასაშვებია გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში .
გამოყენების წესი და დოზირება : 2-3 შესხურება 4-5 ჯერ დღეში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 12-25 *C .მოარიდეთ ბავშვებს .
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30მლ
მწარმოებელი : FITOLAB polsha










